ქვეყნის პრემიერი უეფასგან ზომების მიღებას ითხოვს
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელიც პოლონეთში იმართება, სკანდალს ვერ გადაურჩა - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უეფასგან ჩარევას ითხოვს. მისი მტკიცებით, ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩი გერმანიასა და იტალიას შორის ჩაწყობილი იყო!

გავიხსენოთ, რა მოხდა - ევროპის ჩემპიონატზე 12 გუნდი თამაშობდა 3 ჯგუფში.

ნახევარფინალში კი, გამარჯვებულების გარდა, საუკეთესო მეორეადგილოსანი გადიოდა - ყველაფერი გერმანია-იტალიის მატჩში წყდებოდა. სლოვაკეთს, თითქოს, ჯიბეში ჰქონდა საუკეთესო მეორეადგილოსნის საგზური, გერმანია 6 ქულით ლიდერობდა, ხოლო იტალიას 3 ქულა ჰქონდა და აქ ფედერიკო ბერნარდესკის ერთადერთი გოლით იტალიელებმა იმარჯვეს და... საუკეთესო მეორეადგილოსანი გერმანია გახდა, ხოლო იტალია პირველი ადგილით გავიდა, ანუ ის ანგარიში დაფიქსირდა, რომელიც ორივე ნაკრებს აწყობდა.

თანაც, ბერნარდესკის გოლი უკვე პირველივე ტაიმში გავიდა და მეორეში თამაშს სიმწვავე მართლაც მოაკლდა.

რობერტ ფიკომ, სლოვაკეთის მთავრობის პირველმა პირმა ამ მატჩს ფარსი უწოდა:

"მტკიცედ მწამს, რომ უეფა ამ ფარსს გამოიძიებს და მომავალი ტურნირისთვის ისე შეიცვლება ფორმატი, რომ წინა პლანზე სპორტულმა პრინციპმა წამოიწიოს და მსგავსი გარიგებები თავიდან ავიცილოთ. გერმანიამ და იტალიამ თავიანთი ქმედებით დიდი დარტყმა მიაყენეს ამ თამაშსა და მთლიანად ტურნირს. ეს იყო ორივე მხრიდან დადგმული ფარსი", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი უეფასადმი მიწერილ წერილში.

მანამდე სლოვაკეთის ნაკრების თავკაცმა პაველ ჰაპალმა გერმანია-იტალიას "დიდი იმედგაცრუება და უსამართლო მატჩი" უწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

afxazi
ეგ არ იყო ამერიკის ელჩი რომ გამოაგდო კაბინეტიდან??? მაფიას გრძელი ხელები აქვს
pepe
ევროპის ჩემპიონატი დიდებშიც და მითუმეტეს ეს საშინელი ფორმატით გაიმართა. ერთი ჯგუფით მეტი ყოფილიყო და გავიდოდა ჩვეულებრივ ორი გუნდი. სლოვაკეთს კარგი გუნდი ჰყავდა და საცოდაობა იყო მათი ასე გამოვარდნა, მიუხედავად იმისა ჩაწყობილი იყო თუ არა მატჩი. სლოვაკეთი ფორმატის გამო მაინც დაიჩაგრა. უეფა არ ეშვება ხიმანდრობას და ჰა....
დუდუ
ცალსახად უეფას ბრალია და გუნდებს ვერაფერში დაადანაშაულებენ. რადგან ასეთი ფორმატი იყო, მარტო თითო ჯფუფის კი არა ბოლო ტურის ყველა თამაში ერთდროულად უნდა დაწყებულიყო.
zura
იტალია გერმანიას ყოველთვის უგებდა,მიუხედავად ჩემი გერმანიის მიმართ სიმპატიისა.
ზაზა
გავამახვილებ ყურადღებას-თვით სლოვაკეთის პრემიერ-მონისტრი გამოეხმაურა მატჩის გარშემო პერიპეტიებს(ეროვნული ნაკრების მიმართ გაცილებით მეტი ყურადღებაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან!)!!!და ეს ყურადღება სლოვაკეთის ახალგაზრდულმა(!) ნაკრებმა დაიმსახურა!.....რაც შეეხება თვით გამოთქმულ პრეტენზიებზე -სწორია,რომ გათამაშების ფორმულამ შექმნა კოლიზია,მაგრამ არ არის მთლად სწორი სლოვაკთა პოზიცია იტალია-გერმანიის მთელი მატჩის ფარსად გამოცხადებაზე:მატჩის ბოლო წუთები იქცა ფარსად,როცა გაირკვა,რომ ჩეხები აგებდნენ დანიელებთან!წინააღმდეგ შემთხვევაში იტალიელები ვერ გადიოდნენ ჯგუფიდან და შესაბამისად ცდილობდნენ მეორე გოლის გატანას...პ.ს. უნდა ავღნიშნოთ,რომ მაკედონელებმა-პორტუგალიელთა,ხოლო დანიელებმა ჩეხების წინააღმდეგ სპორტული ბრძოლა გააჩაღეს,როცა მათ სატურნირო თვალსაზრისით არავითარი ინტერესი არ გააჩნდათ,ითამაშეს საკუთარი ქვეყნის პრესტიჟისთვის და თან სკაუტებიც ესწრებოდნენ და...
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
U21: რომელ ჩაწყობაზეა ლაპარაკი? ფორმატი შეცვალეთ!
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
"ნაპოლი" გუნდს აძლიერებს, ბერნარდესკი ნეაპოლელებს უახლოვდება
ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
იგუაინი, ხედირა, მატუიდი - ცნობილი ხდება, ვინ დატოვებს "იუვენტუსს"
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
ფედერიკო ბერნარდესკი: ჩემთვის რონალდო ყოველთვის მესიზე წინ იდგა
U21. ევროპის ჩემპიონატი: ფინალი ფავორიტთან
U21. ევროპის ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპის მიმოხილვა: სუპერწყვილები ნახევარფინალში
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ბერნარდესკი: "კვარა" მოვლენაა და ყველა მატჩზე გავლენას ახდენს
ბუფონისა და ალეგრის საიუბილეო მატჩში "იუვენტუსმა" "ფიორენტინა" დაამარცხა[VIDEO]
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
"ბარსელონა" და "იუვენტუსი" ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს