საქართველოს ჩემპიონი საკალათბურთო ჩემპიონთა თასის გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება
თბილისის "დინამომ" ევროტურნირებზე ბოლოს 2002-03 წლების სეზონში ითამაშა. მეოთხედფინალშიც გავიდა. მას მერე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი პირველად წლეულს იასპარეზებს საერთაშორისო არენაზე.

კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადი შეიტანა საკალათბურთო ჩემპიონთა თასის გათამაშებაში და საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. საწყის ეტაპზე წარმატების შემთხვევაში დინამოელები ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, ხოლო თუ საკვალიფიკაციოს ბარიერს ვერ გადალახავენ, მეორე შეჯიბრების, ფიბას თასის ჯგუფურ ტურნირში ავტომატურად მოხვდებიან.

როგორც კლუბის პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა გვითხრა, დაწყებულია მუშაობა გუნდის გაძლიერებაზე, რათა "დინამომ" ღირსეულად დაიცვას საქართველოს სახელი. ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეტოქის ვინაობას 11 ივლისის წილისყრა გამოავლენს.

ფიბას თასზე მონაწილეობისთვის განაცხადი ჰქონდა შეტანილი "სოხუმს", თუმცა განაცხადი ავტომატურად მონაწილეობას არ ნიშნავს. კლუბის ხელმძღვანელობას სპონსორებისგან ჰქონდა დაპირებები, მაგრამ რადგან ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო, სოხუმელებმა გადაწყვიტეს, წლეულს უარი თქვან და მომავალი სეზონისთვის ევროსარბიელს უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaga
რა სოხუმი თავიდანვე ღადაობა იყო სოხუმის მონაწილეობა. აქ რას აღწევს იქ რომ ითამაშოს? ჯერ აქ მოიგოს რამე და მერე მოინდომოს ევროპაში. ერთადაერთი ადგილი სადაც ეგენი იგებენ ტოტალიზატორია და ყველამ იცის!!! დინამოს კი წარმატებები, ლიგაზე არამგონია მაგრამ იმედია ევრო თასზე მაინც მოიგებენ რამდენიმე თამაშს ))
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
საკალათბურთო კლუბ "დინამოში" პირველი ლეგიონერი გამოჩნდა
მომავალი სეზონიდან სუპერლიგაში გუნდების რაოდენობა 10-მდე გაიზრდება
დაბრუნება ევროპაში - "დინამო" ჩემპიონთა თასზე, "სოხუმი" ევროპის თასზე
თბილისის "დინამო" საკალათბურთო ჩემპიონთა თასზე: დღეს წილისყრაა!
სუპერლიგა 2017/18: "სოხუმი" უკრაინელებითა და მიხეილ კობეშავიძით
ნიკა ცქიტიშვილი: არ ვიცი, ნაკრებში რატომ არ მიძახებენ
მარკოიშვილი და ცქიტიშვილი თბილისის "დინამოში"?
თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტთან" დამარცხდა [VIDEO]
"დინამო" "ხუვენტუტთან" 20 ქულით დამარცხდა
ვითამაშოთ ევროთასებზე და ეთიოპიასაც აღარ შეგვადარებენ
ირაკლი ხოშტარია: "ხუვენტუდს" მომზადებულები ვხვდებით
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]