პსჟ-ის ქართველი შემტევით დონეცკის "შახტარი", მოსკოვის "სპარტაკი" და კიევის "დინამოც" ინტერესდებოდნენ
ცოტა ხნის წინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა ნიკა ქუთათელაძემ ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

Sportall.ge-მ ქართველ შემტევთან ინტერვიუ ჩაწერა.

- პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს გილოცავთ...

- გმადლობთ. სეზონის ბოლოს დამიბარეს და პროფესიონალური კონტრაქტი შემომთავაზეს. აქამდე რეგიონულ ლიგაში ვთამაშობდი, ახლა კი ამ ხელშეკრულებით ქვეყნის პირველობაზე შევძლებ თამაშს 17 და 19-წლამდელებში.

თანაც, სურვილის შემთხვევაში, პირველი გუნდის მწვრთნელს ნებისმიერ დროს შეეძლება ჩემი გამოძახება, მაგრამ ჯერ ადრეა. ჯერ 17 და 19-წლამდელთა გუნდებია!

- სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება შენი და პატრიკ კლუივერტის ვიდეოები. მისი რჩევით ხომ არ მოხდა შენთან კონტრაქტის გაფორმება?

- კი, კლუივერტს დიდი წვლილი მიუძღვის ამ კონტრაქტში. მასთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი მაქვს და სულ მარიგებს ხოლმე, მეხმარება.

ასევე ამ კონტრაქტში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მწვრთნელს, ბაფოდე დიახაბის.

ისე კი, აქ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებენ. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას მთლიანი გუნდი იღებს: სკაუტები, მწვრთნელები და ა.შ.

- ვიცით, რომ კლუივერტს ქართულ ენას ასწავლი. როგორ მიდის სწავლის პროცესი?

- პროგრესი აშკარაა (იცინის).

- რამდენიმე თვის წინ ხმები გავრცელდა, რომ უკრაინულ და რუსულ კლუბებს სურდი. კონკრეტულად, რა ვარიანტები იყო და რატომ არ დათანხმდი?

- საქართველოს ნაკრებთან ერთად მინსკის ტურნირზე ვიყავი და იქიდან ვბრუნდებოდით, როცა მამას დონეცკის "შახტარიდან" დაურეკეს და ჩემდამი ინტერესი გამოხატეს. კიევის "დინამოსა" და მოსკოვის "სპარტაკზეც" იყო საუბარი, მაგრამ მე პსჟ-ში მინდოდა დარჩენა და წასვლას არსად ვაპირებდი.

- ბოლო 26 მატჩში 20 გოლი - შესანიშნავი სტატისტიკაა. თავად ფრანგები რას გეუბნებიან?

- განსაკუთრებულს არაფერს. აქ ბევრი საუბარი არ ახასიათებთ, არც ფეხბურთელებს აქებენ დიდად. უბრალოდ, დამიბარეს, კონტრაქტი შემომთავაზეს და ასე დამიფასეს 20 გოლი, რომლითაც გუნდის ბომბარდირი გავხდი.

- რამდენად ხშირად ხდება პსჟ-ში აკადემიის ფეხბურთელების დაწინაურება პირველ გუნდში?

- 2001 წელს დაბადებული ჯერ არავინ დაუწინაურებიათ, აი, 2000 წელს დაბადებული ტიმოტი ვეა კი გამოიძახეს, ავარჯიშეს და პირველ გუნდშიც დაიტოვეს.

საერთოდ, პირველ გუნდში მოხვედრა ძალიან რთულია. ჩვენი კლუბის პრეზიდენტის მთავარი ამოცანა, რადაც უნდა დაუჯდეს, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და მაქსიმალურად ცდილობს, უკვე შემდგარი ვარსკვლავები იყიდოს.

2019 წელს დასრულდება ახალი აკადემიის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

BUXRIKA
ფუ ფუ ფუ თვალი არ გვეცეს.მგონი ნორმალური თაობა გვეზდება მადლობა ღმერთს,არაბიძე ჩაკვეტაძე ქუთათელაძე კიდე 19 წლამდელებიდან აირჩევა რამდენიმე მოთამაშე მაგარი.დღე აუცილებლად ყველა სტადიონზე გენაცვალეთ
zaza
თავი არ დაზოგო თუ გინდა გარანტირებული კეთილდღეობა. აბა შენ იცი.
კახა ქირია
წარმატებები.
Miriani
ნიკუშ მიდი მიაწექი. მაგარი ხარ.ედო შენც მაგარი ხარ. ეგრე გაგვახარეთ ხოლმე რაა
gizog
კარგი კომენტარებია ასე უნდა მოზარდი ფეხბურთელების დალოცვა და წარმატებების სურვილი. თანაც დროულად დახნარებაც ხომ საჭიროა, რომ ვაცნობოთ კლიუვერტი გათავისუფლებულია მისი იმედი ნუღარ ექნება. ცინცხალი ინფორმაცია კარგია აბა ბავშვი ქვევრში ხომ არ უნდა დარჩეს.
გია-11
ბოღმა დაგახრჩობთ ბიჭებო, ცივი წყალი დააყოლეთ. ნიკა ქუთათელაძეს და ყველა ქართველს კი წარმატებებს ვუსურვებ...
zaza
კლაივერტი პსჟ-ს სპორტული დირექტორი აღარ არის და ვინ ეკითხება კონტრაქტის გაფორმებას ან არ გაფორმებას?
treneri
და კიდე პელე და მარადონა რომ არა ეს კონტრაქტი არ იქნებოდა
ovanes
უ-19 ში უნდა გამოეძახებინათ,არავიზე ნაკლები არაა იქ.ჯერ მარტო პრესტიჟია პსჟ-ს იგროკი სასტავში,თან ჯობია იქ ბევრს და ფორვარდი ვაბშე არ გვყავს იქა,ხო გამოჩდა რო ზაბივალა არ გვყავს და აგერაა ბიჭი და რატო ბლოკავთ ამ ბავშვს ვერ გავიგე
სოსო
ნიკა, გილოცავ პირველ კონყრაქტს და გისურვებ ვარსკვლავობას.
Le Parisien: ბარკოლამ კვარაცხელიასთვის სასტარტოში ადგილი უნდა გაათავისუფლოს
ღვთისავარ ანთაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "ხვიჩა კვარაცხელია - მენტალური მონსტრი"
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
Le Parisien: ბარკოლამ კვარაცხელიასთვის სასტარტოში ადგილი უნდა გაათავისუფლოს
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
"მე ქრისტიანი ადამიანი ვარ... ეს ადგილი მჭირდებოდა იმისთვის, რომ იესოს ხელახლა დავკავშირებოდი" - არაუხომ განმარტა, თუ როგორ დაძლია ფსიქოლოგიური პრობლემები
[VIDEO] მამუკელაშვილის სუსტი მატჩი - "ტორონტო რაპტორსი" "დეტროიტ პისტონსთან" დამარცდა
[VIDEO] დევისის და სმოლკინის წყვილმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მე-13 ადგილზე დაასრულა
[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
[VIDEO] სიხარულისგან დახტოდა და მოედანზეც შევიდა - ლუის ენრიკეს რეაქცია კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] სრული აღფრთოვანება - გამოქვეყნდა ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდა პაჩოს კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
მიქაუტაძის "ლიონი" ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელის შვილს იმატებს
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ქუთათელაძის 370-მილიონიანი ფოტოები
[VIDEO] სრული აღფრთოვანება - გამოქვეყნდა ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდა პაჩოს კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
Le Parisien: ბარკოლამ კვარაცხელიასთვის სასტარტოში ადგილი უნდა გაათავისუფლოს
"აიაქსისა" და "ბარსელონას" ლეგენდა პატრიკ კლუივერტი: ორი გამანადგურებელი ღამე გადავიტანე
[VIDEO] სიხარულისგან დახტოდა და მოედანზეც შევიდა - ლუის ენრიკეს რეაქცია კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
კლუივერტი თვლის, რომ ლევანდოვსკი "ბარსასთვის" უკვე ასაკოვანია
გიორგი ნემსაძე: ამ ბიჭებმა მიაღწიონ, რასაც ჩვენ ვერ შევწვდით...
ფრანგული გამოცემა: ზაბარნი შეზღუდული შესაძლებლობებისაა, მაგრამ ლუის ენრიკე აფასებს
"ბარსელონას" მწვრთნელობის ახალი კანდიდატი ცნობილია
ვიქტორ ვალდესმა შეიძლება "ბარსელონა" დატოვოს
ნიკა ქუთათელაძემ Sportall.ge-ს მკითხველი დაასაჩუქრა
გურამ ასპინძელაშვილი: არც თამაშით ვარ კმაყოფილი და არც შედეგით
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ტოჩინოშინი იაპონური პრესის ობიექტივში
6059 დღის შემდეგ! - "ვალენსიას" სახელით კვლავ კლუივერტმა გაიტანა!
დაგვირეკა კახა კალაძის ყოფილმა აგენტმა და გვითხრა... - ქართველი ფეხბურთელი, რომელიც პსჟ-ში თამაშობს