შინკიოკუშინკაი კარატეში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება
შინკიოკუშინკაი კარატეში მსოფლიოს ჩემპიონატები ოთხ წელიწადში ერთხელ ეწყობა და მასში მხოლოდ ის სპორტსმენები მონაწილეობენ, რომლებიც კონტინენტების ჩემპიონატებში ლიცენზიებს მოიპოვებენ. გასულ უქმეებზე მე-6 მსოფლიოს პირველობას ყაზახეთის დედაქალაქმა ასტანამ უმასპინძლა.

სასპორტო კომპლექს "დაულეტში" ქალ-ვაჟთა 4-4 წონით კატეგორიაში 40 ქვეყნის 193 სპორტსმენი იბრძოდა მედლებისთვის. მათ შორის საქართველოს ოთხი წარმომადგენელიც (დელეგაციის ხელმძღვანელი სპორტის სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე) იყო. ორმა მათგანმა მედალიც მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა ევროპის ორგზის ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი ანდრო ზინჩენკო (65 კგ), ხოლო 2009 და 2011 წლების ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული, 2016 წლის ბრინჯაოსპრიზიორი მიხეილ წიკლაური (75 კგ) მესამე ადგილს დასჯერდა.

ზინჩენკომ ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია: ჯერ მასპინძელი ალიშერ ახმეტჟანი და იაპონელები - აცუში კავაზე და იოსეი ტადა დაამარცხა, ნახევარფინალში ყაზახი იერკებულან ბეისემბაიევი ჩამოიშორა გზიდან, გადამწყვეტი ორთაბრძოლა იაპონელ ჰარუტაკა ოკაზაკისთან დათმო და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ჩვენებური გამოდიოდა. მიხეილ წიკლაურმა სტარტზე ირანელ პოუია სალეხს აჯობა, მერე მის გზას გაუყენა ლუან და სილვა ვიეირა (ბრაზილია) და შუნსაკუ კავასე (იაპონია), ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ სალაჰათ ჰასანოვთან დამარცხდა და ბრინჯაო ერგო. აზერბაიჯანელმა ფინალში მაქსიმ სმოლიაკოვიც (რუსეთი) დაჯაბნა და ოქროს მედალი დაიმსახურა.

ამავე წონით კატეგორიაში გამოდიოდა ჩვენი გუნდის წევრი თენგიზ ბასტოიანი, რომელსაც მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა: პირველ ორ წრეში მან ხოსე გონსალესსა (კოსტა რიკა) და მატეუ აჰ ჩოუს (ავსტრალია) მოუგო, მეოთხედფინალში უკრაინელ ოლექსანდრ სვინარენკოსთან ვერაფერს გახდა და მე-5 ადგილს დაჰყაბულდა.

85 კილოში გამოდიოდა ლევან ველურიძე. სტარტზე იგი იაპონელ ტიმოჰიტო იუკავას შეხვდა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ არბიტრების აზრი გაიყო - 3;2 გამარჯვება ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენელს მიანიჭეს და ველურიძე შეჯიბრებას გამოეთიშა.

ქალთა და ვაჟთა ოთხ-ოთხ წონით კატეგორიაში მედლების რვა კომპლექტი გათამაშდა. ყველას იაპონელებმა აჯობეს - მათს სპორტულ ყულაბაში 15 მედალი აღმოჩნდა - 7 ოქროსი, 3 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოსი. ერთადერთი ოქროთი მეორე ადგილი აზერბაიჯანელებს ერგოთ. მომდევნო ადგილებზე გავიდნენ: ყაზახეთი (8=0+2+6), რუსეთი (3=0+2+1), საქართველო (2=0+1+1), ლიტვა (2=0+0+2) და უკრაინა (1=0+0+1).

- კონტაქტურ კარატეში მსოფლიოს ჩემპიონატები 1979 წლიდან იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ, - გვითხრა ირაკლი დოლაბერიძემ, რომელსაც ასტანაში შევეხმიანეთ. - ამ ხნის განმავლობაში ქართველ კარატისტებს არაერთ პირველობაში მოუსინჯავთ ძალები, მაგრამ მედლები პირველად მოვიპოვეთ, რაც ძალიან დიდი წარმატებაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას ასტანაში კარატეს საერთაშორისო ფედერაციის კონგრესიც ჩატარდა, რომელზეც გადაწყდა, რომ 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ვარშავა უმასპინძლებს, ხოლო ერთი წლით ადრე - 2020 წელს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება.

კვარცხლბეკი

65 კგ.

1. ჰარუტაკა ოკაზაკი (იაპონია), 2. ანდრო ზინჩენკო (საქართველო), 3. იერკებულან ბეისემბაიევი, დმიტრი მოისეიევი (ორივე - ყაზახეთი).

75 კგ.

1. სალაჰათ ჰასანოვი (აზერბაიჯანი), მაქსიმ სმოლიაკოვი (რუსეთი), 3. მიხეილ წიკლაური (საქართველო), ოლექსანდრ სვინარენკო (უკრაინა), 5. თენგიზ ბასტოიანი (საქართველო).

85 კგ.

1. შოთა მაედა (იაპონია), 2. ნაზარ ნასიროვი (რუსეთი), 3. ვლადიმირ არტიუშინი (ყაზახეთი), დაიკი კატო (იაპონია).

+85 კგ.

1. იუჯი მიმამოტო, 2. კემბუ ირიკი (ორივე - იაპონია), 3. ილია იაკოვლევი (ყაზახეთი), ლუკას კუბილიესი (ლიტვა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა