გორის "დილაში" მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა
გორის "დილაში" მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. მოვიდა შევსებაც. გორულ კლუბში მიმდინარე პროცესების თაობაზე კითხვებით მივმართეთ "დილას" აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ჯოხაძეს, რომელმაც გვითხრა:

"გუნდში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ჯერ წასულებზე გეტყვით. "დილადან" წავიდნენ სართანია, პაპუაშვილი, მათიაშვილი, ხაინდრავა, წიქარიძე, ლეონარდო, ლეანდრო რიბეირო და ეტუ.

რაც შეეხებათ მოსულებს, ჩვენთან არიან პედრინიო, ბეგაშვილი, ჭეჭელაშვილი და აშორტია. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე "დილას" აღარავინ დატოვებს".

დავინტერესდით, იქნებიან თუ არა გუნდში სხვა ახალწვეულებიც. ჯოხაძე გვეუბნება:

"აუცილებლად იქნებიან. ამ ეტაპზე პოტენციურ მომსვლელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და შედეგებს უახლოეს მომავალში გაიგებთ. ახლა, გასაგებ მიზეზთა გამო, კონკრეტულ კანდიდატურებზე ვერ ვისაუბრებ".

თუ გავითვალისწინებთ "დილას" კურსს, ჩნდება კითხვა - გამოჩნდებიან თუ არა გუნდში სხვა ბრაზილიელებიც?

"არ არის ისე, თითქოს მხოლოდ ბრაზილიელების საკითხს განვიხილავდეთ. პირობითად რომ ვთქვათ, შეიძლება, ფრანგიც იყოს ჩვენი მომავალი ახალწვეული. ვეცნობით კანდიდატურებს და საუკეთესოებს შევარჩევთ. ორი ლეგიონერის დამატების უფლება გვაქვს და ეს კვოტა შეივსება", - ამბობს "დილას" აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც იქვე შესაძლო ახალწვეულთა ამპლუების დაზუსტებაც ვთხოვეთ.

ჩვენი დაკვირვებით, გორელებს თავდამსხმელი და მცველი სჭირდებათ. საინტერესოა, რას ფიქრობენ კლუბში?

"დიახ, სწორედ ამ პოზიციებზე ვაპირებთ ფეხბურთელების დამატებას... სხვათა შორის, ბრაზილიელი პედრინიო გარემოს ძალიან კარგად შეეგუა, თუმცა ადაპტაციის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

"დილა" ერთ მუშტად შეკრული, მეგობრული გუნდია. პედრინიო არც პირველი უცხოელია და არც ბოლო, ვინც "დილაში" მოვიდა... მესმის, რომ ისრაელში წასული ლეანდრო რიბეიროს შეცვლა კი რთული იქნება. ვიცი მედიის შეფასებები, მათ შორის - თქვენიც, და გეთანხმებით - ლეანდრო ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ჩემპიონატში... სამწვრთნელო შტაბმა უკეთ იცის, როგორ უნდა შეცვალოს ის და მჯერა, ამას მოახერხებს კიდეც".

და ბოლო კითხვა "დილას" აღმასრულებელ დირექტორს - როგორ მოემზადა გუნდი საქართველოს ეროვნული ლიგის განახლებისთვის?

"ბოლო ამხანაგური მატჩები წავაგეთ, მაგრამ ამას არანაირად არ აღვიქვამთ ტრაგედიად. მთავარია, გუნდი მზადყოფნაში შეხვდეს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩემპიონატს "ჩიხურასთან" მატჩით განვაახლებთ. ჩვენი მიზანი, როგორც ყველა სხვა შეხვედრაში, ამ მატჩშიც მხოლოდ 3 ქულა იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gori
დირექტორი რომელიც შორს არის ფეხბურთისგან !!!! სირცხვილია სირცხვილი !
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
გორის "დილამ" ფეხბურთელი "ნიუ იორკ კოსმოსიდან" დაიმატა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
გორის "დილაში" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია ბრუნდება?
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
პედრინიო უკვე გორშია - ბრაზილიელი დღეიდან "დილაში" ივარჯიშებს
"ჩვენთვისაც გაუგებარია, რა ხდება კოვტალიუკის თავს" - გორის "დილა" უკრაინელ ფეხბურთელს პასუხობს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მაგარი მომენტი ფუტსალის ლიგიდან: 4 მოტყუებული ფეხბურთელი და მეკარის სასწაული "სეივი" [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ქართული ფუტსალის სილამაზე: თსუ-ს ფეხბურთელების საოცარი გოლი და "სეივი" [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები