"მომდევნო სეზონში "ქაირათი" ალბათ, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს"
ალბანურ "სკენდერბეუსთან" დამარცხებული "ქაირათის" თავკაცი კახა ცხადაძე თანამდებობიდან გადადგა. ეს მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს ყაზახურ პრემიერლიგაში 8-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

vesti.kz-სთან ინტერვიუში ცხადაძემ თავისი მოღვაწეობა შეაჯამა ყაზახეთში.

"კარგი შარშანდელი სეზონისა და გაძლიერების შემდეგ, გუნდის ამოცანა ძალზე სერიოზული გახდა - უნდა მოგვეგო სუპერთასი, თასი, ჩემპიონატი და, რაც მთავარია, მოვხედრილიყავით ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ შევძელით. ვაწყენინეთ გულშემატკივარს, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.

მაგრამ, ვფიქრობ, გუნდს კიდევ აქვს შანსი მოიგოს ჩემპიონატი და თასი და ეს მთავარია. დამშვიდობებისას კლუბის წარმომადგენლებს სწორედ ეს ვუსურვე. ბუნებრივია, ეს ჩვენი სამწვრთნელო შტაბის წარმატებაც იქნება.

მივმართავ ფანებს, მახსოვს, როგორ მიჭერდნენ მე და გუნდს ისინი მხარს. ყველას დიდი მადლობა ამისთვის და ვწუხვარ, რომ ერთად ვერ ავიხდინეთ ოცნება. კარგი ფანები გვყავს, მარტო მათთვის ღირს თამაში.

მე მაინც ვფიქრობ, რომ თავი არ შეგვირცხვენია - 61 მატჩი ჩავატარეთ ჩემი ხელმძღვანელობით. 38 მოვიგეთ და მხოლოდ 6 წავაგეთ. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი შედეგია. მოვიგეთ სუპერთასი და დარწმუნებული ვარ, გუნდი ჩემპიონატსაც მოიგებს და ქვეყნის თასსაც.

მგონია, რომ მომდევნო სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. აქ შესანიშნავი პირობებია ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის. მაგრამ ერთი პრობლემაა - ეს არის საბჭოთა მენტალიტეტი.

რამეს რომ მიაღწიო, არ უნდა გაჩერდე, ბოლომდე იბრძოლო. ამიტომ მსურდა, ფეხბურთელების მენტალიტეტი შეცვლილიყო. "ქაირათს" კარგი სკოლა აქვს და იქ ძალიან კარგი ფეხბურთელები გაიზრდებიან".

შეგახსენებთ, რომ 48 წლის ცხადაძე წელიწად-ნახევარი წვრთნიდა ალმათის "ქაირათს" და გუნდს ვერცხლის მედლები და სუპერთასი მოუპოვა. მანამდე კი ცხადაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში.

rezi
შეცდომა იყო მისი ნაკრებიდან გასვებაა
gia
კახამ ალბათ კლუბის მართვაში საბჭოური მენტალიტეტი იგულისხმა.
afxazi
საბჭოთა "დინამო-ტორპედოს" ვერ გაცდით და საერთოდ რაზეა ლაპარაკი, ალალია თქვენზე სსრკ-ც და კრემლიც, ევროპა ვერ გახდებით ვერასოდეს, მაგრამ ვერც რომ ქართველობთ ეს ხომ ფაქტია
Tb
ვერსად ვერ აღწევს წარმატებას. არ არის მაღალი კლასის მწვრთნელი. დინამოთი ხდებოდა ერთი ჩემპიონი. რა უნდა ნაკრებში დააბრუნეთო რომ იძახით. ვაისის ნახევარ დონეს ვერ ქაჩავს. ვინც იცის ფეხბურთი დამეთანხმება. წარმატებები ..
quTaiseli
საბჭოთა პერიოდში ისწავლე ფეხბურთი და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყავი მერე საბჭოთა მენტალობის გაზაევთან მოსკოვის დინამოში და ასევე საბჭოთა მენტალობის ბიშოვეცთან სნგს ნაკრებში და რა მენტალობის გამოდიხარ მაშვინ.უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სურკისიც საბჭოთა მენტალობის ჩინოვნიკია და უეფაში დიდ მოხელე.დდ ფეხბურთელებზე აღარაფელს ვამბობ.თედიაშვილიც სანეევიც და კახიაშვილიც საბჭოთა მენტალობისაა ალბათ თავისთავად.რადგან იმ ეპოქის შვილები არიან.არადა სიმართლე იმაშია რო არავითარი ეგრეთწოდებული საბჭოური მენტალიტეტი არარსებობს ესარის თითიდან გამოწოვილი თემა და სუფთა წყლის დემაგოგია.
ჯონდო
თვალყურს გადევნებდი. ზღვა დადებითი ემოცია მივიღე. გმადლობ!!! (გულშემატკივარი საქართველოდან)
vb
საბჭოთა მენტალიტეტში რას იგულისხმება?
კახა
სხვებისგან განსხვავებით სწორად მიმაჩნდა და დღემდე სწორი გადაწყვეტილებად მიმაჩნია ამის ნაკრებიდან გაშვება(არაფერი პირადული) მაგრამ ვხედავ რომ სწორ დასკვნებს აკეთებს და განსხვავებით "ზოგიერთებისგან" ცოდნია რა არი პასუხისმგებლობა! საღოლ წარმატებები სულით და გულით
glaxuna
ყოჩაღ ცხადაძე! ზოგადად ქართველი ერისა პრობლემა,თორე მტერს-მტერს დავარქმევდით,მეგობარს -მეგობარს და ერსულოვნებით ,,მტერს-მტრისას-მოყვარეს-მოყვრისას,, მუძღვნიდით , ანუ ძველ ქართველთა ცხოვრების წესით ... შედეგად დღეს : უნგრეთზე,ხორვატიაზე,ჩეხეთზე,სლოვენიაზე,პოლონეთზე,სლოვალეთზე... უ კ ე თ იცხოვრებდა ქართველი ერი თავისი ნიჭისა და შემართების წყალობით და სპორტის ყველა სახეობაში სერიოზულად წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი იქნებოდა- ევროკავშირის წ ე ვ რ ი -ც-ანუ მხოლოდ შ ე უ ქ ც ე ვ ა დ ი პროგრესირებით საყოველთაო კეთილდღეობისათვის!
კახელი პაპა
ზოგიერთი გრანდის გამოკლებით, ყველას საბჭოთა მენტალიტეტი ჰქონია ევროპაში...
რეზო
დააბრუნეთ საქართველოს ნაკრებში!
gio
გაუმარჯოს საბჭოთა კავშირს და საბჭოური მენტალიტეტის მატარებელ ხალხს!
qartveli
აზერბაიჯანს არ აქვს საბჭოთა მენტალიტეტი,იმ საბჭოთა სპორტით მიაღწია ბატონმა კახამ ფეხბურთში წარმატებას შეძლების დაგვარად.
1,2,3,5,8...
ეს პირველ რიგში კახას პრობლემაა. საბჭოთა პერიოდის ინერცია მცირდება და თქვენი შედეგებიც ნელ-ნელა გაუარესდება ბატონო კახა. საბჭოთა პერიოდში უკეთესი შედეგები გქონდათ და ახალ ცხოვრებას საბჭოთა მენტალიტეტით ვეღარ შეეწყობით.
ჯორჯიან მენტალიტეტ დებიპ
კარგი რა კახა, საკუთარ შვილს რომ იძახებდი ნაკრებში ეგ არ იყო საბჭოთა მენტალიტეტი? :) წარმატებები
ქუთაისელი
საბჭოთა მენტალიტეტი ქონდა ალბათ ახალკაცსაც ლობანოვსკისაც და მიტო ვერ იყვნენ დიდი მწვრთნელები კაი რა.უბრალოდ ჩვენ გვიყვარს დარმავოი ფული.და კაი ცხოვრება ვალდებულებების გარეშე მეტი არაფელი.
ikio
ეგ ჩვენი პრობლემაც არი ,საბჭოთა მენტალიტეტი
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
ვლადიმირ ვაისი სამუშაოდ ყაზახეთში ბრუნდება?
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
კახა ცხადაძე: საბოლოო ჯამში, გამოცდილება არ გვეყო
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კახა ცხადაძე: ასეთია ფეხბურთი, დღეს მეფე ხარ, მაგრამ ხვალ შეცდომას დაუშვებ და...
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ალმათის "ქაირათი": ჩვენ ვლადიმირ ვაისს არც განვიხილავთ და არც ველაპარაკებით
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ... - ცხადაძის კომენტარი "შკენდერბეუსთან" მატჩის შემდეგ
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები