"მილანს" იგი ევროგანაცხადში არ შეჰყავს
იტალიურ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი, კარლოს ბაკამ "მარსელში" გააგრძელოს კარიერა. "მილანის" ახალი მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ - მათ 9 ახალი ფეხბურთელი დაიმატეს და ეს პროცესი გრძელდება. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ბაკა ტრანსფერზეა დაყენებული და მისი გადაბირება "მარსელს" უნდა.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ფრანგები მზად არიან 30 წლის კოლუმბიელი ფორვარდის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ, "მარსელი" კი პასუხის მოლოდინშია.

"მილანის" მთავარი მწვრთნელის ვინჩენცო მონტელას თქმით, კარლოს ბაკა ევროპალიგის განაცხადში არ მოხვდება, რისი მიზეზიც მოახლოებული ტრანსფერია:

"გუნდი ფორმირების პროცესშია და უნდა შევეცადოთ, რომ ახალ სეზონს კარგ ფორმაში შევხვდეთ. გარკვეული დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ ახალმა ფეხბურთელებმა ადაპტაცია გაიარონ და საუკეთესო შესაძლებლობები წარმოაჩინონ. კარლოს ბაკა ევროპალიგის განაცხადში ვერ მოხვდება, რისი მიზეზიც მოსალოდნელი ტრანსფერია - რომელ ტრანსფერს ვგულისხმობ? - ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, რადგან ყველა კითხვას უახლოეს პერიოდში გაეცემა პასუხი".

კარლოს ბაკა მილანში 2015 წელს გადავიდა. მის სანაცვლოდ იტალიურმა კლუბმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა. კოლუმბიელმა ორი სეზონის განმავლობაში 31 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"მილანს" კარლოს ბაკას გაშვება უნდა, მაგრამ კოლუმბიელი არავის მიჰყავს
ზაფხულში "მილანი" ნიკოლა კალინიჩს გაასხვისებს
"მილანმა" კიდევ ერთი გაცვლა დაასრულა - "როსონერიმ" მორიგი ნახევარმცველი დაიმატა
"ვილიარეალმა" კარლოს ბაკას ტრანსფერი დაადასტურა
"ვილიარეალმა" უარი თქვა - კარლოს ბაკა "მილანში" დაბრუნდება
ვინ შეუტევს "მილანისთვის"? - გატუზო კანდიდატებს არჩევს