ბაჯოს თქმით, 15 მცველი უნდა შეაერთო, რომ ერთი მალდინი გამოვიდეს...
რობერტო ბაჯო იშვიათად ხვდება სპორტული პრესის ფირცლებზე. ამჯერად, მან ვრცელი ინტერვიუ მისცა "კორიერე დელა სერას" და საინტერესო თემებზე ისაუბრა. სრული ინტერვიუ მოგვიანებით გამოქვეყნდება, თუმცა მისი მოსაზრებების ნაწილი უკვე გაავრცელა იტალიურმა გამოცემამ...

მემკვიდრე

რომელ ფეხბურთელში ვხედავ ჩემ მემკვიდრეს? - გამიჭირდება ერთი კონკრეტული ფეხბურთელის დასახელება. ცნობილია, რომ მე უფრო სამხრეთამერიკული ფეხბურთის მოყვარული ვარ და "ბოკა ხუნიორსს" ვგულშემატკივრობ. "ბოკაში" ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი რიკარდო სენტურიონი თამაშობს, რომელიც ძალიან მომწონს. იმედია, კიდევ უფრო მოუმატებს და უკეთესად ათამაშდება, რადგან ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.

იტალიური ფეხბურთი

იტალიური ფეხბურთი ისევ სქემების ტყვეობაშია. მწვრთნელები ათასგვარ სტრატეგიას ხაზავენ თავში და შემდეგ ამ ნახაზების მიხედვით, ფეხბურთელებს ჩარჩოებში აქცევენ. დისციპლინა საჭიროა და მეტიც, აუცილებელია, მაგრამ ევროპაში და კერძოდ, იტალიაში ეს გადამეტებულად იციან - სწორედ ამიტომ მიყვარს სამხრეთამერიკული ფეხბურთი.

მახსოვს, "პარმაში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი კარლო ანჩელოტიმ დაბლოკა - ის გუნდის მწვრთნელი იყო და განაცხადა, რომ 4-4-2 სქემაში რობერტო ბაჯო ვერაფრით დაინახა.

ყველაზე უხერხული მეტოქე

თუ ფეხბურთელს გულისხმობთ, უდაოდ პაოლო მალდინი. უნიკალური ფეხბურთელი იყო, რომელსაც უბრალოდ არ ჰქონდა სუსტი მხარე. 15 მცველი უნდა შეაერთო, რომ ერთი მალდინი მიიღო. პაოლოს მასშტაბის მცველები 50 წელიწადში ერთხელ იბადებიან. პირადად მე, ყველაზე მეტად მის წინააღმდეგ მიჭირდა თამაში.

გულშემატკივრები

რომელ გუნდს ჰყავს საუკეთესო გულშემატკივრები? - "ბოკა ხუნიორსის" თამაშებზე სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფეროა - ეს ადამიანები აღმართებენ გუნდს და გუნდის თითოეულ ფეხბურთელს.

პირადად მე, განსაკუთრებულად მახსენდება ფლორენციელი გულშემატკივრები - როდესაც "ფიორენტინაში" ვთამაშობდი, ისინი ჩემ მიმართ უდიდეს სითბოს გამოხატავდნენ - მძიმე ტრავმა მქონდა, დიდი ხანი ჩამოვშორდი ფეხბურთს და ისინი ერთი წუთითაც არ მომშორებიან - მუდმივად გვერდით მედგნენ და სულ იმას მიმეორებდნენ, რომ ჩემთვის უსასრულოდ შეეძლოთ დალოდება.

როდესაც "იუვენტუსში" გადავედი, "ფიორენტინას" ქომაგები ვითარებაში კარგად გაერკვნენ - მათ იცოდნენ, რომ ჩემი გაყიდვა კლუბის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რადგან მათ 25 მილიონი ლირის აღება სურდათ - მათ პირდაპირ მითხრეს, რომ ეს ფული კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო; ამიტომ ფლორენციაში ყოველთვის თბილად მხვდებოდნენ.

ფედერიკო ბერნარდესკი

ბერნარდესკი "ფიორენტინადან" "იუვენტუსში" გადავიდა და ჩემთან გაავლეს პარალელები. ფედერიკოს დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, რადგან ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია. მთავარია, ნაკლებად იფიქროს დიდებაზე და ბევრი იშრომოს. ბერნარდესკის რამდენიმე თამაში მაქვს ნანახი და ვფიქრობ, რომ მას კიდევ შეუძლია მომატება.

მილანი

"მილანი" სატრანსფერო ბაზარზე ბევრ ფულს ხარჯავს და იმედია, "იუვენტუსს" ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. იტალიურ ფეხბურთს სკუდეტოსთვის ბრძოლა სჭირდება. რადგან არ შეიძლება ჩემპიონატს მუდმივად ერთი გუნდი იგებდეს. მე არ მყავს ფავორიტი გუნდი იტალიაში - ჩემი სურვილია, რომ სერია A უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
"ნაპოლი" "ჟირონას" მცველს შეიძენს
ოფიციალურად - შევალიე პსჟ-ს ფეხბურთელია
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ ესპანურ გუნდთან მატჩში ანგარიში გახსნა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონი წაგებით დაიწყო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები რასმუს ჰოილუნდის საქციელით უკმაყოფილოები არიან
იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა
"ჩელსიმ" მუდრიკი პრემიერლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ნომერიც წაართვა
კონფლიქტი ამოწურულია - ტერ შტეგენი დათმობაზე წავიდა და კაპიტნის სამკლაური დაუბრუნეს
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
შევალიე უკვე პარიზშია - სად მიდის დონარუმა?
ქოჩორაშვილი სადებიუტო გოლთან ახლოს იყო - "სპორტინგმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
L'Équipe: დავითაშვილი და სტასენი ნავიდან გადახტომას ცდილობენ - "სენტ-ეტიენმა" მათ კარი გამოუკეტა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
საქმე სერიოზულადაა - "რეალი" პსჟ-ს შემტევის გამოსყიდვას გეგმავს
პსჟ-ს ტრანსფერი 67 მილიონი დაუჯდება და ახალწვეულს უდინეში წარადგენს
ჩაკვეტაძე "უოტფორდს" პირველ ტურში ვერ დაეხმარება
მამაცაშვილმა შვედეთში გუნდი შეიცვალა
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
პირადი კონტრაქტი შეათანხმა - გარნაჩო "ჩელსის" მიუახლოვდა
გირასიმ "ალ-ჰილალში" გადასვლაზე და მაღალ ხელფასზე უარი განაცხადა
კარგად ორგანიზებული ძარცვა პროფესიონალების მიერ - იტალიაში რობერტო ბაჯოს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ
"იუვენტუსის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
ფეხბურთის ისტორიაში TOP 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი
რობერტო ბაჯო - იტალიელი ღვთაებრივი მხატვრის მემკვიდრე
ფრაგმენტი ბაჯოს ცხოვრებიდან - ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი 56 წლის გახდა
რობერტო ბაჯო: ფეხბურთი აღარ მაინტერესებს