აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ფონდში არსებული ხელფასები კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს აღემატება
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში" არსებული ხელფასები კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს აღემატება.

მოდით, ჯერ დასკვნის ამ ნაწილს გაეცანით, მერე კი ფონდის ხელმძღვანელის კომენტარსაც შემოგთავაზებთ:

"ფონდის მიერ სახელფასო ფონდის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, რის შედეგადაც ადგილი აქვს საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების უგულებელყოფას, კერძოდ: ფონდის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო აღემატება კანონმდებლობით დადგენილ 1500 ლარს, ხოლო ფონდის დირექტორის თანამდებობრივი სარგო აღემატება საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს - 2950 ლარს...

...2016 წლის განმავლობაში ფონდში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 3 ათას ლარს, მაშინ, როცა მოქმედი კანონმდებლობით ის არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს.

2016 წელს ფონდის დირექტორის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 6250 ლარს, მაშინ როდესაც ის არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს - 2950 ლარს.

სამინისტროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე".

"ლელო" ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორ ზაზა დოლიძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

"ჩვენ ვალდებულები ვართ, შევასრულოთ, რაც აუდიტის დასკვნაში წერია და უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, ეს ყველაფერი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ეს იყო არა კანონდარღვევა, არამედ - შეუსაბამობა, რაც სხვადასხვა რამაა.

ფონდში სულ 6 ადამიანია დასაქმებული და ყოველთვიური სახელფასო ფონდი შეადგენს 16 ათას ლარს. მესმის, რომ დასკვნაში მინიშნებული შეუსაბამობა უნდა აღმოიფხვრას, მაგრამ ეს ხალხი უდიდეს სამუშაოს ასრულებს და ნურავინ იტყვის, რომ მხოლოდ ხელფასებს იღებს - ჩვენ 80 კლუბსა და ექვს უმნიშვნელოვანეს პროექტს ვემსახურებით და ვისაც ესმის, კარგად გაიგებს, რა შრომატევადი საქმეა ეს. თანაც ეს ხალხი კერძო სექტორიდან მოვიზიდეთ, რადგან თავისი საქმის პროფესიონალები არიან, ასეთებს კი შესაბამისი ანაზღაურებაც სჭირდებათ. იმას კი ვერავინ იტყვის, რომ ეს პროფესიონალებისთვის შეუსაბამო ხელფასებია", - ამბობს დოლიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tamazino
ვეთანხმები "ბუჟანგას"
S.P
kide vimeoreb.qvekanahi uamravi ganatlebuli sazgvar garet codna migebuli adamiani umuhevari zis saxhi.ar undat mat ormagi xelfasi da premiebi. Gamoacxadet konkursi,haataret patiosnad,da gamarjvebuli daasaqmet xelhekrulebit im 1500 xelfasebze.
nini
ბატონო ზაზა სახეზეა თქვენი მუშაობა, ფაქტი ის არისა,რომ საქართველოში ფულის გარდა ფეხბურთი აღარავის აინტერესებს
222
სუფთა თაღლითები
gizog
არის ორი უკიდურესობა, დაბალი ხელფასები და კორიფციული გარიგებები და მე-2 შესაბამისი ხელფასი და პატიოსნად მუშაობა. მე ყველა ვარიანტში მე-2 ვარიანტი მიმაჩნია გამართლებულად. თუმცა როგორც დავწერე ხელფასების დადგენისას ბევრი ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული, 37 მლნ ლარის მხარჯველს უნდა ჰქონდეს იმდენი ხელფასი, რომ ცდუნებამ არ უნდა წასძლიოს. იცე კი ქვეყანასაც და მ. შ. ფეხბურთსაც განავითარებს მუშაობა კორუფციის და ნეპოტიზმის გარეშე.
mari
რახელფასები აქვთ ფეხბურთში ზოგჯერ თვეები გადის ისე ხელფას არ ადზლევთ და გროშები რაგაც მიტომ გკავთ კარგი ფეხბურთელები არც გეკოლებათ და ვერც ეგირსებით სანამ წესიერათ არ მისცემთ ხელფასებს მათ ოჯახები ჰკავთ და კაპიკებში თქვენს ბურთს ვერ სდევენ წადით და ნახეთ რას უხდიან საზვარგარეთ ფეხბურთელებს
paxumi
a,batono gamoqveknda ager auditis samsaxuris daskvna.aris kanon dargveva auditis ganmartebit,magram amisatvis txovs mat pasuxs,agebs amistvis vinme pasuxs.admn aba hen ici tu mimblokav.
S.P
gamagebinet vinmem gtxovt sad xedavt aq profesionalizms da gaketebul saqmes!???
bujanga
ცოტა გაუგებარია ამ ფონიდის დანიშნულება და მიზანი...როგორც ვიცი მუნიციპალიტეტებს შეაქვს ეს თანხა ფონდში და ადგილბრივ გუნდებს ბოლომე არ ხმარდება...რა საჭიროებაა ასეთი რომ მუნიციპალიტეტიდან ფული ირიცხებოდეს ფონდში და ფონდიდან იღებდნენ ხელფასებს ადგილობრივი კლუბები..როცა ეგ ადგილზეც მშვენივრად ხერხდებოდა..სხვა რას აკეთებს ფონდი ფეხბურთს განვითარების მიზნით...ფედერაცია რა საკეთებს მაშინ? იქნებ ამიხსნას ვინმემ ვინც იცის..
chele
დაანებეთ ხალხნო თავი, ხო ხედავთ პროფესიონალები არიან მიწვეული და აკეთებენ მნიშვნელოვან საქმეებს... აყვავდა და ააყვავეს ფეხბურთი...
ჟორა
როგორც ცნობილია ფონდის ბიუჯეტი 2017 წელს 37 მილიონი ლარია. ადმინისტრაციის ხელფასებისთვის კი სულ წელიწადში 200 ათას ლარამდე სჭირდებათ, რაც სულ რაღაც მათი მათი განსაკარგავი ბიუჯეტის 0,5 %-ია. რა ჯობია ფონდში 6 პროფესიონალი მუშაობდეს თუ გატენონ სამსახური არაპროფესიონალი დაბალანაზღაურებადი თანამშრომლებით
sake
ქართული ფეხბურთი მოკვდა.ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2017წ-ის ზაფხულს ის მოკვდა და თქვენ ბიძიკოებო წადით სახლებში.
vep1963
ამ ყველაფრის თავი და თავი ის ანარქიაა ,რაც ქვეყანაშია.ფეხბურთში ,რომ ყველგან დიდი ფული ტრიალებს ეს ხომ ყველასათვის ცნობილია .ჩვენც ვერ ვიქნებით გამონაკლისი თუ გვინდა რომ შედეგები გვქონდეს ,მაგრამ აქ ლაპარაკია კანონდარღვევაზე და საქმეც სწორედ ამაშია .დღეს აქ დაირღვა კანონი ხვალ სხვა რამე იქნება და მიდი აბა ჰე შეუბერე მე შენ გეტყვი და ამაში ქართველებს რამე შეგვეშლება.კანონი უნდა კანონობდეს და ამ კანონის ფარგლებში ამ ხალხმა თუ გინდაც მილიონები იშივნონ ,თუგინდ არაფრის კეთებაშიც.სანამ კანონი არ იკანონებს არაფერი ეშველება არც ფეხბურთს და არც საერთოდ ქვეყანას.
nodo 5
თქვენი მუშაობა აისახა წელს ფეხბურთში ;დ ასე გააგრძელეთ ბევრ რამეს მიაღწევთ.! :დ
gujaa
გინდ თქვი გინდ არა აზრი არ აქვს არ იცოდნენ ხოოოო ამხელა ხელფასი რომ არ ეკუთვნოდათ უკან მიატანინებენ აგებულ თანხას :) :) :)
koba
მაგ ხელფასად ჩვენც მიგვიზიდეთ რაა :) მაგაზე მეტ საქმეს მაინც გავაკეთებ ;) ბოლობოლო სამსახურში მაინც ვივლი მაგათგან განსხვავებით ...
kobiashvilo!
კი ეკუთვნით წელს განსაკუთრებით ქართული გუნდების ევროთასებზე გამოსვლის შემდეგ. ერთი მაგდენი კიდევ უნდა დავუმატოთ.
gocha123
ფეხბურტის განვიტარების ფონდი კი არა ფეხბურტის დამკრდზალავი ბიურო უფროა
aburja-s
ჰოდა ეგ გითხარი რასაც ეხლა შენ ამბობ. რაც ერგებათ მეშახტეებს ზუსტად ის აქვთ ხელფასი. ხოლო ამათი შედეგი გამოჩნდება 2 წელიწადში. ჯერ ერთი გავიდა? არ ვიცი. 5 წლიანი გეგმაა. მკვდარი უნდა გააცოცხლონ. უფასოდ ამას ვერავინ ვერ გააკეთებს.
Kote
ვკითხულობ ბოლო პერიოდის სტატიებს და ვატყობ, რომ მათი ტონი სოციალისტურიდან ნელ-ნელა ბოლშევიკურისგენ იხრება. იმის ნაცვლად, რომ გვიხაროდეს, ნელ-ნელა მაღალ ხელფასიანი ხალხის რაოდენობა იზრდებაო, შურით ვსკდებით, რა ამბავია ამხელა ხელფასიო. სირცხვილია, როცა ათას და ორიათასიან ხელფასებზე ვსაუბრობთ! რა თქმა უნდა, ვინც მუშაობს, ხელფასი ნორმალური უნდა ქონდეს კიდეც. სხვა საქმეა, თავის საქმეს ვინ როგორ აკეთებს და 6 კაცი რაში ჭირდება ამ საქმეს. ევროთასებზე გამოსვლა რომ ფონდის საქმიანობასთან არაფერ შუაშია, ცხადზე ცხადია - კლუბები დაფინანსებას დროულად იღებენ და ვინმე რამეს არასწორად თუ აკეთებს, ფონდის ბრალი მანდ უმნიშვნელო უნდა იყოს. უბრალოდ ამ საქმეს არამგონია 2-3 კაცზე მეტი ჭირდებოდეს და ესაა ალბათ პრობლემა. გაბერილი იქნება შტატები, როგორც ყველა სახელმწიფო უწყებაში.
andro1965
აცადეტ. აქამდე ხომ აცალეტ. ტუ ვიცინოტ
koka
თუ 80 გუნდის ფინასებს აკონტროლებს და 6 მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს სულ 6 კაცისგან შემდგარი სტაფი და თანაც ასეთი ხელფასის პირობებში, მართლაც მაღალი დონის მენეჯერები ყოფილან და უფრო მაღალი ხელფასები ეკუთვნით. მაგრამ,საად არის მათი შესრულებული სამუშაო? სად არის ფონდის სახსრების ხარჯვის ანალიზი და რეკომენდაციები?
ნოდო
არც კი რცხვენიათ მარა ნამუსი უნდა გქონდეს რო შეგრცხვეს
111
კი ეტყობა საქმეს მაგათი პროფესიონალიზმი...მეც არა ვთქვი ასეთი სწრაფი ტემპით რატომ ვითარდება ფეხბურთი თქო...
ლაშა
მოცემულ ფონდში რა სირთულის საქმე უნდა იყოს და რა პროფესიონალებია ესეთი საჭირო,მაგათი მოვალეობაა ბიუჯეტიდან გადმორიცხული ფული გადაუნაწილოს უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებს და გააკეთონ მიღებულსა და გაცემულს შორის სხვაობა და გამოიყვანონ ნაშთი...ესაა სირთულე,თუ ეხლა მაგენი ახალს იგონებენ რამეს...ესე საბიუჯეტო გუნდებშიც გაბერილია ადმინისტრაციული ხარჯი და საქმე არ კეთდება..ამხელა რეგიონი იმერეთი და ერთი აკადემია( თუნდაც ფასიანი იყოს)ყველანაირად გამართული რა გახდა 12 წლის ბიწები იზულებული არიან წავიდნენ ტბილისში და მოწყდნენ ოჯახებს და.......დაფიქრდით ცოტა ,,,
სოსო
მუშაობა კანონის დარღვევით დაიწყეს და ეგ არის პროფესიონალიზმი?პროფესიონალობა საქმემ უნდა დაამტკიცოს,საქმე კი რას გვიმტკიცებს,უეფას თასმა გვაჩვენა. დადე ხელშეკრულება შედეგის გათვალისწინებით,ბონუსური სისტემით და არავინ დაგაყვედრებს,აქ კი რა გამოვიცდა,ბევრი ვეცადე შენთვისა,ძლივს გამოვიდა ჩემთვისაო.
თამაზი
ცოტა ხომ არ დავუმატოდ
otar
ეს არის საკარტველოს პეხბურტის უბედურობა,სირცხვილი...
aburjga
წარმოდგენა არ გაქვს რას მწერ. ამის მაგალითია ის რომ ეგრევე მიახტი კომუნისტებს. ტყიბულის მაღაროები გაკოტრდებიან სულ მალე, იმიტომ რომ იქ არავინ იმუშავებს, ეს ერთი. მეორეც ამ უწყებამ თითონ გამოიმუშავა ეს სახელფასო ფონდი თუ ტყიბულელი და სხვა მატერიალური დოვლათის შემქმნელთა გადასახადებიდან შევსებული ბიუჯეტის უბრალო წურბელები არიან! რა გააკეთეს, რა შქმნეს, რა შემოსავლები მიიღეს?! იჯდნენ თვითდაფინანსებაზე, იხადონ გადასახადები შემოსავლებიდან და თუ უნდათ მილოინები დაირიგონ ხელფასის სახით?!
mr
ვინმემ ისიც ჰკითხეთ ერთი რომელ საჯარო მოხელეზე მეტ საქმეს აკეთებენ ამხელა ხელფასები რომ აქვთ..
Eric cantona
რამოდენიმე ხნის წინ წერდნენ ფონდის ხელფასები თვეში 100ათას ლარს აჭარბებს და უამრავი ხალხი მუშაობსო. აღმოჩნდა რომ სახლეფასო ფონდი 16000 ლარია და 6 ადამიანი მუშაობს. შეიძლება შედეგების გამო ქება არ დაიმსახურეს (თუმცა საკითხავია ამათი ბრალი რამდენადაა წარუმატებლობა ევროასპრეზზე და შედეგი გუნდებს ხომ არ უნდა მოვთხოვთ) მაგრამ იმის საფუძველიც არაა რომ ვლანძღოთ.
ბაჩო გ
საინგერესოა აქვთ კი გეგმაში ფეხბურთის განვითარება?... ფუუუ
ხათუნა
თუ მოხელის ხელფასი აღემატება ბიუჯეტის შესახებ კანონით დადგენილ ოდენობას,ჯერ იმას უნდა მოეთხოვოს პასუხი,ვინც ეს ხელფასი დანიშნა,შემდეგ ის სხვაობა უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტს,რაც დადგენილის ზემოთ გაიცა. ფონდმა როგორ განავითარა ქარტული ფეხბურთი,ეს ცალკე საკითხია...
სტატუს ქუო
საქმეს რომ აკეთებდნენ, ვინ ოხერი დაამადლიდა ამათ ხელფასებს.საქმე იმაშია,რომ არაფერს აკეთებენ რეალობაში და ფეხბურთი ფსკერზეა...
პელე
არადა, უკვე რამხელა შედეგები აქვთ და იმის მაგივრად, რო ხელფასი გაუორმაგონ, აი, შურიანი ადამიანები როგორ ებრძვიან საქმის მკეთებელ პროფესიონალებს და კლავენ ქართულ ფეხბურთს!
S.P
da ras edzaxit tqven fexburthi gaketebul saqmes.roca reitinghi gibraltarmac ki gagvistro.mah ra damsaxurebisatvis gebulobt amxela xelfasebs.ristvis???
aburja-s
მეშახტეებს 300-400 ლარიო. შეიძლება მეტიც აქვთ, მაგრამ ხელფასი რომ მისცეთ 30%-ით მეტი ტყიბულის მაღაროები გაჩერდება, გაკოტრდებიან. ნუ მოგყავთ კომუნისტების მაგალითები. ადამიანები რომლებიც განკარგავენ ბიუჯეტს ან სხვა ქონებას, რომელთა სწორ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ათეულობით ან ასეულობით ადამიანების ბედი, უნდა იღებდნენ 10-ჯერ და 20-ჯერ მეტ ხელფასს. ასეა მსოფლიოში მაგალითად ამერიკაში. თუ ეგ 300-400 ლარიანი ხალხი ჩაატარებს ისეთ რეფორმას რომ ტყიბულში მოგება გაიზრდება 50%-ით, მაშინ ერგებათ 10-ჯერ და მეტჯერ მეტი.(უკვე დღეიდან).
კულინარი
რამდენი განვითარების ფონდიც არ უნდა შეიქმნას რეალურუი შედეგი საქმით მოდის. რა უნდა გააკეთოს ამ სააგენტომ არ მესმის არც აკადემიებია და არც საფეხბურთო ინდრასტრუქტურა. საერთოს არაა საჭირო ეს სააგანტო.
გიორგი
ძალიანაც კარგია თუ მაღალ ხელფასს იღებენ. ადამიანი თუ აკეთებს საქმეს, შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა მიიღოს
aburjga
..." და არ თქვას აქ ვინმემ 3000 ლარი რა ამბავიაო!" მე ვამბობ, რა ამბავია 3000 ლარი?! მეშახტეს მაღაროში 300-400 ლარი და ამათ 3000?! რა ამბავია?! რაში თუ არა, კიდევ კი?! რომელ ფეხბურთს ავითარებენ და რატომ?! შემთხვევით ცალკარობანას ხომ არა?! ))
haha
მართლა რა სასაცილოები ხართ. ნაცები თუ აწვებიან ხელფასებს და პრემიებს, ამას აკეთებენ პოლიტიკური მოსაზრებით, იქნებ ოცნებას ხალხი დაუპირისპირონ. თორე მიშა რომ მოვიდა პირველ რიგში ხელფასები გაზარდა. მინისტრს მაშინ 15 ათასზე მეტი ქონდა. ანუ ნაცებმა იციან თუ საქმის გაკეთება გინდა ადამიანს ხელფასი უნდა მიცე. ხოლო ჩვენ გვაბოლებენ. თუ ქართულ ფეხბურთს კრიზისიდან გამოსვლა უწერია, მაშინ ხელფასებიც მაღალი უნდა ქონდეთ. არა ბიჭო 1000 ან 1500 ლარად იმუშავებს პროფესიონალი.
ისევ უტიფრობა
კანონს ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ არღვევენ აშკარად,ამასვე ამტკიცებს აუდიტის დასკვნაც და ეს უტიფრები შეუსაბამობას უწოდებენ ამდენი ფული გადახარჯვას და "მითვისება". აქ დროა უკვე პროკურატურა ჩაერთოს.აბა რომელიმე მოქალაქემ გაბედოს და ბიუჯეტის 100 ლარი მიითვისოს, მაშინვე ვირის აბანოში გაამწესებენ მთელი ეს ხელმძღვანელობა ფონდისა უნდა გადადგეს დღესვე ხოლო ვისაც კანონით ეკუთვნის პასუხისგებაში მიეცეს.
S.P
qvekana romelhic uamravi adamiani zis saxhi umuhevari,romeltac ganatleba,bakalavriati sazgvargaretis prestijul universitetebhi aqvt migebuli,gamoacxadet konkursebi im 1000 larian samsaxurebze. ar damiblokot gtxovt.
ლოგიკურია
მკვდარს რად უნდა დაფინანსება, ფული და გვერდით დგომა უნდა მებრძოლი სულის ბიჭებს: რაგბისტებს, მოჭიდავეებს, კალათბურთელებს და კიდევ მრავალთ, მაგრამ არა ქართულ (ვაი)ფეხბურთს.
ბესო
საინტერესოა ომ ექვსი თანამშრომლის გვარები და სახელები,გავიგოთ საიდან არიან მოსულები,რა გამოცდილებით.
ასდ
250 მილიონს განკარგავენ და გინდათ 1000 ლარი ქონდეთ სახელფასო ფონდი? რომელი იმუშავებთ მიზერული ხელფასით მარტო მარტო იმიტომ რომ რამე, თუნდაც ფეხბურთი, განავითაროთ და თქვენ თვითონ საჭმლის ფული არ გქონდეთ, თუ ხართ მსგავსი დაჯავშნეთ ადგილი პანთეონში. თუ გინდა თავისი საქმის პროფესიონალი ამუშავო ხელფასიც შესაბამისი უნდა გადაუხადო.ან რა ლოგიკით აბრალებთ ამ ხალხს ევროთასებზე წარუმატებლობას? ფონდის ბრალია გუნდს მოსამზადებლად რამოდენიმე თვე რომ აქვს და გაძლიერების მაგივრად უშვებს ფეხბურთელებს? თუ ეხლანდელი ფედერაციის ბრალია ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ გუნდი ევროთასს შუა სეზონში, წესით ფორმის პიკში ( კარგად კი ჯღერს ) რომ ხვდება?

სამარცხვინოა ამაზე ლაპარაკი, გასგებია რომ ხალხს უჭირს მაგარამ ადამინს რომლსაცა ანდობ ყვე;ლაზე ზვირფასს მე მარტო ბიუჯეტს არ ვგულისხმობ 500 და თუნდაც 1500 არ უნდა ქონდეს ხელფასი.

რეალურად როცა ამხელა ფონს ხემძღვანელობ 1500 ლარი ხელფსაი უკვე ზალაინ უხერხულია სხვა რომ არ იყოს რა? ამიტომ ეს ხეფასაი არარის გასაოცარი და წრამოუდგენელი უბრალოდ კანოტნა უნდა მოვიდეს და პასუხიმგებლობარტან და იმ ფინასებტა რასაც განკარაგავ ან არასაც გაფინანსებენ , როცა 10 და მეტი მილიონს განკარაგავ 1500 ლარი არ უნდ აგქონდეს ეს არის გინ დაფზიქოლოგიური და გინდ არაც გინ დაის დაარქვიტ, და რა ტქმა უნდ აროცა ბიუჯეტი 10000 ლარია მაშინ ხეფასაი არ უნდ აგქონდეს 5000
aferisti xar
რა კერძო სექტორიდან რატო არ ამბობ ვინ ვინაა და მიხვდება ხალხი რა კერძო სექტორიდან მოიყვანე კაი რა კაი
rezo
მაგიტომაც ყვავის ქარტული ფეხბურთი////
dave
16000 მინუს საშემოსავლო გადასახადი რაც არის 20% და უბრუნდება სახელმწიფოს ანუ მინუს 3200 ლარი რჩება 12800 ლარი. 12800/6=2130 ლარი. არაა ეხლა ეს ის თანხა ვაიუშველებელი რომ ავტეხოთ, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ პროგრამის მაშტაბურობას.
რა პრობლემაა?!
კანონთან შესაბამისობაში მოყვანას რა უნდა?! ხელფასს ვამცირებთ 1500 ლარამდე და შემოგვაქვს დანამატის ცნება - 1500 ლარი. ჯამი უცვლელია. ქართული ფეხბურთი - ისევ იქ, სადაც იყო.
Irakli
როგორ ხელფასსაც მისცემ საქმეც ისე გაკეთდება. და არ თქვას აქ ვინმემ 3000 ლარი რა ამბავიაო!
gia
Ra namusit igebs 6 kaci 16 atass roca kvdeba fexburti 16 atsi meore ligashi mteli gundis xelfasia gulaobt ara biujetis fulit
mamulo
საქართველოში ყველა სფეროში "საქმის პროფესიონალები არიან, ასეთებს კი შესაბამისი ანაზღაურებაც სჭირდებათ"--მაგრამ მიუხედავად ამისა ქვეყანა არ ვითარდება.მოსახლეობის 67% სიღარიბის ზრვარს ქვემოთაა ხოლო 22% სიღარიბის ზღვარზეა.
mamulo
ასეთი პროფესიონალები თუ გყავთ,რომლებიც მინისტრზე მეტ ხელფასს იმსახურებენ, შედეგი რატომ არ ჩანს?
mamulo
ასე ხრავენ ბიუჯეტის ფულებს ფეხბურთის ფედერაციაშიც.თქვენ წარმოიდგინეთ,აქედან გამომდინარე კობიაშვილს რა ხელფასი ექნება ფედერაციის პრეზიდენტობისთვის?+პარლამენტის წევრობისთვის.ქართული ფეხბურთი კი კვდება.
llcl
ევროთასების შემდეგ ამ ხალხს პრემიაც ეკუთვნის
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს
"დინამოს" დირექტორი ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზე: ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან
რამდენი მლნ ლარი მიიღეს ქართულმა კლუბებმა ფონდისგან 2019 წელს - ორგანიზაცია ანგარიშს აქვეყნებს
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
[ფეხბურთის განვითარების პროგრამა] სულ 315 მლნ და პლუს ერთი წელიწადი
ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ
"ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი - ინტერვიუ
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა სფფ-სთან ერთად 2019 წლის პროექტებზე 3 მლნ ლარზე მეტი დახარჯა
2.5 მლნ ლარი - რა პროექტები დააფინანსა ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2018 წელს
რამდენი მლნ ლარი მიიღეს და რაში დახარჯეს ეროვნული ლიგის კლუბებმა - 2018 წლის ანგარიში
საჩხერეში ცენტრალური სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახლდა [PHOTO]
სფფ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემას უსასყიდლოდ გადასცემს