ქუთაისელი გიორგი ჭოლაძე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონია ჭაბუკთა შორის
ქუთაისელი გიორგი ჭოლაძე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონია ჭაბუკთა შორის. მან ეს წარმატება ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მოიპოვა, სადაც ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს ამ ასაკობრივ კატეგორიაში.

სარაევოში ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ქობულეთელმა თორნიკე ქათამაძემ (58) და თბილისელმა დავით ქოჩქიანმა (85) შეძლეს. თუმცა ჩემპიონატი ისევ გრძელდება და ჩვენც ახალი ჯილდოების მოლოდინში ვართ, რადგან სამი ჩვენებური აგრძელებს მედლისთვის ბრძოლას: გორელი გიორგი გეგელაშვილი (46) და ამბროლაურელი ვალერი გელაშვილი (54) ფინალში გავიდნენ, კიდევ ერთი ამბროლაურელი - გიორგი ელბაქიძე (63) კი სანუგეშო წრეშია და ბრინჯაოს მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

ახალი წესებით, ეს პაექრობები დღეს ჩატარდება, თუმცა გია კვინიკაძის გუნდს ორი მედალი, მინიმუმ - ვერცხლი განაღდებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩემპიონატი 24 ივლისს დაიწყო, მაგრამ ექსპერიმენტული ახალი ფორმატით ტარდება - ფინალური წყვილები 24 ივლისს კი გამოვლინდნენ, მაგრამ მედლებისთვის გადამწყვეტი პაექრობები 25 ივლისს გაიმართა.

ჭოლაძემ წინასწარი შეხვედრები იოლად მოიგო: ბულგარელ ისმაილ რომაკოვს 1.25 წუთში წმინდად დაამარცხა, 12:1, ნახევარფინალში კი თურქ უცოლუკ ფურკანს 10:6 სძლია. ჩვენებურმა ფინალშიც იოლად იმარჯვა აზერბაიჯანელ ტოფიგ ალიევთან - 8:2 და კარიერაში პირველად მოიპოვა ესოდენ სოლიდური წარმატება.

არადა, ფინალური პაექრობა ალიევის უპირატესობით დაიწყო და 1:0 დაწინაურდა. მეორე წუთი ახალი დაწყებული იყო, როცა ალიევმა ფეხიდან აიყვანა ჩვენებური და თითქოს მორიგი გდება გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ჭოლაძემ არათუ ფეხი აართვა, არამედ ხელებიც კარგად გაუტარა "ჯვარზე" და დგომიდან მოგვერდით 4-ქულიანზე გადააგდო. მას იქვე ბეჭებზე დაწვენაც შეეძლო, თუმცა მეტოქე გაექცა, მაგრამ სამშვიდობოს ვერა: ალიევმა ნახტომით სცადა ფეხში შეხტომა, მაგრამ ჭოლაძემ დაუხურა და ზურგიდან სცადა შემოვლა, რაც მეტოქემ არ დაანება, თუმცა ჩვენებური არ მოეშვა და მაინც ჩაიყვანა დაბლა: 6:1. იქვე საკმაოდ კარგი რეაქციაც გამოავლინა, როცა კონტრშეტევაზე გადმოსულ მეტოქეს ისევ მარდად ააცალა ფეხი.

შეხვედრის ბოლოს იგივე განმეორდა 0 ალიევი ისევ შორი ნახტომით ლამობდა ფეხში წვდომას, მაგრამ ჭოლაძე გაერიდა და მერე ისევ მოუარა ზურგიდან, რაც დაბლა ჩაყვანით დასრულდა.

ქათამაძემ ძალიან ძლიერად ჩაატარა წინასწარი შეხვედრები და დასანანია, ფინალში რომ ვერ გავიდა.

მაგალითად, პირველ წრეში 59 წამში სუფთად მოუგო შვედ კევინ ჯერი მაკოტა სტროემის - 10:0, თუმცა ეს კიდევ არაფერი - მომდევნო პაექრობაში მაკედონიელ დავიდ მიშევს 48 წამში მოუთავა ხელი იმავე ანგარიშით! მეოთხედფინალში თურქ ტოლგა აქუზს სუფთად ვერა, მაგრამ სოლიდური ანგარიშით კი აჯობა - 15:9, თუმცა ნახევარფინალში მოულოდნელად წააგო ბერძენ გეორგიოს პილიდისთან: 1:8. კიდევ კარგი, გუშინ შეძლო მობილიზება ბულგარელ დიმიტარ ანგელოვთან და 1:49 წუთში წმინდად მოუგო, 14:4.

ბრინჯაოსთვის პაექრობა ვადამდე მოიგო ქოჩქიანმაც ფრანგ პიეტრ მორნატისთან - 10:0 მოსაპოვებლად 2 წუთი და 14 წამი დასჭირდა. ის ნახევარფინალში წმინდად დამარცხდა რუს ალიკ შახბაზოვთან, მანამდე კი ბულგარელ ცვეტან ევტიმოვთან სუფთად მოიგო - 10:0, ხოლო მოლდოველ ივან ნედეალკოსთან 9:0 იმარჯვა.

გუშინ ძალიან ძლიერად იჭიდავა ვლადიმერ გამყრელიძემ. განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი პირველი პაექრობა შვეიცარიელ ფლურინ ანდრეა მაიერთან, ვისაც წმინდად მოუგო: 10:0, ამისთვის კი ერთ წუთზე ოდნავ მეტი - 5 წამი დასჭირდა. არცაა გასაკვირი, რადგან მეტოქეს ორჯერ გაუკეთა ლამის ერთნაირი ოთხქულიანი გდება, თუმცა უფრო დახვეწილი მეორე იყო: ფეხიდან აიყვანა მეტოქე და მხარზე შემოიგდო, თან ხალიჩიდან წამოდგა და მხარზე ისე შეისწორა, თითქოს ტომარა ედო ზედ, მერე კი წრის კიდესთან მიიყვანა და გამეტებით დაანარცხა ძირს. ფრანგ ადამ ბიბულატოვს 9:2 აჯობა, ნახევარფინალში კი თურქ ჰამზა ალაჩას დაძაბულ ბრძოლაში, 9:8 მოუგო. ფინალში ჩვენებური უკრაინელ ანდრეი ჯელეპს გაეჯიბრება.

დამაჯერებელი იყო გიორგი გეგელაშვილიც, ვინც აზერბაიჯანელი აშრაფ კარიმზადა დაბლა ჩაყვანის შემდეგ ისე დაატრიალა, ხელიც ატკინა და შეხვედრაც ვადამდე შეწყდა. თუმცა ეს არ იყო შეგნებული უხეშობა და ჩვენებურმა ძალიანაც განიცადა მეტოქის ტრავმა, მერე კი "პატარა ჯენტლმენად" მოგვევლინა, ისე ანუგეშებდა კარიმზადას.

მანამდე გორელმა ათლეტმა დამაჯერებლად დაამარცხა მაკედონიელი აიდ სალიასი, ვინც 3 წუთზე ოდნავ მეტ დროში იმდენი ატრიალა აქეთ-იქით, ანგარიში 14:1 გახადა. გეგელაშვილმა ნახევარფინალში 5:1 მოუგო სომეხ არაქელ მოვსესიანს, ფინალში კი რუს მაგომედ აბდურახმანოვს გაეჯიბრება.

ელბაქიძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე წმინდად აჯობა მოლდოველ სორინ პინტეას - 14:4, მაგრამ დამარცხდა აზერბაიჯანელ ჰაჯიმურად გაჯიევთან, 4:12. სანუგეშოში ჩვენებური უკრაინელ სერჰი ჰორდიენკოს შეხვდება, ამათში მოგებულს კი დამამშვიდებლის ფინალში პოლონელი კაროლ იაკუბ გჟეგუში ელოდება.

პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ვალერიან გამყრელიძის უფროსი ძმა ჭაბუკი გამყრელიძე (100), ხოლო ქარელელმა ლაშა ბაირამოვმა (76) პირველი შეხვედრა წმინდად კი მოიგო, მაგრამ მერე დამარცხდა და ამ დუეტს არც სანუგეშოში გადასვლის საშუალება არ მიეცა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ჭიდაობა. ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი: ქართველების ჩინებული სტარტი
მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები: ქართველების ორი ბრინჯაო
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: გოგონების დუეტიდან ბიჭებამდე
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: უჩემპიონოდ
17 მედალი! - ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეების წარმატება რუმინეთში
ქართველმა "თავისუფალმა" ჭაბუკებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვეს