საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიორში 7 მედალი მოიპოვა: 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო
უნგრულ დიორში, ევროპის ახალგაზრდობის ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის ბოლო დღეს სამი მონაწილე გვყავდა, თუმცა სამივე ტიტულოვანი და თავისი წონის ლიდერი. შედეგიც შესაბამისი მივიღეთ - სამივე ნახევარფინალში გავიდა.

იქ ერთი მონაწილე კი გამოგვაკლდა - მძიმეწონოსანი ლევან ჭელიძე დამარცხდა, მაგრამ ამ სამეულიდან ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მაინც მოვიპოვეთ. ოქროები ბიჭებმა და გოგონებმა თანაბრად გაინაწილეს. ბიჭებში ევროპის წლევანდელმა ფინალისტმა მიხეილ ბექაურმა (90) გაიმარჯვა, გოგონებში კი მძიმეწონოსანმა სოფიო სომხიშვილმა ევროპის ჩემპიონატის დარად, ეს შეჯიბრებაც ძალზე იოლად, ლამის ცალი ხელით და ძალების დაუძაბავად მოიგო. ბრინჯაო ჭელიძემ მოიპოვა.

ამდენად, ჩვენმა ნაკრებმა დიორში 7 მედალი მოიპოვა: 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. აქედან გოგონებმა ორი ოქრო ირგუნეს, დანარჩენი კი ბიჭების მონაგარია. ჩემპიონები მარიამ ჭანტურია (63) და გიორგი ჩიხელიძე (66) გახდნენ, ვერცხლი ბექა წიფიანმა (55), ბრინჯაო კი ჭელიძესთან ერთად ვლადიმერ ახალკაცმაც (81) მოიპოვა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა. კონკრეტულად ბიჭებშიც ჩვენი გუნდია საუკეთესო. გოგონების 4-კაციანმა გუნდმა ხარისხობრივად გაიმეორა ორი წლის წინ თბილისში ანალოგიურ ფესტივალზე ნაჩვენები შედეგი - მაშინაც ორი ოქრო ჰქონდათ, თუმცა თან ერთი ბრინჯაოც იყო.

ევროპის ჩემპიონატზე დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ სომხიშვილი უნგრეთშიც ფავორიტად ჩავიდა და ეს იმიჯი სრულად გაამართლა, კვლავ "ცალი ხელით" მოიგო ტურნირი. პრაქტიკულად, მას წინააღმდეგობა ვერც ამჯერად გაუწია ვინმემ. ფიზიკურად იმდენად ძლიერია, პრაქტიკულად, ვერავინ ეწინააღმდეგება, თუმცა ძალა არაა მისი ერთადერთი ღირსება - ილეთებსაც ბლომად აკეთებს და დგომში თუ დაბლაჭიდში ერთნაირად საშიშია. ფინალში ჩვენებურმა ლიტველი იუსტინა კმილიაუსკაიტე წუთ-ნახევარში დგომში ზედა ჩავლებიდან გადმოიღო იპონზე, თუმცა მანამდეც იყო მომენტი, როცა ვაზარს იმსახურებდა.

ნახევარფინალში ისევ იოლად დააიპონა ჰოლანდიელი ევროპის პრიზიორი მარიტ კამპსი, ვისაც ევროპაზეც მოუგო, მანამდე კი გერმანელი ლეა შტაინი დაჩაგრა ფიზიკურად: ილეთზე ხომ გადმოიღო, იქვე შებოჭა კიდეც. თითქოს ცოტა ფრანგ კრისტალ გარსიასთან გაუჭირდა, თუმცა ისიც კარგ ილეთზე დააგდო.

ბექაური ერთ თვეში ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპული მასშტაბის შეჯიბრების ფინალში, თუმცა ევროპირველობისგან განსხვავებით, ამჯერად მოიგო. თანაც, როგორ: 14 წამში გამოცერა სლოვაკი დენის ტუპაცი. მას არც სხვა შეხვედრებში გაჭირვებია გამარჯვება და წინა სამ შეხვედრაშიც ბლომად ილეთები გვაჩვენა: ლიტველი დევის ციუციონასი ვაზარ-იპონით გაიარა, კოსოვოელ შპატ ზეკას 3 გდება გაუკეთა, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ადილ კარიმლის - ორი. ის ევროპის ჩემპიონატზეც კარგად გამოვიდა, თუმცა მაშინ ფინალში უყურადღებობისთვის დაისაჯა, ახლა კი ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ჭელიძემ ნახევარფინალში უნგრელთა მომავალ ჩემპიონ რიხარდ სიპოჟთან წააგო, ვინც საკმაოდ ძლიერი ფალავანია - ევროპის ჩემპიონატზეც ფინალში გავიდა, თუმცა მაშინ დამარცხდა. ფიზიკურად ძალიან ძლიერი ჩვენებური საკმაოდ დაკვირვებითაც ჭიდაობს, დიორში კი უმეტესი ორთაბრძოლები იპონით მოიგო, მათ შორის - პირველიც ესტონელ მარტინ ზუევთან. ბულგარელ ივაილო დიმიტროვს ვაზარი კი დაუთმო, მაგრამ თვითონაც აუღო რევანში და ბეჭებზეც დააგდო. თურქ აიდინ ომერს, ცოტა არ იყოს და საკალათბურთო ანგარიშით აჯობა - 5 ილეთი ჩაუტარა, ბოლოს კი ყველაფერი იპონით დაასრულა. ფიზიკურად თუ ტექნიკურ-ტაქტიკურად პირწმინდად დაჩაგრა თურქი, როგორც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში - სლოვენიელი ტიმ კელცი (ვაზარ-იპონი). მან ევროპაზეც და ახლაც დაამტკიცა, რომ კარგი მძიმეწონოსანი გვეზრდება.

გუნდური მესამე

დიორში ფესტივალის ფარგლებში გუნდური ტურნირიც გაიმართა, ოღონდ მასში ჩვენგან მხოლოდ ბიჭები გამოვიდნენ, გოგონები კი ისედაც მხოლოდ ოთხი მონაწილით იყვნენ. აქ ცოტა უჩვეულო ამბავიც მოხდა - ჩვენები დამარცხდნენ და ბრინჯაოს დასჯერდნენ, რაც იშვიათად ხდება. შეგახსენებთ, რომ მათ ევროპის ჩემპიონატიც რიხით მოიგეს, ახლა კი ნახევარფინალში რუსებთან 1:4 წააგეს, თუმცა ამ შეხვედრის გამო მსაჯებზე საყვედური ნამდვილად გვეთქმის.

მანამდე ჩვენებმა "მშრალად" მოუგეს ლატვიას - 5:0, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი იმავე ანგარიშით უკვე ესტონეთს აჯობეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gurami
საქართველოს ძიუდოს დიდი მომოვალი აქვს! სოფიო და მიხეილი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან!!! და მომოვალი ოლიმპიური და მსოფლიო ჩაემპიონები!!!
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: მარათონი ჩილეში სრულდება
რევანშის შანსი - სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა უნგრეთი დაიპყრეს - 4 ოქრო, 1 ბრინჯაო, 2 ვერცხლი
ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები დიორში გადახალისებული გუნდით გამოვა
პოლონეთის ტურნირმა ჭაბუკები დაგვიხარისხა
ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები: ბექაურების ტრიუმფი ტულაში
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ტრიუმფი - კიდევ 3 ოქრო, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი [VIDEO]
მიხეილ ბექაური ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: შორეულ ჩილეში, ნაცნობი მეტოქეები
ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი: 4 ქართველი მედლებისთვის იბრძოლებს!
ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: კაუნასში სომხიშვილი დაასახელეს
ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
სულამანიძემ ფინალში იპონით იმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა [VIDEO]