ინგლისური "ქომუნითი შილდი", ჩვენებურად კი სუპერთასი, გადაჭედილ "უემბლიზე" ლონდონის "არსენალმა" მოიგო პენალტების სერიაში, რომელიც ახლებურ სტილში (ABBA) დაარტყეს

ინგლისური "ქომუნითი შილდი", ჩვენებურად კი სუპერთასი, გადაჭედილ "უემბლიზე" ლონდონის "არსენალმა" მოიგო პენალტების სერიაში, რომელიც ახლებურ სტილში (ABBA) დაარტყეს.

"ჩელსი" პედრომ დაღუპა: მე-80 წუთზე ესპანელი ფეხბურთელი უკნიდან ეუხეშა ელ-ნენის, რისთვისაც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. იმ დროისთვის "ჩელსი" ვიქტორ მოზესის გოლით იგებდა, მაგრამ სწორედ პედროს უხეშობისთვის დანიშნული ჯარიმიდან "არსენალის" ახალწვეულმა ზეად კოლაშინაცმა გაათანაბრა.

პენალტების სერია ახალ სტილში დაინიშნა, როცა პირველი დარტყმის შემდეგ მეორე გუნდი ორ პენალტს ურტყამს და ასე შემდეგ. ახალ სისტემას ალღო ვერ აუღეს "ჩელსის" ფეხბურთელებმა, პენალტები ტიბო კურტუამ (!) და ალვარო მორატამ გააცუდეს.

გამარჯვებულებმა ვეტერანი გერმანელი პერ მერტეზაკერი ტრავმის გამო დაკარგეს. კაპიტანმა კეჰილმა ორთაბრძოლისას დააშავა "არსენალელი" მცველი, რომელსაც სახეზე სისხლი წასკდა.

არსენ ვენგერი (არსენალი): "არ ვიცი, ეკუთვნოდა თუ არა პედროს წითელი ბარათი, მაგრამ იმ დროისთვის უკვე ჩვენ ვდომინირებდით მოედანზე. ინგლისში თითოეული მატჩი ომია, ასე იყო სუპერთასზეც. ჩვენი ოცნება ფანების გაბედნიერებაა. მისი განხორციელება ძნელია, მაგრამ ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. მსურს, რომ ფანები ყოველთვის გვერდში გვედგნენ. "არსენალი" ერთიანი უნდა იყოს მთელი სეზონი".

ანტონიო კონტე (ჩელსი): "პედროს გაძევების ეპიზოდი ვერ დავინახე. ამიტომ მსაჯის შეფასება გამიჭირდება, მაგრამ ეს უკვე მეორე მატჩია ინგლისის თასის მერე, როცა მატჩს 10 კაცით ვასრულებთ. მუშაობას ვაგრძელებთ, ჩემპიონატი 6 დღეში იწყება და მზად უნდა ვიყოთ".

ფაქტები

ლონდონის "არსენალმა" მე-14-ედ მოიგო "ქომუნითი შილდი". მეტი ტიტული მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს - 18

"არსენალმა" სუპერთასზე მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლო პენალტების სერიის მოგება

ზეად კოლაშინაცი "არსენალის" პირველი ახალწვეულია 2002 წლის მერე (ჟილბერტო სილვა), ვინც კლუბში სადებიუტო გოლი სუპერთასის მატჩში გაიტანა

ბოლოს სუპერთასზე "ჩელსის" ფეხბურთელი გააძევეს - 2012 წელს ივანოვიჩი

არსენ ვენგერმა "არსენალის" საშინაო არენის შემდეგ (ჰაიბერი/ემირეიტსი) ყველაზე მეტი გამარჯვება "უემბლიზე" იზეიმა - 12

ბოლო სამი წელიწადია, სუპერთასს თასის მფლობელი გუნდი იგებს

არსენალი-ჩელსი 1:1 (4:1 პენ.)

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - ჰოლდინგი, მერტეზაკერი (33. კოლაშინაცი), მონრეალი - ბელერინი, ელნენი, ჯაკა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - ივობი (66. უოლკოტი), უელბეკი (88. ნელსონი) - ლაკაზეტი (66. ჟირუ)

ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი, კეჰილი - მოზესი, ფაბრეგასი, კანტე, ალონსო (79. რიუდიგერი) - ვილიანი (82. მუსონდა), პედრო - ბატშუაი (74. მორატა)

გაძევება: პედრო (80)

გოლები: 0:1 მოზესი (46), 1:1 კოლაშინაცი (82)

პენალტების სერია: 0:1 კეჰილი; 1:1 უოლკოტი; 2:1 მონრეალი; 2:1 კურტუა; 2:1 მორატა; 3:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი, 4:1 ჟირუ

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
"იუვენტუსმა" შესაძლოა "ჩელსის" ორი ფეხბურთელი უფასოდ აიყვანოს
"მილანის" მორიგი პრობლემა - მენიოს დისკვალიფიკაცია მისცეს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
პედროს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ეს საინტერესოა: თითქმის მკვდრეთით აღმდგარნი
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
პედრო შეიძლება "ლაციოში" გადავიდეს
მილანის "ინტერს" ახალი შემტევი ჰყავს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
პედროს ულამაზესი გოლი "ზალცბურგის" კარში [VIDEO]
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
7 ფეხბურთელი, რომელთაც ამ სეზონში სათამაშო მანერა გუნდის ინტერესებისთვის შეიცვალეს
"ჩელსი" დიდ წმენდას იწყებს, 6 ფეხბურთელი გუნდს დატოვებს
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
პედრომ სერია A-ს საუკეთესო გუნდი დაასახელა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ცნობილი გახდა, ვის გაუშვებს "ჩელსი" ემერსონთან ერთად
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
ტვინების ომი ანუ საით მიდის ევროპული ფეხბურთი
"არსენალის" ფეხბურთელის მეუღლე ლონდონის აეროპორტში დააკავეს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს