WBC კატეგორიის ქამარი სამშობლოში ჯერ არც ერთ ქართველს არ ჩამოუტანია
ჩინეთის ქალაქ ვუქსიში, რომელიც შანხაისთან ახლოს მდებარეობს, 69,9 კილოგრამ წონით კატეგორიაში პროფესიონალ მოკრივეთა 12-რაუნდიანი სატიტულო ბრძოლა გაიმართა WBC silver international-ის ქამრისთვის, ქართველ ნიკოლოზ ღვინიაშვილსა და მასპინძელ ჩენ ვუს შორის.

ღვინიაშვილი 27 წლისაა. პროფესიულ რინგზე ჩატარებული 31 ორთაბრძოლიდან 18 მოიგო (მათ შორის - 14 ნოკაუტით), 9 წააგო და 4 ფრედ დაასრულა. საქართველოს რეიტინგით, მის წონაში 13 ქულით მე-3 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ვუქსიში გამართულ ორთაბრძოლას ესწრებოდნენ კრივის ლეგენდები - მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი, რომლებმაც ორთაბრძოლის გახსნის საზეიმო ცერემონიალშიც მიიღეს მონაწილეობა და ასპარეზობის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართეს.

ორთაბრძოლა ღვინიაშვილის უპირატესობით წარიმართა. მე-6 რაუნდში ნიკოლოზმა სუს მარჯვენა თვალის არეში ძლიერი დარტყმით წარბი გაუხეთქა. ჭრილობა ღრმა აღმოჩნდა და ჩინელს სისხლდენა ვერ შეუჩერეს. შესაბამისად, მე-9 რაუნდის დასაწყისში სუმ ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო და ჩემპიონის ტიტული და ქამარი ტექნიკური ნოკაუტით ქართველმა მოიგო.

WBC კატეგორიის ქამარი სამშობლოში ჯერ არც ერთ ქართველს არ ჩამოუტანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სერგო დავლიანიძე
ვინ ჩამოიტანა საქართველოში პირველად WBC - ს ვერცხლის ქამარი? ნიკოლოზ ღვინიაშვილმა - WBC silver international - ვერცხლის - ვიცე რეგიონალური - ანუ ვიცე ინტერნაციონალური ჩემპიონის ქამარი თუ ...? კითხვაზე გიპასუხებთ! WBC Silver middleweight title - ტიტული და ვერცხლის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონის სრულფასიანი ქამარი პირველად ქართული კრივის ისტორიაში 2011 წლის 18 დეკემბერს მოიპოვა ავთანდილ ხურციძემ !!! ვიდეოზე,ფოტოებზე, ვიზუალურად შეადარეთ ერთმანეთს WBC - ს ვერცხლის სრულფასიანი და ინტერნაციონალური ქამრები და დარწმუნდებით,რომ ფორმით უფრო დიდი,მძიმე,ხარისხით უფრო მნიშვნელოვანი, იგივე როგორც WBC - ს მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მთავარი ქამარი არის მხოლოდ ავთანდილ ხურციძის ვერცხლის ქამარი !!! Avtandil Khurtsidze - 72,574 kg. Middleweight - Kutaisi, Georgia. Бой за титул серебряного чемпиона WBC, который состоялся 18 декабря 2011 на арене Дворца спорта "Юность" в Запорожье.
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
დიდი გასამრჯელო ორივეს და მოკრივეების პროგნოზები "უაილდერი - ფიური 2"-ზე
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონთან ბრძოლის წინ ყურებს დააზღვევს
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
დღის სენსაცია: კრივს ჰოლიფილდიც უბრუნდება
ლეგენდარული მოკრივეების მესამე ბრძოლა შედგება? ტაისონი და ჰოლიფილდი თითქმის შეთანხმდნენ...
ევანდერ ჰორლიფილდი - დიდების დარბაზში
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
და მაინც, რატომ მოაჭამა ტაისონმა ჰოლიფილდს ყური? გავერკვიეთ მიზეზში
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი