საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ კახა ალადაშვილს ფეხბურთში სურს დარჩენა
1999 წელს, 16 წლის ასაკში რუსთავის "გორდაში" დაწყებული კარიერა კახა ალადაშვილმა 2015 წელს შორეულ ხაბაროვსკში დაასრულა. მას შემდეგ გუნდში მცირე ხნით დარჩა, მაგრამ რუსეთში ვეღარ გაჩერდა, სამშობლოში დაბრუნდა და აქ მუშაობა ამჯობინა.

საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს საინტერესო კარიერა ჰქონდა: სამ გუნდში ორი ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა. განსაკუთრებით, თბილისის "დინამოში" გაიბრწყინა და მისი კარგი თამაშის დამსახურებაც არის, ქართული საკლუბო ფეხბურთის გრანდი 2004 წელს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდა.

ფეხბურთის გარდა, ერთხელ თავი კარგი სიმღერითაც დაგვამახსოვრა. განსაკუთრებით, ეს შემთხვევაა ცნობილი: 2009 წელს, რუსეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამარჯვებული გახდა "ანჟი" და დაჯილდოების ცერემონიალზე, მცირე ოქროს მედლის გადაცემისას სცენაზე ასულმა ალადაშვილმა მოულოდნელად "თბილისო" ისე იმღერა, დარბაზიდან ყვავილების თაიგული ესროლეს და ტაშით გააცილეს...

2016 წელს თავი სამოქალაქო აქტივობითაც გამოიჩინა: გლდანში, სადაც გაიზარდა, მოედნის გადასარჩენად აქცია ჩაატარა, მიზანსაც მიაღწია და ამის აღსანიშნავად შეკრებილ საზოგადოებასაც გემრიელად უმღერა...

კახა ალადაშვილი "ლელოს" სამომავლო გეგმებზე, კარიერაზე, ქართულ ფეხბურთსა და ბევრ საინტერესო თემაზე ელაპარაკება.

მწვრთნელობისკენ ვიხრები

- ალბათ, 32 წლის ასაკში კარიერის დასრულება ნაადრევი იყო. ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ასე ვამჯობინე. ფეხბურთში მსურს დარჩენა, ეს საქმე მიყვარს და მეტ-ნაკლებად ვიცი. მაგრამ მეტი ცოდნა არავის აწყენს და სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებას ვაპირებ. მითხრეს, რადგან ნაკრებში მითამაშია, C კატეგორიის ნაცვლად, პირდაპირ B ლიცენზიაზე შემიძლია ვისწავლო.

- რუსული მედიის ინფორმაციით, ხაბაროვსკის სკა-ში მუშაობას გთავაზობდნენ...

- შემოთავაზება ნამდვილად მქონდა. მითხრეს, გუნდის სამწვრთნელო შტაბს დავხმარებოდი, მაგრამ თავი შევიკავე.

- რატომ?

- კარიერა ახალი დასრულებული მქონდა, სწავლა და ახალი პროფესიის კარგად შესწავლა მჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, სწავლა ვამჯობინე. რაც მთავარია, საქართველოში დაბრუნება და მუშაობა მსურდა. სხვა ქვეყანაში ცხოვრება გამიჭირდება.

- დიდების ფეხბურთში წარმოგიდგენიათ თავი თუ ბავშვებში?

- უფრო დიდებში, რადგან საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა და მიმაჩნია, რომ მისი გამოყენება პროფესიულ ფეხბურთში მირჩევნია.

- ახლა ქართულ გუნდებში მუშაობას გთავაზობენ?

- ხელს ლიცენზიის არქონა მიშლის, თორემ მიწვევა არის...

მეტი შემეძლო

- კარიერის დასრულების შემდეგ გასულ წლებს თვალს გადაავლებდით. რას ფიქრობთ, შეგეძლოთ თუ არა მეტის მიღწევა?

- ამ გადასახედიდან, დარწმუნებული ვარ, შემეძლო. თანაც, ბევრად მეტი, მაგრამ ეტყობა, შეცდომა დავუშვი...

- რაში შეცდით?

- ახალგაზრდულ ემოციებსა და ჟინს ავყევი, კარგად ვერ გავიაზრე, სად აჯობებდა კარიერის გაგრძელება.

- კიევის " დინამოში" გადასვლას გულისხმობთ?

- ერთ-ერთი ესეც იყო. 2006 წელს 5-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და მეგონა, გუნდში ადგილს აუცილებლად დავიმკვიდრებდი. მეგონა კი არა, ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა, მაგრამ... ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მე წარმომედგინა...

- კიეველები უკეთეს პირობებს გთავაზობდნენ და ამან მოგხიბლათ?

- საქმეც ისაა, რომ უკეთეს პირობებს უფრო დაბალი დონის კლუბი მთავაზობდა, მაგრამ ფულზე წინ პერსპექტივა დავაყენე. მაშინ დონეცკის "მეტალურგი" მიწვევდა, რომელიც უკრაინის ჩემპიონატის სამეულისთვის იბრძოდა და კარგი გუნდიც იყო - ხომ გახსოვთ, მაშინ იქ კაპიტანი გოჩა ჯამარაული გახლდათ და უეფას თასზე ხშირად თამაშობდა. ამ გუნდში მეტი პრაქტიკა მექნებოდა, კიევის "დინამოში" კი ასეთი შანსი არ მქონია.

- კიევში დამკვიდრება რატომ ვერ მოახერხეთ?

- უბრალოდ, ყველა ქვეყანაში საკუთარ აღზრდილებს უცხოელებზე მაღლა აყენებენ. "დინამო" უკრაინის ნაკრების საბაზო გუნდია და იქ სწორედ ნაკრების წევრი ოლეგ გუსევი დამხვდა. ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მასთან კონკურენციაში შანსი არ მქონდა. უბრალოდ, როგორც ლეგიონერი, ადგილობრივ ფეხბურთელზე ორი თავით მაღლა უნდა ვმდგარიყავი. "მეტალურგში" მეტი შანსი და პრაქტიკა მექნებოდა, ფეხბურთელს კი თამაში წარმოაჩენს.

სანამ კიეველებთან კონტრაქტი დამიმთავრდა და ახალი გუნდი მოვძებნე, დიდი დრო გამიცდა. თუმცა კიევის "დინამოში" გატარებულმა პერიოდმა დიდი გამოცდილება და ცოდნა შემძინა.

ეს ახლაც რეალურია...

- 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. დღევანდელი გადასახედიდან ეს ამბავი ზღაპარს ჰგავს...

- რომ იცოდეთ, მაშინაც ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ ჩვენ ამ ზღაპრის რეალობის ვირწმუნეთ. ეს გია გეგუჩაძის დამსახურება იყო. მსგავსი კარგი მწვრთნელი ბევრი არც მინახავს. მაშინ ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა, მოედანზე გასვლა გვიხაროდა და გვჯეროდა, რომ სასწაულებს შევძლებდით...

თქვენ რა გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და დღევანდელზე უკეთესი პირობები გვქონდა? "დინამოს" ბაზა ახლა ბევრად უკეთესია და გუნდს, მინიმუმ, არანაკლები პირობები გააჩნია.

- აბა, დღევანდელ გუნდებს რაღა სჭირთ?

- დღევანდელ და მაშინდელ გუნდებს ერთი რამ სჭირდათ და სჭირთ - კი, ძალიან დიდი უკუსვლა გვაქვს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ საკუთარი ძალისა და ნიჭის რწმენა დავკარგეთ. მაშინდელ შედეგზე ბევრჯერ მიფიქრია და ვრწმუნდები, რომ ფულიც მნიშვნელოვანია, მოთამაშეთა კონტინგენტიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რწმენაა, რომელიც დავკარგეთ და აღარ გვჯერა, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.

რამდენ გუნდში მითამაშია და დავრწმუნდი, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. უეფას თასზე რომ გავედით, "ვისლას" და პრაღის "სლავიას" მოვუგეთ. რას ფიქრობთ, მათზე დიდი ბიუჯეტი გვქონდა? მათი ფეხბურთელებიც უფრო სახელიანები იყვნენ, მაგრამ ამ მოგებით ავიწყვეთ კარიერა, რადგან საკუთარი თავის და ერთამანეთის ვირწმუნეთ.

ამიტომაც მგონია, რომ პრობლემების მიუხედავად, ძლიერი გუნდების ჩამოყალიბება ახლაც რეალურია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ყოჩაღ კახა, ნამდვილად სწორად აზროვნებ. ყველაფერის საფუძველი რწმენაა, საკუთარი ძალების რწმენა. ქართული ფეხბურთი და არც ფეხბურთელები არ არის ისეთ დაბალ დონეზე, როგორი შედეგებიც გვაქვს, ვგულისხმობ ნაკრებს, ჩემპიონატს, კლუბებს და თითოეულ ფეხბურთელს. და სწორედ თქვენნაირი ადამიანებია საჭირო მწვრთნელებად, რომლებიც ფეხბურთელებს დაარწმუნებს საკუთარ ძალებში. ვინ შეიძლება დაამტკიცოს ის, რომ ქუთაისის ტორპედო რომელიღაც ტრენჩინს პოტენციალურად ისე ჩამორჩება, რომ მასთან 8:1 უნდა წაეგო ორი თამაშის ჯამში.
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
[ჩვენ და ლატვიელები] გავასწოროთ ანგარიში
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს
გიორგი ნავალოვსკიმ გორის "დილა" დატოვა და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" დაუბრუნდა
დიდი დაბრუნებები ქართულ ფეხბურთში - ლევან ყენიას წინამორბედები
პოლონელების ლოდინს ნაღდი ვამჯობინე - გიორგი ნავალოვსკი რუსეთში ბრუნდება
"არ გამოგივათ რუსების შემოცურება! არ გაგიტარებთ!" - ალადაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხმაურება
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
გოჩა ჯამარაულმა გამგებლის 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
პოზიტიური პრეცედენტი: გლდანში მოედანი გადარჩა!
"მოულოდნელად გაუჩინარდა, არავის დამშვიდობებია" - ქართველები, რომლებსაც "ციურიხში" უთამაშიათ
ბელორუსთან თავი ფავორიტებად არ უნდა ჩავთვალოთ - გოჩა ჯამარაული - 31 ოქტომბრის დაიჯესტი
არ ვიცი, სად თამაშობდა - რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა" - კალაძემ ალადაშვილს უპასუხა
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
ინფრასტრუქტურა: ძიუდოს ახალი დარბაზები
"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა