როგორი სტარტი აქვს ნეიმარ ჯუნიორს "პარი სენ-ჟერმენში"? - სუპერი! - ორი მატჩი - 3 გოლი და 3 საგოლე პასი, ორჯერვე მატჩის საუკეთესოს პრიზი. ფაქტია, პარიზიდან "ოქროს ბურთისკენ" მიმავალი გზა გამოჩნდა...

როგორი სტარტი აქვს ნეიმარ ჯუნიორს "პარი სენ-ჟერმენში"? - სუპერი! - ორი მატჩი - 3 გოლი და 3 საგოლე პასი, ორჯერვე მატჩის საუკეთესოს პრიზი. ფაქტია, პარიზიდან "ოქროს ბურთისკენ" მიმავალი გზა გამოჩნდა...

"პარკ დე პრენსზე" მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელის დებიუტს მოუთმენლად ელოდნენ და მანაც "ტულუზთან" უამრავჯერ მოხიბლა პუბლიკა. ბოლოს კი საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა, მესის ან პელეს სტილში... როგორ ითამაშა ნეიმარმა? საკმარისია 6:2 მოგებული თამაშის ნახვა მხოლოდ 65-ე წუთიდან, ან სულაც ამ სუპერგოლის ნახვა, ანაც "ტულუზის" თავკაცის, პასკალ დიუპრას მოსმენა, რომელმაც თქვა - ბრაზილიელის თამაშით აღფრთოვანებული ვარო. მეტოქის ფორვარდმა ანდი დელორმა კი დაამატა - "ნეიმარი ნამდვილი ფენომენია - ის, როგორც რონალდინიო, ვერ გაიგებ, რას შემოგთავაზებს, როცა ბურთს ფლობს. არ ვიცი, მისი შეჩერების გზები საერთოდ თუ არსებობს".

"მიხარია, რომ ზედიზედ მეორე კვირაა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მასახელებენ, მაგრამ ყველაზე მეტად პსჟ-ის თამაში მახარებს. პარიზში საოცარი ფანები არიან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე თბილად მიმიღეს, "პარკ დე პრენსზე" საოცარი ატმოსფერო იყო", - განაცხადა მატჩის გმირმა.

"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ულა შიშობს, რომ ნეიმარმა "პარი სენ-ჟერმენისთვის" ტიტული უკვე მეოთხე ტურისთვის მოიგო: "ძნელი წარმოსადგენია, რომ პარიზელებს ვინმე გაუძალიანდება".

ათიანის ათიანები
მართალია, ევროპის ტოპ-5 ლიგაში სამი ტური მხოლოდ საფრანგეთშია ნათამაშები, მაგრამ თავად 25 წლის ბრაზილიელს ჯერ ორი თამაში აქვს ნათამაშები და 3 გოლი და 3 საგოლე პასი არავის აქვს. "ტულუზთან" მატჩში ნეიმარი 118-ჯერ შეეხო ბურთს და 34-ჯერ მოიგო მინი-დუელი. ორივე მაჩვენებელი საუკეთესოა (ლიგა 1-ის ფორვარდისთვის საუკეთესო შედეგია ბოლო 10 წლის განმავლობაში).

Whoscored.com-მა ნეიმარის თამაში "გენგამთანაც" და "ტულუზთანაც" 10-ბალიანი სისტემით 10 ქულით შეაფასა. ასეთი რამ კი ძალიან იშვიათად ხდება. მან 6-6-ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარისკენ. სადებიუტო მატჩში დრიბლინგი 11-ჯერ სცადა, "ტულუზთან" კი - 14-ჯერ. მიახლოებული შეფასება ევროპის ტოპ-5 ლიგაში მხოლოდ ბერლინის "ჰერტას" ავსტრალიელმა ლეგიონერმა მეტიუ ლეკიმ მიიღო, რომელმაც ბუნდესლიგის I ტურში დუბლი შეასრულა - 9,47 ბალი.

მხოლოდ ფლორიან მორისმა შეძლო (1997 წ.) პსჟ-ის მაისურით სადებიუტო ორ შეხვედრაში გოლების გატანა.

ნეიმარი და "ბარსელონა"
"ბარსელონადან" წასული ნეიმარი არ ივიწყებს ყოფილ გუნდსა და ქალაქს. თუ ბარსელონა თბილად მოიხსენია მორიგი ტერაქტის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობა არ დაინდო და პირველად გააკრიტიკა ღიად: "ძალიან ვწუხვარ, რომ "ბარსელონას" ასეთი ხელმძღვანელობა ჰყავს. ეს ის ხალხი არ არის, რომელთაც "ბარსას" ხელმძღვანელი პოსტები უნდა ეკავოთ. ეს კლუბი გაცილებით მეტს იმსახურებს. როცა კატალონიაში გადმოვედი სათამაშოდ, თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე და მერე... კლუბში ჩემი მეგობრები რჩებიან, იქ ხომ 4 საოცარი სეზონი გავატარე. იმედი მაქვს, რომ "ბარსელონაში" სიტუაცია გამოსწორდება", - ციტირებს ნეიმარს "კუატრო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
კილიან მბაპე პსჟ-ში იჯარით ითამაშებს
ხესე „სტოკ სიტიში“ იჯარით ითამაშებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
პსჟ-მ ნეიმარის უკვე 20 ათასი მაისური გაყიდა
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
მარკო ვერატის ხელფასი თვეში მილიონი ევრო იქნება
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"ბარსელონა" და ნეიმარი ერთმანეთს სასამართლოში უჩივიან
ლიგა 1. "პარკ დე პრენსი" ნეიმარს ელის
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ