პარიზში დაწყებულ ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო
21 აგვისტოს, პარიზში დაწყებულ ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო და პირველივე დღეს ორი ბრინჯაო მოიპოვა. ამ წარმატების ავტორები თბილისელი რობერტ კობლიაშვილი (85) და თბილისის სახელით მოჭიდავე აბაშელი რევაზ ნადარეიშვილი (98) არიან.

კობლიაშვილს ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუსთა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე არ გამოუცხადდა: ფალავანმა, ვინც სოციალურ ქსელებში ხშირად იწონებს თავს ვლადიმერ პუტინთან თუ რამზან კადიროვთან გადაღებული ფოტოებით, ნახევარფინალში ტრავმა მიიღო თურქთა მომავალ ჩემპიონ მეტეჰან ბასართან შეხვედრაში და მაშინვე გაცხადდა, რომ ბრინჯაოსთვის ბრძოლას ვერ შეძლებდა...

ისე მოხდა, რომ პარიზში ორივე ჩვენი მომავალი მედალოსანი მეოთხედფინალში დამარცხდა. კობლიაშვილმა სწორედ ბასართან წააგო 1:4, მანამდე კი ჯერ ავსტრიელი ამერ ჰრისტანოვიჩი დაამარცხა - 2:1, ხოლო შემდეგ ტადეუშ მიხალიკს 4:0 აჯობა. დამამშვიდებელში ჩვენებურმა ბულგარელთა ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ ნიკოლაი ბაირიაკოვს 2:1 მოუგო და, პრაქტიკულად, ბრინჯაოც გაინაღდა.

კობლიაშვილმა შარშან ევროპის პირველობის ფინალში იჭიდავა, ახლა კი მსოფლიო არენაზეც მოიპოვა მედალი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნადარეიშვილმა საფინალო შეხვედრა სომეხთა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ არტურ ალექსანიანთან გადაიხადა მეოთხედფინალში. ეს პაექრობა ძალიან ჰგავდა წლეულს თბილისში, კარტოზიას ტურნირზე გამართულ მათ სკანდალურ შეხვედრას - ისევ ახლოდან ჭიდაობა, ხელების დაკავება, მკერდით მიწოლა და ძიძგილაობა...

თუმცა სომეხს რევანშის წყურვილი დამატებით მოტოვაციას აძლევდა და ოდნავ აქტიური ჩანდა. მსაჯებმაც ჩვენებური პასიურობისთვის ერთი ქულით დასაჯეს: 0:1. ჩამორჩენამ ნადარეიშვილი კი გაააქტიურა, თუმცა გულხელდაკრეფილი არც ალექსანიანი იჯდა, თავსაც კარგად იცავდა და უტევდა კიდეც, რითაც პირველ პერიოდში მისთვის სასურველი ანგარიში შეინარჩუნა. მეორე პერიოდში ორივე უფრო გააქტიურდა, თუმცა ტაქტიკა ისეთივე დარჩა. მეოთხე წუთის მიწურულს, როცა ალექსანიანი ქართველის წრიდან გაყვანას ცდილობდა და მედგრად აწვებოდა, ზედ ხაზთან ნადარეიშვილმა კარგად გაუგრძელა შეტევა და თავს უკან გდების მსგავსად გადააგდო. თუმცა მთლად კლასიკური ფანდი ვერ გამოუვიდა და არბიტრმა მხოლოდ მაგიდის მსაჯთან მოთათბირების შემდეგ მისცა 2 ქულა: - 2:1.

სამწუხაროდ, მალევე ისევ დასაჯეს ერთი ქულით და ანგარიშიც გათანაბრდა, თუმცა ეს მაინც ჩვენებურს აძლევდა ხელს, რადგან 2-ქულიანი გდება ჰქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ნადარეიშვილი პასიურობდა; პირიქით - ნამდვილად ცდილობდა ინიციატივის დაუფლებას, მაგრამ ფიზიკურად უფრო მაღალი სომეხის შეკავება ვერ შეძლო. მით უფრო, ეს შეხვედრაც და ლამის მთელი ტურნირიც თავშეხვეულმა ჩაატარა. ცოტა დაიღალა კიდეც და ალბათ, ამის ბრალია ის ეპიზოდი, როცა დასრულებამდე 1 წუთით ადრე მეტოქე იოლად შეუშვა ილეთზე, რომელმაც 4-ქულიანზე გადააგდო: 2:6.

რაკი ალექსანიანი საბოლოოდ ფინალში გავიდა და ჩემპიონიც გახდა, ნადარეიშვილსაც მიეცა სანუგეშო წრეში გადასვლის საშუალება, თუმცა მან ძირითად ბადეშიც კარგად მოიგო ორი პაექრობა: ჩეხ არტურ ომაროვს 5:3 მოუგო, მერე კი კორეელი ჰაკბონ გუ 4:2 დაჯაბნა. დამამშვიდებელში ჩვენებურმა მძიმე ბრძოლაში დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა ირანელ სეიედმოსტაფა სეიედგანბარ სალეჰიზადეჰს - 4:4, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი უზბეკ რუსტამ ასაკალოვს 3:1 აჯობა.

ამავე წონაში მეოთხედფინალამდე მივიდა სერბეთის სახელით მოჭიდავე მიხეილ ქაჯაია.

გუშინ მეოთხედფინალში გავიდა ჩვენი კიდევ ერთი მოჭიდავე - ხულოელი მინდია წულუკიძე 75 კილოგრამში, თუმცა საბოლოოდ უმედლოდ დარჩა.

მან თავიდან სამი პაექრობა მოიგო: საკვალიფიკაციოში ინდოელ გურპრეეტ სინგჰთან (5:1), შემდეგ ამერიკელ მაისონ ტილერ მანვილესთან (4:2) და ფრანგ სამი სლამასთან (10:3), თუმცა ბელორუს კაზბეგ კილოუსთან ვერაფერს გახდა: 1:9. სამწუხაროდ, კილოუ ფინალში ვერ გავიდა და ჩვენებურიც გამოვარდა.

გუშინდელი დღიდან ძალიან დასანანი იყო ოლიმპიურ პრიზიორ შმაგი ბოლქვაძის (71) ნაადრევი წაგება - პირველივე პაექრობა 2:3 დათმო ირანელ მოჰამადალი გერაესთან და მერე არც სანუგეშო წრეში გადასვლის საშუალება აღარ მიეცა.

ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე

71 კგ.

1. ფრენკ სტაბლერი (გერმანია); 2. დემეუ ჟადრაევი (ყაზახეთი); 3. ბალინტ კორპასი (უნგრეთი), მოჰამადალი აბდელჰამიდ გერაე (ირანი); 25. შმაგი ბოლქვაძე (საქართველო).

75 კგ.

1. ვიქტორ ნემესი (სერბეთი); 2. ალექსანდრ ჩეხირკინი (რუსეთი); 3. ტომაშ ლორინცი (უნგრეთი), საეიდ მორად აბდვალი (ირანი); 7. მინდია წულუკიძე (საქართველო).

85 კგ.

1. მეტეჰან ბასარი (თურქეთი); 2. დენის კუდლა (გერმანია); 3. რობერტ კობლიაშვილი (საქართველო), ჰოსეინ აჰმად ნოური (ირანი).

98 კგ.

1. არტურ ალექსანიანი (სომხეთი); 2. მუსა ევლოევი (რუსეთი); 3. რევაზ ნადარეიშვილი (საქართველო), ბალას კისი (უნგრეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

glaxuna
პეტრე კუპრი ჩვეულებრივ, როგორ უაზროდ ბჯუტურობთ ნაც-ების მოძულეები, ან უკიდურესი ცბიერებით და ცინიზმით დემაგოგობთ. რუსეთის მსტომ=ვრები ვინც არის-კ ა რ გ ა დ იცის სრულიად ქართველობამ მე-5-ე ,,ყველაზე მაგარ,, წელს- შუშის კოლბაში დამალული გუბერნატორი და მისი ,,ყვარყვარეეები,, თორე ნაც-ებმა 11-ჯერ გაზარდეს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ბიუჯეტი,რეფორმები განახორციელეს და საქართველო თანამედროვე-სახელმწიფოდ ჩამოაყალიბეს თავისი სტრატეგიული ინტერესებებით,მიზნებით და ფუქნქციეთ... და მათმა მოძულეებმა- სწორად პუტკინის მსტომრებმა -2 -ჯერ შეამცირას და მით ლარის კურსი 35 %-ტით შემცირდა,მით სრული უპერსპექტივობა,უიმედობა და ნიჰილიზმი დაამკვიდრეს...მ ი ზ ა ნ მ ი მ ა რ თ უ ლ ა თ და უკიდურესად დააკნინეს საქართველოს სახელმწიფოებრიბაც და მისი ავტორიტეტით.
მიროსან
ჰაეეესსს...:-D
პეტრე კუპრი
ფალავანმა, ვინც სოციალურ ქსელებში ხშირად იწონებს თავს ვლადიმერ პუტინთან თუ რამზან კადიროვთან გადაღებული ფოტოებით, ნახევარფინალში ტრავმა მიიღო თურქთა მომავალ ჩემპიონ მეტეჰან ბასართან შეხვედრაში და მაშინვე გაცხადდა, რომ ბრინჯაოსთვის ბრძოლას ვერ შეძლებდა... ეს რა შუაშია? თქვენი აზრით ჩაკვეტაძემ ოლიმპიური ოქრო პუტინთან და კადიროვთან გადაღებული სურათებით მოიგო? არ შეიძლება სპორტის ასე გაუფასურება, მაგრამ ამით ნაცებს აწონებთ თავს ... ის კი არ იცით, რომ ნაცები და თქვენი ბელადი-სააკოღლუ რუსების მსტოვრები არიან ...
SportMen
exla Alexsaniani Nadareishvils ro asi tavit jobnis magaze ori azri ar arsebobs.da tbilisshic ro (mougo)es xo nachalichari iko. es kvelam icis!!!
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
მინსკი 2019: ქართველი "ბერძენ-რომაელები" საქმეს შეუდგნენ და ნახევარფინალში გავიდნენ
მინსკი 2019: შმაგი ბოლქვაძე ფინალშია, დათო ჩხარტიშვილი ბრინჯაოს აღებას შეეცდება [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ბრინჯაოს შანსიც აღარ დარჩა
სპორტსმენის გაცეცხლება და დაძაბული დარბაზი საქართველოს ჩემპიონატში [VIDEO]
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სომხეთში იასპარეზებს
სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში [PHOTO]
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: ზვიად პატარიძეც ჩემპიონია
დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
ბეგი დარჩიამ "ბერძენ-რომაელთა" ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
მინსკი 2019: იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელს სძლია ნახევარფინალში გავიდა!
მინსკი 2019. ქაჯაია ფინალში - ბოლქვაძემ ვერცხლი, ჩხარტიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
ბოლქვაძემ სომეხ ამოიანს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა - რიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
რის გამო სჯის ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია თემურ ყაზარაშვილს
მინსკი 2019. რევაზ ნადარეიშვილი რუს გოლოვინთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა
მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: ქართული კვარტეტი, პარიზი და კლასიკა
საქართველოს ნაკრებმა ვარშავის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა
რომან რურუა: ამ დღეში ვიქნებით მომავალ ოლიმპიადაზეც და იმის შემდეგაც!
უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!
ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ქართველთა მეტოქეები ცნობილია
მსოფლიოს ჩემპიონატი: წულუკიძე, კობლიაშვილი და ნადარეიშვილი 1/4-ფინალში შეაჩერეს
პოდუბნის ტურნირი: ქართველები ოქრო-ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: რეინკარნირებული გუნდი
მსოფლიოს ჩემპიონატი: კობლიაშვილი და ნადარეიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ
სპორტის სასახლეში ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველების ორი ბრინჯაო
პატარა ოზურგეთთან თბილისის წაგება? - ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატის გუნდურის მიმოხილვა
მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი: რევაზ ნადარეიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა
მიკერძოებულ მსაჯობას ედიშერ მაჩაიძესაც აბრალებენ - სტატია Flowrestling.org-ზე
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა