ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

რა აზრი აქვს გაფართოებული სანაკრებო შემადგენლობის დასახელებას, როცა რამდენიმე დღეში ის მაინც იკვეცება, ისე, რომ ჯერ შეკრებაც არ დაწყებულა?
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა საბოლოო სანაკრებო სია დაასახელა. ჩვენ უკვე ვიცით იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც ჯერ ირლანდიას დაუხვდებიან საშინაო შეხვედრაში, მერე კი ავსტრიასთან გასვლაზე ჩაატარებენ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს...

- ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

რა აზრი აქვს?..

ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში სანაკრებო სიის დასახელებას თან სდევს ჭმუნვა, ფიქრი და კამათი. ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი. მართალია, სადღეისოდ ჩვენი საფეხბურთო რესურსი არნახულადაა დაშრეტილი და არჩევანიც არ არის დიდი, მაგრამ ჩვენი საქმე და საკეთებელი მუდამ ისაა, ახალი ვეძიოთ და არსებულ ვითარებას არ შევურიგდეთ.

ჩვენს დღევანდელ წერილში დიდწილად მოვერიდებით კონკრეტულ ფეხბურთელებზე წერას, თუმცა ბოლომდე პერსონალიებს მაინც ვერ გამოვრიცხავთ. ამაზე ქვემოთ. მანამდე კი ის უნდა ვიკითხოთ, რა აზრი აქვს გაფართოებული სანაკრებო შემადგენლობის დასახელებას, როცა რამდენიმე დღეში ის მაინც იკვეცება, ისე, რომ ჯერ შეკრებაც არ დაწყებულა.

საინტერესოა, რას აძლევს ფეხბურთელს რამდენიმე დღით სანაკრებო სიაში ყოფნა? ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, ის მოთამაშეები, რომლებიც საქართველოს ნაკრების გაფართოებულ სიაში ხვდებიან, ვაისმა ამა თუ იმ შეხვედრისთვის მოამზადოს და დასკვნა მას შემდეგ გამოიტანოს, რაც სავარჯიშო პროცესს დააკვირდება და თითოეული ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ საფუძვლიან წარმოდგენას შეიქმნის?

ზოგადად, ამ დროისთვის დაწუნებულ ფეხბურთელებს თუ გადავხედავთ, პირველი, რაც თავში მოგვივა, ესაა - მათ უმრავლესობას მეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს, ვიდრე იმ მოთამაშეებს, რომლებიც "ძირითად" სიაში მოხვდნენ. რბილად რომ ვთქვათ, ეს უცნაურია.

ჩემი პირადი აზრია: ვაისი, რატომღაც, ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიცაა ფეხბურთელის სათამაშო პრაქტიკა. კარგად გვესმის, ქართველი ლეგიონერები, რომლებიც ეროვნული გუნდის ძირითად ბირთვს შეადგენენ, განებივრებულნი არ არიან ამით, მაგრამ მეტ-ნაკლები განსხვავება მაინც არის...

არის კიდევ ერთი, ძალიან სენსიტიური მომენტი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ეროვნული ჩემპიონატიდან მხოლოდ... ერთი ფეხბურთელია. ისიც, დიდი ალბათობით, რანგით მესამე მეკარე იქნება - როინ კვასხვაძე ქუთაისის "ტორპედოდან".

საქართველოს ჩემპიონატი რა ხვითოცაა, ჩვენთვის ნაადრევად დასრულებულ ევროთასებზე კარგად ვნახეთ, მაგრამ ის მაინც ჩვენი საკლუბო ფეხბურთის სახეა და, ალბათ, ცოტა მეტ პატივისცემას იმსახურებს ეროვნული გუნდის მწვრთნელისგან.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელთა უმრავლესობა მზად არ არის იმ მოთხოვნებისა და ტემპისთვის, სანაკრებო ფეხბურთი რომ ითხოვს, მაგრამ თუნდაც ფორმალურად, თუნდაც საზოგადოებრივი აზრისთვის, უპრიანი იქნებოდა, ჩვენი პირველობიდან ნაკრებში ორი-სამი ფეხბურთელი მაინც ყოფილიყო.

ეს რწმენას და მეტ მოტივაციას მისცემდა იმ მოთამაშეებს, რომლებიც საქართველოს პირველობაზე აგორებენ ბურთს. მე არ ვიცი, მეტი რა უნდა ქნას, მაგალითად, ირაკლი სიხარულიძემ, რომ სანაკრებო შანსი მიიღოს. თამაში ისე არ გავა, გოლი არ გაიტანოს და...

როცა საქმე გაქვს ტალანტთან...

წერილის დასაწყისში დავწერე, კონკრეტულ ფეხბურთელებზე წერას მოვერიდები-მეთქი, მაგრამ ამას მაინც ვერ ავცდებით. სიხარულიძე იქით იყოს და, ვერაფრით ამიხსნია, რატომ მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე მხოლოდ ნაკრების გაფართოებულ სიაში.

ყველაფერი გასაგებია - ფეხბურთელის ასაკი, ის, რომ ახალგაზრდას უნდა მოვუფრთხილდეთ და ამის მიმყოლი რამეები, მაგრამ პირადად მე ასე მგონია: როცა საქმე ეხება საქართველოს ნაკრებს, როცა სასწორზე დევს ქვეყნის საფეხბურთო პრესტიჟი, ნაკრებში უნდა ითამაშოს იმ ფეხბურთელმა, რომელიც კონკრეტულ მომენტში სხვაზე უკეთესია.

არ აქვს მნიშვნელობა, ის 17 წლისაა თუ 40-ის. ოღონდ ეგაა: ფეხბურთელის შერჩევა უნდა მოხდეს ობიექტურად და არა ხელოვნურად, სხვადასხვა სუბიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც წინა წლებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერის ნგრევას შეუწყო ხელი... თუმცა ეს კიდევ ცალკე თემაა...

ასე მგონია - ჩაკვეტაძე დღეს ალალად იმსახურებს იმას, რომ იყოს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და ეს არის მინიმუმი. როცა საქმე განსაკუთრებულ ტალანტთან გაქვს და ხარ ისეთ დღეში, როგორშიც დღეს საფეხბურთო საქართველოა, დიდხანს ვერ მოიცდი.

ან რატომ უნდა მოიცადო, როცა ეს ბიჭი უბრალოდ საუკეთესოა ყველა თამაშში და ისეთ ფეხბურთს გვთავაზობს, როგორიც კარგა ხანია, არ გვინახავს ქართველი ფეხბურთელის შესრულებით. გასაგებია, ეს ქართველი ფეხბურთელი განსაკუთრებული ნატურაა, მაგრამ მე ჩაკვეტაძეზე არ გამიგია, რომ მას თავში ავარდნის რაიმე ნიშანი ეტყობოდეს.

ცოტა სქემატური...

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ადრეულ ასაკშივე ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და თუ მათი ნიჭი თავიდანვე არ გამოიყენე, იმთავითვე არ მიეცი გასაქანი, მერე შეიძლება გვიან იყოს.

ზოგადად, ვლადიმირ ვაისი ცოტა ზედმეტად სქემატური მწვრთნელი მგონია. მას ჰყავს კარგა ხნის წინ არჩეული სანაკრებო ბირთვი და ბოლომდე ენდობა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც იმთავითვე მოხვდნენ მისი ყურადღების ქვეშ.

ცხადია, სანაკრებო მწვრთნელი დიდწილად ვერ ასცდება ამას და მუდმივად ვერ შეცვლის შემადგენლობას, მაგრამ ჩვენ დღეს ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ გვინდა თუ არა, ძიება უნდა გავაგრძელოთ და არც ექსპერიმენტებს უნდა მოვერიდოთ. შედეგი რომ ჰქონდეს საქართველოს ნაკრებს, ხმას ვინ ოხერი ამოიღებდა, მაგრამ არ არის შედეგი და...

დღეს ქართულ ფეხბურთში თითქოს აღარავის აღარაფრის იმედი არ აქვს. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ თუნდაც სანაკრებო ასპარეზზე შედეგი არ გვაქვს და იმასაც შევეგუეთ, რომ არ გვაქვს ამ შედეგის მისაღწევი რესურსიც, მაგრამ გვინდა თუ არა, დღეს ფეხბურთი ხშირად გვთავაზობს სიურპრიზებს და რატომ არ შეიძლება, ერთხელ ჩვენც "გავისროლოთ"?

ზოგადად, მეჩვენება, რომ ზედმეტად ტოლერანტულები ვართ ვაისის მიმართ. დარწმუნებული ვარ, სხვა ამპლუაში რომ იყვნენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი მესვეურები არ დაიშურებდნენ კრიტიკას სლოვაკი მწვრთნელის მისამართით - ამის მაგალითები წინა წლებში ჩვენ საკმარისად გვქონდა...

არ უარვყოფთ, რომ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა, მაგრამ თითქმის ვერ ვიხსენებ, ერთნაირად სტაბილურად ჩაგვეტარებინოს ორივე ტაიმი.

არავის შეუცვლია საფეხბურთო მუდმივა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი მწვრთნელის მუშაობა, ნებისმიერ გუნდში, შედეგით ფასდება და ამ შემთხვევაში ვერც ვაისი იქნება გამონაკლისი. ფაქტია, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებიდან მალევე დაკარგა პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე გასვლის რეალური შანსი.

შექმნილი ვითარება მწვრთნელს უბიძგებს ახალი გზებისა და ახალი საშუალებების ძიებისკენ. ჩვენ დღეს არ ვართ ისე, რომ აწყობილ ველოსიპედზე ვიჯდეთ და ახლის გამოგონების სურვილი არ გვკლავდეს.

ჩვენ ვითხოვთ ირლანდიის დამარცხებას, ავსტრიასთან ღირსეულ თამაშს და საინტერესოა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, როცა ჩვენი ფეხბურთელების მოზრდილი ნაწილი არ თამაშობს, ირლანდიელი და ავსტრიელი ფეხბურთელების უმრავლესობა კი სათამაშო პრაქტიკით განებივრებულია?!

ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შეცდომა არ დავუშვათ სანაკრებოდ ფეხბურთელების შერჩევისას. რა თქმა უნდა, ჩვენი საფეხბურთო რესურსი დღეს ისეთი არაა, რომ ნაკრებში თუნდაც ფეხბურთელთა ახალი ჯგუფის მიწვევით სიტუაცია უკეთესობისკენ ძირფესვიანად შეიცვალოს, მაგრამ ერთი ადგილის ტკეპნა და არსებულ რეალობასთან შეგუება კი არას გვარგებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ზურა

ბოლომდე წაკითხვაც კი დამეზარა ისეთი სისულელეები წერია საქართველოს პირველობიდან რომ გინდათ მოთამააშეები საქართველოს ჩემპიონატი გააქვთ საერთოდ? რა მოტივაციაზე ლაპარაკობ ქართველი მოტივირებული ფეხბურთელი გინახიათ სადმე? ვაისი რომ მოიყვანეს იმ დღესვე ვთქვი დედის გინებით გააგდებენ მეთქი და აი ნახავთ მალე მოვა ეგ დროც. გურჯებს ბურთი ყარფუზი გგონიათ და დამნაშავეებს სხვაგან ეძებთ ეს გენეტიკური ნაკლია თუ ერთხელ ერთი სიმართლის მთქმელი კაცი ვერ ვნახე ამ ნაქვეყნარში

• vaso

Chakvetazeze amjerad tavs shevikavebdi da kucias da lakvexelians ki aucileblad gamovizaxebdi. Radgan zlivs Kaci gamochnda da gaushvas es navalovski tu maincdamainc guli unda wauvides uazro sirbilisas. Fexburtelebi gyavdes da AR atamashebde echvebs achens

• xaxa

შრიფტი გამოიყენე ტყუილად არ აქვს კლავიატურას

• ratii

მოკლედ ფეხბურთი ზალიან მიყვარს მარა ამათი გადამკიდე ცოტა გადამაფიქრებინეს,მიბაძეთ რაგბისტებს და კალათბურთელებს და მათ საამაყო კაპიტნებს

• gio

რაც არ უნდა იყოს ფაქტია და ყველა ვხედავთ რომ 2 ფეხბურთელი ლობჟანიძე და დვალიშვილი უკვე ყველას აღიზიანებს თავისი უინტელექტო თამაშით, ვერ თამაშობენ...დვალიშვილი ხომ საერთოდ მარტო ცარიელ კარში თუ იტანს 1 მეტრიდან და ისიც სტატისტიკისთვის თუ გამოდგება ...ძაან დაბალი დონეა :(

• გიორგი

ეს ლობჟანიძე და დვალიშვილი ნაკრებში რატომ არიან სულ? იმსახურებენ? თამაში ისწავლონ და მერე გამოიძახონ. ლობჟანიძეს ნორმალური ჩაწოდებული არავის არ ახსოვს დვალიშვილის ნორმალური თამაში ხო საერთოდ, რას აკეთებს ეს კაცი ასეთს ვარჯიშზე რო დაჟე ძირითადში ათამაშებს? ძაან მიკვირს

• irakli

მართალია ეს კაცი 100%

• სოსო

ყველაფერში გეთანხმები მურტალო,მაგრამ ფედერაციას რომ ვუყურებ,ეჭვი მიჩნდება,რომ ვაისი აქ მოღვაწეობას ამთავრებს.შეიძლება ვადა გაუგრძელონ,სამაგიეროდ ფული დაიზოგება.კონტრაქტში მაინც ჩაეწერათ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე სავალდებულო დასწრება და საქართველოში ცხოვრება,თორემ აგერ მილტონ ჰეიგი და აგერ ქართული რაგბი,როცა ქვეყანაში ცხოვრობ,უნებურად თუ შეგნებულად,მისი გულშემატკივარიც ხდები.ვაისი კი ტურისტივითაა,ჩამოვა გადახედავს ქვეყანას,წავა.ჩამოვა,წავა და ამაში ფულსაც უხდიან.ცხადაძე თუ არ მოსწონთ,სხვა ქართველი დანიშნონ. შექმნან ა ნაკრები რეზო ძოძუაშვილით მწვრთნელად,ისეთ ბიჭებს გამოქექავს არსაიდან,გაგვიკვირდება.შეკრებაზე შეხვდნენ ხოლმე პირველი და ა ნაკრები ერთმანეთს,ბევრი რამე უფრო კარგად გამოჩნდება მათ თამაშში.

• gizog

უბრალო მათემატიკაა, ვინც 25-ის ფარგლებში თვლა იცის და ორ სიას შეადარებს დამეთანხმება.

• GEO

რათქმაუნდა გეთანხმებით რასაც ბრძანებთ. მე შეკითხვა მაქვს უბრალოდ. ჩვენ, უბრალო გულშემატკივარი, თუ ვხვდებით იმას რომ ამ შემადგენლობას ვერანაირი მწვრთნელი ვერ დაადებინებს შედეგს, ნუთუ კობი და იაშკა ვერ ხვდებიან ამას? ძალაუნებურად გაფიქრებინებენ იმას რომ რაღაც ფინანსურ ინტერესებთან აქვთ კავშირი. არა და არ მინდა ეს დავიჯერო. ქართველი მწვრთნელი კი გვყავდა და იგივეს აკეთებდა. თან ორი. იმათაც დიდი ხელფასი მოუნდათ. აგერ არიან ბატონო: გეგუჩაძე, ცეცაძე, დევდარიანი და ა.შ// არ მოითხოვენ დიდ ფულს. მიუშვი რა...

• GEO

100% ხართ ზაზა, მაგრამ ის მე-9 გუნდი სამტრედიაზე (ჩვენ პირველ გუნდზე) ნაკლებია თქვენი აზრით? ეს რიტორიკული შეკითხვა არაა

• GEO

"საქართველოს ჩემპიონატი რა ხვითოცაა, ჩვენთვის ნაადრევად დასრულებულ ევროთასებზე კარგად ვნახეთ, მაგრამ ის მაინც ჩვენი საკლუბო ფეხბურთის სახეა და, ალბათ, ცოტა მეტ პატივისცემას იმსახურებს ეროვნული გუნდის მწვრთნელისგან." - აი აქ ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით!!!

• Georgian

სწორი და ობიექტური სტატიაა. რა უნდა დვალიშვილს ნაკრებში ან ლობჟანიძეს?! ჩაკვეტაძე, სიხარულიძე და ბეგლარიშვილი იმსახურებდნენ ნაკრებში ყოფნას.

• ნიკა

ნუ აპრავებთ რა ვაისს და ფედერაციას

• 2 სექტემბერი

დაგეგმილ სირცხვილამდე დარჩა 10 დღე

• ერის ხმა

ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ 1 სექტემბერს ვათამაშებთ არაბიძესაც ჩაკვეტაძესთან ერთად. პოლონეთის დამარცხება ფანტაზიის სფეროს არ განეკუთვნება.

• ზაზა

უჩა ლობჟანიძე-ბოლოს 27 ივნისს ითამაშა ყაზახეთის მეცხრე გუნდში... ლადო დვალიშვილიც იქაა- ყაზახეთის მეცხრე გუნდში ,მაგრამ ცვლიან ბოლო თამაშებში 70-ე წუთისთვის,საბოლოოდ 21 თამაშში 3 გოლი გაიტანა მხოლოდ..

• ზაზა

მხოლოდ მოგებას ვითხოვთ,იმედი გვაქვს...-თუ საფეხბურთო ასპექტები ვერ ქმნიან პოზიტიურ განწყობას,მათემატიკის ალბათობის თეორია აბსოლუტურად ჩვენს მხარესაა)))რვიდან რვა მარცხი გვაქვს და უკვე დროა ჩაერთოს,ამუშავდეს ალბათობის თეორია)))... რაც შეეხება ჩაკვეტაძეს:მძიმე დილემაა -თან ახალგაზრდულს აქვს თამაში და თან რამდენად არის მზად პირველი ნაკრებისთვის?ჩეხებთან ვერ ითამაშა,არც ბოლო ტურის შეხვედრაში იყო ჩიხურასთან ჩვეულად ეფექტური,მაგრამ ალბათ მაინც უნდა გამოეძახებინა ძირითადში და შეკრებაზე,ვარჯიშებზე დაკვირვებით უნდა მიეღო ვაისს გადაწყვეტილება!..ლაკვეხელიანსაც გამოვიძახებდი ძირითად ნაკრებში და გეგეჭკორსაც ,დაცვის ფლანგებზე პრობლემების გათვალისწინებით...

• xorxes

ალბათ, ფედერაციის მიერ სპეციალურად ხარ აქ დასმული, თორემ უნდა იცოდე, რომ საუკეთესომ უნდა ითამაშოს ეროვნულში და არა ახალგაზრდულში. ნუ აპრავებთ ამ კაცს, რომელმაც ვერცერთი მატჩიი (ოფიციალური) სტაბილურად ვერ ჩაატარა

• ehh

თურმე ირლანდიის ნაკრებს ვისკით უხალისიათ როცა უჩას და ლადოს სასტავში ყოფნა გაუგიათ.უჩა+ლადო=3გოლს

• gizog

25 კაცში სულ ცოტა 13 ახალი მოთამაშეა ვაისის პირველ სიასთან შედარებით და ავტორი წერს ერთხელ, რომ სია შეადგინა მხოლოდ მათ იწვევს და ახალს არ ეძიებსო. რა ვუწოდოთ ბატონო ალეკო ასეთ ანალიზს? არაკომპეტენტურობა, თუ არაობიექტურობა? ორივე დიდი მინუსია მასმედიით ხალხთან მოსაუბრისათვის.

• ალეკო

მარტივი ჭეშმარიტებაა - თავდამსხმელი ისაა, ვისაც გოლი გააქვს. თუ გოლი არ გააქვს, რანაირი თავდამსხმელია? ბეგლარიშვილს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ამ სეზონზე და სათადარიგოდ მაინც გამოეძახა ნაკრებში! სტიმული იქნებოდა ფეხბურთელისთვის.

• ჯონი არაბიძე

არ ვიცი, აზრი აქვს თუ არა ჩვენს კომენტარებს და ითვალისწინებს თუ არა ფედერაციის ხელმძღვანელობა გულშემატკივრების აზრს,მაგრამ სათქმელი ვფიქრობ მაინც უნდა ითქვას და მამლის არ იყოს გათენდება თუ არა...19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა ნათლად დაგვანახა ჩვენი ხვალინდელი დღე სანაკრებო დონეზე,სწორედ ამ ბიჭების ბირთვს დავუძახებდი და ძველი გვარდიის ბირთვს შევასისხორცებდი, ამით ბიჭები გამოცდილებასაც შეიძენდნენ და ძველებსაც მოტივაციას გავუზრდიდი,აქაო და ახლებმა ვადაზე ადრე არ ჩაგვანაცვლოს ფიქრში.ამაზე უარესს რაც ახლა სჭირს ნაკრებს რას მივიღებდით? სასიკეთო ძვრისკენ ნაბიჯს ნამდვილად გადავდგამდით,წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული მოჯადოებული წრიდან ვფიქრობ დიდხანს ვერ დავაღწევთ თავს, თქვენ რას იტყოდით მეგობრებო?

• zaza

ზოგადად რომელი პოზიციაა ჩვენ ნაკრებში ისეთი რომელიც არარის პრობლემური და აკმაყოფილებს თანამედროვე ფეხბურთს რათქმაუნდა არცერთი რაც შეეხება ჩაკვეტაძეს და ზოგადად ახალგაზრდებს აგერ ჩვენ და აგერ პოლონეთი.ვნახოთ ვინრას წარმოადგენს.წინასწარ ბაქიბუქმა და ცაში ახალგაზრდების აყვანამ კარგი არაფელი მოგვქცა.

• ლუკა

ესეთი სამარცხვინო სტატიების გამოქვეყნებამდე ვინმემ რომ გადახედოს არა?

• otar

რა დონეზეა კლუბები ვნაჰეტ ,1 ეტაპი ვერ გავიდენ ,ესენი ვერ იტამასჰემენ ნაციონალურ ნაკრებსჰი,ვაისი მარტალია .

• gigi

martalia eg kaci saqartvelos chempionatshi motamashe fexburteli rom gaiyvano irlandiastan ubralod ver daeceva da verc zalismierad verafers izams. verc legionerebi dafrinaven mara simartle eg aris. saqartvelos chempionatis sauketeso fexburteli shesazloa meore bundeslig gundshi gadavideso da gvixaria .....

• ვაის შენ გეუბნები, ზუროს შენ გაიგონეო...

რომელი დვალიშვილიც უფრო ჭირდება საქართველოს ნაკრებს, ის რომ გამოგეძახათ ვერაა ?

• xorxe

21 წლამდელებს პოლონეთთან რომ აქვს 1 სექტემბერს ჯგუფის პირველი თამაში არ იცი ალეკო? რომ აფრქვევ ვითომ ობიექტურ აზრებს...

• "ექსპერტი" ვითომ

ავტორთან მაქვს კითხვა, თუკი ამბობთ რომ ნაკრებში საუკეთესოებმა უნდა იტამაშონ მაშინ საზოგადოების თვალისთვის ერთი ორი ფეხბურთელი შიდა ჩემპიონატიდან რატომ უნდა მოხვდეს ნაკრებში? ცალსახად თქვენივე სტატიის შინაარსის და სატქმელის ქვაკუთხედს უპირისპირდებით. თუმცა რა ბალაგანი და დებილობაც დღევანდელ ჩვენს ფეხბურთში ხდება ის ის სტატიებიც იწერება.

• ალეკო

არაფრისმაქნისი და უშედეგო დვალიშვილი რომ ყოველ ჯერზე შეყავთ სიაში მწვრთნელებს და თანაც ათამაშებენ, რაღაა გასაკვირი? ისე და, ჯვარი ხომ არ აქვთ დაწერილი ამ დვალიშვილზე?

• rezi

ეს ვაისი თამაშებს წინასწარ აგებს...

• mamulo

ბ-ნ ალეკო 100%გეთანხმებით.ჩემთვის სამწუხაროდ,დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე,მე დარწმუნებული ვარ რომ ამჯერადაც ორივე თამაშშს წავაგებთ.საინტერესოა მერე თუ მაინც ამოიღებს ხმას ჩვენი ფულის მწოველი ფედერაცია და ვაისს მიუთითებს კარისკენ.ფედერაციას!გაუშვით ვაისი,დანიშნეთ ქართველი მწვრთნელი.ნუ ფლანგავთ ფულს! ასეთ შედეგს ნებისმიერი დადებს.უცხოელი მწვრთნელები 17,19 და 21 წლიანებს ჩამოუყვანეთ,რომ თანამედროვე(სწორი) ფეხბურთის თამაში ასწავლონ ჩვენ შესანისნავ ახალგაზრდებს.

• rezo

საღოლ ავტორს

• ოთო

ჩაკვეტაძე ძალიან კარგი ფეხბურთელია

• vladi

ჩაკვეტაძემ ჯერ 21 წლამდელებში დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები, თან ახალგაზრდულს უფრო ჭირდება, დიდები მაინც ჩარჩნენ უკვე ჯგუფში

• ოთო

დვალიშვილს რატო იძახებს ვერ ვხდებით ვერავინ...ამ ბიჭს "გამოცდილების" მეტი არაფერი აქვს არც ნიჭი, არც მოედნის ხედვა საერთოდ არაფერი პლიუსი...უიღბლო ანტი ფეხბურთელია სამწუხაროდ...და ჩაკვეტაძის ხილვა თუნდაც სათადარიგო სკამზე ყველას აინტერესებს...თუ ადრეა ჯერ ჩაკვეტაძისთვის ნაკრები... მაშინ დვალიშვილს და ლობჟანიძესაც ვადა აქვთ გასული...მარტო ფიზიკური სიძლიერე არავის არ ჭირდება

• murtalo

რაც გვერდის დიზაინი და სტრუქტურა შეიცვალა კომენტარი არ დამიწერია, მაგრამ...ვაისის დარჩენა-არდარჩენაზე რომ იყო საუბარი, მის დარჩენას დავუჭირე მხარი, მაგრამ...ავტორის თითქმის ყველა სტატიას ვკითხულობ და ძირითადად ვეთანხმები ხოლმე, და ისევ მაგრამ... ახალი ტიპის საიტის გამოსვლისთანავე უამრავმა მკითხველმა დაწერა მისდამი დამოკიდებულების შესახებ უარყოფითი კომენტარი, გვერდის ადმინისტრაციას კი მგონი სულ ფეხებზე ჰკიდია ჩვენი აზრი.ბოლოს და ბოლოს ვისთვისაა ეს გვერდი გაგვაგებინეთ. როდისღა უნდა ჩაატარო სანაკრებო შემადგენლობაში ექსპერიმენტები, თუ არა მაშინ, როცა ჯგუფიდან გასვლის ყველა შანსი დაკარგულია? როცა ახალი ციკლი დაიწყება? ახალ ციკლამდე უნდა ვუყუროთ იგივე დვალიშვილს, ლობჟანიძეს, დაუშვილს და თუნდაც უთამაშებელ კაპიტანს. ეს უკანასკნელი იმ ტიპის ფეხბურთელია, თუ 100%-ით მზად არ იქნება თვითონ იტყვის უარს თამაშზე, მაგრამ ვაისს რომ უჭირს გაბედვა და შემადგენლობის ძირეულად გადახალისება ეს ციკლის დასაწყისიდანვე გამოჩნდა, როცა ყველა შანსი არ დავკარგეთ ჯგუფიდან გასვლის, მხოლოდ მაშინ გამოიძახა არაბიძე. ავტორი მხოლოდ ჩაკვეტაძეზე წერს გამონაკლისის სახით პიროვნებების დასახელებისას. ვეთანხმები, რომ ჩაკვეტაძე ტალანტია, მაგრამ ნაკრების პრობლემატურ პოზიციებზე რატომ არ შეიძლება გამოიცადნონ ლაკვეხელიანი და მალი, კუცია და ქოჩლაშვილი...ან თუნდაც რამოდენიმე ფეხბურთელი გეგუჩაძის ნაკრებიდან. როგორც ეხლა ვხედავ ვცდებოდი, როცა ვაისის დარჩენას ვუჭერდი მხარს. ის ნამდვილად ვერ მუშაობს სრულყოფილად და ექსპერიმენტების შიში აქვს, მით უმეტეს როცა თითქმის უკვე ნათელია, რომ ამ ციკლშივე დასრულდება მისი ქართული კარიერა. და ბოლოს, სტატიის ავტორს მოვუწოდებდი უფრო გაბედულად წეროს და პიროვნებების დასახელებაც ნუ შეეშინდება(თუ მოერიდება). ბალასტი, რომელიც ნაკრებში მუდმივადაა თქვენს მიერაც უნდა იყოს დასახელებული და ექსპერიმენტებიც უფრო დროულად გასახორციელებელი, რაც კატეგორიულად უნდა მოითხოვოთ სპორტულმა ჟურნალისტებმა, თორემ აშკარაა, რომ ერთი გმირისა არ იყოს "არც კარგი ვარ, არც ცუდი...შუაში ვარ" გაურკვეველ სიტუაციაში ხართ და არავის გულისტკენა არ გინდათ... ნაკრები კი ყველას გულს გვტკენს. დაგვიანებულია ეს სტატია და ვერაფერსაც ვერ შეცვლის ამ ორი თამაშისათვის, მაგრამ...:(((

• benzema

sixa nakrebshi!! uechveli sheagdebs

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს

ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე

[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა

ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

"ეს ორი ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს" - მიხაელ ბალაკი

"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

როინ კვასხვაძე პასუხობს, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის "დინამოში" გადასვლა

კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე

ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან

როინ კვასხვაძე "დინამოდან" მიდის? - მეკარე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

[VIDEO] საქართველოს ნაკრებს ახალი სათამაშო ფორმა აქვს

დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

როინ კვასხვაძის დაბრუნებით ქუთაისის "ტორპედოა" დაინტერესებული

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]

"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

[ოთხშაბათის საკითხავი] ფეხბურთი, ფული და ერთი შანსი

"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ

სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება

"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა

კვასხვაძე, ხარაბაძე და სხვა - წიტაიშვილის დამატების შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ხუთი ფეხბურთელით გაძლიერდა

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება