საქართველოს ნაკრებისა და ალმათის "ქაირათის" ყოფილმა მწვრთნელმა ერთ წინადადებაზე უარი უკვე თქვა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე ცოტა ხნის წინ გაეყარა ალმათის "ქაირათს". ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ყაზახურმა კლუბმა ევროპალიგაზე მოულოდნელი მარცხი იწვნია ალბანურ "შკენდერბეუსთან" და ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა.

48 წლის ცხადაძე იმ კვალიფიკაციის მწვრთნელია, დიდი ხნის განმავლობაში უმუშევრად რომ არ გააჩერებენ. სულ ბოლოს აზერბაიჯანულ მედიაში ეწერა - შეიძლება, ქართველმა სპეციალისტმა მალე ბაქოს "ნეფთჩი" ჩაიბაროსო. აზერბაიჯანი ცხადაძისათვის უცხო ქვეყანა არ არის. ის წლების განმავლობაში წარმატებით თავკაცობდა ბაქოს "ინტერს"...

"ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა...

- ცოტა შორიდან დავიწყოთ. "ქაირათში" თქვენი სამწვრთნელო მოღვაწეობა მთლიანობაში წარმატებულად უნდა შეფასდეს. "შკენდერბეუსთან" მატჩის შემდეგ კი თანამდებობა დატოვეთ...

- ჩვენ მიერ ყაზახეთში გატარებული პირველი სეზონი ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შეფასდეს. სტატისტიკაც რომ მოვიშველიოთ, გუნდში ჩვენი მისვლის შემდეგ "ქაირათმა" ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა. ამ სეზონის დაწყების წინ ყველანი ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილნი. უნდა მოგვეგო ყველა საშინაო ტურნირი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი იყო, გავსულიყავით ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ფაქტია - ვერ შევასრულეთ ის ამოცანა, რომელიც გვქონდა დასახული ევროთასებზე და გადავწყვიტე, ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად დამეტოვებინა გუნდი.

- რა იყო ჩავარდნის მიზეზი?

- როგორც წესი, უმიზეზოდ არაფერი ხდება. ყაზახეთის ჩემპიონატი ისეთი ტურნირია, რომელსაც მსოფლიოში, ალბათ, არ აქვს ანალოგი. პრაქტიკულად ყოველ მესამე დღეს გიწევს თამაში. თანაც, იმ დროისთვის კრიზისი დაძლეული იყო და ბოლო 14 მატჩიდან 13 მოგებული გვქონდა. შესაძლოა, ზედმეტი თავდაჯერების მომენტიც იყო...

ცალკე თემაა გაუთავებელი გადაფრენები. ევროპალიგაზე, "შკენდერბეუსთან" მატჩამდე, ლიტვურ კლუბს ვეთამაშეთ. მერე შიდა თამაშები და ისე მოხდა, რომ 7-8 დღეში 4 შეხვედრის გამართვა მოგვიხდა. ისე გამოვიდა, რომ გადამწყვეტი მატჩებისთვის არ გვყავდა ფეხბურთელების სასურველი რაოდენობა. იმავე "შკენდერბეუსთან" მატჩი რომ ავიღოთ, კი გვყავდა ძირითადის 11 ფეხბურთელი, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე არ იყო ისეთი მდგომარეობა, როგორიც გვსურდა.

ჩვენი წამოსვლის დროს ლიდერ "ასტანასთან" ჩამორჩენა 5 ქულა იყო. ახლა ის გაიზარდა, რადგან ჩვენ შემდეგ "ქაირათმა" პირველი მატჩი ფრედ ითამაშა და ახლა სხვაობა შეადგენს 7 ქულას. მიმაჩნია, რომ ჩვენ შეგვეძლო ამ 5-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა...

საბოლოო ჯამში, ყველაფერი განაპირობა ჩვენ მიერ ევროთასებზე ნაჩვენებმა შედეგმა, ხოლო შედეგი იყო უარყოფითი. კიდევ ერთხელ ვამბობ - მთავარი ამოცანა იყო ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრა და ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ.

- ალბათ, საფეხბურთო ფორტუნამაც გაგწირათ, მით უმეტეს, "შკენდერბეუსთან" საშინაო შეხვედრაში...

- გეთანხმებით, იყო იღბლის მომენტიც, მაგრამ ყველაფერს ამას ვერ დავაბრალებთ. რიგ ნიუანსებზე ზემოთ უკვე ვილაპარაკე. თვითონ ალბანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა და მეც ვეთანხმები - ევროთასებზე ასპარეზობას თუ მივიღებთ მხედველობაში, მეტოქე ჩვენზე გამოცდილი იყო. უმნიშვნელოვანეს მომენტში, როცა ჩვენ მეტობაში დავრჩით და, დიდი ალბათობით, გავიტანდით ჩვენთვის ასე საჭირო გოლს, მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა სწორედაც გამოცდილების ხარჯზე მოახერხა ჩვენი მოთამაშის პროვოცირება და "ქაირათიც" 10 კაცით დარჩა. ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა გაუშვას გუნდმა, ჯგუფურ ეტაპზე თამაში რომ სურს.

თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ჩვენ გამოცდილება არ გვეყო.

- რა თქმა უნდა, "ქაირათთან" განშორების შემდეგ თქვენი სამწვრთნელო კარიერა თავისი გზით წავა. კახა ცხადაძე რამდენჯერმე ახსენეს ბაქოს "ნეფთჩისთან" დაკავშირებით. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მომავალზე?

- მივიღეთ ერთი წინადადება. ახლა მოვერიდები დაკონკრეტებას, აღარ არის აქტუალური, რადგან ჩვენთვის ეს წინადადება არ აღმოჩნდა მისაღები. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ჯერ არ არის კონკრეტული შემოთავაზება, მაგრამ თავადაც მოგეხსენებათ, მწვრთნელის საქმე და ბედი როგორია. შეიძლება დღეს არაფერი იყოს და ხვალ გამოჩნდეს საქმე, რომელსაც დათანხმდები.

ამასთან ერთად, გადაწყვეტილი მაქვს, ჩემი სამწვრთნელო ცოდნა გავაღრმაო სტაჟირებებით. ფეხბურთი ვითარდება და შენც უნდა ეცადო, მაქსიმალურად აუწყო ფეხი თანამედროვე ტენდენციებს.

- მაშ, "ნეფთჩისგან" კონკრეტული წინადადება არ მიგიღიათ?

- არა, არ მიმიღია.

- კოლეგიალობის პრინციპიდან გამომდინარე, თქვენ ყოველთვის ერიდებით საქართველოს ნაკრებზე საუბარს. უნდა გკითხოთ, როგორც ეროვნული გუნდის ყოფილ კაპიტანს და რიგით ქომაგს - რა მოლოდინი გაქვთ ირლანდიასა და ავსტრიასთან მატჩების წინ?

- ზოგადად, ყველა ნაკრების ყველა მწვრთნელი ძალიანაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ფორმაში არიან მისი ფეხბურთელები, რამდენად აქვთ სათამაშო პრაქტიკა და ასე შემდეგ. მე კი ვუყურებ ჩვენი ლეგიონერების თამაშებს, მაგრამ ვლადიმირ ვაისმა, ალბათ, უკეთ იცის, რომელი ფეხბურთელი როგორ ფორმაშია.

მინდა, საქართველოს ნაკრებს კარსმომდგარ მატჩებში წარმატება ვუსურვო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dragonfly
კახამ არაერთხელ დაამტკიცა რომ ის კარგი მწვრთნელია განსაკუთრებით მაშინ როცა ის ნაკრებში მუშაობდა.
xorxe
კაკაურიძე არ გიტყდება ხო არაფერი?
xorxe
ალეკო კაკაურიძემ დაიწყო ცხადაძისთვის ახალი სამუშაოს ძებნა
Transfermarkt-ის რეიტინგი: პირველი დონარუმაა, მეთერთმეტე მამარდაშვილი, ოცდამეცამეტე ალისონი
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
Transfermarkt-ის რეიტინგი: პირველი დონარუმაა, მეთერთმეტე მამარდაშვილი, ოცდამეცამეტე ალისონი
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
ვლადიმირ ვაისი სამუშაოდ ყაზახეთში ბრუნდება?
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
კახა ცხადაძე: არის ერთი დიდი პრობლემა - საბჭოთა მენტალიტეტი
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალმათის "ქაირათი": ჩვენ ვლადიმირ ვაისს არც განვიხილავთ და არც ველაპარაკებით
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
კახა ცხადაძე: ასეთია ფეხბურთი, დღეს მეფე ხარ, მაგრამ ხვალ შეცდომას დაუშვებ და...
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ... - ცხადაძის კომენტარი "შკენდერბეუსთან" მატჩის შემდეგ