ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ისტორიული მსოფლიოს ჩემპიონატი ციფრების ჭრილში

ისტორიული მსოფლიოს ჩემპიონატი ციფრების ჭრილში

რით იყო ჩვენთვის გამორჩეული პარიზში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში

* თავისუფალ ჭიდაობაში ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქრო პირველად მოვიპოვეთ (საქართველოს სახელით).

* მძიმე წონაში ოქრო 27 წლის პაუზის შემდეგ მოვიგეთ.

* თავისუფალ ჭიდაობაში ერთ მსოფლიოზე სამი მედალი რეკორდის გამეორებაა.

პარიზში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ჩვენთვის ძალიან წარმატებული გამოდგა: დამოუკიდებლად არსებობის ისტორიაში, პლანეტის პირველობაზე პირველად მოვიპოვეთ ორი ოქროს მედალი, სულ კი ჩვენს აქტივში სამი ჯილდოა: ზურაბ იაკობიშვილის (65) და გენო პეტრიაშვილის (125) ჩემპიონობას ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) ბრინჯაო დაუმატა.

- თ/ჭ. მსოფლიოს ჩემპიონატი: ისტორიული დუბლი [VIDEO]

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ზურაბ ერბოწონაშვილმა (70) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) ბრინჯაოსთვის შეხვედრები დათმეს, თორემ ყველაზე მასშტაბური წარმატებაც გვექნებოდა: 5 კი არა, მსოფლიოს პირველობიდან 4 მედალიც ახალი სიტყვა იქნებოდა დამოუკიდებლობის ისტორიაში.

არადა, საქართველოს ნაკრებმა შორეულ 2003 წელს გუნდურ ჩათვლაში სულაც გაიმარჯვა, მაგრამ ორი ჩემპიონი მაშინაც არ გვყოლია ("ბერძენ-რომაელებს" 2007-ში ჰყავდათ: დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე). თუმცა ამის შანსი მალევე კი მიეცა, თანაც ზედიზედ ორჯერ - 2005-06 წლებში. პირველად ბუდაპეშტში მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი (84) და იმხანად უკვე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა კურტანიძე (96) გავიდნენ ფინალში, მაგრამ მხოლოდ მინდორაშვილმა გაიმარჯვა. მეორედ გუანჯოუში სამი ფინალისტი გვყავდა: ოთარ თუშიშვილი (66), ისევ მინდორაშვილი და მსოფლიოს კიდევ ერთი ჩემპიონი, ოღონდ რუსეთის სახელით გიორგი გოგშელიძე (96), თუმცა სამივე დამარცხდა. საბედნიეროდ, "ოქროს დუბლზე" ოცნება მესამე ცდაზე ახდა.

პეტრიაშვილის ოქრო იმითაცაა გამორჩეული, რომ რატომღაც ყველაზე პრესტიჟულად მიჩნეულ მძიმე წონაში (ისე, საკითხავია: მჩატე წონებში მოპოვებული ოქრო რითია მძიმე წონისაზე ნაკლები?) თითქმის 3 ათეული წელიწადია, მსოფლიოს ჩემპიონი არ გვყოლია. ჩვენებიდან ამ წონაში ბოლოს დავით გობეჯიშვილმა გაიმარჯვა, როცა 1990 წელს ბუდაპეშტში გამართულ ფინალში ამერიკელ ბრიუს ბაუმგარტნერს სძლია.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს სულ სამი ჩემპიონი გვყავდა: მინდორაშვილი, კურტანიძე და ხინჩეგაშვილი (კიდევ ვიმეორებთ: გოგშელიძემ რუსეთის სახელით გაიმარჯვა, თუმცა დღეს თავის ტიტულიანად ჩვენ გვეთვლება), ახლა კი, რის მიღწევასაც მეოთხედი საუკუნე მოვანდომეთ, ერთი ტურნირით ერთბაშად ორი ერთეულით გავზარდეთ.

პარიზში ჩვენთვის აღსანიშნავი კიდევ ერთი ფაქტი მოხდა: მსოფლიოს ფედერაციამ 60 წელს გადაცილებული რამდენიმე დამსახურებული მსაჯი დააჯილდოვა, მათ შორის - ედიშერ მაჩაიძეც.

ფაქტები

* რუსეთის ნაკრები საერთოდ ოქროს გარეშე დარჩა სამივე საჭიდაო სტილში, მსგავსი რამ კი ბოლოს როდის მოხდა, ვერ ვიხსენებთ (ან მოხდა კი საერთოდ?). სავარაუდოდ, შეეშინდათ რუსებს დოპინგის, მხოლოდ გატენილი კეისებით კი ფონს ვერ გავიდნენ.

* თვალში საცემია აზერბაიჯანელთა ჩავარდნაც - თითო ოქრო-ბრინჯაო, თუმცა მათ ფინანსურად იმდენად გაუჭირდათ, ჩემპიონატის წინ მოჭიდავეები ბოიკოტითაც კი იმუქრებოდნენ. ამდენად, ვერც მათი ფული ჭრის ძველებურად.

* ასევე აღსანიშნავია ამერიკელთა წარმატება: სამივე სინჯის 2-2 მედალი მოიპოვეს, სულ 6 ჯილდო. იანკებმა მართლაც ჩინებულად მომზადებული გუნდი ჩაიყვანეს პარიზში.

* ამ ტურნირზე მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ამერიკელთა ოლიმპიური ჩემპიონი ჯორდან ბაროუზი (74), მესამედ - აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი (61), მეორედ - იტალიელი ფრენკ ჩამიზო (70) და ამერიკელთა კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი კაილ სნაიდერი (97).

* ირანელთა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჰასან იაზდანი ჩარატიმ (86) უფროსებში სამ წელიწადში მესამე წონითი კატეგორია გამოიცვალა და ყველგან დიდი წარმატებით ჭიდაობს: შარშანწინ 70 კილოგრამში მსოფლიოს ფინალში გავიდა, შარშან 74-ში ოლიმპიადა მოიგო, წლეულს კი 86-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

პარიზული შოუ

ამ ჩემპიონატის მშვენებად თავისუფლად შეგვიძლია, ორი ფინალი მოვნათლოთ: პეტრიაშვილი - ტაჰა აკგული (თურქეთი) მძიმე წონაში და კაილ სნაიდერი (აშშ) - აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი) ქვემძიმეში. ორივე "ტიტანთა ბრძოლა" იყო, რომელიც უახლოეს წლებში კიდევ ბევრჯერ გამეორდება.

ასევე აღსანიშნავია თავად ჩემპიონატის ორგანიზებაც: მსოფლიოს ფედერაციამ მიბაძა ამერიკულ თუ ინდურ ლიგებს და ტურნირი შოუდ აქცია განათებებით, სპეცეფექტებით, მუსიკალური გაფორმებებით და სხვა. ოღონდ, ტექნიკური გაშუქების თვალსაზრისით, ჯერაც გვარიანი ხარვეზები აქვთ.

მებრძოლი სული

ჩვენს მოჭიდავეებს რაც შეეხებათ, კიდევ ერთხელ გამოვარჩევთ იაკობიშვილის საბრძოლო შემართებას და გამარჯვების დაუოკებელ ჟინს. მან ნამდვილი მებრძოლი სული გამოავლინა და მსოფლიოს ფედერაციას "გამარჯვებისკენ სწრაფვის" ნომინაცია რომ ჰქონდეს, ჩვენებური ერთ-ერთი კანდიდატი იქნებოდა.

იაკობიშვილი მთელი ტურნირი უტევდა, არც ერთ შეხვედრაში არ უჭიდავია "მეორე ნომრად". კი, ქულებიც დაკარგა, მაგრამ თავადაც ბლომად იღებდა და ჩოქბჯენში თავსაც კარგად იცავდა. ასეთმა სტილმა მოაგებინა სულ პირველად ინდოელ ბაჯრანგ ბაჯრანგთან დაძაბულ პაექრობაში - 6:5, და თურქთა ევროპის ფინალისტ მუსტაფა კაიასთან. კაია ორჯერ გადააგდო მოგვერდით, თუმცა მეორე ბევრად ფასეული გამოდგა: თავიდან 8:2 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ მეორე პერიოდში თურქი გააქტიურდა და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა: 8:6. აი, სწორედ ამ დროს იყო ის მეორე მოგვერდი, რაც მსაჯებმა 4 ქულად შეაფასეს, თუმცა იქვე იაკობიშვილმა ბეჭებზეც დადო.

მისი კარგი ხასიათი ფინალშიც გამოჩნდა: როგორც წესი, ქართველთა უმეტესობა ფინალში გასვლით კმაყოფილდება, იაკობიშვილმა კი ეს სტერეოტიპი დაამსხვრია. წლევანდელ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მოპოვების შემდეგ მას საგრძნობლად მოუმატებია. ეტყობა, ევროპულმა მედალმა საკუთარი ძალების რწმენა გაუათმაგა და შედეგიც მივიღეთ: მსოფლიოს პირველივე პირველობაზე ჩემპიონი გახდა.

დებიუტანტი იყო ერბოწონაშვილიც, თუმცა ის არაა იაკობიშვილივით გამოცდილი და, ალბათ, სწორედ ეს დააკლდა მედლამდე. სამაგიეროდ, გამოუცდელობას ვერ დავაბრალებთ ოდიკაძეს, მაგრამ მას პერიოდულად უჭირს ხოლმე ფსიქოლოგიურად განწყობა კონკრეტული შეხვედრისთვის. სომეხთა 32 წლის გიორგი კეტოევი მასთან საბრძოლველად ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ერთადერთი მისიით გამოვიდა - როგორმე არ შეეშვა ფეხში, რაც წარმატებით განახორციელა, ქართველმა კი ახალი ვერაფერი დაუპირისპირა და ვერც ღონით დაჯაბნა.

ხინჩეგაშვილის ჭიდაობაზე აუგს ვერ ვიტყვით, ისეთი შეხვედრები მოიგო და ისეთი დონე გვაჩვენა! მას ნამდვილად არ წაუგია ვინმე შემთხვევით მეტოქესთან: დაღესტანელი ჰაჯიმურად რაშიდოვი ევროპის შარშანდელი ჩემპიონია. პარიზში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენებურს წარმატებით შეუძლია ამ წონის ნებისმიერ ლიდერთან ბრძოლა, ხოლო ზედიზედ რამდენიმე სეზონს დაუმარცხებლად, აგერ, "რუსულ ტანკად" წოდებული აბდულრაშიდ სადულაევი და ამერიკელი ლეგენდა კაილ სნაიდერი ვერ ატარებენ.

სადღაც ერთი ჩავარდნა გამოერევა და ამაში არაფერია გასაკვირი. მთავარია, რომ ხინჩეგაშვილი უაღრესად ჭკვიანი, მშრომელი, დახვეწილი და პროფესიონალია, რაც სამომავლოდ კიდევ ბევრი წარმატების წინაპირობაა.

ვფიქრობთ, ბექა ლომთაძე (57) წონის კლებამ დააზარალა, ვინც ხინჩეგაშვილთან კონკურენციის გამო 61-დან ჩამოინაცვლა აქ. იგივე პრობლემა უნდა ჰქონდეს ჯუმბერ ყველაშვილსაც (74), დავით ხუციშვილი (86) და სხვა ქართველები კი ვერაფერს უხერხებენ აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• nini

თავაძესგან გიკვირთ? რომ არ ახსენა?გენოს კბილის გაკვრაშია მარდი,ქებაში არა

• Nini

რატომ არ იძახით რომ გარდა პირველი ადგილის და ოქროს მედლის გენო პეტრიაშვილი ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ დაასახელა შარშანდელი 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად?!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]

გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა

ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]

"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]

იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]

პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ იაკობიშვილმა ოქრო მოიპოვა!

თ/ჭ. მსოფლიოს ჩემპიონატი: ისტორიული დუბლი [VIDEO]

არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

სტამბოლის ტურნირზე ქართველმა და უკრაინელმა მოჭიდავეებმა მაგრად იჩხუბეს [VIDEO]

მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

ქართველმა "თავისუფლებმა" მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით და გუნდური მე-3 ადგილით დაასრულეს

მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ იაკობიშვილი ოქროსთვის იბრძოლებს [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატი. თავისუფალი: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდა

"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...

მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]