ჰიოვედესი - "იუვენტუსში", კრიხოვიაკი - "ვესტ ბრომვიჩში", ოქსლეიდ-ჩემბერლენი - თითქმის "ლივერპულში"...
13:02. ბენედიკტ ჰიოვედესი თითქმის გადავიდა "იუვენტუსში". "შალკეს" მცველი ტურინში სამედიცინო შემოწმებისთვის ჩავიდა, მოგვიანებით კი იჯარაზე ხელშეკრულებას გააფორმებს.

13:15. ოფიციალურად! ჯერემი ტოლიანი "დორტმუნდში" გადავიდა. "ჰოფენჰაიმის" აწ უკვე ყოფილმა მცველმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის თანხა არ დასახელებულა.

13:16. ოფიციალურად! თავის მხრივ, "ჰოფენჰაიმმა" "დორტმუნდიდან" იჯარით აიყვანა ფელიქს პასლაკი. 19 წლის მცველი ახალ კლუბში ორი წელი დარჩება.

13:18. ანხელ დი მარიამ მოთხოვნით მიმართა "პარი სენ-ჟერმენს" "ბარსელონაში" ტრანსფერის თაობაზე. ლაპარაკია 30 მილიონ ევროზე. ამ მომენტისთვის, ბევრი რამ დამოკიდებულია "ლივერპულზე": თუ ის არ გაუშვებს ფილიპე კოუტინიოს, "ბარსა" გაზრდის დი მარიაზე წინადადებას.

13:20. გჟეგოჟ კრიხოვიაკი ინგლისში ჩავიდა. პოლონელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის "ვესტ ბრომვიჩში".

13:37. Sky Sports-მა უარყო ჭორი იმის თაობაზე, თითქოს "მანჩესტერ სიტიმ" ალექსის სანჩესის ხელში ჩასაგდებად "არსენალს" რაჰიმ სტერლინგი შესთავაზა. ლონდონელები მხოლოდ 75 მილიონზე არიან თანახმა.

13:41. "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძვის გარეთ ბეილისთვის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში. Daily Star-ი წერს, რომ ყველაფერი "რეალზეა" დამოკიდებული, რომელსაც არ სურს, ნაჩქარევად ეძებოს შემცვლელი.

13:45. "ლევანტე" ლუკას პერესის შეძენას აპირებს, "არსენალიც" უარს არ არის ფეხბურთელის გაშვებაზე. ესპანურ კლუბს ამ ტრანსფერისთვის 12 მილიონი ევრო აქვს, მაგრამ "არსენალი" ითხოვს 20 მილიონს.

13:57. დიბალა და ლემარი - მთავარი კანდიდატები არიან "ბარსელონაში" გადასვლაზე ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში. Diario Sport-ი წერს, რომ ამ ვარიანტით, კატალონიელები დაახლოებით 100 მილიონ ევროს დახარჯავენ ერთ-ერთის შეძენაზე.

14:15. ოფიციალურად! "ალკმაარმა" რიკარდო ვან რეინი ერთწლიანი იჯარით აიყვანა "ბრიუგედან".

14:18. "ბარსელონა" მოელაპარაკა "ტორინოს" მუნირ ელ-ჰადადის გადასვლაზე. ამ შემთხვევაშიც, გარიგების ფორმა იჯარაა.

14:27. ოფიციალურად! აიმენ აბდენური ოფიციალურად წარადგინეს "მარსელში". "ვალენსიას" მცველი საფრანგეთში ერთწლიანი იჯარით გადავიდა.

14:45. "ლივერპულის" ბოსები საფრანგეთში ჩაფრინდნენ. როგორც Daily Mail-ი წერს, ინგლისელები "მონაკოს" შეხვდებიან ტომას ლემარის 90 მილიონად გადასვლის თაობაზე.

14:48. "ჩელსი" მოელაპარაკა "სუონსის" ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერზე. ესპანელი "ლურჯებში" 18 მილიონ ევროდ გადადის.

15:01. ოფიციალურად! "ნიცამ" გაიფორმა "ბარსელონას" ფორვარდი მარლონი. იჯარა ძალაში იქნება 2018-19 წლების სეზონის ბოლომდე.

15:19. ოფიციალურად! კირან გიბსი "არსენალიდან" "ვესტ ბრომვიჩში" გადავიდა 7.5 მილიონ ევროდ. მცველმა ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

15:25. სერჟ ორიემ მიიღო ინგლისში მუშაობის უფლება და ახლა მის გადასვლას "ტოტენჰემში" წინ არაფერი უდგას.

15:45. "ინტერისა" და "რომას" ყოფილი მცველი ნიკოლას ბურდისო "ტორინოში" გადავა. ტურინელები 36 წლის ვეტერანთან 1+1 სქემით გააფორმებენ კონტრაქტს. ამჟამად, ბურდისო თავისუფალი აგენტია "ჯენოადან" წასვლის შემდეგ.

15:59. "ევერტონი" და "ჩელსი" მოლაპარაკებებს აწარმოებენ როს ბარკლისთან დაკავშირებით. ლივერპულელებს სურთ 37 მილიონი ევრო, ლონდონელები ათით ნაკლებს იხდიან, - წერს Liverpool Echo.

16:05. "ბილდის" ინფორმაციით, "ჩელსიმ" "ბაიერნს" მიმართა რაფინიას ტრანსფერზე.

16:17. "ლესტერის" ფორვარდი აჰმედ მუსა მალე "ჰალს" შეუერთდება. Daily Mail-ი წერს, რომ ლეონიდ სლუცკის გუნდი ასრულებს ნიგერიელზე მოლაპარაკებებს "ლესტერთან".

16:27. "ლესტერი" დაბლოკავს ყველა წინადადებას, რომელსაც ჯეიმი ვარდის თაობაზე მიიღებს. Daily Mirror-ის ცნობით, ფორვარდზე "ევერტონი" და "ჩელსი" აცხადებენ პრეტენზიას.

16:51. იან ობლაკმა უარყო "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის ჭორები. "მე "ატლეტიკოს" მოთამაშე ვარ და ასე იქნება ამ სეზონის ბოლომდე", - თქვა სლოვაკმა მეკარემ.

17:04. დივოკ ორიჯი, შესაძლოა, "ტოტენჰემში" გადავიდეს. The Evening Standard-მა ფეხბურთელის მამაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ლონდონური კლუბი დაინტერესებულია ბელგიელი ფორვარდით.

17:25. "სპარტაკში" გადასვლა არავის სურს. რამდენიმე ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ "რომამ" უარყო რუსეთის ჩემპიონის წინადადება ელ შაარავისთან დაკავშირებით. რუსები ფორვარდში 15 მილიონ ევროს იხდიდნენ.

18:30. "ატლეტიკო" მოელაპარაკა "ჩელსის" დიეგო კოშტას ტრანსფერზე. თანხა 43 მილიონ ევროს შეადგენს, რასაც ბონუსების სახით 11 მილიონი დაემატება. AS წერს, რომ იანვრამდე ფორვარდი იჯარით "ევერტონში", "ბეშიქთაშში" ან "ლას პალმასში" ითამაშებს.

18:34. "პარი სენ-ჟერმენი" მალე გამოაცხადებს კილიან მბაპეს ტრანსფერის შესახებ. ფორვარდი პარიზელებში იჯარით გადავა და შემდეგ იქნება სავალდებულო გამოსყიდვა 180 მილიონ ევროდ. Get French Football News-მა გაარკვია, რომ ეს პუნქტი აღარ იქნება სავალდებულო, თუ პსჟ სეზონის ბოლოს ლიგა 2-ში გავარდება.

18:52. "ჰოფენჰაიმი", "შალკე", "ვალენსია", "სევილია" და "სპარტაკი" არიან დაინტერესებულნი "ატალანტას" მცველ რაფაელ ტოლოით. ბერგამოულ კლუბს 26 წლის ფეხბურთელში 15 მილიონი ევრო სურს.

19:02. ოფიციალურად! "ტოტენჰემმა" "ესტუდიანტესიდან" 9 მილიონ ევროდ შეიძინა ხუან ფოიტი.

19:03. Football Transfer-მა გამოაქვეყნა ამ ზაფხულს TOP5-ში შემავალი ლიგების დანახარჯები:

ბუნდესლიგა - 480 მილიონი ფუნტი

ლა ლიგა - 500 მილიონი ფუნტი

ლიგა 1 - 580 მილიონი ფუნტი

სერია A - 715 მილიონი ფუნტი

პრემიერლიგა - 1.3 მილიარდი ფუნტი

19:23. უილფრიდ ბონის ერთი ნაბიჯი აკლია "სუონსიში" დასაბრუნებლად. "სიტის" ფორვარდი 15 მილიონ ევროდ გადავა უელსურ კლუბში, - წერს Daily Mirror-ი. 2015 წელს, მანჩესტერულმა კლუბმა ორჯერ უფრო ძვირად შეიძინა ფეხბურთელი.

19:35. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გადაიფიქრა რიად მაჰრეზის ტრანსფერი. ჟოზე მოურინიოს გუნდს არ მოეწონა "ლესტერის" დაწესებული ფასი - 40 მილიონი ევრო.

19:47. "ლივერპულს" აქვს 140 მილიონი, რომელსაც დახარჯავს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. The Telegraph-ი წერს, რომ მთელი ფული წავა ვან დეიკის, ოქსლეიდ-ჩემბერლენისა და ლემარის შეძენაზე.

19:54. "სუონსი" იჯარით აიყვანს რენატო სანჩესს "ბაიერნიდან", - იტყობინება Sky Sports-ი.

20:07. "ნაპოლის" ფორვარდი ლეონარდო პავოლეტი "კალიარიში" გადავიდა. 28 წლის ფორვარდი ახალ გუნდში იჯარით გადავიდა. შარშან "ნაპოლიმ" თავდამსხმელი 18 მილიონ ევროდ შეიძინა "ჯენოადან".

21:01. ოფიციალურად! ბენედიკტ ჰიოვედესი "იუვენტუსშია". გერმანელის იჯარა 2017-18 წლების სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. ამისთვის "შალკე" 3.5 მილიონ ევროს მიიღებს. ტურინელებს ექნებათ მცველის გამოსყიდვის უფლება, ხოლო თუ ჰიოვედესი 2017-18 წლების სეზონში მინიმუმ 25 მატჩს ჩაატარებს, "იუვენტუსი" ვალდებული იქნება, შეიძინოს ფეხბურთელი.

21:02. "ლივერპულმა" შეთანხმა "არსენალთან" 43 მილიონ ევროდ ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრანსფერი. ამის შესახებ BBC წერს.

21:22. გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა უარყო ჭორებს იულიან დრაქსლერის "პარი სენ-ჟერმენიდან" წასვლის შესახებ.

21:43. ოფიციალურად! "ბრიუგემ" ერთი სეზონით იჯარით აიყვანა ჯორდი კლასი.

21:52. ოქსლეიდ-ჩემბერლენის გაყიდვის შემდეგ "არსენალი" მის სანაცვლოდ არავის შეიძენს. BBC-ის ინფორმაციით, "მეთოფეებს" მსხვილი ტრანსფერებისთვის ფული არ დარჩათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
"ლოკომოტივმა" პსჟ-დან კრიხოვიაკი, ხოლო "შალკედან" კვირკველიას პოზიციაზე ჰიოვედესი დაიმატა
პსჟ და უნაი ემერი - როდის გაწყდება მოთმინების ძაფი...
ვენგერს გიბსი ჩემბერლენზე მეტად დაენანა
პსჟ-მ გჟეგოჟ კრიხოვიაკი "ვესტ ბრომვიჩში" გაანათხოვრა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
"ჩელსი" კიდევ ხუთ ფეხბურთელს იყიდის
რუსეთი ორმა გერმანელმა მწვრთნელმა დატოვა, მესამეს წასვლა არ უნდა
"ლივერპულმა" ჩემბერლენის ტრანსფერი დაადასტურა
ბენედიკტ ჰიოვედესი "იუვენტუსსა" და "ლივერპულს" შორის აირჩევს
უნაი ემერი: კხირხოვიაკი უნდა წავიდეს
ოქსლეიდ-ჩემბერლენი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი "ჩელსიში" კვირაში 150-ათასფუნტიან გასამრჯელოს ითხოვს
"ლოკომოტივის" პოლონელი ლეგიონერი: არ მიყვარს ალოკოჰოლური სასმელები - რუსებს ამის გაგება გაუჭირდებათ