დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოს დედაქალაქში საზეიმოდ გაიხსნება მოჭადრაკეთა მსოფლიოს თასის მე-15 გათამაშება
დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოს დედაქალაქში საზეიმოდ გაიხსნება მოჭადრაკეთა მსოფლიოს თასის მე-15 გათამაშება. შეჯიბრებაში მთავარი პრიზისთვის 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე იბრძოლებს, მათ შორის - მსოფლიო რეიტინგის ტოპ-25 დიდოსტატი.

ტურნირს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც ანიჭებს, რომ მსგავს ასპარეზობაში პირველად მონაწილეობს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია). მისი კონკურენტები არიან მსოფლიოს ექსჩემპიონები - ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი), ქალთა შორის მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი, მოქმედი ჩემპიონი თან ჟონი (ორივე-ჩინეთი) და სხვები.

თასის გათამაშებაში საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ დიდოსტატები - ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე.

ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდია მილიონ 600 000 დოლარი, ნოკაუტსისტემით შვიდ რაუნდად გაიმართება. პირველ ექვს ეტაპზე სასტუმრო "ჰუალინგ პრეფერანსის" დარბაზში მოჭადრაკეები ორ-ორ კლასიკურ პარტიას გაითამაშებენ. მატჩის ფრედ (1:1) დამთავრების შემთხვევაში მომდევნო წრეში გამსვლელის ვინაობას ტაიბრეიკი გამოავლენს.

პირველი რაუნდის პირველი პარტია 3 სექტემბერს გათამაშდება. 18 და 22 სექტემბერი დასვენების დღეებია. ოთხი პარტიისგან შემდგარ გადამწყვეტ შეხვედრას სასტუმრო "ბილტმორი" უმასპინძლებს. ტურნირში გამარჯვებული 120 000 დოლარით დაჯილდოვდება, ფინალში დამარცხებული კი 80 000 დოლარს მიიღებს.

ქართველი დიდოსტატები პირველ წრეში მეტოქეებს ასე დაუწყვილდნენ: ბაადურ ჯობავა-ივან სალგადო ლოპესი (ესპანეთი), ანიშ გირი (ჰოლანდია)-ნანა ძაგნიძე, ლევან ფანცულაია-იან-კშიშტოფ დუდა (პოლონეთი), ერნესტო ინარკიევი (რუსეთი)-მიხეილ მჭედლიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ogafa
წარმატებები საქართველოს ნაკრებს :)
zviadi
ასეთი პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობა დიდი პატივია, ყოჩაღ! ისე ეს მაგნუს კარლსენი მეივეიზერთან საჩხუბრად ემზადებოდა მეგონა :)
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ნანა ძაგნიძე რაპიდში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორია
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ბაადურ ჯობავა არმაგედონს გადაურჩა
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ნანა ძაგნიძის ბრინჯაო და ლევან ფანცულაიას სენსაცია
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში
თბილისი. მსოფლიოს თასი: საქართველოს ღირსებას ოთხი მოჭდარაკე დაიცავს
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ტაიბრეიკი - ბაადურ ჯობავას შანსი