საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვლადიმირ ვაისს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს
ვლადიმირ ვაისმა ვენაში გამართულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. სლოვაკის თქმით, ამ ეტაპზე ის ფოკუსირებულია შესარჩევი ციკლის სხვა მატჩებზე და ამ თემას მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.

- ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ

საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, დიდ დაფიქრებას და ასჯერ გაზომვას მოითხოვს ჩვენი მხრიდანაც კი - საქმე ხომ საქართველოს ნაკრების მომავალ მესაჭეს ეხება, სულ მცირე, ევროპის ჩემპიონატის მომავალ ციკლში.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასჯერ გაზომვასა და ერთხელ გაჭრას მოითხოვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდანაც, რადგან ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მუდამ - ნებისმიერ ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაციის მუშაობის მთავარი განმსაზღვრელი იყო, არის და იქნება ეროვნული ნაკრების შედეგები...

ვაისის PRO და CONTRA

საქართველოს ნაკრებში ადრეც შეცვლილან მწვრთნელები, მაგრამ ამით ჩვენს გუნდს არაფერი შველებია. ჩვენი ოპტიმიზმი, ქვეყნის მთავარ გუნდში ნებისმიერი ახალი დამრიგებლის მოსვლას რომ ახლდა, საპნის ბუშტივით გამსკდარა. ეს კი გვაიძულებს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელზე საუბრისას ძალიან ფრთხილად ვიყოთ.

ფაქტია - ვლადიმირ ვაისი არის მწვრთნელი, ამ სიტყვის ფართო გაგებით. მის ნაკრებში არ არის კონფლიქტები. მან კარგად იცის ფეხბურთელებთან ურთიერთობა და მშვენივრად კითხულობს თამაშს. ძნელად გავიხსენებთ მატჩს, რომელშიც, ეპიზოდურად მაინც, საქართველოს ნაკრებს არ ეჩვენებინოს იმ ფეხბურთის ელემენტები, რომელიც მუდმივად გვინდა, რომ ვნახოთ ჩვენი გუნდის შესრულებით.

როცა ჩვენ ვფიქრობთ ვაისის შესაძლო წასვლაზე, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ მას აუცილებლად სჭირდება შემცვლელი და საქართველოს ნაკრების ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა მწვრთნელი, ვისი მუშაობითაც ჩვენ ბოლომდე კმაყოფილნი ვყოფილიყავით.

რა გარანტია გვაქვს, რომ წავა თუ არა ვაისი, მაშინვე გამოჩნდება ასეთი სპეციალისტი და წლების განმავლობაში გაფუჭებულ სანაკრებო საქმეს ერთად გამოასწორებს? ამის გარანტია ნამდვილად არ არსებობს.

და მაინც, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების სადღეისო მდგომარეობა გვაიძულებს, უკეთეს მომავალზე ვიფიქროთ. თუ ასე არ მოვიქცევით, მაშინ, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს მოვაწერთ იმას, რომ კმაყოფილნი ვართ დღევანდელი მდგომარეობით, ეს კი დიდი ნონსენსია. საქმეს ისეთი პირი უჩანს, საუკეთესო შემთხვევაში, ვერ ავცდებით მეოთხე ადგილს D ჯგუფში და ეს შედეგი დამაკმაყოფილებლად ვერაფრით ჩაითვლება.

არ გვინდა ისე გამოვიდეს, უცხოელ მწვრთნელს, ზოგადად, ნდობის უფრო დიდი ვოტუმი ჰქონდეს ნაკრებში, ვიდრე ქართველ სპეციალისტს. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ეროვნულ გუნდს სადღეისო სატურნირო მდგომარეობა თუნდაც მისი ყოფილი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით რომ ჰქონოდა.

ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, უბრალო გულშემატკივართა დარად, უკმაყოფილონი იქნებოდნენ შედეგით. ყველას გვახსოვს წინაასაარჩევნო პერიოდი. ფედერაციის ახლანდელი შეფობა სამართლიანად იყო უკმაყოფილო სანაკრებო შედეგით და სადაც სამართალია, იქვე ვთქვათ, რომ ამ მხრივ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა.

გასაგებია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვაისს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, მაგრამ გინდა თუ არა, ისმის კითხვა - ხომ არ ვჩქარობთ? დასრულებულიყო ციკლი და სლოვაკი სპეციალისტისთვის შეთავაზება მერე გაგვეკეთებინა. შექმნილ სიტუაციაში ეს, ალბათ, ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნებოდა.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ შესარჩევი ციკლის დარჩენილ მატჩებში ჩვენთვის ყველაზე უარესი სცენარი და წამით დავუშვათ, რომ ეროვნულმა გუნდმა წარუმატებლად ჩაატარა დარჩენილი შეხვედრები. რას ვაკეთებთ მაშინ? ცოტა უხერხული ხომ არ არის, კონტრაქტის გახანგრძლივებას რომ ვთავაზობთ იმ მწვრთნელს, რომელსაც შესარჩევ ციკლში არც ერთი მატჩი არ მოუგია? და ეს იმ ჯგუფში, სადაც მოლდოვის ნაკრები გვყავდა?

საქართველოში რამდენი ადამიანიცაა, იმდენი საფეხბურთო გემოვნებაა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სუბიექტურად ვერ ვიმსჯელებთ. მხოლოდ "რიგ ეპიზოდებში" კარგი თამაში არ კმარა. მწვრთნელის საქმე ასეა: გაქვს შედეგი? მაშინ ყველა ხელისგულზე გატარებს. არ გაქვს? მაშინ ყველა გაკრიტიკებს და ეს უნდა ჩვეულებრივად მიიღო.

მე ასე მგონია - იმ შედეგით, რომელიც ახლა აქვს საქართველოს ნაკრებს, არც ერთ მწვრთნელს, არც ერთ ქვეყანაში, არ შესთავაზებდნენ ახალ კონტრაქტს, თუმცა აქვე ისიც ვიცი, რომ თუ რაიმე ვნებს საქართველოს ნაკრებს, ეს მწვრთნელთა ხშირი ცვლაა...

...ისიც ვიცი, რომ მწვრთნელის მუშაობის ავი და კარგი მხოლოდ შედეგით ფასდება და უკეთესი კრიტერიუმი სხვას ჯერ არ მოუგონია.

ძალიან კარგი იქნებოდა, ამ მნიშვნელოვან საკითხზე საერთო პოლემიკა გაშლილიყო, მაგრამ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. კაცი სანამ სამსახურს ელოდება, ბევრს ლაპარაკობს და ხანდახან დიდ სიმართლეებსაც გამოურევს ხოლმე, მაგრამ დასრულდება ეს პერიოდი, დაჯდება თბილ ადგილას და ისე გაისუსება, თითქოს ყველაფერი კარგად იყოს ამ დალოცვილ ფეხბურთსა და, ზოგადად, ჩვენს ცხოვრებაში.

არა, არ შეიძლება ასე, რადგან ფულიცა და ყველა ამქვეყნიური სიკეთეც წარმავალია და რჩება მხოლოდ სახელი, რომელსაც ვერც იყიდი და ვერც ფულით გაიკეთებ. ხანდახან კი დუმილი ოქრო ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, იმ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვართ. დაწერ, ვაისი უნდა წავიდესო და ათასი რამ უკან გექაჩება. იცი, რომ ძალიან ბევრი რამ სლოვაკის ბრალი არ არის და ვერც იქნება. დაწერ, უნდა დარჩესო და ახლა ამაზე გეთანაღრება გული: როგორ უნდა დარჩეს, როცა ერთი ოფიციალური მატჩიც კი არ მოუგია?!

სწორედ ამ დროს ფასობს ყველაზე მეტად იმ ხალხის აზრი, ვინც დღემდე მოიტანა ქართული ფეხბურთი და იმათიც, სულ ორიოდე წლის წინ გვარიან ორატორებად რომ მოჩანდნენ ქართულ ფეხბურთში...

როცა ბევრი რამ გვავიწყდება...

საერთოდ, ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს ნაკრების ქრონიკული წარუმატებლობა მხოლოდ მწვრთნელის ბრალია. უბრალოდ, მწვრთნელი პირამიდის თავშია და მისი წარმატებაც კარგად ჩანს და წარუმატებლობაც.

ჩვენ ძალიან ბევრს ვმსჯელობთ მწვრთნელზე და ხშირად გვავიწყდება ის ამბები, რომელთა გარშემოც ქართული ფეხბურთის ძლიერი საძირკველი უნდა შეიქმნას. რა ვუყოთ იმას, რომ ამ ჩვენს ქართულ ფეხბურთში ჯერაც დიდი გასავალი აქვს გავლენიანი ადამიანების სიტყვას და თუ ეს სიტყვა არ წამოგეწია, თუ მწვრთნელთან ან სტაფის რომელიმე წევრთან კარგად ვერ ხარ, პრაქტიკულად შეუძლებელია გუნდის პოვნა.

ჩვენ სანაკრებო ფეხბურთი გვინდა და გვავიწყდება ის, რომ უმდაბლეს დონეზეა ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ამ ბოლო ხანს კარგად კი ვაშუქებთ, მაგრამ ეს არ არის ის ჩემპიონატი, სადაც სანაკრებოდ ვარგის ფეხბურთელს იპოვი.

ჩვენ გვინდა ფეხბურთი და არ გვინდა შევიგნოთ, რომ დღევანდელი ფეხბურთი არ არსებობს ნორმალური ინფრასტრუქტურის გარეშე. ალბათ, ყველას აგვერია სათვალავი, რამდენი სტადიონი დავანგრიეთ ამ ბოლო წლებში...

დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობს წვრილმანი და მსხვილმანი საკითხი. ყველა, თვით უმნიშვნელო კომპონენტიც კი, საბოლოო ჯამში, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს. ძალიან ხშირად ჩვენ ეს გვავიწყდება.

გვავიწყდება ისიც, თუ რამდენი ტალანტი იღუპება უპატრონობით და ფეხბურთისკენ გახედვაც კი აღარ უნდა. მერე ჩვენ ყველანი ერთად მივადგებით ნაკრებს და შედეგს ვითხოვთ. არც ვაისი და არც ვინმე სხვა არ არის ჯადოსნური ჯოხის პატრონი, რომ ეს შედეგი უცბად მოიტანოს.

საერთოდ, ადრე თუ გვიან, ჩვენ საფუძვლიანად უნდა მივხედოთ ჩვენს ფეხბურთს. რა თქმა უნდა, ამას ვერ აკეთებდა წინა ფედერაცია და კითხვები ახალთანაც არის. კარგია ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ კითხვის ნიშნები აქაც ისმის. ზოგადად რომ ვთქვათ, მშვიდად ველოდებით, როდის დაიწმინდება ჩვენს ფეხბურთში წლების განმავლობაში ამღვრეული წყალი. უნდა შევიგნოთ, რომ ეს თავისთავად ვერ და არ მოხდება!

დაახლოებით ის ვარიანტია, კაცი რომ იხრჩობოდა და შველა ღმერთს სთხოვა. არის ერთ გაწამაწიაში და უცბად მოესმა - ხელი გაანძრიე და გეშველებაო. დღეს ჩვენ ძალიან გვეზარება ხელის განძრევა, მხოლოდ და მხოლოდ ინერციით მივყვებით ყოველდღიურობას. ასე კი, არავის არაფერი გამოსვლია და არც ჩვენ გამოგვივა. თუ არა მტკიცე ნება, დღეს ქართული ფეხბურთი ისეთ დღეშია, მას ვერავინ და ვეღარაფერი იხსნის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ეროვნული ნაკრების დროებით გაუქმება არის საუკეთესო გამოსავალი. ფეხბურთელები როდესაც საერთაშორისო მოთხოვნებს 50%-ით მაინც დააკმაყოფილებენ მერე ითამაშონ საქართველოს სახელით.
გუგეჯა
უზბეკეთის ნაკრების მწრთნელი სამველ ბაბაიანი გაანთავისუფლეს თანამდებობიდან თავის შტაბთან ერთად! მიზეზი-უზბეკეთი ვერ გავიდა ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე! ფიფას რეიტინგში უზბეკეთი 64 ადგილზეა!!!!!!!!!!!!!
ზურა
ცხადაძის "ნაკრები" მაინც ყველაზე მეტად მომწონდა, თუმცა გეთანხმები-ეს ცვლილებათა სიხშირე ღუპავს ნაკრებს და თუ ცხადაძის დაბრუნება გამორიცხულია, იყოს ეს კაცი ჩივაძის და ცხადაძის გარდა ყველას ჯობდა...:)
martali
ესენი ორივე გასაჰცვებიაააა, არცერს არაკვტ ჰცედეგი.ესკიდე პარლამენტარია ტუ ვინააააა ვერგამიგიააა. ასეტს არველოდი კობიაჰცვილიდან. ამიტომ ხომგაგიგიატ 2 კურდგლის მაზდევარიო. არც პარლამენტისტვის და არც ფეხბურტისტვის ჯერ არაფერი გაგიკეტებია. ანუ ერისტვის დახალხისტვის.რისტვისაც ხალხმა ცჰენ აგირცჰია. და ეხლა ხალხს არგინდა კიტხოოოოო.
ყიყვი
გერმანიამ დაამარცხა (ოფლი არ გამოუდენია) ნორვეგია 6-0 და გადაინაცვლა პირველ ადგილზე ფიფას რეიტინგში! რა ღირს ლიოვის მოწვევა ჩვენ ნაკრებში!!??
"რიგითი გულშემატკივარი"
ძვირფასო ZAZA,როდის დაწყნარდი,NBA-ს ჩემპიონი გარბენებს,რომ აკეთებდა თუ ზედიზედ არასპორტულ ჯარიმებს,რომ ვიღებდით უსუსტეს გუნდთან?
ყოფნა-არყოფნა
რეალურად რომ ვთქვათ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ევროპის საშუალო და დაბალი დონის კლუბებში თამაშობენ და უმრავლესობას იქაც სათამაშო პრაქტიკა არა აქვთ. ასეთი კონტინგენტით ჯერ-ჯერობით ვაისმა დადებით შედეგს მიაღწია. სხვა მწვრთნელთან მგონია რომ დღეისათვის 3 წაგებაზე მეტი გვექნებოდა და ზოგიერთი წაგება დიდი ანგარიშითაც. სად შეიძლებოდა უკეთესი შედეგის დადება? ალბათ მოლდოვასთან შეიძლებოდა ერთი თამაშის მოგება და ეხლა უელსთან შეიძლება ფრის თამაში (რეალისტური რომ ვიყოთ). თუ ვაისი უელსთან მოიგებს, ჩავთვლი რომ მან ამ კონტინგენტით მაქსიმუმი გააკეთა.
ჯონი
ჯამარაულის დანიშვნა არ შეიძლება ლევან ნაკრების მწვრთნელად!? ძვირს არ აიღებს ჯამაგირს!
gio
აცალეეთ!!!
ვასო
თავმომწონე და ღირსეული მწვრთნელი უნდა წავიდეს, ესენი კი ახალ კონტრაქტს სთავაზობენ, ვაისი მგონი თვიტონ არ დასტანხმდება, მიტუმეტეს ორი თამასი წინაა.
zu
იმიტომ არ ათამაშებს არაბიძეს რომ ჯერ შახტარის ძირითადში მოხვდეს და მერე ქონდეს პრეტენზია ნაკრების ძირითადზე. რა წაიღეთ ამ არაბიძით ტვინი
ძველი
საქართველოს პირველი ნაკრები უნდა მოიხსნას ოფიციალური შეჯიბრებებიდან.ამათ წლების მანძილზე სირცხვილის მეტი არაფერი მოუტანიათ ქვეყნისთვის.(ერთი ან ორი შესარჩევი ციკლი მაინც) -ახალგაზრდებმა კი ითამაშონ ყველა ასაკობრივ პოზიციაზე
ფედერაციას
შესთავაზეს ახალი კონტრაქტი, რომ ფული დროზე გააბანონ სანამ ეს მთავრობაა!
ელკიაერი
მეორე ადგილისთვის რეალური შანსი იყო,ასეთ სუსტ ჯგუფში ალბათ ვეღარ მოვხვდებით
gizog
გადახედეთ ავსტრიის გუნდის შემადგენლობას, გუშინ ვენაში საქართველოს ნაკრებს თითქმის გერმანიის ბუნდესლიგის მოთამაშეთა ნაკრები ეთამაშებოდა. და თუ ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე, რომელსაც მუნდიალზე გასვლის შანსსი კიდევ ჰქონდა, ჩვენზე მეტი ითამაშა შეტევაში ამაში გასაკვირი რა არის?
kako
ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები უნდა დამთავრდეს 21-ე საუკუნეში ჩატარდეს გამოკითხვები ელექტრონულად ,მოვისმინოთ ყველას აზრი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება, ჯერ ამ თამასიდან ვაისმა უნდა უპასუXოს რატო არ ატამაშა არაბიძე
Leri
მარტო რეზულტატით თუ ფასდება სან-მარინომ ყოველ ხუთ წუთში უნდა ცვალოს ალბათ მწვრთნელი )))მოლდოვასთან ნამდვილად უნდა მოგვეგო და თან ორივე თამაში მაგას არ აქვს გამართლება დანარჩენი ვერც ერთ თამაშზე ვერ ვიტყვი რომ ცუდად ვითამაშეთ, ან მითუმეტეს რომ მწვრთნელის გამო ვერ მოვიგეთ.. რაღაცეები მეც არ მომწონს მაგრამ მაინც მომხრე ვარ მე პირადად რაც დღემდე მწვრთვნელები გვყოლია ყველას ჯობია
guri
ნამდვილად გეთანხმები, უნდა გაეკეთებინათ განცხადება მაინც(აბა, ანგარიშს ხომ არ ჩაგვაბარებენ), რა მოეწონათ ვაისის მუშაობაში და რა ვერ დავინახეთ დაბრმავებულმა გულშემატკივრებმა.
DATO
KARGI ANALIZIA!FEDERACIA ROM CHKAROBS ETKOBA MARTO KOBIASHVILAMA UNDA GASCES PASUXI RATOM CHKAROBS! BOLO ORI TAMASHIS SHEMDEG UKVE UNDA GAKETDES ANALIZI MTLIANI SHESARCHEVIS DA MERE UKVE GADACKDES VINSTAN RA TANXIS KONTRAKTI UNDA DAIDOS! MEC IM TAOBIS ADAMIANI VAR ROMELIC KECBAIAS, CXADADZES, KINKLADZES DA BEVR SXVA KARTVEL MOTAMASHES PIRDAPIR STADIONIDAN UKUREBDA GACHIRVEBUL 90-IAN CLEBSHI DA VPIKROB RO NAKREBS UNDA KAVDES KARTVELI MRCTVNELI DA GASAMRJELOC UNDA MIGOS SHESABAMISI! TU VINMEM ICIS FEDERACIA RAMDENS UXDIS VAISS DA RA JAMAGIRS IGEBDA CXADADZE NAKREBSHI MANAMDE?
babu
მადლობა ავტორს 73 წლის ქომაგისგან რომელსაც ბევრი ახსოვს
gizog
თქვენი კომენტარის საწინააღმდეგოდ მარკო არნაუტოვიჩი ასეთ კომენტარს აკეთებს "ჩემთვის, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქეა. მათ უნდა მოეგოთ ირლანდიელებთან მატჩში. ამ გუნდს უნდა მოეგო უელსისთვისაც. არ შეიძლება ამ გუნდის დაუფასებლობა, თითქოს, საქართველო სუსტი მეტოქეა. მათ აქ დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ, ჩამოვიდნენ აქ ქულებისთვის. მათ ს უ პ ე რ კ ო ნ ტ რ შ ე ტ ე ვ ა შემოგვთავაზეს"(ხაზგასმა ჩემია) არამგონია ვესტ ჰემის მოთამაშე მარკო ვაისის ოჯახის ახლობელი იყოს.
zaza
მაღალანაზღაურებიანი მწვრთნელი ჩვენ ნაკრებს არ ჭირდება ასე რო ფედერაციამ უნდა შეეშვას საბიუჯეტო ფულის ფლანგვას. და საქმეს მიხედოს რას გავდა გუშინ ჩვენი ნაკრების თამაში.კიდე კაი კალათბურთი იყო და იქ გადავრთე გოლი რო გაგვიტანეს თორე დავამტვრიე კინაღამ ტვ.ესეიგი მთელი ნაკრები გატანილი გოლის მერე მიჯაჭვული იყო თავის კარებს რასაც ქვია. და ამის მიუხედავათ დააცხრილეს ავსტრიელებმა ჩვენი კარები და მეკარე რასაც ქვია.
888
არც იმედი არც შედეგი.ფედერაცია უნდა გაიწმინდოს "ჩარჩებისაგან".გვეყო უწიგნურების თარეში გინდ სპორტში და გინდაც პოლიტიკაში.
edi
სწორად არის ნააზრევი, ვერც იმას იტყვი რომ არიქა გასაგდებია ვაისიო და ვეერც იმას უნდა დარჩესო. თუ იმას ვიკითხავთ შედეგი აქვს თუ არაო, სატურნირო ცხრილი უარყოფით პასუხს გაგვცემს, ნაკრების თამაშში არის უკეთესობა აშკარად. არცერთ მწვრთნელს არ ქონია შედეგი ჩვენს ნაკრებთან, ყველა გაუშვეს უშედეგობის გამო და ვაისიც რომ გაუშვან სხვა მწვრთნელის ხელში იგივე განმეორდება. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს რომ დარჩეს ვაისი და იქნებ შემდეგ ციკლში იყოს შედეგი, თუ არ იქნება და შედეგი გაშვებას რაღა უდგას მერე წინ...
Casila
კაი რა ავტორო ჟურნალისტი ხარ თუ დამსაქმებელი?შენი მოსაწონი მწვრთნელი ხო ვერ მოვიყვანეთ ნაკრებში
nika
მოთხრობების წერას ერთი ანალიტიკური სტატია დაგეწერათ უკეთესი იქნებოდა. როგორც თქვენ იძახით, ყველა "ნორმალურ ქვეყანაში" ეროვნული ნაკრები რომ ითამაშებს, ყველა გამოცემა დებს ანალიტიკას. დეტალურად განიხილება ყველა ფეხბურთელის მოქმედება, ტაქტუკური სქემები და ასე შემდეგ. ახსნა არ გჭირდებათ ალბათ, თავად წააწყდებოდით მსგავს რამეს უცხოურ საიტებზე ქართველ ლეგიონერებზე ახალი ამბის ძებნისას მაინც:) თავისუფალი თემები და სადღგრძელოები გვინდა, ნაკლები სიტყვა და ზედაპირულობა, მეტი "ველიუ":) მიიღეთ როგორც რიგითი მკითხველის დაკვეთა.
ავთო
ჩემი აზრით ვაისი უნდა დარჩეს !!! მწვრთნელების შეცვლით ვერაფერს მივაღწევთ!! ამ კაცმა სლოვაკეთი აქცია ევროპის ერთ-ერთ სტაბილუ გუნდად და აქ ყველაფერი ნათქვამია!!! პრობლემა ფეხბურთელებშია და რა ქნას მწვრთნელმა ხალხნო??? არაბიძეს რო იძახით გამოდის და რას აკეთებს ეგაც? ჯერ ახალგაზრდაა მასაც განვითარება სჭირდება, თუ მასეთი მაგარია შახტარი ძირითადში რატო არ ათამაშებს? სენტ კიტს და ნევის გაუტანა ერთი და ეგაა!! ახალგაზრდულებში ერთი თამაში ჩაატარა სტაბილურად, უფრო მეტს ველოდებით მაგრამ მასაც დრო და განვითარება სჭირდება !!! ასე რო მივაქციოთ ყურადღება იმას რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ითამაშოს სრული საფეხბურთო დრო მოედანზე და სკამზე არ იყვნენ !! პ.ს. ბათუმში ჯერ კიდე მოედანი არ აშენებულა 10 წელია პროექტს ამტკიცებენ და ფულ ყოფენ და რა განვითარებაზეა საუბარი..
euhh
ES UBRALOD ROM VTQVAT GULSHAMATKIVRIS SHEURACYOPAA.MWVRTNELS ROMELSAC ERTI TAMASHIC AR MOUGIA,WIN KIDE ORI TAMASHIA DA EXLA KONTRAQTIS SHETAVAZEBA ,METI ARAPERIA TUARA:ROGORC CHVEN GVINDA ISE IQNEBA!ESKI CHVENI BRALIA,RADGAN AQ KOMENTAREBIS MET ZOMEBS AR VIGEBT,AMAS KI ISEV CHVEN VKITXULOBT MXOLOD....P.S.adamiani romelmac mteli cxovreba pexburtshi gaatara,dges prezidentia pederaciis,tu pexburti uyvars amaze uketesi sashualeba ararsebobs,magram midis politikashi.amitom armjera arc kobisi,arc misi moyvaneli mwvrtnelis
ჯუბა
გამომდინარე ფედერაციის ბიუჯეტიდან,ინფრასტრუქტურიდა, ეროვნული ჩემპიონატის დონიდან,როგორ გუნდებში თამაშობენ ჩვენი ლეგიონერები და თამაშობენ თუ რა ეგეც საკითხავია და ქვეყანაში არსებული სიციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან,ვართ იქ სადაც ვართ და ეს რეალობაა.უნდა ვაცადოთ ვაისს,მაგრამ პირობით რომ ახალ გუნდს ააშენებს.მაინც ვეღარ გავდივართ და დარჩენილ შეხვედრებში თამამად დააყენოს ახალგაზრდა პერსპექტიული ფეღმურთელები.ეხლა ოღონდ რაღაც შედეგი(თუნდაც 7 ფრე) დადოს და , გუნდში უთამაშებელ ოღონდ წარსულში გამოცდილ ფეღბურთელებს აყენებს,რომლებიც უამრავ შეცდომებს უშვებენ.
ოჯახის ახლობელი
რომელ პროგრესზეა საუბარი როცა გუნდი შეტევაზე ვერ გადადის ნორმალულად ახალგზრდები სათადაროგოზე ზიან და უკვე ე.წ საპენსიოები თამაშობენ, კაცი რომ ჯიღაურს და არაბიძეს საერთოდ არ ათამამაშებს და ჭოლოხავას ბოლ წუთებზე შემოიყვანს მეტი რაღა უნდა მოთხოვო თუ არა რომ ისევ კორუფციაა
gogia
კაი წერილი დასაფიქრებელი
gia
იმედი კაია მაგრამ შედეგი? რა არის კრიტერიუმები მწვრთნელის შეფასების? უპასუხისმგებლოა ფედერაცია. სულ ცოტა განცხადება უნდა გაეკეთებინათ რატომ სთავაზობენ ახალ კონტრაქტს. იმედი და თამაშის ხარისხი კიდევ სუბიექტური ცნებებია და ვერ გაზომავ, ასე რომ უვარგისია შეფასებისთვის
barbare
იმედი მაინც გაჩნდა ამ მწვრთნელის ხელში და ამ იმედსაც ნუ მოვკლავთ
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"ეს ორი ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს" - მიხაელ ბალაკი
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
[VIDEO] საქართველოს ნაკრებს ახალი სათამაშო ფორმა აქვს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
[ოთხშაბათის საკითხავი] ფეხბურთი, ფული და ერთი შანსი
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა