"...მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ მისი მუშაობა და ვიმსჯელოთ, თუნდაც კრიტიკულად"
მწვრთნელი და მეცნიერი ელგუჯა გუგუშვილი, "ლელოსთან" საუბარში საინტერესოდ აფასებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. გარდა ამისა, როგორც გუგუშვილმა გვითხრა, საჭირო და აუცილებელია ქართული ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება...

"თავდაპირველად შედეგზე ვთქვათ. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში ჩაატარა 8 მატჩი. მარტივი მათემატიკაა - გუნდს შეიძლებოდა ჰქონოდა 24 ქულა და აქვს მხოლოდ 5. დაკარგულია 19 ქულა. რა თქმა უნდა, ეს ვერ ჩაითვლება კარგ შედეგად და ამაზე ორი აზრი არც შეიძლება იყოს...

ახლა ჩვენ წინაშე დგება საკითხი - როგორ უნდა მოხდეს ქართული ფეხბურთის განვითარება სამომავლოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სათუთი თემა, რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. უნდა მოხდეს ჩვენი ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება...

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს ურიგო შემადგენლობა. სამწვრთნელო შტაბის მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ფეხბურთელებს მოუხსნან ფსიქოლოგიური წნეხი და კომპლექსი. სხვანაირად რომ ვთქვათ, მეტი რწმენა უნდა გვქონდეს, რომ გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი...

მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის თემას. ახლა ბევრი მსჯელობს იმაზე, უნდა დარჩეს თუ არა ის ეროვნული გუნდის სათავეში. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს ნაკრებს არ აქვს შედეგი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, არამც და არამც, არ შეიძლება ნაკრებიდან ვაისის გაშვება.

უბრალოდ, მან კონკრეტულ დეტალებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის ფეხბურთელები, რომლებიც ამჟამად მის განკარგულებაში არიან. კონტინგენტი ისეთი გვყავს, რომ მათ რეალურად შეუძლიათ ქართველი ქომაგის გახარება...

ცალკე თემაა მწვრთნელების განათლება საქართველოში. კი, ჩვენთან არის სამწვრთნელო კურსები და სერტიფიკატსაც ვაძლევთ მწვრთნელებს, მაგრამ არ ხდება მათი ცოდნის პერიოდულად შემოწმება. ერთი-ორი წლის შემდეგ ავიწყდებათ ადრე ნასწავლი და ეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა...

რაც შეეხება ზოგადად ნაკრების გამოსვლის შეფასებას ამ ორ შეხვედრაში - ფეხბურთის მთავარი არსი არის გამარჯვება! შესაბამისად, ორი ფრე ვერ ჩაითვლება იდეალურ შედეგად, თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მეტოქეთა ძალაც...

- ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]

- საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]

ჩვენ ვლაპარაკობთ ტექნიკაზე, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა განვაზოგადოდ ეს თემა. ტექნიკის თვალსაზრისით, მე ვერ ვუწოდებ "სრულყოფილს" ისეთ გუნდს ან ფეხბურთელს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფლობს ბურთს. დღევანდელ ფეხბურთში მთავარია სისწრაფე, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება...

ვიტყვი ტაქტიკაზეც. ჩემი დაკვირვებით, ბოლო ორი მატჩი საქართველოს ნაკრებმა აბსოლუტურად ერთნაირი ტაქტიკით ითამაშა. ზემოთ მე ვთქვი, რომ ვაისის გაშვება დღეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს, გავაანალიზოთ მისი მუშაობა და ვიმსჯელოთ, თუნდაც კრიტიკულად...

გარკვეულწილად მე დავინახე ამ ორ თამაშში ტაქტიკური შაბლონი და, პირდაპირ უნდა გითხრათ, ეს არ მომწონს. ჩემი აზრით, მწვრთნელი ტაქტიკას უნდა არჩევდეს მისი მოწინააღმდეგიდან გამომდინარე და ერთ ხაზს მკაცრად არ უნდა მიჰყვებოდეს...

ის კი არა, მატჩის მიმდინარეობის დროსაც უნდა იცვლებოდეს ტაქტიკური მონახაზი იმის მიხედვით, თუ რა ხდება მოედანზე. თუნდაც მატჩის მიმდინარეობის დროს მწვრთნელი მუდმივი ძიებისა და აზროვნების პროცესში უნდა იყოს, არ უნდა მოერიდოს თამამ გადაწყვეტილებებს", - გვითხრა ელგუჯა გუგუშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახა
რაც არუნდა პარადოქსულად მოეჩვენება უმეტესობას ბერდიევი ან უარეს შემთხვევაში გაზაევი და უმთავრესი არცერთი ქართველი არ უნდა გაიკაროს სტაფში.
haha
ა, კაცი. გააკეთეთ ქუთაისში აკადემია და ეშველება ქართულ ფეხბურთს. უკაცრავად, ხაშურში რომ გავაკეთოთ, არ ეშველება? მერე გააკეთეთ ქუთაისლებმა, რა თბილისში ან ზუგდიდში სახელმწიფომ გააკეთა? მარტო აკადემიის გაკეთება რომ შველოდეს, დინამო ეხლა ჩემპიონთა ლიგაში იქნებოდა. ამ დროს საქართველოს ჩემპიონიც აღარ არის. რა გადაყევით ამ ცხადაძეს (ჩემი მისდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად). ქვემოთაც დავწერე, თქვენ გგონიათ საკმარისია ცხადაძე იყოს ტრენერი, ამ ჯგუფიდან გავიდოდით? ფეხბურთი არ გვაქვს და ამათ მსოფლიო უნდათ.
haha
მაგარი ნიჭიერი ხარ. ანუ შემდეგ ციკლში ამნაირ "მაჩანჩალა" ჯგუფში რომ მოვხვდეთ კარგი ტრენერი გუნდს გაიყვანს? ანუ ქართული ფეხბურთი წარმატებულია და მთავარია ტრენერი სწორად შეირჩეს?
lashamax
ლოგიკა აქვს ამ კაცს იტირებ. - ვაისი არის ფრაერი მაგრამ უნდა დარჩეს.
Vakhtang Lobzhanidze
ვაისი ყოველთვის გაუბედავი მწვრთნელი იყო. რუსეთში რეკორდი აქ დამყარებული როცა "სატურნს" წვრთნიდა გუნდმა 30 თამაშიდან 18(!!!) ფრედ ითამაშა. ხო და ჩვენც ეგ გველოდება. მასთან ერთად ნაკლებ თამაშებს წავაგებთ, მაგრამ მოგების შანსიც იმაზე მცირე იქნება ვიდრე რეალურია.
მართალი
იყო ნორმალური გუნდი,იყო ნორმალური მწვრთნელი-ცხადაძე,მაგრამ გააჩერა კალაძე-კობიაშვილმა? 4 ქულისთვის ჩამოიყვანეთ ვაისი? გამარჯვების გემო დაავიწყდა ქართველ გულშემატკივარს. და მთავარი ჯიბეში რომ მიგაქვთ უზარმაზარი თანხები,ქუთაისში გააკეთეთ უფასო ფეხბურთის აკადემია და ეშველება ქართულ ფეხბურთს!
simartle
ორი ვარიანტია მად ან უნდა დაიდოს სქარტველოს ფეხბურტის მტელი სისტემის განვიტარების გემა, რომელიც არა მგონია რაგაც, ყველა უნდა ადვილად გაყიდოს ფეხბურტელები და საზღვარ გარეტში ნატამაშებ ფეხბურტელებიტ მიაგწიოს ნაკრებმა შედეგს. ან მეორეა სამარტლიანობის აგდგენა ნაკრებში იტამაშოს ვინც იმ მომენტში ტავის გუნდში 90 წუტი ტამაშობს, ტავიდან გაჩირდება მაგრამ მერე ყველა მოინდომებს 90 წუტი ტამაშს და აღრ ვიკნებიტ უტამაშებელ ლიდერ ფეხბურტელებზე დამოკიდებული. მაპატიეტ ნაწერისტვის.
შოთა გუგეშაშვილი
საქარტველოს ნაკრებს ესაციროება ისეტი მწვრტნელიც დაფსიქოლოგი როგორიც გუჯა არის ვიცი მე მისი სესაზლებლობები მისი ყოფილი სტუდენტი ვარ
gizo
გვიმრავლოს უფალმა ნიჭიერი ხალხი, ხოლო ცოტა მკრძალებული მეტად მოაზროვნე ანალიზის დროს.
grisha dedakimovi
ბატონ ელგუჯას ძნელია არ დაეთანხმო. როცა მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრობ, მთავარი იმის გათვალისწინებაა ვინ უნდა შეცვალოს იგი. როცა ყოველ დახარჯულ კაპიკს მივტირით შეზღუდული თანხით უკეთეს მწვრთნელს ვერ მოვიყვანთ და რაღა აზრი აქვს მის შეცვლას? ჩვენს ჯგუფში მყოფ არცერთ გუნდთან ჩვენი ნაკრები მათზე სუსტად არ გამოიყურებოდა. ვთვლი რომ პრაქტიკულად ყველა თამაშში მოწინააღმდეგეს თუ არ ვაჯობეთ, მათზე უარესად ნამდვილად არ გამოვიყურებოდით. უამრავი მიზეზია იმისა, თუ რატომ გვაქვს ასეთი შედეგი. უთამაშებლობა, სუსტი ფიზიკა, ტრავმები, უიღბლობა და ა.შ. მთავარი კი მგონი ფეხბურთელებში დიდი ხნის ჩამოყალიბებული მენტალიტეტია, როცა მათ თვითონ ბოლომდე არ სჯერათ, რომ შეუძლიათ. რაც არ უნდა დაგვიჯდეს აუცილებელია მაღალი დონის ფსიქოლოგის მოყვანა ნაკრებში, ცოტა იღბალიც და მდგომარეობა გამოსწორდება და გამარჯვებებიც მოვა, რაშიც დარწმუნებული ვარ.
ნიჭიერი
ბატონი ელგუჯა კი მართალს და გულით ამბობს მაგრამ ასეთი ანალიზი და ნათკვამი უკვე 20 წელი გადის რაც ვბჭობთ და საშველი არ ჩანს! ვაისი იგებს იმდენ გასამრჯელის ფედერაციიდან რომ შედეგი მეტი უნდა ქონდეს ნაკრებს და ეს საქმე მწვრთნელს ევალება გადასაწყვეტად! თუკი ვაისმა ორი ციკლი შეალია მაგ საქმეს და მაგდენი ხარჯით კიდევ კაცმა არ იცის ბოლოს რა გამოვა მაგრე აგერ ნაკლებ ანაზღაურებადი ჩვენი მწვრთნელებიც იმუშავებენ! ქეცბაიას გარდა ხანგრძლივი მუშაობა ნაკრებში არავისთვის არ დაუცდიათ! ვინ არის პასუხისმგებელი მაშინ, თუ შემდეგ ციკლში ჯგუფში გერმანია საფრანგეთი რომ სეგვხვდეს და ვერ გავიდეთ. ამ ჩანჩალა ჯგუფიდან ვერ გავედით და მაშინ რა მოხდება! პირდაპირ გააფორმოს ლევანიმ 10 წლით მაშინ კონტრაკტი ვაისთან და გვეშველება!
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ელგუჯა გუგუშვილი: ფუნდამენტი ძლიერია, ახლა მყარი კარკასი გვჭირდება!..
ფეხბურთი კალათბურთს დაემსგავსა... ელგუჯა გუგუშვილი თანამედროვე ფეხბურთზე
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"ბურთს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ჩვენს ფეხბურთელებს ოთხ შეკითხვას დაუსვამდა"
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ელგუჯა გუგუშვილი: ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სასწრაფოდ!
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
სპეციალისტის აზრით: ეს კახა ცხადაძის მხრიდან სწორი გათვლა იყო
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
ის, რაც დავკარგეთ... კანონმდებლობა თუ არ შეიცვალა, რაც გადარჩა, ისიც აღარ შეგვრჩება