ქართველ მოჭადრაკე ვაჟთა ლიდერმა მსოფლიო თასზე მე-4 წრეში თამაშის უფლება მოიპოვა
ქართველ მოჭადრაკე ვაჟთა ლიდერი ბაადურ ჯობავა მსოფლიოს თასის არაერთგზის მონაწილეა, მაგრამ აქამდე მესამე რაუნდს არ გასცილებია, გუშინ სასტუმრო "ჰუალინგის" დარბაზში კი მან მე-4 წრეში თამაშის უფლება მოიპოვა.

უკვე ვწერდით, რომ ბაადურმა 2010 წლის რუსეთისა და ევროპის ჩემპიონ იან ნეპომნიაშჩისთან ორივე კლასიკური პარტია ყაიმით დაასრულა. გუშინ მათ შორის უძლიერესი ტაიბრეიკს უნდა გამოევლინა. პირველი 25-წუთიანი პარტია (ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით), რომელშიც თეთრებით მეტოქე თამაშობდა, 48-ე სვლაზე ყაიმით დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში თეთრებით ჯობავა უკვე თავის სტიქიაში იყო - 32-ე სვლაზე მან მეტოქეს ფიგურა მოუგო. ერთი სვლის შემდეგ ნეპომნიაშჩიმ საათი გააჩერა და ქართველ კოლეგას მე-4 ეტაპზე გასვლა მიულოცა.

დღეს ბაადური მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს მოჭადრაკეს, ფილიპინებიდან ამერიკაში გადაბარგებულ ვესლი სოს (2792) შეხვდება. ამ უკანასკნელმა ესპანელ ფრანსისკო ვალეხო პონსს ძირითად პარტიებში 1,5:0,5 აჯობა.

გუშინ ტაიბრეიკებმა კიდევ შვიდი გამარჯვებული გამოავლინა. სენსაცია შემოგვთავაზა რუსმა ევგენი ნაიერმა, რომელმაც მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-5 ადგილზე მყოფი ამერიკელი ფაბიანო კარუანა (რამდენიმე წლის წინათ იგი იტალიის მოქალაქე იყო) დაამარცხა 2,5:1,5.

დღეს, მე-4 წრის პირველ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ბუ სიანჭი - პიოტრ სვიდლერი, მაქსიმ ვაშიელაგრავი - ალექსანდრ გრიშჩუკი, ვასილი ივანჩუკი - ანიშ გირი, ლევონ არონიანი - დანიილ დუბოვი, ვესლი სო - ბაადურ ჯობავა, ვლადიმირ ფედოსეევი - მაქსიმ როდშტეინი, ევგენი ნაიერი - რიჩარდ რაპორტი, ვან ჰაო - დინ ლიჟენი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
საქართველოს სპორტსმენთა შემადგენლობა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: 128-დან მხოლოდ ოთხი დიდოსტატი შემორჩა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში