დღეს, 19 სექტემბერს, საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება
დღეს, 19 სექტემბერს, საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის (BCL) გათამაშებაში ჩაერთვება. საკვალიფიკაციო ეტაპზე ორრაუნდიან დაპირისპირებაში მისი მეტოქე ესპანური "ხუვენტუდი" იქნება.

მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 სთ-ზე დაიწყება, გულშემატკივრებისთვის კი დასწრება თავისუფალია. ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ესპანეთში 21 სექტემბერს ჩატარდება.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 2017-18 წლების სეზონს განახლებული შემადგენლობით და ლეგიონერებით გაძლიერებული ხვდება. რამდენად კარგად არიან მომზადებულები ერთი თუ მეორე გუნდის კალათბურთელები, სპორტის სასახლეში გამოჩნდება. მანამდე კი წინასამატჩო ამბებს მოგახსენებთ.

ჩვენ

თამაშის წინა დღეს "დინამომ" ღია ვარჯიში გამართა. კალათბურთელები მეტისმეტად მონდომებულები ჩანან, მათ ხომ საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. "დინამოში" ოთხი ლეგიონერია, ორიც უცხოეთიდან დაბრუნებული - ნიკოლოზ ცქიტიშვილი და გიორგი შარაბიძე. საინტერესო იყო "სკიტასთვის" თვალის მიდევნება ტყორცნებისას - ბურთს იშვიათად აცილებდა. ვერ ვარჯიშობდა საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ლევან ფაცაცია. ზურგი მაწუხებსო, გვითხრა. "ხუვენტუდთან" მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი:

"21 წელია ქართულ გუნდში არ მითამაშია, "კოლხადან" სლოვენიაში გადავედი და მას მერე არაერთი კლუბი მოვიარე, საქართველოში მხოლოდ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვთამაშობდი. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ მომეცა თბილისში დაბრუნებისა და "დინამოს" დახმარების შესაძლებლობა. კარგი შემადგენლობაა შეკრებილი და ცოტა მეტი დრო რომ გვქონოდა შესათამაშებლად და სავარჯიშოდ, გუნდს გაცილებით მეტი ამბიცია ექნებოდა. რეალურად ახლაც შეგვიძლია წარმატებით თამაში, თუმცა პირველსავე ეტაპზე ძალიან ძლიერი მეტოქე შეგვხვდა, ალბათ, ყველაზე უკეთესი, რომელთანაც შესაძლოა გვეთამაშა. თუმცა ვეცდებით, არაფერი დავუთმოთ".

მთავარ მწვრთნელ ირაკლი ხოშტარიას უშუალოდ მეტოქეზე ვკითხეთ:

"ხუვენტუდის" შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გვაქვს. მეტ-ნაკლებად ვიცით ყველა კალათბურთელის შესაძლებლობები. ძლიერი შემადგენლობაა, მაღალი დონის ლეგიონერებით. ვიცით, რა დავუპირისპიროთ და როგორ. დანარჩენს უშუალოდ შეხვედრა გვიჩვენებს.

ვახტანგ ნაცვლიშვილი ("დინამოს" პრეზიდენტი):

"ჩვენი გუნდი ინტენსიურად ემზადება "ხუვენტუდთან" მატჩებისთვის. გაიარა შეკრება, ჩაატარა ორი საკონტროლო მატჩი ტრაბზონში, სადაც კარგად გამოჩნდა ჩვენი მინუსები, რომელთა გამოსწორებაზეც მწვრთნელი და კალათბურთელები ბევრს მუშაობენ. ვეცდებით, ღირსეულად დავუხვდეთ ესპანურ მეტოქეს. რთული იქნება, მაგრამ დავიწყეთ "დინამოს" ტრადიციების აღორძინება. სადღეისოდ საწყის ეტაპზე ვართ. შემჭიდროებულ ვადებში გავიარეთ შეკრება. გუნდი თავიდანვე სრულად ვერ შეიკრიბა, ორი კალათბურთელი და ორიც მწვრთნელი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იყო. დაგვემატა ნიკა ცქიტიშვილი, რომელიც ძალიან დაგვეხმარება".

ისინი

"დინამომ" ვარჯიში რომ დაასრულა, სპორტის სასახლეში "ხუვენტუდის" კალათბურთელები გამოჩნდნენ. როგორი იყო მათი ვარჯიში, რაზე ამახვილებდა მწვრთნელი ყურადღებას, ვერ მოგახსენებთ, რადგან დაწყებისთანავე გვთხოვეს, დარბაზი დაგვეტოვებინა - დახურულიაო.

მანამდე მთავარი მწვრთნელი დიეგო ოკამპო მოკლე ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

- "დინამოს" შესახებ ბევრი რამ ვიცით. გუნდის მწვრთნელი და ორი კალათბურთელი საქართველოს ნაკრებში რომ თამაშობდა, თვალყურს ესპანეთიდან ვადევნებდით. სხვათა შორის, საინტერესო მატჩები გამოუვიდა საქართველოს. ვიცით ისიც, რომ "დინამო" საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და გასულ სეზონში მხოლოდ სამი მატჩი დათმო. გუნდის ძირითადი ბირთვიც შენარჩუნებულია და რამდენიმე კარგი ლეგიონერია დამატებული. ასე რომ, მატჩს დიდი სიფრთხილით ვეკიდებით, მით უმეტეს, რომ სრული შემადგენლობით არ ვართ.

- მიზეზი?

- ტრავმები. ტომას გიელოს თითი აქვს მოტეხილი, ალექს როუფს მუხლი აწუხებს და არ ვიცით, ითამაშებს თუ არა. ახალგაზრდული გუნდი ვართ. სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ახლა ვყალიბდებით. საქართველოს ჩემპიონი, თავისი ძლიერი შემადგენლობით და გულშემატკივრები, მიუხედავად იმისა, გაავსებენ თუ არა დარბაზს, ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

- ქართულ კალათბურთზე კიდევ რა იცით?

- "დინამოს" ძველად ჩემპიონთა თასი რომ აქვს მოგებული, აქამდეც ვიცოდი. ქვეყანაზეც სრულფასოვანი წარმოდგენა მაქვს. რამდენიმე წლის წინათ "სევილიაში" ვმუშაობდი და ახალგაზრდა ბექა ბურჯანაძეს ვწვრთნიდი. მან მართლაც ბევრი რამ მიამბო სამშობლოზე. მიხარია, რომ ბექამ "სევილიიდან" წამოსვლის შემდეგ ამდენს მიაღწია. თავიდანვე ეტყობოდა, რომ დიდი პოტენციალი ჰქონდა.

დინამო

მოთამაშე სმ პოზიცია ასაკი ეროვნება

ლაველ ბოიდი 183 უკანახაზელი 23 აშშ

ილია ლონდარიძე 205 ფორვარდი 28 საქართველო

კაელ ტურპინი 213 ცენტრი 27 აშშ

მალიკ სტორი 196 ფრვარდი 27 აშშ

ნიკოლა გაჩეშა 206 ფორვარდი 30 სერბეთი

ლევან ფაცაცია 198 ფორვარდი 28 საქართველო

მიხეილ ბერიშვილი 204 ფორვარდი 29 საქართველო

ნოდარ გოგოძე 191 უკანახაზელი 23 საქართველო

ლევან გრძელიძე 185 უკანახაზელი 23 საქართველო

ზურაბ მაჩალაძე 198 ფორვარდი 25 საქართველო

გიორგი რევაზაშვილი 201 ფორვარდი 27 საქართველო

გიორგი შარაბიძე 210 ცენტრი 27 საქართველო

მწვრთნელი: ირაკლი ხოშტარია

ხუვენტუდი

მოთამაშე სმ პოზიცია ასაკი ეროვნება

ალექს რუოფი 198 ფორვარდი 31 აშშ

პატრიკ რიჩარდი 196 ფორვარდი 27 აშშ

ჟერომ ჯორდანი 215 ცენტრი 30 იამაიკა

დომინიკ მავრა 195 უკანახაზელი 23 ხორვატია

ომარი გუდული 206 ფორვარდი 23 ნამიბია

ტომაშ გიელო 206 ფორვარდი 24 პოლონეთი

შაულიუს კულვეიტისი 206 ფორვარდი 26 ლიტვა

ალბერტ ვენტურა 191 ფორვარდი 25 ესპანეთი

სერჟი ვიდალი 199 ფორვარდი 35 ესპანეთი

სიმონ ბერგანდერი 211 ცენტრი 19 შვედეთი

ნენად დიმიტრიევიჩი უკანახაზელი 19 მაკედონია

ხოსე ნოგუესი 204 ფორვარდი 22 ესპანეთი

ხაბიერი 198 ფორვარდი 20 ესპანეთი

მწვრთნელი: დიეგო ოკამპო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო
ცქიტიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არ არის თუ რა ხდება ნაკრებში რატომ აღარ არის? ბოისაზე მეტ სარგებელს არ მოუტანდა ნაკრებს?

ცქიტიშვილი და ცინცაძე დაემატნენო და შემადგენლობაში მე ვერ ამოვიკითხე და სხვისი სახელით გამოდიან? :)))
lasha
სადაა ან უნივერსალზე.3 წუთით ჩართეს და ვსიო.სერიალები,სერიალები და სერიალები მხოლოდ.მეორე არხზე რადიოს ჩარტვას ჩაერთოტ კალათბურთი.ტყილად ვაფინანსებთ ამ არხებს
oto
აი ესაა ქართული ''ევროპული ღირებულება''მთავრობა რომ ჩაგვჩიჩინებს ყოველდღე.ტელევიზია,რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება,ტავის მოვალეობას არ ასრულებს და ხალხის უფლებას ფეხით თელავს. სამარცხვინო ქვეყანაა!!!!!!!!!!!!!
ilia
martla AR sheidzleba am dois tamaahebi AR gadaicemodes televiziit*
ნიკა ცქიტიშვილს
მიდი ნიკა, ხო ხედავ პო გასოლი 37 წლისაა და რა მაგრა თამაშობს. შენ ჯერ კიდევ გაქვს თავის გამოჩენის დრო.
osika
აბა სერიალებს ვინ უყუროს? ამიტომაცაა სავალალო შედეგით დაასრულა ნაკრებმა ევრობასკეტი, რეგიონებში ხშირად არ ანახებენ ამათუ იმ საფეხბურთო მატჩებს, კალათბურთზე ლაპარაკიც ზედმეტია... როგორ გინდატ მიიზიდოტ ახალი თაობა ამათუ იმ სპორტის სახეობაზე? მტავარი თქვენთვის მოამბე იქნება ან/და სერიალები
1234
თამაშს უნივერსალზე უყურე
Manchester 1
პირველ არხს ჩვენ, ხალხი ვუხდით ფულს და ჩვენი ფულით სულდგმულობენ. ძალიან არ მინდა დამადლებაში გამომივიდეს, მარა როცა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშია და ორიდან ერთიც არ ანახებს, რას გავს ეს ვერ გავიგე? ჩვენ თუ ვალდებულები ვართ თქვენ ფული გადაიხადოთ, თქვენ არ ხართ ვალდებული ერთი არხიდან მაინც გააშუქოთ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში?
1234
რეპორტაჟს უნივერსალზე უყურეთ
giga
რა იყო დინამომ დაფედერაციამ პული არ გადაიხადე ტელევიზიაში და მაგიტო არ გაქვთ რეპორტაჟი?????? სირცხვილია მაგრამ რა იცით თქვენ ეგ სირცხვილის გრძნობა დაკარგული გაქვთ
Sergi
Visav misvla ar shehvizlia im xalxma ra vqnat
petrovichi
საქართველოს პირველი გუნდი თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე თბილისში და რეპორტაჟი როგორ არ უნდა იყოს? ვერ გავიგე
nicos galis
ყველა რო რეპორტაჟს ითხოვთო რო წერ რა არ უნდა იყოს რეპორტაჟი? ყველა ხო არ დაეტევა დარბაზში ასევე რაიონებში ხო უნდა უყურონ, რამდენი ინვალიდი და გაჭირვებულია ყველას არ შეუძლია მისვლა მაგრამ მთელი გულით გულშემატკივრობს იმათმა არ უნდა უყურონ?
Gia
ბევრი უცხოეთში მცხოვრები ქართველი ელიდება ამ თამაშის ნახვას ! და რატომ არ აჩვენებთ?
თენგო
ქართული კლუბი ევროსარბიელზე ბრუნდება და რა ხდება? საზოგადოებრივი მაუწყებლის ორივე არხი არ აპირებს პირდაპირ რეპორტაჟს არ გეგმავს??? ვასიკო მაღლაფერიძე ეს შენი "ლიჩნი" ტელევიზიაა??? ჟურნალისტებს მივმართავ რატომ არ რეაგირებთ მსგავს პრობლემებზე, როდემდე უნდა იყოს განუკითხაობა ამ კუთხით,ჟურნალისტები ხართ ის ხალხი, რომელიც შუამავალი უნდა იყოთ გულშემატკივრებსა და ნომენკლატურას შორის ძალიან მოისუსტებთ... ამდენი შეკითხვა არ უნდა გჭირდებოდეთ იქნება თუ არა რეპორტაჟიო, რომ გეკითხებიან და მიძინებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოთ და უნდა უპასუხოთ. იმედია არ დაბლოკავთ. შესაბამის პასუხს გასცემთ ყველას.. ველოდებით სტატიას, "დაუსრულებელი ხვეწნა-მუდარა სპორტულ ტრანსლიაციაზე!!!"
koxora
ყველა რო რეპორტაჟს მოითხოვთ მაგას არ ჯობია ადგეთ და დარბაზში მიხვიდეთ და იქედან უქომაგოთ გუნდს , თან დასწრებაც თავისუფალია . ვინც თბილისში ხართ კეთილი ინებეთ და მიდით თამაშზე. ესაა ჩემი კომენტარი
geo
პირდაპირი რეპორტაჟი არ იქნება?
irakli
ამ თამაშს არ გადმოცემს არცერთი არხი? ....არა და, რამდენი ხანია ქართულ გუნდს არ უთამაშია ევროთასებზე .... მეორე არხს მაინც გადმოეცა
guri
რეპორტაჟი?
ნიკა ბურჯანაძე Junior NBA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი
[VIDEO] გინახავთ ამ სიმაღლის კაცი, ფეხბურთს ასე თამაშობდეს? - ვემბანიამა კოსტა რიკაში ერთობა
“ა” ლიგის ქართლურ ფინალში რუსთავი და კასპის გრიფინი შეხვდებიან
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
ნიკა ცქიტიშვილი: არ ვიცი, ნაკრებში რატომ არ მიძახებენ
გიორგი შარაბიძემ მაკედონიაში "ფენი ინდუსტრის" "ვარდართან" ულიდერა
ნიკა ცქიტიშვილი და გიორგი ცინცაძე "დინამოს" ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარებიან
ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: აი, როგორი უნდა იყოს "კაკტუსი"
ირაკლი ხოშტარია: "ხუვენტუდს" მომზადებულები ვხვდებით
მომავალი სეზონიდან სუპერლიგაში გუნდების რაოდენობა 10-მდე გაიზრდება
ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს
ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ
ნიკა ცქიტიშვილის ორმაგი დუბლი ლიბანის ჩემპიონატზე
უკვე ოფიციალურად: საკალათბურთო კლუბი "დინამო" ევროპას დაუბრუნდა
ცქიტიშვილის 11 ქულა და მორიგი მარცხი ლიბანში
ნიკა ცქიტიშვილის 34 ქულა "ბიბლოსს" მოსაგებად არ ეყო
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?
ვითამაშოთ ევროთასებზე და ეთიოპიასაც აღარ შეგვადარებენ
საკალათბურთო კლუბ "დინამოში" პირველი ლეგიონერი გამოჩნდა
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
თბილისის "დინამო" საკალათბურთო ჩემპიონთა თასზე: დღეს წილისყრაა!
"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ნიკა ცქიტიშვილმა "ლოუაიზეს" 18 ქულა ჩაუგდო
ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 4-მა კალათბურთელმა დატოვა
რატომ გახდა "დინამო" ჩემპიონი? ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
"დინამო" "ხუვენტუტთან" 20 ქულით დამარცხდა
ბურჯანაძის 9 ქულა, 7 მოხსნა და "ლეიმა კორუნას" საშინაო მარცხი "მანრესასთან"
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა: "დინამო" სრულად დაკომპლექტდა
თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტთან" დამარცხდა [VIDEO]
ბექა ბურჯანაძის ლიდერობით "ლეიმა კორუნამ" "ბარსელონა" დაამარცხა და შანსი შეინარჩუნა
ბურჯანაძისა და შერმადინის გუნდებმა ესპანეთის ჩემპიონატში საჭირო მოგებები გაიფორმეს
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
მარკოიშვილი და ცქიტიშვილი თბილისის "დინამოში"?
გიორგი შარაბიძის 10 ქულა, 10 მოხსნა და გამარჯვება "ოჰრიდთან"
ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-200 მატჩი "გრანადასთან" ითამაშა
რატომ ვერ დამკვიდრდა ნიკა ცქიტიშვილი NBA-ში?
ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" კონკურენტ "ბრეოგანთან" სტუმრად ბრძოლაში დამარცხდა
ნიკა ცქიტიშვილი ვაჟის მამა გახდა
ბურჯანაძის 6 ქულა და 7 მოხსნა მადრიდის "რეალთან"
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]