დანიელმა ჩოგბურთელმა მეშვიდე ცდიდან პირველი ფინალი მოიგო
გასულ კვირას, ქალთა პროფესიულ ტურში რამდენიმე ტურნირი გაიმართა, რომელთაგანაც მთავარი სტარტი ტოკიოში იყო. იაპონიის დედაქალაქში რამდენიმე ვარსკვლავი ჩავიდა, მათ შორის, მსოფლიოს პირველი ჩოგანი გარბინ მუგურუსა. ესპანელმა ნახევარფინალამდე გასვლა შეძლო, იქ კი განადგურდა დანიელ კაროლინ ვოზნიაცკისთან - 2:6, 0:6.

მეორე ფინალისტი გახდა რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა, რომელმაც გზად გერმანელი ანჟელიკ კერბერი დაამაცხა.

რა თქმა უნდა, ფინალის ფავორიტი ვოზნიაცკი იყო, მაგრამ 2017 წელს ის ექვს ფინალში იყო ნამყოფი და ექვსივე წააგო, თან ისე, რომ ერთი სეტის აღებაც ვერ შეძლო. მაგრამ, ამჯერად, სკანდინავიელმა ნავსი გატეხა. მან საათსა და 14 წუთში 6:0, 7:5 მოიგო. დანიელის ანგარიშზე იყო ექვსი ეისი და ოთხი ბრეიკი, პავლიუჩენკოვამ კი ვერც ერთხელ ვერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება.

WTA-ის კიდევ ერთი ტურნირი სეულში გაიმართა და იქ კარიერაში მეორე გამარჯვებას მიაღწია ლატვიელმა ელენა ოსტაპენკომ. მან ფინალში ბრაზილიელი ბეატრის ჰადად მაია დაამარცხა - 6:7(5), 6:1, 6:4. 2 საათისა და 15 წუთის განმავლობაში, მეტოქეებმა 11 ბრეიკი დააგროვეს - ოსტაპენოს 7 ბრეიკი ჰქონდა, ჰადად მაიას - 4.

შეგახსენებთ, რომ ოსტაპენომ წელი "დიდი სლემის" მეორე ტურნირი - როლან გაროსი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
კაროლინ ვოზნიაცკის თამაშის დროს თავს მფრინავი ჭიანჭველები დაესხნენ [VIDEO]
კაროლინ ვოზნიაცკიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
დიდი სლემის ფინალის შემდეგ ჰალეპი საავადმყოფოში მოხვდა
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
"სპაიდერმენი", "თორი"... - ავსტრალიის ღია პირველობაზე ბავშვთა დღე გაიმართა [VIDEO+PHOTO]