ლევონ არონიანი: "ქართველებმა, როგორც სჩვევიათ, ამ საპატიო და მძიმე მისიას შესანიშნავად გაართვეს თავი"
თბილისში, სასტუმრო "ბილტმორში", 27 სექტემბერს დამთავრდა მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელიც 2 სექტემბერს დაიწყო.

შვიდეტაპიანი პაექრობების გვირგვინი იყო გუშინდელი ტაიბრეიკი, რომელსაც თასის მფლობელის ვინაობა უნდა დაესახელებინა. შეგახსენებთ, რომ ოთხი კლასიკური პარტიისგან შემდგარი მინი-მატჩი ლევონ არონიანსა (სომხეთი, 2802) და დინ ლიჟენს (ჩინეთი, 2777) შორის ფრედ - 2:2 დასრულდა. მსოფლიოს თასის დებულების თანახმად, გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა ორი 25-წუთიანი პარტია (თითოეულ სვლაზე 10-10 წამის დამატებით).

პირველში თეთრებით არონიანმა ითამაშა. 22-ე სვლიდან აშკარა უპირატესობას სომეხმა დიდოსტატმა მიაღწია და 30-ე სვლაზე მეტოქეს საათი გააჩერებინა. მეორე ხელიც დაძაბული გამოდგა. თავიდან, თითქოს, ინიციატივას აზიელი ფლობდა, მაგრამ არონიანმა შეძლო არა მარტო პოზიციის გათანაბრება, არამედ 33-ე სვლაზე გაიმარჯვა კიდეც, ფინალური მატჩი მოიგო 4:2 და თასიც დაისაკუთრა.

34 წლის სომეხი დიდოსტატისთვის ეს პირველი წარმატება როდია: რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო ტურნირებში მოპოვებულ პრიზებზე, 2005 წელს მან ხანტი-მანსიისკშიც ყველას აჯობა მსოფლიოს თასის გათამაშებაში, სომხეთის ვაჟთა ნაკრებთან ერთად 1999 წელს ბათუმში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადებზე სამჯერ (2006, 2008, 2012 წწ.) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. გაისად მარტში კი პრეტენდენტთა ტურნირი ელის.

- მეტად დამღლელი ტურნირის უმძიმესი ფინალური მატჩი გამოდგა, - გვითხრა შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ლევონ არონიანმა. - კლასიკურ პარტიებში უმთავრესად უპირატესობა ჩემს მხარეს იყო, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელი. ცხადია, ამაში დიდი დამსახურება ჩემს მეტოქეს მიუძღვის. აი, რაპიდში კი უფრო პატივისცემით მოვეკიდე პარტიებს და ორივე 25-წუთიანი შეხვედრა მოვიგე.

- ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მეორე პარტიის მე-20 სვლაზე E მხედარი F6 უჯრაზე უნდა გეთამაშათ. თქვენ კი მეფის H8 უჯრაზე გადაადგილება არჩიეთ.

- მე დავინახე ის სვლა... ცუდი სვლა იყო.

- თუმცა, მერე მაინც გადადგით ეს ნაბიჯი. რატომ?

- პარტიის მსვლელობისას რაღაც უნდა შემეცვალა, თორემ იმ ხელს, ალბათ, მდორედ წავაგებდი. მხედრის F6 სვლით კი "სასიკვდილო განაჩენის" დაჩქარება გადავწყვიტე.

- მან კი გამარჯვება მოგიტანათ...

- ბრძოლის სურათის შესაცვლელად მეტოქე ფსიქოლოგიურად მზად არ აღმოჩნდა - ძალიან სწრაფად ითამაშა, არადა, უფრო ძლიერი გაგრძელების მოსაძებნად უნდა დაფიქრებულიყო. ასე თუ ისე, ამ დაძაბულ პაექრობაში გავიმარჯვე და ამით ბედნიერი ვარ.

- ცხადია, თქვენს სიხარულს ახალშერთული მეუღლეც ინაწილებს...

- რა თქმა უნდა. იგი აქტიურად მქომაგობდა მთელი ტურნირის განმავლობაში. მალე ქორწილს გადავიხდით, ალბათ, კავკასიური საზომით - 350-მდე სტუმარი გვეყოლება.

- მსოფლიოს თასის ორგანიზაციაზე რას იტყვით?

- ქართველებმა, როგორც სჩვევიათ, ამ საპატიო და მძიმე მისიას შესანიშნავად გაართვეს თავი. ჩინებული პირობები გვქონდა შეჯიბრებისა თუ აქტიური დასვენებისთვის. დიდი მადლობა ყველას - ორგანიზატორებსაც და ქომაგებსაც, რომელთა ყურადღება არასდროს მომკლებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში