დღეს, 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშს უელსის ნაკრებთან გამართავს.

ქართველი გულშემატკივარი ამ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსაც იმედგაცრუებული ხვდება, მაგრამ არის რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა იყო დღეს "დინამო არენაზე".

ცნობილია, რომ უელსის ეროვნული ნაკრების ქომაგმა "დინამო არენაზე" 2000 ადგილი წინასწარ დაჯავშნა, მაგრამ ეს არ იქნება ზუსტი რაოდენობა, რადგან ბევრმა მათგანმა სხვა ტრიბუნებზეც იყიდა ბილეთი და შეიძლება ორჯერ მეტნიც კი იყვნენ. ამ ფაქტორს ისიც გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს სამივე დიდ აეროპორტში, ყველა საჰაერო რეისს უამრავი უელსელი ჩამოჰყვა.

უელსს ამ თამაშში გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროება ორი მიზეზის გამო: მთავარ მდევართან, ირლანდიის ნაკრებთან 1 ქულა აქვს სხვაობა და ჯგუფებიდან რვა მეორეადგილოსანი გადის მსოფლიო ჩემპიონატზე, უელსი კი მე-9 ადგილზეა. წარმოგიდგენიათ, საკუთარ ნაკრებს თუ რა ატმოსფეროს შეუქმნიან და როგორ გადააწითლებენ "დინამო არენას", რათა ეს თამაში მოიგონ?

ქართველი ქომაგი ამ ყველაფერს თავისი სიმრავლით უნდა დაუპირისპირდეს, რადგან იმავე რაოდენობით ან ცოტა მეტი გულშემატკივრის შემთხვევაში, ფაქტია, ბრიტანელებს ვერ ვაჯობებთ. სამწუხაროდ, ეკიპირება შეუძლებელია და უელსის ქომაგივით ფერადები სტადიონზე ვერ ვიქნებით.

მეორე ფაქტორი, თუ რატომ უნდა დაესწრო დღევანდელ მატჩს, ეს მწვრთნელის და ფეხბურთელების გამო უნდა გააკეთო. ისინი ხშირად გვიცრუებენ იმედს, მაგრამ ნაკრებს ეტყობა, რომ ვითარდება. იმ რეალობაში, როცა ამ საკვალიფიკაციოზე ძირითადად ნაკრების ლიდერები გვაკლდა და ნახევარი გუნდი უთამაშებელი იყო, რაღაც პოზიტივი ნამდვილად იგრძნობოდა.

ნაკრებს, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ოფიციალურ შეხვედრებში თამაში მოგებული არ აქვს. დავუჭიროთ მხარი ნაკრებს და უელსის უამრავი ქომაგის წინ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება.

უელსის ნაკრებს საქართველოსთვის არასდროს მოუგია, ოთხი თამაში გვაქვს ჩატარებული, 3 მოვიგეთ და 1 ფრედ ვეთამაშეთ. ევროპაში კი ძალიან ცოტა ნაკრებია, რომელთანაც დადებითი სტატისტიკა გვაქვს და შეგვიძლია უფრო გავიუმჯობესოთ.

ეს მატჩი ოქრიაშვილისთვისაა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს და სამწუხაროდ, მალევე მიიღო უფრო ძლიერი ტრავმა. საქართველოს ნაკრების ლიდერს გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ და გვჯერა, რომ მომავალი წარმატებებისკენ ის გაუძღვება ნაკრებს.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე დაახლოებით 50 ბრიტანელი ჟურნალისტი მაინც იყო. ჩამოსულია ისეთი ტელევიზიები და გამოცემები, როგორებიცაა: bbc, sky sports, daily mail, guardian და სხვები. ამ მატჩს ევროპის ძალიან ბევრი ტელევიზია და გამოცემა გააშუქებს. მოგეწონებათ "დინამო არენა", როცა გამოჩნდება და მეტოქის ქომაგი უფრო აქტიური იქნება?

ბილეთის ფასი 5 ლარიდან იწყება და ამაზე იაფად ევროპაში თითქმის ვერცერთ ქვეყანაში ნახავთ. იგივე მოლდავეთის ნაკრები, რომლის არენა ძალიან პატარაა და ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავს, ბილეთის საწყის ფასად დაახლოებით 15 ლარს აფასებს.

მოდი "დინამოზე", დაიცალე ენერგიისგან და უყურე ნამდვილ ევროპულ ფეხბურთს!

sss
ჩვენ ვართ მაგარი ქომაგები???????????))))))))))) თურქები ბერზნები ხორვატები უელსელები ვინ არიან მაშინ? ცჰვენ ვართ მაგრები სემიჩკის ჭამაში
shako
წავიდოდი მაგრამ ხელფასიდან აღარდამჩა არაფერი ბარათს ვატარებ უკვე მინუსში :)
ავტორი
გასაგებია თქვენი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ის რეალობაა რასაც ვერ გავექცევით. ნაკრების ყველა თამაშს ვესწრები და უამრავჯერ, არათუ დაწერის სურვილი, არამედ თამაშზე საუბრის სურვილიც არ დამრჩენია. ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო ნაკრებისთვის, რათა მეტი მოტივაცია მივცეთ. დღეს თუ უელსელი ქომაგი თბილისში "დინამო არენაზე" შექმნის თავისთვის სასურველ ატმოსფეროს, ეს უკვე გულშემატკივრის დამარცხება იქნება და არა ნაკრების
aleqsdio
მაგარი ქომაგი 3 პაკეტი სემიჩკის ჭამაში 90 წუთის განმავლობაში ვის აბოლებთ მაგარი ფანობა ყავს სერბებს ბერძნებს თურქებს პოლონელებს არგენტინელებს რუსებს ხორვატებს ბრიტანულ ნაკრებებს და აღარ გავაგრძელებ კიდე თუ ვამეტებ იუთუბში მარტივად მოიძიებთ მათ ამსახველ ვიდეოებს ყველა თამაში თბილისში ატაროს ნაკრებმა და უფრო ბევრი მოთხოვნა გაიზრდება ქართულ მრეწველ გიგანტებზე "მაკნატუნასა" და "ატმარტინაზე" D:
Chaachi
არავიზე ნაკლები ქომაგობა არ ვიცით, მატჩზე დასწრებითაც ცოტას თუ ჩამოუვარდებით, გუშინ სომხეთის თამაშზე სტადიონი სანახევროდაც არ იყო სავსე პოლონეთთან, ხოლო აზერების სტადიონის მეოთხედიც არ იყო სავსე ჩეხებთან.. საბოლოოდ გვაჩვენეთ გამარჯვება ქართველებო'

ეეე ბატონო გალაქტიონ, ყვირილი რო შველოდეს ამ საქმეს, ასმერაღაცაზე კი არა სავარაუდოდ სამეულში მაინც ვიქნებოდით მსოფლიო კლასიფიკაციაში.
ქომაგი
მაგათი საბლატაო რა არის. უნდა გავავსეთ დღეს დინამო არენა. დავანახოთ ყველას, რომ მაგარი ქომაგი ვართ! წამყვან ნაკრებებს ჩვენი რაოდენობის ქომაგის სანატრელი ჰყავთ
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
უელსელი ფანის განრიგი, რომელიც თბილისში ვერ წამოვიდა
რა ხდება "დინამო არენასთან"? უელსის ნასვამი ფანები [VIDEO]
საქართველო - უელსი - ბილეთების გაყიდვა დაიწყო
კრის კოულმენი: ვლადიმირ ვაისს დიდ პატივს ვცემ
კრის კოულმენი: საქართველოს ნაკრები მომავალში წარმატებას მიაღწევს
1 საათი უელსელ ფანებთან: საჯაროდ მაინც მოშარდეს [VIDEO+PHOTO]