ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერბეთმაც მოგვიგო, შესარჩევი მოგების გარეშე დავასრულეთ [VIDEO]

სერბეთმაც მოგვიგო, შესარჩევი მოგების გარეშე დავასრულეთ [VIDEO]

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის მატჩს სერბეთის ნაკრებთან მართავს
9 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის მატჩი სერბეთთან ბელგრადში, "მარაკანაზე" გამართა და ანგარიშით 1:0 დამარცხდა.

თამაშის პირველ ნახევარში ორივე გუნდი ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ ამ კომპონენტში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა და ბურთის ფლობა 53% ჰქონდა.

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, მე-17 წუთზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვაკო გვილიამ მეტოქის კარში ზუსტად პირველად დაარტყა და სტოიკოვიჩმა სეივი მიითვალა. მეორე ზუსტი დარტყმა 32-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა შეასრულა, მაგრამ მეტოქის კიპერს ამ ბურთის აღებაც არ გასჭირვებია.

მატჩის 37-ე წუთზე, მეკარესთან ერთი- ერთზე გასულმა გიორგი ქვილითაიამ დარტყმას დრიბლინგი არჩია და მეტოქის მცველებმა ბურთის ართმევა ადვილად მოახერხეს. საბოლოოდ ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა.

მეორე ნახევარში მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და რამდენიმე შეტევა განახორციელეს. 57-ე წუთზე მიტროვიჩს ჰქონდა 100%-იანი შანსი, მაგრამ გიორგი მაკარიძემ იყოჩაღა. 68-ე წუთზე ნემანია მატიჩის დარტყმის შემდეგ, ბურთი კარიდან ჯაბა კანკავამ გამოიტანა.

მატჩის 73-ე წუთზე საქართველოს ნაკრები უტევდა, რასაც გიორგი ქვილითაიას შეცდომა და სერბეთის ნაკრების კონტრშეტევა და გოლი მოჰყვა - 1:0.

ვლადიმერ ვაისმა 78-ე წუთზე განახორციელა პირველი შეცვლა - მოედანზე გიორგი ქვილითაიას ნაცვლად გიორგი მერებაშვილი გამოვიდა. მწვრთნელმა მეორე ცვლილებას 82-ე წუთზე მიმართა - გიორგი აბურჯანიას ნაცვლად ლადო დვალიშვილი შემოიყვანა. 86-ე წუთზე მოედანზე შემოვიდა ლუკას ჰუფნაგელი, რომლის დებიუტი გამოდგა ოფიციალურ შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებში.

საბოლოო ჯამში, მასპინძლებმა სასურველი 3 ქულა მოიპოვეს და ამ გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ადგილით გავიდნენ. საქართველოს ნაკრებმა კი 5 ქულით, მე-5 ადგილზე დაასრულა საკვალიფიკაციო ეტაპი.

ვლადიმირ ვაისმა არჩევანი ამ თამაშში შემდეგ ფეხბურთელებზე გააკეთა: გიორგი მაკარიძე, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, რავით ხოჭოლავა, გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ჯაბა კანკავა (კ), გიორგი აბურჯანია (82' ლადო დვალიშვილი), ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ქვილითაია (78'გიორგი მერებაშვილი), ჯაბა ჯიღაური (86' ლუკას ჰუფნაგელი).

სერბეთმაც დაგვამარცხა და საკვალიფიკაციო გამარჯვების გარეშე დავასრულეთ [VIDEO]

• სოსო

აი ეს ორი თამაში ,ზუსტად სიხარულიძის სათამაშო იყო.ისეთი თამაში წავიდა,რომ ჩემი აზრით ზუსტად ეგ უნდა ყოფილიყო შემადგენლობაში.არ ვიცი კლასი და ნერვები რამდენად ეყოფოდა, მაგრამ თამაში ზუსტად მის ყოფნას მოითხოვდა მოედანზე.

• სოსო

ბოლოდან,ბოლოდან დაიწყე რომა.წვილითაია აშკარად ამოვარდნილი იყო გუნდიდან,არც თავდაჯერებულობა ჰკმარა და არც სისწრაფე,შეიძლება თანდათან გათამამდეს,მაგრამ ჩაწოდებების დროს არც ერთხელ არ უცდია დასწრებაზე თამაში,მუდმივად მცველების ზურგს უკან იმალება.ნაკრებისათვის ჯერ მზად არ სჩანს.კაკაბაძე ხშირად თავის თავზე მეტის მეტს იღებს და საშიშ კონტრშეტევებს ვიღებთ,მაგრამ მიუხედავად ძალიან ბევრი შეცდომისა,ეს ორი თამაში მაინც ძალიან მომეწონა.ძალიან სწრაფად იზრდება,თან რაც მთავარია პასუხისმგებლობას არ გაურბის და თამაშს თავზე იღებს,ერთია რომ კაკაბაძეც და ნავალოვსკიც 70- 75 წუთის შემდეგ იღლებიან და მათი აქტიურობა ხშირად კონტრ პროდუქტიული ხდება.კარგი იყო კანკავა,მაგრად იომა.დაცვის ცენტრი კვლავ პრობლემურია,მაგრამ გუნდის მთავარი ნაკლი შეტევაა,ძალიან გვჭირდება თუნდაც საშუალო კლასის,გამტანი თავდამსხმელი და ეს გუნდიც კი ამ გათამაშებაში სულ ცოტა 4-5 ქულით მეტს აიღებდა.შეცვლებზე სალაპარაკოც აღარაფერია,უკვე რამდენი თამაშია კეთდება დაგვიანებით,გუშინ კი ვეღარც მიზანი გავიგე,რა უნდა გაეკეთებინათ მოედანზე,რა სურდა მწვრთნელს და ამ შეცვლების შემდეგ უკვე მთლად მისუსტებული შემტევი პოტენციალიც მოკვდა ,სხვათა შორის უელსთანაც მასე მოხდა.იქ ხოჭოლავა,აქ დვალიშვილი...საინტერესოა რა დაავალა ამ ფეხბურთელებს.გუნდი აშკარად ბრძოლის უნარიანი გახდა მაგრამ ამ ბოლო მატჩებში იბრძვის ჯერ არ წასაგებად,შემდეგ კი ,თუ გაგვიტანეს,უფრო მეტით არ წასაგებად და ეს უკვე აღარ მინდა,რადგან ძალიან ემსგავსება ქეცბაიას ნაკრების ფილოსოფიას.

• სოსო

მურიკო,მურიკო,ერთი წუთით,შეჩერდით,თქვენ ტუალეტს ასე ნუ ეხუმრებით.თანამედროვე ქართველი პოეტ მწერლების საკმაო ნაწილი თავის მუზას სწორედ ტუალეტში პოულობს და იქ სწერს თავის შედევრ ნაწარმოებებს.ასე რომ ფრთხილად,კორიფეებს გული არ ატკინოთ.

• სოსო

მერაბ,მაზოლზე ფეხს გვაჭერ,მაგრამ მაინც სასიამოვნოა ამ დიდი ადამიანების და პატრიოტების გახსენება.დიდი მადლობა.

• antibneleti

"ძველი ბიჭებისგან" არის გასაწმენდი, უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთის ფედერაციაც და სახელმწიფო სტრუქტურებიც!!! მანამდე არაფერში არაფერი არ გვე შვე ლე ბა !!!

უსუსურიც კი ცოტაა,საზიზღრობა ქვია ჩვენ თამაშს...უბრალოდ მანამდე აღარაფერს ვამბობ,გოლის გაშვების მერე რამდენი უკან პასი გაკეთდა,ვითომ მეტი გოლი რო გაგვეშვა ვიღუპებოდით და პირველად წავაგებდით ორი ან მეტი ბურთით.არცერთი გააზრებული შეტევა,შემთხვევის იმედად მოგერიებული ბურთები,ერთი სიტყვით მართლა მიღწევა და "მისალოცია" რო ბოლო ადგილზე არ დავრჩით!!

• დათო

ვაისა უნდა დარჩეს. ნაკრებს მისი ხელი ძალიან დაეტყო.

• gizog

გაიხარე მერაბ ქართული ფეხბურთის ამ მართლაც თავდადებული მამების ანდროსა და კარლოს გახსენებისთვის. წავიდა კარლო და დაიკარგა ქუთაისის უმაღლესი კლასის ფეხბურთელთა სამჭედლო, ასევე ითქმის კალათბურთში სულიკო თორთლაძეზე. უფალმა ღმერთმა დაუმკვიდროთ სამარადისო ნათელი მათ სულებს.

• ლევანი

წარმოუდგენლად დიდი ამბიციები აქვს ქართველ ადამიანს. კალათბურთში ტრამვირებული ნაკრებით წარმოუდგენლად მაღალი დონის კალათბურთი აჩვენეს, გამარჯვებულის ფსიქოლოგიის ნაკრები შექმნეს. უმცირესი დააკლდათ არათუ მერვედფინალში, ალბათ, ნახევარფინალში(იტალიასთან თითქმის მოგებული მატჩის მოგების შემთხვევაში ასეც იქნებოდა) გავიდოდნენ და ვიგინებით, ბევრს ვითხოვთ მწვრთნელისგან. სერბეთის ნაკრებს გადახედეთ, ყველა იტალიის და ინგლისის საუკეთესო კლუბებში ძირითად შემადგენლობაში არიან. საქართველოს ნაკრების საუკეთესო ვარიანტი კი რუსეთის ჩემპიონატში მონაწილე ერთი-ორი ფეხბურთელია. ჰოდა ამ გუნდით, უმოტივაციო მატჩში, იმ სერბეთს, რომლისთვისაც ამ თამაშს მართლა სასიცოცხლო მნიშვნელობა ქონდა, მისსავე მოედანზე თანაბრად ვეთამაშეთ. ეს სწორედ რომ მწვრთნელის დამსახურებაა. მიმაჩნია, ვაისი საქართველოს ნაკრების არსებობის მანძილზე საუკეთესო მწვრთნელია. ამ ფეხბურთელებით მაქსიმალური შედეგი და თამაში დადო. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპინატის შესარჩევ ციკლში ბევრად წარმატებული იქნება.

• gizo

ლალი ფეხბურთის გულშემატკივრობა დსკ-1-ში დაიწყე?

• dato

დააბრუნეთ ცხადაძე

• შიშველი მახა.

ახალა მაინც ხომ დარწმუნდით ხალხო რაცა ვართ,ნუ ჩემი აზრით საქართველო უნდა იყოს ასეთ ჯგუფში:მოლდოვა,ყაზახეთი,სანმარინო,მალტა,ლიხტენშტეინი,გიბრალტარი,კოსოვო,მაგრამ აქაც კი, გავალთ პირველ ადგილზე, რავიცი,რავიცი.მიუხედავად ამისა ზოგიერთებს ამ ნაკრების (ჩვენ ნაკრებს ამათ მე ვერ ვუწოდებ,რადგან ყველამ იცის ვისია) ხილვა უნდა ა და ბ ჯგუფში,ესპანეთთან ტოტალიზატორზე მოგებული მატჩის იმედად ასე რომ ძმებო ნუ გვექნება ილუზიები და რეალობას გავუსწოროთ თვალი,ნაკრებშიც და ფედერაციაშიც ძირეული ცვლილებებია გასატარებელი.

• A

გუნდი თამაშობს. მე მომწონს და ვისაც ოდნავ ესმის ფეხბურთი მოსწონს. ანანიძე რომ ყოფილიყო სხვა თამაში იქნებოდა. ყოჩაღ ვაისს. ოდნავ ფეხბურთელებმაც მოუმატონ და ნელნელა წავიწევთ წინ.

• A

ერთ წელიწადში გუნდი არ კეთდება. ვაისი უნდა დარჩეს და ერთ მწვრთნელს უნდა მიანდო გუნდი დიდი ხნით. აერიათ ტვინი ტოველ შესარჩევზე ახალი მწვრთნელით. ძალიან კარგი გუნდია. ვერ გავიგე ცხადაძის გერმანიასთან წაგება რატო ჯობია ვაისის ესპანეთთან მოგებას.

• A

ვერ გავიგებთ იმიტომ რომ ვაისი 100 თავით ჯობია. ცხადაძე სადაც იყო იქ ექნა რამე . მაგრამ უკლასო მწვრთნელია. ვაისი კი მსოფლიო დონისაა. ფაქტია

• Jango

თუ ფეხბურთელს სურს შეიქმნას პრობლემა და თავისი კარიერა მართლა გაიფუჭოს, მაშინ ის უნდა დათანხმდეს იმ უაზრობის კეთებას რასაც ჰქვია ნაკრებში თამაში. აქამდეს ვერ გაიგეთ რომ ლეგიონერებიდან არ გამოვა ნაკრები?სანამ უნდა ურტყათ კედელს თავი?

• ვაის

1.რატომ ჭანტურია არ შემოიყვანე 2. დვალიშვილი რატომ შემოიყვანე 3. ყაზაიშვილი უნდა გამოცვალო ადრე, რადგან სწრაფ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, აგვიანებს, მწვავე პასებს არ იძლევა თავდასხმაში, ადგილზე ტრიალი არაა თანამედროვე ფეხბურთი 4.ოქრი რომ ყოფილიყო სხვა გუნდი ვიქნებოდით , ჯანოც მარა, ზოგჯერ ისე გავა მთელი თამაში ვერაფერს აკეთებს 5. დაცვამ და მეკარემ ერთი ბურთი რომ გაუშვას არაა ტრაგედია მთლად უშეცდომოდ არავინ თამაშობს მსოფლიოში, სამაგიეროდ შენ უნდა გაიტანო ორი და ამას უნდა მაგარი შუა ხაზი. 5.მწვრთნელის საკითხზე არ ვარ ჩამოყალიბებული, ისე ცხადაძე მერჩივნა ... რა მაგრად ითამაშა ივანოვიჩმა, დამცველიც ის იყო და თავდამსხმელიც ,მაგან მოიგო თამაში ფაქტიურად

• NIKOLA

გუნდი რომ შესარჩევ ციკლში 10 თამაშიდან 1 ვერ მოიგებს და ასეტ გუნდის ფეხბურთელებზე და მწვრთნელზე იტყვის კაცი კარგ ფეხბურტს თამაშობს და კარგი მწვრტნელიაო, ან ფეხბურტის აზრზე არ არის ან სხვა რამ გასჭირვებია....

• rexeli

ნუთუ ვერ გაიგეთ რომ ნაკრებში ცხადაძე უნდა დაბრუნდეს

• ქართველი

მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის. ნორმალურად ითამაშა გუნდმა საერთო ჯამში. რას ვიზამთ, თავს ზემოთ ძალა არაა... მაქვს მომავალში წარმატების იმედი!

• ვაი-ვაი. ეს არის გუნდი?

ეს არ არის შეთამაშებული გუნდი, მარტო ცარიელ ადგილზე და უკან პასების მიცემა არაა თამაში. არცერთი კომბინაცია, არცერთი საშინაო ჩანაფიქრი. გუნდში არ არსებობს თავდასხმაში ბურთით მომარაგების და ზუსტი ბოლო პასით შეთამაშებული 2 კაციც კი. ყიფიანი და შენგელიას ტანდემი მენატრება. მენატრება ვიტალი დარასელია, ვოვა გუცაევი მენატრება.

• kio

თქვენი ადგილი გიბრალტარის,სან მარინოს,ლუქსემბურგის, ანდორას, ლიხტენშტეინის ნაკრებებს შორისაა

• croco

ერთი თამაში არ მოუგია ნაკრებს და ესენი კი ვაისის ხელშეკრულების გაგრძელებაზე ლაპარაკობენ, სად გაქვთ თავმოყვარეობა? თუ გაგიტკბათ მაყუთის კეთება? ფებურთი საქართველოში სულს ღაფავს და მალე ამოხდება კიდევაც.

• nemania

ავტორს-არ გრცხვენია რო წერ სერბეთმაც დაგვამარცხაო? ვის მოუგე ნეტა? როქორიც ქვეყანაა ზუსტად შესაფერისი ნაკრებიბიც გყავთ

• მერაბი

ბრძოლისუნარიანობა გუნდს აშკარად ეტყობა. საშუალო დონის ნაკრებს მიუახლოვდება თავდასხმა რომ გვყავდეს. გოლის გამტანი არავინაა! მჭედლიძე როდის ითამაშებს გაუგებარია. ნახევარდაცვის იმედზე ბურთის გატანა საეჭვო პერსპექტივაა. მწვრთნელის შეცვლა არაფრის მომტანია, ამ შემთხვევაში. ახალგაზრდულ დონეზე ტალანტების მოსაძებნად და გასაზრდელად რამოდენიმე კარგი სპეციალისტია ჩამოსაყვანი - სადღაა ახალი ჟორდანია და ხურციძე.

• saakadze

მორიგი "სვარკა" !!! აღარ უნდა ამას ბევრი ბაასი, გუნდი არა სოფლის კლუბი!!! სამარცხვინო ფეხბურთელები გყვავს, ვინც არ უნდა მოივიდეს მწვრთნელად სედეგი მაინც არ იქნება.

• ლალი ბადურაშვილი

უფრო მეტი დაფინანსებაა საჭირო ფეხბურთის ფედერაციის და ყველა ოცნება აგვისრულდება.

• მურიკო

დავიჯერო ისლანდიას ჩვენზე მეტი ვარსკვლავები ყავს ა. იქ რო ხალხი ფეხბურთს თამაშობს ჩვენთან იმაზე მეტი ტვალეტში ერთობა საღამოს. ამათ ვაისი კი არა მამაღმერთიც არ უშველით ესენი არიან უპასუხისმგებლი და თავში ავარდნილი სასტავი ოთხმოცი პროცენტი რომლებსაც ნაკრები და გულშემატკივარი სულ ცალ ფეხზე კიდიათ. ყველამ ისწავლა თამაში ეს დალოცვილი ფარერებს აქ ჩვენზე მეტი ქულა სირცხვილია ბოლოს და ბოლს.

• კილერი

ფედერაციაა მოსაშორებელი. არ არის მწვრთნელი დამოუკიდებელო, რასაც უნდათ იმას აკეთებინებენ.

• nick

არაფერს დავწერ თამაშზე, სებეთს ევროპაში ერთ-ერთი ტოპ გუნდ ჰყავს შემადგენლობით. მით უმეტეს მუნდიალზე გასვლა არ გასვლის ბედი წყდებოდა მათთვის. ერთს ვიტყვი მარტო, ყაზაიშვილი როგორც ფეხბურთელი გაზრდლა და აღარ არის ე.წ. მუდამ პერსპექტიულების სიაში. ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს და კლასით მაპატიეთ და ჩვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას დღესღეობით.

უელსთან თამაშის მერეც დავწერე რომ ეს გუნდი უფრო გავს გუბდს, ვიდრე 10 მატჩ წაუქებელი ქეცბაიას კარს მიჯაჭვული უსახური ნაკრები. მაგრამ . . . რომ მიგვაჯაჭვეს კარს მაშინ რომ ტემპი უნდა დაგვეგდო, ბურთი უფრო დიდხანს დაგვეჭირა და არ გვეცადა 2 პასში შეტევის გაკეთება, ამას არ ასწვლის ვაისი? შეცვლები დროულად რომ უნდა გააკეთო და არ დაელოდო გოლის გაშვებას, როცა მეტოქეს თავის თამაში უჭირავს ეს არ იცის ვაისმა? გოლის გასატანად დვალიშვილი რომ არ უნდა შემოიყვანო არც ეს იცის? გოლს თუ დააკვირდებით საკუთარი საჯარიმოს წინა ხაზიდან წამოგვიკიდეს კონტრშეტევაზე და ეს ყველაფერი მოყვა ყაზაიშვილის არასწორი პასს: 6 კაცი შერჩა მათ საჯარიმო ხაზთან გაშლილი, მარცხენა ნახევარზე სრული სიცარიელე იყო და 2 ჩვენიანი გარბოდა,მაგრამ ქვილითაიას "შეატენა" მაინც ბრძოლაში ბურთი (მასეთ მომენტში ფეხში პასს მესის თუ გაუკეთებ მხოლოდ). მაგ მომენტზე გავბრაზდე როგორ ვერ გაშალეს შეტევათქო და აქეთ მივიღეთ გოლი :( მოკლედ გუნდი ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ უშვებს უაზრო შეცდომებს და ტაქტიკურადაც (თამაშის დისციპლინა ცალკე საკითხია) მოვიკოჭლებთ. ვაისსმა ამ კუთხით უნდა გააგრძელოს მუშაობა და ნამდვილად გამოვა ამათგან საშუალო დონის გუნდი. დვალიშვილს კი ნუ ტანჯავს რა, უკვე სირცხვილია მისი ნაკრებში ყოფნა.

• gulshematkivari

ერთი წლის უთამაშებელი კანკავა ჯობდა ყველას. დვალიშვილი უეჭველი ჯადიქარია ან მაგის კლასელი. მაპატიეთ სერიოზულად ვეღარ უყურებ ცვლილებების ამბავს. ფორმას რაღას ასვრევინებ ამ ბიჭებს ვერ გავიგე. აბა თამაშს ვეღარ ასწრებენ და რაღატო შემოყავს ვერ ამოხსნა როგორც ჩანს ვერავინ

• niko

დროული პასის კულტურა ნოლი, შეტევა ნოლი, კონტრშეტევაზე გადასვლის უნარი ნოლი, გრზელი პასის სიზუსტე ნოლი, ბურთის გაჩერება ერთი შეხებით ერთი ორს გამოსდის მარტო. ერთი თავდასხმელით თამაში არ შეიძელბა თან ამან ვერც ბურთი დაიჭირა ვერც პასი გაკეთა ვერც ვერავინ მოატყუა. კაჭარავას უფრო მეტი შეუძლია და გოლის ყნოსვაც აქვს უკეთესი. თამაშს არა უშავდა ბევრად უკეთ თამაშობენ ვიდრე წინა ციკლში მაგრამ თავდასხმის არ ქონის გამო მოსეგაბი თამაშები წააგეს ან ნიჩიები ჩააბარეს უკან. ასე რომ ქართული ფეხბურთის არ ცოდნის გამო ვაისს რას ერჩით, ფედერაციის ბრალია ყველაფერი.

• ბახვა

ეს ნაკრები იმსახურებს პატივისცემას, თამაშობს კარგ ფეხბურთს და იმედია წარმატებაც მოვა.

• ლევანი

მოგებას რომ ითხოვთ (თან უპირობოდ) ჯერ ქვეყანას შეხედეთ და მერე ფეხბურთს. რაც ქვეყანაა - ნაკრებიც ისეთია. ცხადაძე მოიგებდა ამ ტამაშს თუ რომელი სხვა მწვრთნელი? ეს არის ჩვენი მაქსიმუმი. და იმაზე მეტიც - ამ წამხდარ ქვეყანაში

• დვალიშვილი

ვაჰ რა გამიტ...აკეს რა ამ ნაკრებით, არ მაცალეს ხინკლის ჭამა ...

• Gij-dvijoki

რაის ქეცბაია ბიჭო მაგას გინდ წინ უქენი გინდ უკანა

• nikola

მწვრთნელმა ერთი შესარჩევი ციკლი ჩაამთავრა და მე არ მახსოვს შეცვლები დროულად და შედეგიანად გაეკეთებინა. ეს ერთი წელი კი არა 10 წელი რომ დატოვო ამ ნაკრებთან შედეგს ვერ დადებს...იმიტომ რომ მეტი არ იცის და ამოწურა თავიში შესაძლებლობები ამ ნაკრებთან...

• SC

მე ვფიქრობ ყველაზე დიდი სასჯელი ქართველი ფეხბურთელებისთვის ისაა, რომ თავის თვალით ნახეს, თუ როგორ შეიძლება უხაროდეს გულშემატკივარსა და ფეხბურთელებს დიდ ტურნირზე გასვლა. ამას კი ბევრი მათგანი და თანაც დიდი ხანი თავად ვერ მოესწრება.

• Shotik

ზედმეტი გარჩევების გარეშე - თამაში მომეწონა. იყო ბრძოლა, იყო დრიბლინგიც, იყო კონტრშეტევებიც, იყო პრესინგიც(რაც ნერვიულობაშიც დაეტყოთ სერბებსაც, ვგულისხმობ გოლამდე პერიოდს) იყო შორეული გადაცემებიც, იყო კარში დარტყმებიც, ბურთის დაჭერაც. ვაფასებ - უბრალოდ ვფიქრობ ცოტა დაგვიანებული ხოარაა :( ტეხავს რა ბიჭებო, ტეხავს..

• roma

მთელი მატჩის განმავლობაში ხოჭოლავა და კაშია ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შეცდომების დაშვებაში და გოლიც მათ სინდისზეა,მიხვდით ახლა მაინც,რატომ ხეხავს ხოჭოლავა დონეცკში სათადარიგოთა სკამს?ან რატომ ვერ გასცდა კაშია ვიტეს?აი ზუტად მაგიტომ,რომ ორივენი არასაიმედოები არიან,ან ქვილითაიას თამაში რას გავდა,კაცის მოტყუება არ შეუძლია,პასის გაკეთება არ შეუძლია,ბურთის მიღება დამუშავება არ შეუძლია,კარში დარტყმა არ იცის,სხვა რაა ფეხბურთი?ვაი ვაისის პატრონს და მერე ვაი ჩვენს პატრონს.

• G7

ნახევარდაცვა დაცვით ფუნქციებს ასე თუ ისე ასრულებს მაგრამ შემტევი პოტენციალი 000000... არც მოედნის ხედვა არ აქვთ, არც პასი იციან და გოლის გამტანი ხომ საერთოდ არავინაა! ანანიძე ნაკრებში როცა არ თამაშობს გოლი ფაქტიურად ვერ გაგვაქვს,! ქვილითაიას იმედზე თუ ვიქნებით იმ ერთა თასზეც მეხუთე ადგილზე გავალთ!! ეეხ რა ცუდ დღეშია ქართული ფეხბურთი

• გივი

მადლობა ნათელი მომავლისთვის ვლადიმერ ლენინს უი ვაისს და კობიაშვილს

• Zura

აი რატომ ვერ ვიგებთ ვერ ვხვდები.. მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა შედარებით კარგი გვყავს და თავდასხმა ზედმეტად უუნარო... ბედიც არ გვაქვს პროსტა.. მართლა კარგად თამაშობენ და აშკარად იგრძნობა წინსვლა, მაგრამ რომ შესთავაზო ახალი კონტრაქტი ვაისს, ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება და ვერც გაამტყუნებ.. მოკლედ, ჯობია ისევ იყოს ვაისი 1 წელი მაინც.. ისე მე რომ მკითხო ცხადაძეს უნდა დასცლოდა მუშაობა..

• კაპრიზები

ესეც თქვენი უცხოელი მწვრთნელი - მოგება 0.

• ფეხბურთი ზერო.

სერბეთმა "ც" დაგვამარცხა? სერბეთი პირველ ადგილზეა გენაცვალე, ულსს, ირლანდიას და ყველა ჩვენნაირ "ჭ" კლასის ნაკრებებს მოუგო. დღეს არ გამოუვიდათ პირველი ტაიმი, მაგრამ ჩვენ რა? რა გავაკეთეთ ჩვენ? არაფერი. ასეთ სუსტ გუნდს არც უნდა ჰქონდეს ამბიცია ჯგუფიდან გასვლის, მხოლოდ გამართლების და ღმერთის იმედით. ფიზიკურად ვერ თამაშობენ ვერ ხედავთ?

• poeti

ნაკრებზე გული არ აიყაროთ, დღეს ეს სახეა, ჩვენი მაისი, თუ არ დავდგებით მის გვერდში დღესვე, ვინ გვეყოლება ჩვენც კი არვიცით.

• Levani

ძნელია ვაისს რაიმე მოთხოვო მაგრამ ფაქტია ყველა თამაშში დააგვიანა ცვლილება. მაგალითად ჯიღაური ადრე რო გამოეცვალა საგოლე შეტევის დროს ბურთს არ დაკარგავდა. რატომღაც მგონია რო ეშინია ცვლილებების და გარისკვის, როცა აღარაა დასაკარგი (მე პირადად ცხადაძე მერჩივნა), მაგრამ რა თქმა უნდა მარტო მრწვთნელი ვერ გვიშველის.

• Nukri

Daabrunet kecbaia disciplines mainc ikneba

• jarji

დროა წახვიდეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

• პატრიოტი

დღეს იბრძოლეს მაგრად..ყოჩაღ ბიჭებოოო. რაც შეეხება ვაისსს ბიჯოო 80 წუთზე რომ აკეთებ ზამენებს,რა აზრი აქვს. ჯიღაურმა იშრომა და მეორე ტაიმის დასაწყისში იყო შესაცვლელი. ჭანტურია იყო გამოსაყვანი,მერება ადრე უნდა შემოეშვა..მერე დვალიშვილი რომ შემოგკავს რატომ? სიხარუმუძისათ იყო შესაცვლეი

• antaress

ვაკო სერბებთან ვალშია ეტყობა ორჯერ ხელსაყრელ სიტუაციაში ჯერ ტბილისში ეხლა სერბეთში პასი არ გააკეთა

სანიოლი: ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს - შემადგენლობაში ცვლილებები და განსხვავებული გეგმა იქნება

კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

მათთვის, ვისაც სურს, საქართველოს ნაკრებს სერბეთში წაჰყვეს...

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ბრაზილია ულამაზეს ფეხბურთს აჩვენებს - "სელესაოს" მორიგი მარტივი გამარჯვება [VIDEO]

საქართველო-სერბეთი 0:0 - პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს