ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ვლადიმერ გუცაევი: დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი

ვლადიმერ გუცაევი: დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი

გუცაევმა ტრადიციულად მწვავედ ისაუბრა არსებული რეალობის შესახებ...
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაასრულა. შედეგი როგორიც არის, ყველამ ვიცით - ერთი გამარჯვებაც კი სანატრელი დაგვრჩა.

ახლა მომხდარის შეფასების ჟამი დგას და ჩვენც ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, ვლადიმერ გუცაევის შეწუხება მოგვიხდა. მან ტრადიციულად მწვავედ ისაუბრა არსებული რეალობის შესახებ...

ვერავის შევაქებთ...

- თავდაპირველად შევაფასოთ საქართველოს ნაკრების ასპარეზობა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, თუმცა შესაფასებელი, ალბათ, ბევრიც არაფერია - შედეგი თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე...

- დღეს ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველოს ნაკრებმა მორიგი შესარჩევი ციკლი ჩააგდო.

ეს ფაქტია, მაგრამ მარტო ასე ზოგადი ლაპარაკით არ გამოვა არაფერი და ეს არც ჩვენი ფეხბურთის უკეთეს ხვალინდელ დღეს არგებს. მიხედვა უნდა ქართულ ფეხბურთს, სერიოზული მიხედვა.

მარტო ნაკრებით მსჯელობა, რომ ჩააცვა ფორმა და გაუშვა თამაშზე, არ არის საკმარისი. ჩვენი პრობლემები სათავეს უფრო სიღრმიდან იღებს. დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ვერავის შევაქებთ.

ნაკრებისთვის ფეხბურთელი სადმე ხომ უნდა გაიზარდოს? პირველ რიგში, ინფრასტრუქტურას უნდა მივხედოთ. აქამდეც უნდა მიგვეხედა. უნდა მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთს.

სად თამაშობს დღეს ჩვენთან იმდენი ბავშვი ფეხბურთს, რამდენიც თამაშობდა ადრე?! ფეხბურთი მასობრივი სპორტია, მთელი საქართველო ადრე ფეხბურთს თამაშობდა...

დღეს მძაფრად დგას სტადიონების პრობლემა. ბევრი ბავშვი მარტო იმიტომ ვერ დადის ფეხბურთზე, რომ სახლთან ახლოს არ აქვს სტადიონი და მშობელი ერიდება შორ გზაზე მის გაშვებას.

არის მატერიალური ფაქტორიც. სტადიონები უნდა გაკეთდეს აუცილებლად, თუ გვინდა, რომ უკეთესობა იყოს. არ არის აუცილებელი, გიგანტური სტადიონები იყოს, ორი-სამიათასიანი კომპლექსებიც საკმარისია და ჰქონდეს გარშემო 5-6 სავარჯიშო მინდორი, როგორც ეს ევროპაშია.

აგერ, რა დღეშია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. ეს ხომ ქართული ფეხბურთის მომავალია?! ფარერებზე წაგება ძალიან მტკივნეულია ყველასთვის. მგონი, იქ სულ 15 ბავშვი თამაშობს ფეხბურთს, აარჩიეს 11 საუკეთესო და მოგვიგეს.

ქართულ ფეხბურთში ძირეული რეფორმებია გასატარებელი და სანამ ეს არ მოხდება, რთულია რამეზე ლაპარაკი. მესმის, რომ ნაკრები ყველას აინტერესებს, მაგრამ ეს ნაკრები ცალკე, ქართული საფეხბურთო მეურნეობისგან მოწყვეტილად, ხომ ვერ განვითარდება?!

არ გვყავს იმ დონის ფეხბურთელები...

- და მაინც, ცალკე უნდა გკითხოთ საქართველოს ნაკრებზე...

- ყველას მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირდაპირ უნდა ვთქვა ჩემი აზრი. ჩვენ არ გვყავს იმ დონის ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე დააკმაყოფილებენ საერთაშორისო დონესა და მოთხოვნებს.

სანაკრებო ფეხბურთი სულ სხვა დონეა, სხვა მოთხოვნებია, სხვა სიჩქარეები... და ამას ყველა ვხედავთ. ასევე ყველამ კარგად ვიცით, რა დონის კლუბებში თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები და ძალიან ხშირად იქ ძირითად შემადგენლობებში მოხვედრაც უჭირთ.

ეს ხომ შემთხვევით არ ხდება?! კიდევ ერთხელ ვამბობ - ცალკე აღებული სანაკრებო ფეხბურთი ვერაფრით განვითარდება. ჯერ თუნდაც კლუბებს სჭირდებათ მიხედვა.

რამდენი მსხვილი კომპანიაა დღეს საქართველოში?! რა მოხდება, ისინი მეტად რომ ჩავრთოთ ჩვენს ფეხბურთში, კლუბები რომ ჩაიბარონ ფინანსური კუთხით?! დიდი რეფორმებია გასატარებელი. ადრეული გამოცდილებიდან ყველაფრის წყალში გადაყრა როგორ შეიძლება? მწვრთნელთა სკოლა იყო, მსაჯთა სკოლა იყო... ჩემი აზრით, ეს დღესაც ძალიან გვჭირდება.

...ასე არაფერი შეიცვლება

- რას ფიქრობთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისზე?

- ვლადიმირ ვაისზე ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს. საერთოდ ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი - ის, რაც დღეს ხდება, ვაისის ბრალი არ არის. საქართველოს ნაკრებს ვაისამდე, მგონი, 15 მწვრთნელი ჰყავდა და ვერავინ დადო ის შედეგი, რომელიც გვინდოდა.

რა გამოდის? პრობლემა მწვრთნელში კი არა, სადღაც სხვაგანაა. დამიჯერეთ, ვაისი წავა, მოვა სხვა და არაფერი შეიცვლება... ჩვენ ამის გამოცდილება უკვე გვაქვს, ეს წარსულმა გვასწავლა.

ალბათ, რაღაც არის შესაცვლელი. ორი მილიონი რომ მისცე დღეს კლუბს, ხვალ აღარ ექნება ეს ფული. ფული უნდა ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში - ეს არის გათვლა ხვალინდელ დღეზე.

- ნუთუ, იმის რესურსი მაინც არ გვაქვს, რომ შესარჩევ ციკლში ერთი თამაში მოვიგოთ?

- ფეხბურთი ძალიან რთული რამაა. არ არის ისე, რომ მარტო დახატო რაღაც დაფაზე, გახვიდე და მოიგო. კი, ყველა დახატავს - შენ აქედან ჩააწოდე, შენ იქ გაიხსენი, შენ იქ დახვდი ბურთს და გაიტანე... მაგრამ ყველაფერს შესრულება სჭირდება. არ არის ეს ისე იოლი, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით გარედან ჩანდეს.

- ერთა ლიგის გათამაშებას როგორ უყურებთ?

- თავის დროზე თქვა ფრანც ბეკენბაუერმა - ევროპა უნდა დაიყოსო და ეს ამ გზაზე პირველი ნაბიჯია. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამგვარი დაყოფა თუნდაც დიდი გუნდებისთვის ძალიანაც მისაღებია.

მაგალითად, ინგლისის ნაკრებმა რამხელა მანძილი უნდა გაიაროს, ყაზახეთში რომ ჩავიდეს? თავად ვიყავი ფეხბურთელი და გეტყვით, რომ ძალიან ძნელია. მით უმეტეს, ურთულდება საქმე მწვრთნელს ფეხბურთელის მოტივაციის კუთხით... მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩვენი შანსია.

- თქვენი აზრით, რეალურად რა რესურსი გვაქვს დღეს?

- თუ იქნება სწორი მიდგომა, თუნდაც ამ ახალ სქემაში, ჩვენ შეგვიძლია, კარგი გუნდი გვყავდეს. ვიჭიდაოთ თუნდაც ყოფილი საბჭოეთის წარმომადგენლებთან.

ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს...

- სულ მინდოდა, ეს შეკითხვა ჩვენი "ოქროს თაობის" რომელიმე წარმომადგენლისთვის დამესვა და ახლა ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. წამით დავუშვათ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ყოფილიყო თქვენი ფეხბურთელობისას. შეძლებდით ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას?

- მიმაჩნია, რომ ჩვენი თაობა არის დაჩაგრული თაობა. ამაზე ცოტა ქვემოთ ვიტყვი, ჯერ კითხვას ვუპასუხებ. მაშინდელმა "დინამომ" მოუგო იმ "ლივერპულს", რომელშიც თამაშობდა ინგლისის ნაკრების 7 ფეხბურთელი. დავამატოთ ამას კეისი, დალგლიში და საუნესი.

ჩვენ მოვუგეთ "ინტერს", თანაბრად ვეთამაშებოდით "რეალს" და ანგარიშიც მიგვყავდა "ბაიერნთან" შეხვედრაში. ეს ის შემთხვევაა, როცა ფაქტები თავად მეტყველებს ყველაფერზე...

მაგრამ დღეს ჩვენი თაობა გარიყულია. იმ თაობიდან არავინ მუშაობს საქართველოს ნაკრებში. საშა ჩივაძე იყო ახალგაზრდულის მწვრთნელი. ახლა აღარ არის. ჩივაძეში ხომ არ ყოფილა პრობლემა? რა, უკეთესი შედეგი გვაქვს ახლა? 19-წლამდელთა ნაკრებში ვმუშაობდი. თამაში რატომ წააგეო. ბავშვები ხან წააგებენ, ხან მოიგებენ. მთავარია, დიდ ნაკრებში მივიდნენ მზად.

საერთოდ, ქართულ ფეხბურთში უნდა მორჩეს ხელოვნურობა. დღეს ბევრია ისეთი მწვრთნელი, საერთოდ რომ არ უთამაშია ფეხბურთი, ან დაბალ დონეზე უთამაშია. რაღაც ხომ უნდა უთხრას ბავშვმა მშობელს, ჩემს მწვრთნელს აი, ამ დონეზე აქვს ნათამაშებიო?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გურამი

ვეთანხმები ბატონ ვოვას ყველაფერში ბავშთა ფეხბურთი საერთოდ მკვდარია არის ტრენერი ასეთი გია მაისურაძე მან აიყვანა ბავშვები სინათლის სტადიონზე ავარჯიშებდა უანგაროდ მართლაც რომ ბავშვებს ფეხბურთის თამაში ანი ბანიდან დააწყებინა შეაყვარა ბავშვებს ფეხბურთი სალებში დადიოდა და ამოწმებდა ბავშვებს რას ჭამდა როდის იძინებდა ზაფხულში მინდორზე ზამთარში დახურულ დარბაზში ცურვაზე აკროპატიკაზე ზაფხულში ბაზალეთის ტბაზე ცხვარიჭამიაში დაჰყავდა საფრანგეთიდან მიიღო მოწვევა ის და ბატონი ავთო ჭკუასელის გუნდი საფრანგეთში წაიყვანა უანგაროდ ბავშვებმა შეიყვარეს ფეხბურთი დაესწრო გააკეთა გია მაისურაძე,,მაისამ,,ასე ვეძახდით ეს ფეხბურთელებია გია ლომაია კვარაცხელია მიშა ხუციშვილი გოგიჩაიშვილი შაიშმელაშვილი ბარამიძე ბაჯელიძე და კიდევ ბევრი დღეს ,მაისს, ხილიანზე მოღვაწეობს და არავინ ხელს არ უწყობს რომ კიდევ აღზარდოს ბავშვები არის კიდევ ტრენერი გია დევდარიანი ,ცქიფო, მასაც დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვთა ფეხბურთში მისი აღზდილია მამუჩიკო კობახიძე ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი მწვრთნელები კობიაშვილს არ სცალია სად გაგიგიათ ფეხბურთის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრი ყვარელაშვილი კალაძეს საერთოდ არ აინტერესებს სტადიონი დაუნგრიეს ხმა არ ამოიღეს ესენი მარტო ფიქრობენ ფულზე

• ქუთაისელი

რაც მახსოვს სულ გაიზახიან ბავშვთა ფეხბურთია მისახედიო........მაგრამ თბილისის გარდა არცერთ რეგიონში არ არის ნორმალური სკოლა და რაც მთავარია მწვრთნელი......რომელიც ბავშვს ნორმალურად აუხსნის......ჩები ვაჟი დადის ფეხბურთში და ვხედავ რომ ტყუილად ვაკარგვინებ დროს რაც სხვასფეროს ათვისებაში გამოდგებოდა და ფინანსებსაც ტყუილად ვკარგავ, მაგალითად მე და ბევრი სხვა მშობელიც იტყვის ამას მზად ვარ თვეში 100 ლარი გადავიხადო(ქუთაისის პირობებისათვის საკმაოდ კარი თანხაა თბილისში მაქსიმუმ 150 ლარია) და ყველანაირად უზრუნველყოფი რომ იყოს როგორც სპორტცმენის განვითარება (აუზი,ფიტნესი და სხვა მრავლი).......ყველა მწვრთნელი მეუბნება რომ მასეთს აქ ვერ ნახავო.........ერთი გზა რჩება რომ იძულებული ხარ თბილისში გადაიყვანო ....... კიდევაც ჩანს თბილისის სკოლებიდა მოდის ძირითადად ასაკობრივ ნაკრებებში ბავშვები........ ესეც თქვენი ბავშთა ფეხბურთის განვითარების პროგრამ......

• 444444

ჩემი პატივისცემა და სიყვარული მინდა გამოვხატო ვოვა გუცაევის მიმართ. რაც შეეხება ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას, მგონი აქ გვაქვს საქმე სისტემურ პრობლემებთან, რომელთა გადაწყვეტა მიუხედავად გაზრდილი დაფინანსებისა, არ ხდება. ელემენტარულად, ნიჭიერი ბავშვი ვერ გააგრძელებს ფეხბურთის თამაშს, თუ მის მშობლებს სათანადო თანხები არ აქვთ! აი აქ კვდება ფეხბურთი პირველად, შემდეგაც ხდება სხვა დონის ნეგატივები. მე მოვიწვევდი საფეხბურთო მეურნეობის კარგად მცოდნე უცხოელ სპეციალისტების გუნდს, რომლებიც ჩაატარებდნენ საქართველოს ფეხბურთის სწორ მენეჯმენტს გრძელვადიანი პერსპექტივით. აქ მახსენდება საქართველოს საფეხბურთო ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელის საქციელი, რომელმაც პარალელურად პარლამენტის დეპუტატობა მოინდომა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კომენტარი მართლაც ზედმეტია!

• kalaTburTi

რატომ არის რომ მოზარდების ფკ გაგრას არააქვს თავისი სავარჯიშო ბაზა

• ledi

გუცაევი ;ცივაზე ხინცაგასვილი სულაქველიზე გაბელია კოსტავა სად არიან ეს ბაჯაგლოს ოქროს ტაობა მატ ნახეს დიდი პეხბურტი მატ პეხქვეს ზანზარებდა მტელი ევროპა მატ დაამხვეს ინგლისი საპრანგეტი გერმანია და დოდი საპეხბუტტო ქვეყნები და ტვიტონ გახდენ დიდები რატომ ვერ ვხედავტ მატ ქარტულ პეხბუტტსი გამოპხიზლდი კობი მოზიე ეს ხალხი ესენი არიან პროპესიონალები ვინ არიან დგეს კლუბების მწრტვნელები მმე ქალი ვარ და არ ვარპეხბურტის სპეციალისტი მაგრამ ვხედავ არასწორ მიდგომას მიყვარს პეხბურტი მიუხედავად წარუმატებლობისა ესენი ცემი საქარტველოს სვილები არიან გტხოვტ პედერაციას მოზიეტ დინამოს ის ტაობა რომლებმაც გვაცუქეს 13 მაისი დაასაქმეტ საქარტველოსი გაიზიარეტ მატი აზრი მატ სექმნეს ეპოქა საპეხბურტო საქარტველოსი და ეხლა სად არიან ეს ცოცხალი ლეგენდები ასევე გტხოვტ რას სეიზლება ბევრი სავარჯისო მინდორი ასენეტ რომ ბავსსორს წასვლა არ დასწირდეს უწირს ხალხს გახადეტ პეხბურტი უპასო და ნახავტ რამდენი ბავსვი დაიწყებს ვარჯის და სეზლება მწრტვნელს აარციოს საუკეტესო მწრტნელს გადაუხადერ ტანხა რომ პატიოსნატ იმუსაოს და იმ ტანხიტ სეზლოას ოჯახის სენახვა რატომ გწირდებატ ასეტი რამის სწავლება

• 888

საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 680მილიონია.ფედერაციას 300მილიონი ჩაურიცხეს და შედეგი თავად ნახეთ.წარუმატებლობა სანაკრებო დონეზე,წარუმატებლობა საკლუბო დონეზე(მეთევზეები გვიგებენ უკვე),მითხარით საჭიროა ასეთი უპერსპექტივო სახეობის დაფინანსება?ხომ არ ჯობია ეს თანხები რაგბის განვითარებას მოხმარდეს?!

• ilias gulSematkivarisagan

ზუსტად გხსომებია. მარცხენა ფრთაზე ვოვამ მცველს აართვა ბურთი, ისიც მოატყუა და დაზღვევაზე მყოფი სხვა დამცველიც და თითქმის კუთხურის ალმიდან მარცხენა ფეხით (!) მოჭრილი ბურთი ჩაახვია "ტორპედოს" კარში!!!!

• გიო

ვაი სი მეგრულად არის ვაი შენ,სწორედ ასეა ჩვენი საქმე.რაც შეეხება ვოვას.მიეცით ადამიანს საქმის კეთების საშუალება და მერე შეაფასეთ.გაგიმარჯოს,იცოცხლე საყვარელო ადამიანო.

• დათო

ჩვენს დროს უბანში ერთი ბეტონის საფარიანი მოედანი გვქონდა და ბავშვების რიგი იდგა, ახლა მშვენიერი ხელოვნურსაფარიანი მოედანი გვაქვს და არა მარტო ჩვენ ,ბავშვები კი სათოფედ არ ეკარებიან, უზიან სახლში კომპიუტერებს და თამაშობენ ნერვების წყვეტაზე.

• ვალიკო ცირამუა

მტავარი პრობლემა ის არის რომ ბავშვებმა მიატოვეს ეზოში თამაში. მთელი დრე უზიან კომპიუტერს და თამაშობენ ვირტუალურ ფეხბურთს (ყველანაირი გასართობი აზარტულების ჩათვლით კომპიუტერში და ტელეფონშია და ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის). სოფელშიც არის ჩემს სახლთან მოედნები, თბილისშიც არის ხელოვნურსაფარიანი მოედნებიც, მაგრამ ადრე სულ სავსე იყო ბავშვებით და თამაშობდნენ ფეხბურთს, კარგა წლებია ჭაჭანება არ არის, მშობლები ჩვილ ბავშვებს თუ გაასეირნებენ ხოლმე. თუ ბავშვები არ მოვწყვიტეთ კომპიუტერებს და ტელეფონებს უფროდაუფრო დამძიმდება მდგომარეობა.იმ დიდ თაობას რომელსაც შევნატრით, რა უკეთესი პირობები ჰქონდა? ასფალტის საფარზე ისწავლეს თამაში.

• qarTveli

სოფლებში ძალიან ბერვრი ტალანტი იკარგება გაჩირვების და უფულობის გამო. თუ ფეხბურთი გინდათ საქართველოში, უფასო სკოლები გახსენით და ნახავთ რა ბავშვები არიან რეგიონებში, და მათი ოცნება ახდება. რაჩ შეეხება გართულ ფეხბურთს მაშინ ვნახავთ წარმატებას თუ გაითვალისწინებთ .

• gia

ადრე ფეხბურთი „ღარიბების“ სპორტი იყო. ახლა პრესტიჟულად იქცა და სოლიდურ ფასსაც იხდის ოჯახი, რომ შვილი „ამარიაჟოს“. ეს მარიაჟობა კი 2 წელიწადი ყოფნით მათ და რჩება ფეხბურთი შევსების გარეშე.

• sake

ყველა შენობას საძირკველი ჭირდება, (რაც შეიძლება მყარი)ჰოდა მიხედეთ ბატონებო ბავშვთა ფეხბურთს.

• ლაშა-ს

ჩემო ლაშა, "პოლიტიკოსებს" თავი დაანებე. არ ცალიათ, ისინი მხოლოდ ჩვენთვის იღწვიან, თორემ საქართველო ისევ ძველებურად ძლიერი იქნებოდა, მითუმეტეს ფეხბურთი.

• გიორგი

ლეგენდარული ვოვა გუცაევი, დიდი მადლობა ბატონო ვოვა, საქართველოს ფეხბურთის განუმეორებელი თავდასხმელი ხართ

• Ника

Легендарули пехбуртели Ромелиц чемтвис боломде дарчеба пехбуртис мепед

• kaxa

maxsovs gaixaree

• ერთი უბრალო კაცი

მახსოვს, საბჭოთა კავშირმა სტრელცოვი დაიჭირა პოლიტიკურზე. მაგის "ზამენა" ვერ მოიძებნა 400-მილიონ იმპერიაში! ეგრეა, ძმაო! გუცაევები ეპოქაში ერთხელ იბადებიან! ამ ამბავს ვერც მწვრთნელი უშველის, ვერც ინფრასტრუქტურა. ბატონო ვოვა! დიდი მადლობა ყველაფრისათვის! სხვათაშორის, თქვენს პიროვნებას ფეხბურთის გარდა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, მიმიხვდით ალბათ...........

• მართალი

ხალხო დამიჯერეთ და შეიძლება ბევრი იყოთ ჩემს აზრზე- გააკეთეთ მთელ საქართველოში უფასო საფეხბურთო აკადემიები-ყველანაირად უფასო!!!! პირველ რიგში ქუთაისში,იმერეთში!!! გაიღვიძე კობიაშვილო,დროის სატარებლად არ დაგნიშნეს მაქ!!!

• დავით 67

საერთოდ კარგი ფეხბურთელი, ვერ ხდებიან კარგი მწვრთნელები. ეს დამტკიცებულია და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. მარადონა და ა.შ.სწორედაც ვინც დაბალ დონეზე თამაშობდნენ იმათ აქვთ შედეგი. სხვა ყველაფერში ვეთანხმები ვოვას. რას იზამ ბატონო ვოვს,ყველა შენნაირად ვერ ითამაშებს ფეხბურთს )

• zura1

ზურა, გეშლება. გუცაევი და ყიფიანი კი არა, ყიფიანი და ძოძუაშვილი იყვნენ მწვრთნელები ერთად

• ILIA

ეს ის გოლია, მარცხენა "კრაიდან", კუთხურის ზონიდან რომ გაიტანა?

• Bavaria

ის გოლი წლის გოლად აღიარეს, ფაქტიურად პირითი ხაზიდან გაიტანა, მაშინ იყო ასეთი კონკურსი: დინამოს სტადიონზე გატანილი წლის საუკეთესო გოლი, იმ წელს ყიფიანის მიერ პირველ ტურში დასაევის კარში გატანილი გოლი იყო ფავორიტი, მაგრამ ვოვა გუცაევმა ბოლო ტურში ისეთი შეაგდო, ფაქტიურად კონკურსგარეშე გაიმარქჯვა.

• gulshematkivari

მადლობა ვოვა იმ ბედნიერი და ლამაზი წუთებისათვის, რომელიც შენ მაჩუქე პირადად მე! გაიხარე და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ! პ.ს. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზეს გოლად მიმაჩნია ვოვა გუცაევის მიერ გატანილი გოლი მოსკოვის "ტორპედოს" კარში 1978 საჩემპიონო წლის ბოლო თამაშში (2:2). ნამდვილ გულშემატკივრებს თუ გახსოვთ, გამომეხმაურეთ! მაინტერესებს ჩემს გარდა თუ ახსოვს კიდევ ვინმეს!!!!

• saqo

ო.კ.-ს გეპატიჟები ბაქოს ნეფთჩისა და არარატის თამაშზე. კარგი რა!!!!!!!!!!!!!!

• ჩუუუუუუუ

პარლამენტში რომ იყავი წამოსკუპული, მაშინ რატომ არ გაგახსენდა ქართული ფეხბურთის გასაჭირი, თუ იმ დროს ყველაფერი დალაგებული იყო და თამაშს თამაშზე ვიგებდით?!

• Zura

ვოვა შენ მწვრთნელ ახალკაცს რა დონეზე ქონდა ნათამაშები ფეხბურთი? ვერ ყავდა ევროპაში აღიარებული გუნდი? ზუსტად შენ და შენი თანაგუნდელი ოქროს თაობის ბრალია დღევანდელი ფეხბურთის მდგომარეობა ფულზე რო იყავით გადასულები და თვალებს ხუჩავდით ყველაფერზე! შენ და ცხონებულმა ყიფიანმა არცერთმა რომ არ დათმეთ და ორივე რომ დაგნიშნეს ნაკრების მწვრთნელად!

• შოკირებული გულშემატკივარი

ქართველი ფეხბურთელები თანამედროვე სისწრაფეებს ვერ უძლებენ და კარგი იქნებოდა თქვენი გამოცდილება ამ კუთხით გამოეყენებინათ ან თუნდაც უცხოელი ძლიერი სპეციალისტი მოეწვიათ. ყველას გვახსოვს თქვენი საოცარი დრიბლინგები. დღეს ქართველების გარდა ყველა დარბის და ძირითადად ამ კომპონენტით გვიგებენ, თორემ ბურთი ჩვენმა ბიჭებმაც იციან.

• Gio

კაი მთქმელს კარგი გამგონი უნდაო... ეს კაცი იძახის მწვრთნელის შეცვლას რა მნიშვნელობა აქვს თუ ფეხბურთელი არ გყავს, ანუ მწვრთნელის დავალება რომ შეასრულონ ფეხბურთელებმა სათანადო კლასი დონე უნდა ქონდეთ ! თორემ რეალის ფეხბურტელებით ვაისი კი არა მეც იგივე შედეგი მექნება რაც ზი))

• jemali goridan.

ვოვა ყველაფერს მართალს ამბობს, ერთი გამორჩა. მაშინ ქართველები ფეხბურთით ვცხოვრობდით, გვიხაროდა, დინამოს სტადიონიდან გულშემატკივრებმა ერთხელ ფეხით ვიარეთ გორამდე, გვიან დაიწყო თამაში და გვიან დამთავრდა, მგონი კიევთან, არ იყო ჭამის პრობლება, დღეს კი ყველაფერი ფულია და არა სული, სული რომელიც ფეხბურთით ხარობდა. როგორც ბიტლების დრო აღარ დაბრუნდება, ისე დინამოს დრო.

• aburjga

ამიერკავკასიის ჩემპიონატში ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა? საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მთიანი ყარაბახი, ნახიჭევანი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი?! )) სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდების ურთიერთშეხვედრები სად უნდა გაიმართოს?! ))

• ILIA

ეჰ, რა დრო იყო... ვოვას და დათოს სიარულის მანერითაც კი ვბაძავდით... ეხლა ნაკრების ზოგ წევრს სახეებითაც ვერ ვცნობთ...

• lashamax

ვოვოს თუ დავუჯერებთ გამოდის არ ქონია მნიშვნელობა თუ ვინ არის მწვრთნელი. მწვრთნელს თურმე მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ქონია. სულელები ყოფილან მსოფლიო გრანდები მილიონებს რომ უხდიან მწვრთნელებს. წაიყვანოს მანჩესტერმა და რეალმა ვაისი უხადოს გროშები მაინც ჩემპიონები გახდებიან თურმე :)

• ფლორიან ალბერტი

სრულიად ვეთანხმები იანოშ ფარკაშს!100 %-ით

• m.m

შენც კაი აფერისტი ხარ

• REY

ეს ერთო დიდი ფეხბურთელი 100 თავით სჯობს ყველა იმათ ერთად აღებულს, ვისავ თავი ფეხბურთელი და მცოდნე გონია! დიდი სიყვარული და პატივისცემა ვოვა გუცაევს ყველა იმ სიხარუსლითვის რაც ხალხისთვის მიუნიჭებია!!!!

• მახო

მე პირადად შევესწარი 2000 წელს 17 წლამდელებთა ვარჯიშს,მწვრთნელი იყო ერთერთი-- იმ დიდი დინამოპდან-არ დავასახელებ გვარს.დაიწყო ვარჯიში ეუბნება ბიჭებს--ჯერ თეორიული მომზადება გვაქვს ყველანი აქ მოდით ტრიბუნებთანო--მეც შემთხვევით იქ ვიჯექი და ახლო მივჩოჩდი,დამაინტერესა როგორი იყო თეოროიული მომზადება:: მოვიდნენ შეგროვდნენ და დაიწყო--მოკლეედ ისე უნდა ითამაშოოთ როგორც ჩვენ ვთამაშობდით იმ წლებში,გაიგეეთ? თავი დაუქნიეს ბიჭებმა -გავიგეთო.ხოდა მწვრთნელი იძახის--ხოდა აბა ვსოო--დავაი წავიდა,წავიდა მი ნდორზეეე გახურდიიით ეს იყო თეორიული მომზადება. ის დღე არ მავიწყდება-თეორიული მომზადება რო ამ დონეზე ქონდათ სხვა მომზადებები რა დონეზე ექნებოდათ და აჰა აგერ შედეგიც დღეს---ფ ა რ ე რ ე ბ ი ამით იმის თქმა კი არ მინდა რომ ვოვასდროინდელი მწვრთნელები არ ვაგროდნენ--არა--იმათი შე3მდგომიც ესეთი დონისანი არიან,არცერთი მწვრთნელი არ ცდილობს გაზარდოს თავისი თავი რატა სხვები გაზარდოს მომავალში--პლუს ამას ინფრასტრუქტურა რომელიც ნულზე დაბლაა და გვააქვს დღეს ის რაც გვაქვს,მე პირადად გამოსავალს ვერ ვხედავ.

• იანოშ ფარკაში

ჩემო ვოვა თქვენ სწორად აღნიშნეთ,მარტო მწვრთნელი რაღას იზამს თუ ბუნებამაც არ უშველა.თქვენი და ცოტა წინა პლეადის ნაირი ფეხბუეთელები,ალბათ საუკუნეშიც ერთხელ არ იბადებიან.ფეხბურთელად უნდა დაიბადო.სამწუხაროდ ჯერ არ დაბადებულან თქვენნაირები-აბა გვარებიც როგორი იყო,ნებისმიერი ადამიანი გცნობდათ ქუჩაში,ახლა ჩვენ ფეხბურთელებს ვერავინ ცნობს,იმიტომ ,რომ არაფერს წარმოადგენენ.

• ო.კ.

საქართველოში თუ გვინდა ფეხბურთი დაბრუნდეს ხალხში და ხალხი ფეხბურთში, მგონია რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებში საერთო ჩემპიონატი უნდა გაკეთდეს და ჩატარდეს,მაშინ ფეხბურთელიც მოინდომებს და ხალხიც მივა სტადიონზე საყურებლად და თავის გუნდის საგულშემატკივროდ, დონეც აიწევს და საინტერესო ჩემპიონატი გამოვა, ამასთანავე დონეც აიწევს.. აი ეს არის ჩემი ოცნება, როგორც გულშემატკივარი..

• vaso,

გული მწყდება მარა მაგენმა ფეხბურთი კაი ხანია დაამთავრეს ოკრის და მჭედლიძეს ეხება

• ვეტერანი

საქართველოში ძმაკაცობა, პროტექცია და ა.შ. ყოველთვის იყო, მაგრამ ტალანტები მაინც არ იკარგებოდნენ. მიზეზი უფრო გლობალურია და თამაშის წესების უვარგისობიდან დაწყებული, რეიტინგული სისტემით, ფიფა-ს უვარგისი მენეჯმენტით დამთავრებული, ყველაფერი შესაცვლელია. 1 კომენტარში ყველაფრის ახსნა ძნელია. უკონკურენტო მონოპოლისტს არ უნდა რამის შეცვლა და არც აინტერესებს. ფუტბოლის განვითარების პროგრამა დასახვეწია, ის მთავარი აკლია რასაც საძირკველი ჰქვია.

• zurab

სულ მაინტერესებდა და ვნატრობდი რევაზ ძოძუაშვილი დაენიშნათ ნაკრების დამოუკიდებელ(!) მწვრთნელად, კაცი, რომელიც ლატვიაში ერთ დროს პირველ კაცად აღიარეს. არა და არა, ისე ვბერდებით ორივე, ნატვრა ვერ ავიხდინე.

• aburjga

აქ თითქოს ეს ჩემი კითხვა არაფერ შუშია, მაგრამ გულშემატკივრებს გვაინტერესებს მჭედლიძის და ოქრიაშვილის ამბები, რა ხდება, როდისთვის უნდა ველოდოთ მათ მინდორზე გამოცენას?!!!!

• kaci.

მადლობა ბატონ ვოვას. ყოველთვის კაცი იყო და ყველაფერი კაცურად, სწორად ახსნა. რამდენიც გინდა იმდენი ბავშვია, რომელსაც არ გააჩნია სახსრები ფეხბურთზე და საერთოდ სპორტზე რომ იაროს. ვფიქრობ Yველა მათ უნდა ქონდეს საშუალება გარკვეულ ასაკამდე უფასოდ ივარჯიშოს სანამ შეიძლებოდეს იმის დადგანა გამოვა თუარა მისგან მაღალი დონის ფეხბურთელი თორემ მარტო ფულიანებისაგან მაღალი დონის იმდენი ფეხბურთელი რამდენიც ჭირდება კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად ვერ მოხერხდება. ბევრი ქართველი დიდი ფეხბურთელი ეზოდან მოვიდა დიდ ფეხბურთში. ეს ფუფუნება დღეს არ გვაქვს ამიტომ საჭიროა სახელწიფოს დახმარება ბავშვთა ფეხბურთს.

• დათო

პირველ რიგში უღმესი მადლობა ბატონ ვლადიმერს ყველაფერი იმისთვის რაც მას ქართული ფეხბურთისთვის გაუკეთებია. ეს იყო იმ თაობის ერთ-ერთი უღირსშესანიშნავი წარმომადგენელი, რომელმაც ქართულ ფეხბურთს ღირსება დაუბრუნა და ის არნახულ სიმღლეზე აიყვანა. ვოვამ არ გვაგრძნობინა სლავა მეტრეველის წასვლა დინამოდან და ამას მის გარდა ალბათ იმ დროს სხვა ვერავინ ვერ შესძლებდა. მის სტატიაში გამოქვეყნებული მოსაზრებების უმრავლესობას აბსოლუტურად ვეთანხმები.ამასთან ერთად, არც იმ "დინამოს" ფიზიკური მომზადება იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ იგივე დატვირთვით და შემართებით ებრძოლათ სხვა გუნდებთან,როგორც ითამაშეს "ლივერპულთან". უბრალოდ, იმის გამო, რომ მომზადების საბჭოთა სისტემა ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. რაც გამოჩნდა კიდევაც "ჰამბურგთან" მატჩში. არადა იმ დროის "ლივერპული" თანამედროვე " ბარსელონა"-ს და"რეალს" არაფრით არ ჩამოუვარდებოდა. თუმცა "რეალიც" და "ბავარიაც" "დინამო" (1976-1981) ტექნიკური თვალსაზრისით ვერაფრით ვერ სჯობდა.ეს კარგად გფამოჩნდა უელვას ტურნირზე 1977 წელს. ეს იყო ქართული ფეხბურთის ზეობის წლები.ამასთან ერთად, არ შეიძლება ძირითადად არ დავეთანხმო იმ მოსაზრებებს, რაც ბატონ Fcb8-ს აქვს. რა თქმა უნდა, თუ ქართული ფეხბურთის განვითარება გვინდა.

• tngh

ის, რომ გუცაევი, ჩივაძე, გაბელია... დღეს ფეხბურთს ჩამოშორებულია დიდი დანაშაულია. ნუთუ X ხარისხოვანი უკრაინელი მწვრთნელების ადგილია ჩვენს გუნდებში და ჩვენივე ვარსკვლავების არა??? "დინამო" ბთ.-ს და "კოლხეთს" რა დღეც უდგას მოწვეული მწვრთნელებით კარგად ჩანს.

• gizog

როგორც იქნა მოხერხდა სპეციალისტის აზრის მოსმენა ჩვენს ფეხბურთში საჭირბოროტო საკითხებზე, ვთხოვ ჟურნალისტებს გააგრძელონ ასეთი ინტერვიუების გამოქვეყნება, ეს არამარტო გულშემატკივრებს დაანახვებს სწორი კუთხით პრობლემებს, არამედ თვით ჯურნალისტების პროფესიულ დონესაც აწევს. რაც შეეხება ვლადიმერ გუცაევს, ეს ეპოქა იყო ქართულ ფეხბურთში და რომ იმ დროს მივაღწიეთ მაშინდელ უმაღლეს მწვერვებს ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა ვოვას, ასე ვიხსენიებდით მაშინ ბატონ ვლადიმერ გუცაევს. ჯანმრთველობა და დიდხანს სიცოცხლე ვოვას და მის თანაგუნდელებს, რომელთაც იმ დროს ბევრი, უამრავი და უზომო სიხარული განგვაცდევინეს. და როცა ასეთი გამოცდილების ხალხი გვყავს და არ ვასაქმებთ ფეხბურთში, დანაშაულად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ ვოვას და რეზო ძოძუაშვილის ტანდემს შეუძლიათ შექმნან უმაღლესი დონის საფეხბურთო გუნდი.

• Fcb8

ბატონო ვლადიმერ,მადლობა ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისთვის გააკეთეთ, მაგრამ თქვენეული მეთოდები და ზოგადად ფეხბურთის განვითარებისადმი ხედვა მოძველდა, თქვენ ვერ განვითარდით, ვერ აყევით განვითარების ტენდენციებს, შესაბამისად ახლებსაც ვერაფერი ასწავლეთ და მაგიტომაც ვართ ასეთ დღეში. თქვენი თაობა ძმაკაცობის და მექრთამეობის მენტალიტეტით გაიზარდა და ეგრეც მუშაობდით როცა გქონდათ ამის საშუალება და ესეც ერთ-ერთი მიზეზია ქართული ფეხბურთის ახლანდელი მდგომარეობის. ახლანდელ ფეხბურთს გაცილებით მეტი პროფესიონალი, თანამედროვე აზროვნებით ჭირდება.

• Levani kobidze

Nakrebshi zvelebi, gucaevi, sulaqvelidze, chivadze, machaidzeebi gabelia to vatamashot vera? Eseni ufro figrit itamasheben

• jorj

რეფორმები არის გასატარებელი დაიწყეთ ბავშვთა ფეხბურთიდან.

• ზაზა

პორველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მას იმ სიხარულის მონიჭებაში,რომელსაც მისი თამაშის დროს განვიცდიდი. მეორე: ყველაფერი მართალი კი თქვა.ესმის ამ კაცს ფეხბურთი,მარა ახალი და ჩვენთვის რამე უცნაური არაფერი უთქვია.ჩვენც ვიცით,რომ ძირეული ძვრებია საჭირო ქართულ ფეხბურთში,მარა აბა?... სადაააა??? ვინაა პატრონი???... გვქონდა ახალი ფფპ-ის იმედი,მარა ისევ მწარედ მოვტყუვდით...

• zaali

ვოვა შენ გენაცვალე!!!!!!!!!!!!!!!!!! რამდენჯერ მოგინიჭებია ჩემთვის სიხარული, იმდენი მილიონი წელი იცოცხლე შენ და შენმა ოჯახმა. ჩემი თაობის ლეგენდა!!! რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას ფეხბურთში. შუქს გვირაბის ბოლოს მე ვერ ვხედავ ჯერ. ცალკეული გამონათებებია მხოლოდ. შეფასებებში კი აბსოლიტურად გეთანხმები .

• aburjga

მართალია ეს კაცი!

• ვახო

აბა გუცაევის ნაირი ბევრი გვყავს სპეციალისტი? მიეცით ამ კაცს რამე გააკეთოს

• ლაშა

ახლა არჩევნები ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება ჩემო "საყვარელო" ხალხო. ფეხბურთი აყვავდება საქართველოში,განაცხადეს ჩვენმა სასიქადულო და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულმა პოლიტიკოსებმა:):):)

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა

ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]

"დინამო არენაზე" 13 მაისს "დინამო"-"კარლ ცაისის" მატჩის ჩვენება გაიმართება

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...