"ბორჯღალოსნები" წლის დამაგვირგვინებელ ტესტ-სერიას 11 ნოემბერს (18:00 სთ) კანადის წინააღმდეგ, "დინამო არენაზე" დაიწყებენ
ნოემბრის ტესტებამდე მთელ სარაგბო სამყაროში სულ უფრო ცოტა დრო რჩება. "ბორჯღალოსნები" წლის დამაგვირგვინებელ ტესტ-სერიას 11 ნოემბერს (18:00 სთ) კანადის წინააღმდეგ, "დინამო არენაზე" დაიწყებენ.

ერთ კვირაში, 18 ნოემბერს, ჩვენი ნაკრები კარდიფში უელსს დაუპირისპირდება (18:30 სთ), ხოლო 2017 წლის სანაკრებო სეზონს "ბორჯღალოსნები" 25 ნოემბერს აშშ-ის წინააღმდეგ, "მიხეილ მესხის" სტადიონზე დაასრულებენ (18 სთ). ნოემბრის ორი საშინაო ტესტის ბილეთების გაყიდვა მომდევნო კვირაში დაიწყება.

ფრანგული შეკრება

ვიდრე "ბორჯღალოსნები" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მზადებას შეუდგებიან, ისინი სამი დღით საფრანგეთში, ტოპ 14-ის "მონპელიეს" ბაზაზე წინასანოემბრე შეკრებას გაივლიან, რისთვისაც მილტონ ჰეიგმა 34 მორაგბე შეარჩია.

აღნიშნული შეკრება მსოფლიო რაგბის მე-9 დებულების შესაბამისად იმართება, რომლის დროსაც, სანაკრებო ფანჯრის გახსნამდე, ნაკრებები სამი დღით კლუბებიდან მორაგბეებს იძახებენ. მსგავსი შეკრება "ბორჯღალოსნებს" არაერთხელ გაუვლიათ ტულუზაში, ხოლო როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლევანდელი შეკრება მონპელიეში გაიმართება. საქართველოს ნაკრები საფრანგეთში 29 ოქტომბერს გაემგზავრება, სადაც 30 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე გაჩერდებიან.

ამის შემდეგ მოთამაშეები თავ-თავიანთ გუნდებში დაბრუნდებიან, 6 ნოემბრიდან კი თბილისში, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მოიყრიან თავს და უკვე შინ შეუდგებიან ნოემბრის ტესტებისთვის მზადებას, რა დროსაც ცნობილი გახდება "ბორჯღალოსნების" საბოლოო, 31-კაციანი სანოემბრე რაზმი.

ორი ახალბედა

ჰეიგმა საფრანგეთისთვის ორ უმცროს "ბორჯღალოსანს" - რაგბის კლუბ "არმაზის" შუამარბ გიორგი კვესელაძეს და "აიას" ფულბეკ მირიან მოდებაძეს უხმო, რომლებმაც წელს საქართველოში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების რიგებში კარგად გამოიჩინეს თავი.

წინასწარი რაზმი 2017  წლის შემოდგომის ტესტებისთვის

მომზადებულია rugby.ge-ს მიხევდით

niko
მჭედლიძე ტრამვირებულია?
dima
გაჩეჩილაძე რატომ არაა გამოძახებული??
ანდრი
მოლოდინის ჟრუანტელი მივლის.
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
ინგლისის ნაკრების თავკაცი: საქართველოში ბიჭები წვერ-ულვაშით იბადებიან
Associated Press: საქართველოს იტალიის ნაკრების ჩანაცვლების პრეტენზია აქვს
სათამაშო დისციპლინა, ფეხით თამაში და სხვა - ექსპერტი საქართველო-ტონგას მატჩს განიხილავს
საქართველოსთან იტალიის ნაკრებს ლიდერი და კაპიტანი სერხიო პარისე დააკლდება
სამოას ნაკრები უკვე თბილისშია - ის, რაც მეტოქეზე უნდა ვიცოდეთ