ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური: ხოჭოლავა და "შახტარი“ პლეი-ოფისაკენ მიიწევენ
1 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მეორე სათამაშო დღეს ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებულ ინტერესს ალბათ, ხარკოვში დონეცკის "შახტარისა“ და როტერდამის "ფეიენოორდის“ მატჩი იწვევდა, რადგან დონბასელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაზე ქართველმა ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ.

ამ შეხვედრის წინ მასპინძლები განსაკუთრებით ნიდერლანდელთა ფორვარდს ნიკოლაი იორგენსენს უფრთხოდნენ და მართლაც, მან მე-12 წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, პასი კი ბერგჰუისმა გაუკეთა, რომელსაც იმ მომენტში ხოჭოლავა მეურვეობდა. თუმცა, "შახტარმა“ მალე ზედიზედ ორი გოლით უპასუხა, მეორე ტაიმში ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა მარლოსმა მესამედაც დაამწუხრა მეკარე ჯონსი (დუბლი მიითვალა) და უკრაინულმა კლუბმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (3:1). დავითმა 36-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ამავე F ჯგუფში "მანჩესტერ სიტიმ“ მეორედაც დაამარცხა "ნაპოლი“ (4:2) და შემდეგი ეტაპის საგზური გაინაღდა. ფორვარდმა სერხიო აგუერომ "ქალაქელთა“ რიგებში 178-ე გოლი გაიტანა და გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"მანჩესტერ სიტი“ 12, "შახტარი“ 9, "ნაპოლი“ 3, "ფეიენოორდი“ 0

E ჯგუფში "ლივერპულმა“ "ენფილდზე“ :მარიბორი“ გაანადგურა 3:0, :სევილიამ“ კი მოსკოვში განცდილი მარცხის შემდეგ მოახერხა "სპარტაკთან“ რევანშის აღება 2:1.

"ლივერპული“ 8, "სევილია“ 7, "სპარტაკი“ 5, "მარიბორი“ 1

G ჯგუფში სტამბულში "ბეშიქთაშისა“ და "მონაკოს“ დაპირისპირება 1:1 დასრულდა. თურქული კლუბის მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა დაიჩივლა, რომ გამარჯვება ხელიდან გაუშვეს, თორემ დღესვე გავიდოდნენ პლეი-ოფში, მისმა ვიზავიმ ლეონარდუ ჟარდიმმა კი თქვა, რომ შანსი კიდევ აქვთ, ოღონდ ყველაფერი მათზე აღარაა დამოკიდებული.

"პორტუმ“ სახლში 3:1 დაამარცხა "ლაიპციგი“ და მეორე ადგილზე გადავიდა.

"ბეშიქთაში“ 10, "პორტუ“ 6, "ლაიპციგი“ 4, "მონაკო“ 2

H ჯგუფში "ტოტენჰემმა“ 3:1 მოუგო მარდიდის "რეალს“. დუბლი დისკვალიფიკაციამოხდილმა დელე ალიმ შეასრულა და ალბათ, "დეზებმა“ უკანასკნელი წლებში ინგლისური გუნდებიდან ევროტურნირებზე საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და დამსახურებულად გავიდნენ პლეი-ოფში.

უდიდეს უპირატესობას ფლობდა "სიგნალ იდუნა პარკზე“ დორტმუნდის "ბორუსია“ კვიპროსის აპოელთან, მაგრამ ფრეს, 1:1-ს დასჯერდა.

"ტოტენჰემი“ 10, "რეალი“ 7, "დორტმუნდი“ 2, აპოელი 2

აკაკი
ხოჭოლავა გოლის დროს ისმას და ორდეცის დაკარგულ კაცს ფლანგზე მისდევდა და მთელი მსოფლიოს ექსპერტებმა აგიარეს რომ მისი ბრალი არაა გოლში.და პირველად ითამაშა 90 წუთი მანამდე 2 ჯერ შეცვლაზე შევიდა.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა