თბილისში ჩამოსულმა კომპანია "სასკი ბასკონიას" გენერალურმა დირექტორი ხესუს ვასკესმა პრესკონფერენცია გამართა
თბილისში ჩამოსულმა "სასკი ბასკონიას" გენერალურმა დირექტორმა ხესუს ვასკესმა პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორმებულ კონტრაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა.

"გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს შორის დადებულმა ხელშეკრულებამ გარკვეული კითხვები გააჩინა, გადავწყვიტეთ პრესკონფერენცია ჩაგვეტარებინა.

არ ვაპირებთ თავის მართლებას, უბრალოდ გვსურს წარმოვადგინოთ და ნათელი გავხადოთ ის საკითხები, რაც კონტრაქტის მიხედვითაა გათვალისწინებული.

"ბასკონია" 60 წელია რაც არსებობს და დაარსებიდან მონაწილეობს ევროლიგაში. ჩვენ საკალათბურთო სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა ესპანეთში.

ბევრ კალათბურთელს გამოვლილი აქვს "ბასკონიას" სკოლა და მონაწილეობს სხვადასხვა ტურნირებზე.

საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ჩვენი კლუბის სკაუტები სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებს აკვირდებიან და მათგან საუკეთესოებს არჩევენ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, გაკეთდა გამონაკლისი. რომ ახალგაზრდებს, რომელებიც ჩვენი კლუბის მიერააა შერჩეული, ჰქონოდათ საშუალება ჩართულიყვნენ ამ პროგრამაში.

4 წლის წინ გარკვეულმა გარემოებამ შეგვახვედრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან, მაშინ ჩვენთან უნდა ეთამაშა თორნიკე შენგელიას. არასდროს არ ვთანამშრომლობდით საერთაშორისო ფედერაციებთან, მაგრამ პირველად ექსკლუზიურად გაფორმდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება.

კალათბურთის ფედერაციის მიზანი იყო ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარება, რაც მომავალში სარგებელს მოუტანს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

ფედერაცია ყოველწლიურად ახორციელებს 300 000 ევროს ინვესტიციას და საერთო ჯამში შეადგენს 1.5 მილიონს. ამ ინვესტიციით ქართველი ახალგაზრდები ჩაერთვებიან კლუბის პროგრამებში და მიიღებენ გამოცდილებას საერთაშორისო ტრეინინგებში.

ეს სპეციალურად ამ ხელშეკრულების ფარგლებში შემუშავებული პროგრამაა, არავის არ შეუძლია სხვას თანხის გადახდის შემთხვევაში იგივე გააკეთოს.

ქართველ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ივარჯიშონ და საკუთარი თავი წამოაჩინონ მთელს ესპანეთში. რასაც ჩვენი კლუბი აკეთებს თქვენი ახალგაზრდებისთვის, ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური დახმარება..

ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი თანხით, სხვა ქვეყნის მოთამაშეების ვარჯიშის თანხა კი არ ფინანსდება, არამედ ამ მოთამაშეებთან ის აკავშირებს, რომ მოხდება იმ ქართველი კალათბურთელების მომზადება.

საქართველოს მთელი ეს ინვესტიცია 8-9 წლის შემდეგ დაუბრუნდება უკან და საბოლოო ჯამში, არაფერი არ დაუჯდება.

ის ფაქტი, რომ "ბასკონიაში" ნავარჯიშებმა 16-წლამდელმა ქართველმა კალათბურთელებმა შეძლეს, ბ დივიზიონიდან ა დივიზიონში გადასვლა, ჩვენი დამსახურებაცაა.

ამგვარ ხელშეკრულებას სხვა არავისთან არ გავაფორმებთ. ჩვენი კლუბის ბიუჯეტი 80 მილიონ ევროს შეადგენს, ეს ხელშეკრულება ფინანსური თვალსაზრისით არ გაგვიფორმებია, უბრალოდ ამას უფასოდ ვერ გავაკეთებდით.

ჩვენი მიზანია მინიმუმ სამმა თაობამ ისარგებლოს ამ პროექტით და არ მოხდეს "თაობათა წყვეტა".

საქართველოში დაარსდება "ბასკონიას" სკოლა, სადაც ესპანელი და ქართველი მწვრთნელები იმუშავებენ. ამჯერად ველოდებით დასტურს, რათა თბილისში ფედერაციას გარკვეული ობიექტები გადაეცეს. როდესაც მოვიძიებთ დამატებით სახსრებს, მომავალში სხვა ქალაქებშიც გავაკეთებთ სკოლებს".

რეზო
სიმართლე გითხრათ, კალათბურთში დიდად გარკვეული არ ვარ, მაგრამ ჩემი ახლო ნათესავია მაგ პროექტით ესპანეთში. რამდენიმე თვის წინ მანდ მოთამაშე ბიჭებმა(მგონი ხუთნი იყვნენ) საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპივეს. ოჯახი ძალიან კმაყოფილია სკოლითაც და ვარჯიშებითაც, ყველანაირი პირობებიაო. თანაც ესპანურს ასწავლიან. წელიწადში 300 ათას ევროზე საუბარი სასაცილოდაც მეჩვენება. ასეთ პარტნიორს ფეხბურთსა და რაგბიშიც(სხვა სახეობებშიც) თუ ვიშოვით, მართლა წინ წავა ქართული სპორტი. წარმატებას ვუსურვებ. მხოლოდ პოზიტივს ვხედავ.
ვატო
კაცი ჩამოვიდა, პერსპექტიულ პროექტებს გვთავაზობს, ესპანეთში, საუკეთესო აკადემიაში რეალურად უფასოდ(ფული უკან ბრუნდება) კალათბურთელებს გვიმზადებს და კიდევ იქეთ ვედავებით,რატომ აკეთებო?! მოკლედ, ჩვენი ხალხის უმეტესობა ვერ გამოვიდა საბჭოთა მენტალობიდან-რადგან უცხოელია(მაშინ კაპიტალისტი იყო), ე.ი. რაღაცას ხეირობსო. იხეიროს, ღმერთმა შეარგოს, თუ ჩვენც ვხეირობთ. ფაქტი კი სახეზეა, უკვე დადებითი შედეგია. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებული პროექტი ჩანს, თუნდაც იმიტომ, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის სკოლაა. თორნიკე შენგელია რომ თამაშობს ამ კლუბში, გვეამაყება. ჰოდა სხვებსაც თუ მიეცათ შანსი, რატომ უნდა შეუშალოთ ხელი. წარმატებები ყველას, ვინც მაღალი დონის უცხოურ სასწავლებლებში მოხვდება, თანაც უფასოდ.
888
ფეხბურთის და კალათბურთის ფედერაციებში აღარ დამთავრდა ბიუჯეტის ქურდების ეპოქა.აქ ესენი მამაძაღლობენ და იქ კობიაშვილი თავის ბანდით ყვლეფს ბიუჯეტს.
კახა
ბუნდოვანი კონტრაქტი რაღაც აბსურდული არგუმენტები არაფერი კონკრეტული რამდენი ბავშვი გადის ესპანეთში მომზადებას რა ჯდება ერთი ბავშვი ამხელა თანხა სად მიდის...
ზაზა
დდ თავის მართლებას არ ვაპირებთო და რა გაქვთ სათქმელი ისედაც ყველაფერი ნათელია.ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივი ხარჯვაა მეგობარო ხესუს ეგ თქვენი თანამშრომლობა და მეტი არაფელი.ასე რო დიდი ალბათობით მთავრობა ამ მაყუთს უკან მოგაცანცვალებიებთ მალე.
ისტორიულ ბაქოურ დერბის თვაური იმსაჯებს | ქართველი მსაჯებ-კომისარი ევროტურნირებზე
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
"ბასკონიამ" 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
ოთარ ჭიჭაღუა და "ალავესი" ესპანეთის პრიმერა დივიზიონზე ფიქრობენ
"ბასკონიას" კემპი: 55-ით გაიხსნა
"სასკი ბასკონიას" კემპი დასრულდა - 16 ქართველი მოთამაშე ესპანეთში გაემგზავრება
"ვალენსიას" მარცხენა მცველმა ტრავმა მიიღო
შენგელიას საოცრება - თოკოს აღებული ქულა, რომელმაც ყოფილი გუნდის ფანებიც კი აღაფრთოვანა [VIDEO]
[ვაჟა სიმონიშვილი ვიტორიიდან] ბასკურ-ქართული შეძახილი: "კარგია, კარგია!" [PHOTO]
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
"ბასკონიას" გენდირექტორი კალათბურთის ფედერაციაში პრეს-კონფერენციას ჩაატარებს
საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა "ბასკონიას" ბოლო წამებზე მოაგებინა და მატჩის გმირი გახდა [VIDEO]