საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საკმაოდ ფრთხილი კომენტარი გააკეთა გუშინ, ნაკრების ვარჯიშის შემდეგ
დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე, გერმანიის ქალაქ ქემნიცში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს გამართავს.

ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება, რომელთანაც საქართველოს ნაკრები გასულ სექტემბერს, ევრობასკეტზე დამარცხდა, თუმცა დღესდღეობით ორივე გუნდი სრულიად სახეშეცვლილია.

ფიბას სანაკრებო მატჩების სისტემის შეცვლამ გამოიწვია ის, რომ ევროპის უმაღლეს საკლუბო ტურნირ ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ ვერ მიდიან. ფიბასა და ევროლიგის ხელმძღვანელებმა ვერ მოილაპარაკეს და ამ უკანასკნელმა საკუთარი კალენდარი ვერ შეცვალა. სწორედ 23 ნოემბერს ჰქონდა ევროლიგაში თამაში თორნიკე შენგელიას "ბასკონიას", ხოლო დღეს - გიორგი შერმადინის "უნიკახას".

გერმანიას NBA-ს 2 მოთამაშე აკლია, ასევე, ევროლიგის მოთამაშეები, თუმცა ჰყავს არაერთი ულებ-ის ევროთასის კლუბის წარმომადგენელი და თამაშობს შინ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საკმაოდ ფრთხილი კომენტარი გააკეთა გუშინ, ნაკრების ვარჯიშის შემდეგ. ჩვენმა ნაკრებმა წუხელ პირველად ივარჯიშა "მესე ჰალეზე", სადაც დღეს საღამოს გერმანიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებში პირველი ვარჯიში გამართა მაიკლ დიქსონმა, რომელიც ძალიან მოწადინებულია.

"მოხარული ვარ, რომ მანუჩარ მარკოიშვილი გუნდს ორი დღის წინ შეუერთდა. ასევე სასიამოვნოა, რომ მაიკლ დიქსონიც ჩვენთანაა და სავარჯიშოდ ერთი დღე აქვს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ რთულ მდგომარეობაში ვართ, რადგან გვაკლია ბევრი გამოცდილი კალათბურთელი: გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე. ბექასა და დუდას ოპერაციები აქვთ გაკეთებული. იცით თოკო შენგელიასა და გიორგი შერმადინის მდგომარეობა, რომლებიც ევროლიგაზე თამაშობენ და კლუბები ნაკრებში ჩამოსვლის ნებას არ რთავენ. ასე რომ, გამოცდილება ნამდვილად გვაკლია.

მძიმე მდგომარეობაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს.

საქართველოს ნაკრები საბრძოლო შემადგენლობით ერთად მხოლოდ ორი დღეა რაც ვარჯიშობს. ასეთ პირობებში კი შეთამაშებასა და გუნდურობაზე მუშაობა ძალიან რთულია. საამისოდ, ფაქტობრივად, დრო არ რჩება. მოთამაშეებს ერთმანეთი ჰყავთ გასაცნობი…

ჩვენთვის საინტერესოა და გვინდა ვნახოთ, ჩვენი კალათბურთელები ასეთ მეტოქესთან როგორ ითამაშებენ ერთმანეთის გვერდით, როგორ გაართმევენ თავს დაკისრებულ ამოცანებს. სწორედ სერბეთთან და გერმანიასთან გასვლით მატჩებში გამოჩნდება, რამდენად კონკურენტუნარიანები ვართ.

რას ველით? რეალისტები უნდა ვიყოთ: ერთადერთი, რასაც ველით, ესაა ბოლო წამებამდე თავდაუზოგავად ბრძოლა".

მეტოქე ერთი ლეგიონერით - რას უპირისპირებს გერმანია საქართველოს ნაკრებს?

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?

ვინ ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩებში

ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს?

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა
იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
"კრისტალ პალასთან" მატჩში მამარდაშვილი სათადარიგოა
"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
ინიგო მარტინესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ალ ნასრს" შეუერთდა
დღეს მამარდაშვილი "ლივერპულში" პირველი ტიტულის მოგებას ეცდება - სად შევძლებთ ინგლისის სუპერთასის ყურებას?
მე-20 ტური დაიწყო: ორი მატჩი, ორი ფრე
ოფიციალურად - შევალიე პსჟ-ს ფეხბურთელია
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენი" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძემ ესპანურ გუნდთან მატჩში ანგარიში გახსნა
0:8 - ქართველების "მეცი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა
ვიტინიამ დაასახელა პსჟ-ს ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებს
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონი წაგებით დაიწყო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები რასმუს ჰოილუნდის საქციელით უკმაყოფილოები არიან
იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა
"ჩელსიმ" მუდრიკი პრემიერლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ნომერიც წაართვა
"ეს სირცხვილია" - ტიერი ანრიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთის" მოგებას აუცილებლად იმსახურებდა
რა რეაქცია ჰქონდა "გალათასარაის" პრეზიდენტს, როცა საფონოვის დამატება შესთავაზეს?
კონფლიქტი ამოწურულია - ტერ შტეგენი დათმობაზე წავიდა და კაპიტნის სამკლაური დაუბრუნეს
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
შევალიე უკვე პარიზშია - სად მიდის დონარუმა?
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
გერმანიამ დრამატულ მატჩში ლატვია დაამარცხა
საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 77:87 დამარცხდა[VIDEO]
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
სენსაცია. გერმანიამ აშშ-ს მოუგო - ევროპული ფინალი გველის
გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
გერმანიამ სლოვენიას თამაში შემოუტრიალა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ევრობაკეტზე გერმანია მე-3 ადგილს დაეუფლა, პოლონეთი ზღაპარი დასრულდა... [VIDEO]
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას