აქ არც დერბი "დელა მადონინა" ტარდებოდა და არც ლეგენდარულ ფეხბურთელებს უთამაშიათ
აქ არც დერბი "დელა მადონინა" ტარდებოდა და არც ლეგენდარულ ფეხბურთელებს უთამაშიათ.

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში ქართული კლუბი, წნორის "მილანი" თამაშობდა. ამ ერთ წინადადებაში ალბათ, ბევრი კითხვა გაგიჩნდათ... დიახ, ასეა. რა შუაშია ქართულ კლუბთან სახელი "მილანი"? გუნდი თუ წნორის იყო (წნორი დაბაა, ძველი ანაგიდან 12 კილომეტრის მოშორებით), სოფელ ძველ ანაგაში რატომ თამაშობდა? ამ და სხვა საკითხებზე პასუხს ქვემოთ გაიგებთ...

კლუბის მფლობელი ავთანდილ მანგოშვილი (მეტსახელად "ქაქუცა") იყო. მანგოშვილი "მილანს" დიდ ყურადღებას აქცევდა.

შეგვიძლია გავიხსენოთ ის ძალიან კარგი სტადიონი, სადაც გუნდი ასპარეზობდა... დღევანდელ ქართულ რეალობაში ძალიან ბევრ გუნდს შეშურდება ისეთი მოედნის საფარი, როგორიც ამ სტადიონს ჰქონდა. ტრიბუნებზე დაახლოებით, 2000 ადამიანი ეტეოდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში შევსებული იყო. შესანიშნავი სამგზავრო "ავტობუსი", რომლითაც გუნდი გადაადგილდებოდა. მოკლედ, პირობები ძალიან კარგი იყო და მხოლოდ დადებითი შედეგის ჩვენება იყო საჭირო...

რაც შეეხება კლუბში მოთამაშე ფეხბურთელებს... აქტიურ სპორტში დღეს თუ ვინმეს გახსენება შეგვიძლია, ეს მეკარე ზურაბ მამალაძეა. 35 წლის გამოცდილი კარის დარაჯი დღეს მარტვილის "მერანში" ასპარეზობს. კარიერის განმავლობაში მას თბილისის "დინამოში", შესანიშნავად მოასპარეზე "ზესტაფონსა" და სხვა გუნდებში უთამაშია. თუმცა, მამალაძის საფეხბურთო საწყისები პატარა სოფლის პატარა გუნდს უკავშირდება.

ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ გიორგი ტოკლიკიშვილი ("ტოკლიკა") და რა თქმა უნდა, გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი და კლუბის კაპიტანი ზაზა მედოევი.

ფეხბურთელების და გულშემატკივართა ურთიერთობა შესანიშნავი იყო. როგორც უკვე გითხარით, ძველი ანაგა კახეთში მდებარეობს და რა თქმა უნდა, ვაზის კულტურა ძალიან განვითარებულია.

ხშირად დაინახავდით კადრებს, როდესაც ადგილობრივ მცხოვრებლებს პატივისცემის ნიშნად ყურძენი და სხვა ხილი მოჰქონდათ. ასევე, ფეხბურთელების ტრავმის შემთხვევებს გულშემატკივრები ძალიან განიცდიდნენ... ისინი მოთამაშეებთან მიდიოდნენ და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეკითხებოდნენ.

"მილანი" ერთადერთხელ (2002 წელს) იყო საქართველოს უმაღლეს ლიგაში და ეს პერიოდი გულშემატკივრებისთვის შესანიშნავ მოგონებად დარჩა. მართალია, 22 ტურში მოპოვებული 3 გამარჯვებით, 4 ფრითა და 15 მარცხით, 13 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთი პატარა სოფლის კლუბი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, უკვე აღსანიშნავი იყო.

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას გუნდის სტადიონს გულშემატკივართა ცუდი საქციელის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს და "მილანს" საშინაო თამაშების ჩატარება გურჯაანში უხდებოდა. გულშემატკივრებს საყვარელი გუნდი არც მაშინ მიუტოვებიათ და მანქანების კოლონა კლუბის საქომაგოდ მიდიოდა.

საინტერესოა, რომ "მილანს" სახელი ერთხელ გადაუკეთეს და ძველი ანაგის "ღარწყალი" დაარქვეს (ღარწყალი წყაროა ძველ ანაგაში). ამ ფაქტზე საინტერესო და კურიოზული ისტორიაც შეგვიძლია გავიხსენოთ: "ღარწყალი" ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე "დინამოს" უპირისპირდებოდა.

თბილისელთა ერთ-ერთ გულშემატკივარს სტუმარი გუნდის სახელის გაგების შემდეგ გაკვირვებულს უკითხავს - ეს წყაროელები ვინღა არიანო.

თავდაპირველად, გეგმაში იყო, რომ კლუბს წნორში ეთამაშა და სახელიც სწორედ მისი ეწოდა, თუმცა შემდეგ სტადიონი ძველ ანაგაში გაკეთდა, თუმცა გუნდის სახელი აღარ შეცვლილა.

რატომ ერქვა კლუბს "მილანი", დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება...

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, კლუბს "მილანი" იმიტომ ერქვა, რომ იმედი ჰქონდათ, იტალიური "მილანის" ხელმძღვანელები დაინტერესდებოდნენ და ფინანსურ დახმარებას გაუწევდნენ. თუმცა ეს ხმები ჭორის დონეზე დადიოდა და ოფიციალურად არ გაცხადებულა.

გუნდმა არსებობა 2004 წელს შეწყვიტა. ამის შემდეგ მცდელობები კიდევ იყო, ამ სოფელში ფეხბურთი დაბრუნებულიყო და რამდენიმე კლუბი ჩამოყალიბდა, თუმცა უშედეგოდ...

საინტერესოა, რა მდგომარეობაა დღეს ძველ ანაგაში და მთლიანად სიღნაღის რაიონში სპორტის განვითარების მხრივ. ჩვენ ადგილობრივ მცხოვრებლებს გავესაუბრეთ. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ სიღნაღის რაიონში სპორტი მკვდარია. ახალგაზრდებს არ ეძლევათ საშუალება, სპორტით დაკავდნენ და ამისთვის არანაირი პირობები არ აქვთ შექმნილი... არ არის სპორტის სხვადასხვა სახეობის წრეები გახსნილი, ამიტომ ახალგაზრდების უმეტესობა ადრეული ასაკიდანვე ალკოჰოლის მიღებას და სიგარეტის მოწევას იწყებს...

მათ ერთადერთი დადებითი, სპორტთან დაკავშირებით რაც გვითხრეს, ის არის, რომ სოფელ ძველ ანაგაში ბოლო პერიოდში მინი-სტადიონები ააშენეს.

იმედია, ჩვენი სტატია საჭირო წრეებამდე მიაღწევს და ისინი ამ გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანენ და სპორტულად ჩამკვდარ სოფელსა და რაიონს ახალ ძალას შთაბერავენ.

ქვემოთ კი ის სურათები შეგიძლიათ იხილოთ, რომელიც ჩვენ "მილანის" სტადიონზე გადავიღეთ. "ქართული სან-სირო" საძოვრადაა ქცეული...

იხილეთ ფოტოგალერეა

ღრმა ღელე
და რატომ არ წერთ მთავარი მრწვთნელი ვინ იყო ამ გუნდის და ვინ გადაიყვანა უმაღლეს ლიგაში. ლერი(სოსო) ბაკაშვილი , რომელიც წნორში და სიღნაღის რაიონში არა ერთი ფეხბურთელების თაობა აღზარდა . თავიდან იყო გუნფი “ქიზიყი” , მერე ერთი პერიოდი გადაკეთდა და ეწოდებოდა “ერწუხი” , მერე დაიშალა , რადგან იმ დროისთვის ხორცის კომბინატი იყო სპონსორი და ალადაშვილი დირექტორი აღარ იყო , ამიტომ სიღნაღის რაიონის ერთადერთი გუნდი არ იყო და უმაღლეს ლიგაშიც ლერიმ გადაიყვანა. გუნდი რომ შექმნეს სხვა მწვრთნელები ჰყავდათ .
გაგაა
რო სიცივეში არ გავცივდეთეს წნორის გუნდი იყო და თამაშობდნენ ძველი ანაგაში შემდეგ წნორში აშენდა სტადიონი მაგრამ სულ გაფუჭდა. ეს გუნდი დაიშალა როცა დამფინასებელი დაიღუპა და ვიღა მიაქცევდა ყურადღებას. დღესდღეობით რადღებას მთავრობა აგარ აქცევს სპორტს ყურადღებას როგორც სიღნაღის რაიონში ისე წნორში ელემენტალური გასახელები არ არის
ირაკლი
ეგეთი სოფელი კახეთში არ არსებობს. ან ვერონა გეშლება მილანში ან მელაანი
cerber
milani kiara veronaa mand☺
Koxta რაჭველი
მილანი არა ვერონა
კოტე
სოფელმა მილანმა დაგლიჯა ))) . სოფელი რომი არის კიდევ მანდ და სოფელი ტურინი ))) .
rato
მილანი არა და ვერონა კი არის გომბორზე
aaa
ვერონა არის, მილანი არ დამინახავს
Roma
Milani ara barselona :D kargad caikitxe shvilo milani kiaraa melaani aceria :/
ნინ
ვერონაა ეგ
zaza
თქვერ რომელ სოფელსაც გულისხმობთ იმას მელაანი ქვია.
b-52
მილანის რა მოგახსენო და ვერონა ნამდვილადაა ერთერთი სოფლის სახელი გომბორის გზაზე
omari73
პირველ სურათზე გეგუჩაძე თავისი სტაფით!
მაკოს
მილანი არაა ის, ვერონაა
mako
რატომ არავის გახსოვთ რომ კახეთში არსებობს სოფელი მილანი, ყოველ შEმთხვევაში კახეთში ცივგომბორის გზით რომ გადავდივართ იქ წამიკითხავს ეს სახელი. ძალიან კი გამიკვირდა, მაგრამ ასეა...
მეტი სიმართლე !
1) წნორი ქალაქია 1965 წლიდან და არა დაბა ! 2) სტადიონს დისკვალიფიკაცია არა გულშემატკივართა ცუდი საქციელის გამო მისცეს- არამედ იმიტომ, რომ ვერ აკმაყოფილებდა უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს, 3)...
წნორიდან
კობის სულ ცალ ფეხზე კიდია წნორიც და "მილანიც". თბილისის იქით ფეხი არ გაუდგამს ალბათ რაც ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს!!
bakar
სახელი გუნდს ქაქუცამ დაარქვა, იტალიელი მეგობრის საპატივცემულოდ რომელიც მილანიდან იყო. სიტყვა მიუცია და დაარქვა რა )) მაგარი კაცი იყო! ხელფასებს ისე არიგებდა თითქოს ,,გრევი'' ყოფილიყო :დდ
Lsd
მახსოვს ეგ გუნდი. კინაღამ ჩემპიონი გახდა. საშინაო თამაშწბს სულ იგებდნენ. მაგათი ბოსები სტუმარ გუნდს და მსაჯებს ემუქრებოდნენ და ესენიც აძლევდნენ და აძლევდნენ თამაშებს. სასაცილო იყო მარა ... სატირალია
gg
აი ეს სტადიონია დღევანდელი ჩვენი ფეხბურთის სახე....
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
უმაღლესი ლიგის XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ღვინის გარდა საამაყოც... ფეხბურთი გურჯაანშიც მოენატრათ!
"ზუგდიდი": ბესიკ შეროზია უკრაინელ ლეგიონერებს აკვირდება
"დავრწმუნდი, რომ თურქი ფეხბურთელები ქართველებზე ნიჭიერები არ არიან"
9 ახალწვეული! - მარტვილის "მერანში" დიდი ცვლილებებია
პაპუნა ფონიავა "მერანს" დაემშვიდობა და კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს
კოლხეთი-ზუგდიდი 0:0 - მამალაძე და ყვითლები [VIDEO]