"თბილისის მერიის თასი" "ხომლმა" მოიგო

ნოემბრის ბოლო შაბათ-კვირას ‘ხვამლი არენაზე’ ‘თბილისის მერიის თასი 2017’-ის პირველი ღია პირველობა გაიმართა, რომლის ფინალშიც ‘ხომლმა’ ‘ლელო-სარასენსი’ 14:7 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ეს იყო 14-წლამდე მორაგბეთა დასკვნითი, ფინალური ტურნირი, რომელშიც აღმოსავლეთ საქართველოს 12 და დასავლეთ საქართველოს 4 უძლიერესი გუნდი მონაწილეობდა. ეს გუნდები იყვნენ: ‘ლელო-სარასენსი’, ‘თბილისი’, ‘აკადემია’, ‘ხულიგანა’, ‘ლოკომოტივი’, ‘ხომლი’, ‘წიქარა’, ‘ხვამლი’ (ყველა თბილისი), ‘აჭარა’ (ჩაქვი), ‘არმაზი’ (მარნეული), ‘აია’ (ქუთაისი), ‘კოლხი რაინდები’ (ფოთი), ‘ვეფხვები’ (პატარძეული), 22-ე სკოლა (ქუთაისი), ‘ხარები’ (რუსთავი) და ‘ჯიქი’ (გორი).

თბილისის ღია პირველობა 12-კაცა რაგბში გაიმართა. თითოეულიგუნდის განაცხადში 18 მოთამაშე იყო და ჯამში მასში 288 მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.

გუნდები ოთხ 4-გუნდა ჯგუფში იყვნენ გადანაწილებული და პირველ დღეს (25 ნოემბერი) ჯგუფური ეტაპის სამ-სამი თამაში გამართეს. მეორე დღეს გუნდებს ასევე სამ-სამი შეხვედრის ჩატარება მოუწია და როგორც უკვე გითხარით, ‘თბილისის მერიის თასი 2017’ ‘ხომლმა’ შემართა, ‘ლელო-სარასენსი’ მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ‘აკადემიამ’ (დაამარცხდა ‘ხვამლი’ 24:5) დაიკავა.

„წელს პირველად 14-წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის თბილისის ღია პირველობაგაიმართა,ფაქტობრივად საქართველოს ჩემპიონატი 12-კაცა რაგბში - ‘თბილისის მერიის თასი’. თბილისის მერიის სურვილია, რომ ტურნირი ტრადიციული გახდეს. გვსურდა, რომ თბილისის ღია პირველობაში აღმოსავლეთ საქართველოს 10 და დასავლეთ საქართველოს 6 საუკეთესო გუნდს ეთამაშა. საბოლოოდ დასავლეთიდან 4-მა გუნდმა მოახერხა ჩამოსვლა და შესაბამისად, აღმოსავლეთიდან მონაწილეთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ზაფხულში გახსნილი ‘ხვამლი არენაზე’ სამი მოედანია და ეს მსგავსი მასშტაბური ტურნირების ჩატარებას მომავალშიც გაგვიიოლებს“ - გვეუბნება საფესტივალო რაგბის ხელმძღვანელი ლევან ობოლაძე.

მზარდი დინამიკით

ბორჯღალოსანთა წარმატებისა და მუდმივი წინსვლის ფონზე, საქართველოში რაგბში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.მას შემდეგ, რაც სავარჯიშო და სათამაშო მოედნები მომრავლდა, რაოდენობა და რაც მთავარია ხარისხი, კიდევ უფრო გაიზარდა.

2013 წელს ფესტივალებში მონაწილე მოზარდთა რაოდენობა 2462 იყო, წელს კი ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 4209-ს მიაღწია. 2012 წელს აღმოსავლეთ საქართველოში 17 საფესტივალი კვირა იყო, ბოლო წლებში მათი რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, რასაც კლუბების მიერ ორგანიზებული ტურნირებიც ემატება, მაგალითად: „წრიპას თასი“ (იუნკერები), „დავით ზირაქაშვილის თასი“ (რუსთავის ‘ხარები’), გუჯა სურგულაძის ხსოვნის ტურნირი (ლელო-სარასენსი).

2014 წლიდან დაიწყო რესპუბლიკური ტურნირების ორგანიზება 14-წლამდე მორაგბეთა შორის, როგორც 7-კაცა, ასევე 12-კაცა რაგბში და მათ წინ უსწრებდა შესარჩევი ტურნირები. განვითარების ჯგუფის წევრებმა უცხოეთში მიღებული გამოცდილებით დახვეწეს და გაამკაცრეს წესები. გაკეთდა მოთამაშეთა ერთიანი ბაზა, სადაც განთავსებულია მორაგბეების ფოტოსურათიანი ლიცენზიები, რითაც 100% გამოირიცხა ფესტივალსა თუ ტურნირში გადაზრდილი, ან არალიცენზირებული მოთამაშის ჩართვის ალბათობა.

„გაზაფხულისა და შემოდგომის 3-3 თვეში 12-12 საფესტივალო კვირა გვაქვს. თითოეულ ციკლში 4 კვირა 7-კაცა და 8 კვირა 12-კაცა რაგბს ეთმობა. წესები იმგვარადაა შედგენილი, რომ მაქსიმალურად ბევრი იყოს ხელით თამაში. ფესტივალები და ტურნირები მონაცვლებით ტარდება - თუ ერთი კვირა 8-10-12 წლამდე მოთამაშეთა ფესტივალებს ეთმობა, მეორე კვირას 14-წლამდელთა ტურნირებია. წლის განმავლობაში გვაქვს 4 გასვლითი ტურნირი, ან ფესტივალი იმ რეგიონებში, რომელთა მუნიციპალიტეტბმა მინიმუმ სტადიონით უზრუნველყოფა მოახერხეს.

ტურნირები მხოლოდ 14-წლამდელთა შორის იმართება, რადგან ესაა გარდამავალი ასაკი, ბავშვებისთვის შემდგომი ნაბიჯი ჭაბუკთა „ბ“ ლიგაა და სატურნირო სისტემასთან მათი ადაპტირება ხდება. დაბალ ასაკში არ გვყავს მსაჯები და ამ ფუნქციას მწვრთნელები ითავსებენ, რაც მათ განვითარებაში ეხმარება.14-წლამდელთა ტურნირებს დამწყები მსაჯები ემსახურებიან, მათ მოყვებიან მასწავლებლები და პარალელურად ხდება მსაჯების განვითარება“ - ამბობს ობოლაძე.

აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში ფესტივალებში მონაწილე ბავშვების რაოდენობა 1000-ს აღწევს, რასაც ამ ბავშვების მშობლებიც ემატება და ასეთი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, საფესტივალო რაგბის ხელმძღვანელობაკერძო სექტორთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

‘ხვამლი არენას’ გახსნის შემდეგ, სადაც სამი მოედანია (ერთი ბუნებრივი და ორი ხელოვნური საფარით), ფესტივალების დაგეგმვა უფრო გამარტივდა და 2018 წლის განრიგი უკვე სრულადაა გაწერილი - რიცხვების, დღეების და სტადიონების მიხედვით. განრიგი ითარგმნა ინგლისურ და რუსულ ენებზე, ის დაეგზავნა სხვადასხვა ქვეყნებს და თუ მსურველები გამოჩნდებიან, შესაძლოა, გაისად საქართველომ პირველად უმასპინძლოს საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალს.

Rugby.ge

სოსო
2000 წელს საქართველოში სულ 200 მორაგბე იყო დარეგისტრირებული და მათ გზა გაიკვალეს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისაკენ.ახლა ამ ფესტივალებზე 4200-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობს.აქედან თუნდაც ნახევარმა 16 წლამდეც რომ გააგრძელოს აქტიური ვარჯიში,ქვეყანას უკვე ეყოლება ყოველწლიურად 2000სულით და ხორცით ჯანმრთელი ვაჟკაცი,რომელიც ყველანაირად მზად იქნებიან შრომისათვისაც,ომისათვისაც,სწავლისათვისაც და მოყვასისათვის გვერდში დადგომისთვისაც,რაგბის მთავარი არსი ხომ სწორედ ესაა.კარგია სპორტში გამარჯვება,მაგრამ რაგბის ფედერაციის მთავარ დამსახურებად მაინც ეს მიმაჩნია.ისინი ბევრს არ ლაპარაკობენ სამშობლოს სიყვარულზე,პატრიოტიზმზე,სამშობლოსათვის სამსახურზე,მაგრამ საქმით სწორედ ამას აკეთებენ. ბევრგან წამიკითხავს,ნამდვილი პატრიოტიზმი,თავისი საქმის პროფესიონალობააო.რაგბი 100%-ით ამართლებს ამ დებულებას.
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
ზაზა ფაჩულია: ეს არ გახლავთ ნაკრების მაქსიმუმი
თბილისის მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა ლატვია დაამარცხა [VIDEO]
თბილისის მერიის თასი: იტალიის ნაკრებმა ესტონეთს სძლია
კოტე ტუღუში: ახალგაზრდებმა ლატვიასთან მატჩში თავი კარგად გამოიჩინეს
ჭაბუკთა B ლიგა: "ხომლი" ჩემპიონია
თბილისის მერიის თასი: საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
საქართველო-იტალია 67:87 - NBA თბილისში! [VIDEO+PHOTO]
დიდი 10. VIII ტური: "ლელო-სარაენსმა" "ჯიქი" 20:7 დაამარცხა