მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში ქართულმა ჩოგბურთმა დიდი დარტყმა მიიღო
მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში ქართულმა ჩოგბურთმა დიდი დარტყმა მიიღო.

ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფში ჩვენი ნაკრები, შეიძლება ითქვას, რომ საჰარის ქვიშაში ჩაიკარგა. ამ შეხვედრებმა პრობლემები კიდევ უფრო ცხადყო.

უპირველეს ყოვლისა, ამ სტატიაში მარტო ნეგატივის თქმა არ გვსურს და გვინდა სანდრო მეტრეველს იმ ცუდი ამბის შემდეგ ნაკრებში დაბრუნება მივულოცოთ და შემდეგში წარმატებები ვუსურვოთ.

თავად სანდროს თამაშს წყვილებში აშკარად ეტყობოდა, რომ იგი დიდი ხანია კორტზე არ გამოჩენილა. მას პირველი ჩაწოდება თითქმის არ გამოსდიოდა, მაგრამ მომენტებში შესანიშნავ დარტყმებს ასრულებდა. თუმცა მან თავისი საქმე გააკეთა და ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად წყვილების თამაში მოიგო.

მივყვეთ თანმიმდევრობით: მაროკო-საქართველოს დაპირისპირებაში პირველები კორტზე ლამინე უაჰაბი და გიორგი ცივაძე გამოვიდნენ. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენებური მეტოქეს კლასითაც და სათამაშო გამოცდილებითაც ჩამოუვარდებოდა. ციდან ვარსკვლავებს არც უაჰაბი წყვეტს, მაგრამ მისი გამარჯვება ნაწინასწარმეტყველები იყო და მაროკოს ნაკრებიც ადვილად დაწინაურდა.

ლამინ უაჰაბი-გიორგი ცივაძე 6:3, 6:3

მაგრამ ის, რაც შემდეგ მოხდა, არა მარტო ჩვენი ნაკრებისთვის, არამედ მიმდინარე საჩოგბურთო სეზონის ერთ-ერთი სენსაციაა. ჩვენი ფავორიტი ჩოგბურთელი და საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 698-ე! ნომერთან დამარცხდა. რას შეიძლება გამოეწვია ეს, როდესაც უკვე მსოფლიო ჩოგბურთში მშვენიერი სახელის და გამარჯვებების ავტორი უცნობ 20 წლის ბიჭთან მარცხდება?!

ბასილაშვილმა "რუსთავი 2"-ზე ერთ-ერთი გადაცემაში მაროკოში წასვლის წინ განაცხადა, რომ მას ბოლო 2 წელია ტრავმა აწუხებს, რომელიც ხელს ჩაწოდებაში უშლის. იგი პირველ მოწოდებას სწრაფად ვერ აწვდის, რაც შემდეგ კოორდინაციასა და გადაადგილებაში ხელს უშლის. თუმცა, ნიკოლოზმა იქვე თქვა, რომ ეს განსაკუთრებული პრობლემა არ იყო და ტკივილიც ნელ-ნელა ქრებაო.

აქვე ვთქვათ, რომ ნამდვილად რთულია, როდესაც ჩოგბურთელი სეზონს სხვა საფარზე იწყებ და შემდეგ სხვაზე აგრძელებ. ავსტრალიის ღია პირველობაზე შესანიშნავი ასპარეზობის და ლამის 1/8-ფინალში გასვლის შემდეგ ვინ იფიქრებდა, რომ ბასილაშვილი ასეთ დონეზე შერცხვებოდა?

მით უმეტეს, მან პირველი სეტი მოიგო და შემდეგ იმდენი მოახერხა, რომ პირველი სათამაშო დღის შემდეგ მაროკოს ნაკრები 2:0 დაწინაურდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი-ამინ აჰუდასი 6:3, 3:6, 3:6

მეორე დღეს გულშემატკივარს ჰქონდა იმედი, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლებოდა და გამარჯვების მოპოვების შანსიც ბასილაშვილი/მეტრეველის წყვილმა დაგვიტოვა. თუმცა, ამ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა და ბრეიკი იყო. ბასილაშვილი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და ამაში მხარს მას მეტოქეებიც უბამდნენ. თუმცა, ბოლოსკენ ჩვენებურებმა გარდატეხა შეიტანეს და მეტოქეს ზედიზედ 5 გეიმი აართვეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი/სანდრო მეტრეველი-ამინ აჰუდასი/ლამინე უაჰაბი 7:6, 4:6, 6:2

ამ თამაშის შემდეგ ანგარიში საერთო ჯამში 2:1 გახდა და კორტზე ცოტა ხანში ისევ ბასილაშვილი და უაჰაბი გამოჩნდნენ. აქ კი სრული კატასტროფა მივიღეთ. ალბათ, კარგი იქნებოდა, ნიკოლოზი დევისის თასის შესახებ განცხადებას თუ გააკეთებდა. ასეთი კატასტროფული წაგება, ამ დონის ჩოგბურთელთან, მართლაც საოცრება იყო და იმედია, ბასილაშვილი ამის მიზეზებზე ისაუბრებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი-ლამინე უაჰაბი 1:6, 3:6

საბოლოო ჯამში, 3:1 დავმარცხდით. მე-5 შეხვედრის ჩატარება საჭირო აღარ გახდა. ანდა რა აზრი ჰქონდა, გიორგი ცივაძე ერთ ქულას კიდევ მოგვიტანდა თუ არა?! ფაქტი ერთია, საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა მაროკოში საშინელი შთაბეჭდილება დატოვა.

აქვე სხვა თემებზეც ვთქვათ, რასაც ამ შედეგამდე მივყავართ. რამდენიმე კვირის წინ სოფიო შაფათავას ინტერვიუ შემოგთავაზეთ, რომელიც ამბობდა, რომ მუშაობა უწევს იმისთვის და სხვა საქმით დაკავება, რათა ტურნირზე წასასვლელი ფული გამოიმუშაოს, ამის გამო კი ვარჯიშების გაცდენა უწევს. ის ასევე ამბობდა, რომ სახელმწიფო ჩოგბურთის ფედერაციას მცირე თანხებით აფინანსებს.

აქვე დაფინანსების შესახებაც ვთქვათ... ამ მხრივ ქართულ ჩოგბურთში მართლაც კატასტროფული მდგომარეობა რომ არის, ფაქტია. ანა ტატიშვილი ამერიკაში სწორედ ამის გამო წავიდა. რუსეთის სახელით ასპარეზობდა თავის დროზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთის ფედერაციას თავისი საიტიც არ უმუშავებს?! სანდრო მეტრეველსაც ფედერაციასთან კონფლიქტი სწორედ დაფინანსების გამო ჰქონდა.

თავად ფედერაციის პოზიცია კი შემდეგია - რასაც გამოჰყოფს სახელმწიფო, ის თანაბრად უნაწილდება ყველა სპორტსმენს. ჩვენს ქვეყანაში ერთი ჩელენჯერის დონის ტურნირიც რომ არ არსებობს, კიდევ სხვა ფაქტია. არც სახელმწიფო და არც ფედერაცია სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით არანაირ ნაბიჯს არ დგამს.

ფაქტი ერთია, ჩვენ მე-2 ჯგუფში დასარჩენად ლუქსემბურგთან ვიბრძოლებთ... ქართული ჩოგბურთი კი მაროკოს სიცხიან ქვიშაში ჩაიმარხა.

ვინც ვარ
ბ–ნ ლაშა ბეგიაშვილს ბატონო ლაშა, მოიკითხეთ ფედერაციის მუშაობა, მათი ფინანსები, თანხების გადანაწილება, განკარგვა... გაარკვიეთ რა დამსახურებით ან რა პროგრამით არის არჩეული ფედერაციის პრეზიდენტი. საერთოდ იცით ვინ არის? დასვით შეკითხვა – რა გააკეთა ახალმა პრეზიდენტმა 6–7 თვის განმავლობაში, რამდენჯერ იყო მისული "სამსახურში"? რატომ არ ხდება გეგმის მიხედვით განვითარება ასაკობრივი ნაკრებების? ეს ის სპორტია, რომელსაც თავისი შესაძლებლობებით ოჯახი ვერ გასწვდება, ძალიან დიდი თანხებია საჭირო – ამ დროს სრული არაპროფესიონალიზმია ფედერაციაში. დაინტერესდით დასმული შეკითხვებით და გამოიტანეთ სააშკარაოზე ფედერაციის მუშაობა. გამოითხოვეთ ფინანსები და გააცანით საზოგადოებას.
ვინც
გეთანხმები გიგა. თუ შიმშილზე ვლაპარაკობთ – სპორტსმენისთვის თანხების შემცირებით კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ შეხედეთ ბიუჯეტიდან თანხის "მჭამელებს", სახელმწიფო ინსტიტუტებს და ამის შემდეგ განვსაზღვროთ რა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის: ყავდეს პრეზიდენტიც და პრემიერიც?!?! ორი დიდი ინსტიტუტი, რომელიც ღონისძიებებზეც ცალ–ცალკე დელეგაციებით დაფრინავს. აქვს ქვეყანას ამის ფუფუნება? გვაქვს იმის საშუალება, რომ ამხელა ბიუროკრატიული აპარატი შევინახოთ და მათი მანქანის საწვავში ბიუჯეტიდან ათეულ მილიონობით ლარი იხარჯებოდეს? ამ საკითხზე პოლემიკა შორს წაგვიყვანს... ჩოგბურთში არ არის განვითარების მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძლევადიანი გეგმა. ეს არის სწორედ პრობლემა.
გიგა ეზაკელი
mamulo-ს. აბსოლიტურად არაპროფესიონალური და დილეტანური მოსაზრებაა. რას ქვია მხოლოდ წარმატებული სპორტის სახეობა დაფინანსდეს? შე დალოცვილო, თუ ქვეყანას უჭირს და ნახევარი საქართველო, შენი თქმით თუ ვიმსჯელებთ შიმშილობს, მაშინ ხომ არ ჯობდა ჯერ კუჭებისთვის მიგვეხედა და მერე სპორტისათვის? რა შუაშია აქ დაყოფა -წარმატებული და ნაკლებად წარმატებული სპორტის სახეობებისა? ერთი ის მითხარი ხელბურთი და ფეხბურთი, რაანაირად არის სპორტის წარმატებული სახეობა? განსაკუთრებით ბოლო 25-30 წელს თუ ავიღებთ? შენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტი სწორედაც რომ ჩოქგბურთია, სადაც ევროპის მრავალგფზის ჩემპიონი და იუბმლდონის ფინალისტიც კი კვყავს ალიკა მეტრეველის სახით. ლეილა მესხი კი რამოდენიმე წლის განმავლობაში შედიოდა მსოფლიოს 10 საუკეთესოებს შორის, ასევე კაკულია და თუხარელი. ასეც რომ არ იყოს, უფრო მეტი დაფინანსება უნდა სპორტის იმ სახეობას, სადაც მეტი ჩავარდნაა (მაგალითად ფეხბურთის სახელმწიფო პროგრამა იკმარებდა) და არა იმას, სადაც წარმატებაა, რადგან წარმატებას ფინანსები ისედაც ახლავს თან. როცა თქვენს მსგავს "პროფესიონალურ" შეფასებებს ვეცნობი, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ტვინი მართლაც რომ კუნთია და ვარჯიში აუცილებლად ჭირდება.
saqsani
ბასილაშვილი მაქედან თეთრსაც არ ელოდებოდა და თავს რატომ მოიკლავდა, მას და მისთანებს( ასეთები ბევრი გვყავს, თანაც ცნობილები) საქართველო და ქართველი გულშემატკივარი , მაპატიეთ და ფეხებზე ჰკიდია; მთავარის თითონ იყვნენ კარგად ჩაფულიანებულები.
yvelas exeba
თუ ცოტაა დაფინანსება თუ ყურადღებას არ აქცევენ და კიდევ ბევრი თუ ნუ გამოდიხართ ჩემი ქვეყნის სახელით და ნუ არცხვენთ. ყველას ეხება ვინც ამათ ამართლებთ გასაგებია.
ცოტას მცოდნე
სტატიის ავტორს მინდა მივმართო – ცოტა მეტად დაინტერესდეს და ჩაიხედოს საჩოგბურთო ცხოვრებაში. სპორტსმენი მხოლოდ დისციპლინით და დიდი შრომით ყალიბდება, რომელსაც სერიოზული მხარდაჭერა ესაჭიროება (მათ შორის ფინანსური). დაინტერესდით და იკითხეთ – სად, რა საფარზე, ვისთან ერთად და რაში ემზადებოდნენ ნაკრების წევრები ამ ტურნირისთვის? მე რა ინფორმაციაც მაქვს მზიურში "ჰარდზე" ვარჯიშობდნენ 2 საათი... აუცილებელია სწორი დაგეგმვა და ფინანსები. არ აფინანსებს სახელმწიფო ჩოგბურთს სათანადოდ, თუმცა რა დაფინანსებაც არის ის როგორ ნაწილდება ეს კიდევ ცალკე საკითხია. ანა ტატიშვილის გიკვირთ – 25 წელი იშრომა და ყველაფერი უნდა დაეკარგა. სამაგიეროდ 20 ლარად მოუწევდა ბავშვების მწვრთნელად მუშაობა თბილისში, ან უნდა გამოიყენოს თავისი შანსი, რომელიც შეიძლება მეორედ არც მიეცეს. ხოლო წლები როდესაც გავა – რას გააკეთებს საქართველოს სიყვარულით ქართული ჩოგბურთისთვის ვნახოთ.
mamulo
ყველა რომ დაფინანსებას ითხოვთ,რატომ გავიწყდებათ რომ ხალხი შიმშილით კვდება,ქვეყანა მოსახლეობიდან ოცლება და 350ბავშვი ყოველწლიურად არასაკმარისი კვების გამო იღუპება საქართველოში.ჩემი აზრით სანამ ქვეყანა ეკონომიურად არ მოძლიერებულა მანამ უნდა მოხდეს სპორტიში მხოლოდ წარმატებული სახეობების დაფინანსება,(ძიუდო,ჭიდაობა,რაგბი,კალათბურთი,ფეხბურთი,ჭადრაკი,ხელბურთი და ა.შ დაახლოებით 10 სახეობა.)ყველამ გაიგოს რომ სპორტი ხალხისთვის არსებობს და არა პირიქით.დამშეული ხალხისა და მძიმე სოციალური ფონის მქონე ქვეყნის ბიუჯეტი უაზროდ არ უნდა იფლანგრბოდეს.
ვანო
ყომარობს ბიჭი და ფულს შოულობს რა ვერ გაიგეთ
zaza
ნიკა მაღალი დონის მოთამაშეა და ბევრჯერ გაგვახარა.. თუმცა თუ არ ხარ ფორმაში კეთილი უნდა ინებო და უარი თქვა თამაშზე, სხვა გამართლება ამას არ აქვს.. უბრალოდ პრესტიჟის ამბავია რომ ზედიზედ არ წააგო სუსტ მოთამაშესთან. ისე შეიძლება თიხნარზე იყო თამაში და ნიკა მომზადებული არ იყო, ან კორტი სადაც თამაშობდა არ იყო შესაბამისი.
koka
Dato-ს. ცუდია რა თქმა უნდა, როცა ასეთი დონის ჩოქბურთელთან აგებს ნიკოლოზი, მაგრამ ამ ურა პატრიოტიზმისაგან, როდის უნდა განთავისუფლდეთ, შენ და შენისთანები!!!! ალბათ გაგონილი გექნება "უფულოდ კატებიც აღარ...ო". აქ მიზეზი არა მარტო ფული, არამედ სულ სხვა რამ მგონია და ამაზე განმარტემა ქოგბურთის "ოსებმა" უნდა გაგვცენ. წააგაო რა, ყველაფერი ხდება!!!! ან რატომ გამოდის საერთოდ ამ "ქვეყნის" სახელით? ქვეუყისა, რომელსაც, საერთოდ არ აინტერესებს მისი ჩოქმურთელის ბედი და სპორტული მიღწევები. ესაა რეალობა და ამაზე არაფერს ამბობ!!!
ზიზუ
ნიკას და საერთოდ ყველა ქართველის ძალიან დიდი ქომაგი ვარ, მაგრამ ამ დონის მოთამაშე როგორიც ნიკაა არანაირი გამართლება არ აქვს ზედიზედ ორ თამაშს რომ წააგებ. ნიკას წაგებაზე ტოტალიზატორებში რა კოეფიციენტები ჰქონდა არ გაიმტერესებთ? დასკვნები თქვენ გამოიტანეთ
ქომაგი
სახელმწიფო რასაც იმსახურებს იმაზე მეტს აკეთებენ ბასილაშვილიც, შაფათავაც და სხვებიც! ადამიანი ტოპ ჩოგბურთელებთან თამაშობს ტოლ-სწორად, უცებ მიგყავს და ეუბნები, ვიღაც "მოთამაშეებს" ეთამაშე. რა მოტივაციით და, საქართველო "ყ" ლიგასა "ჭ" ლიგას შორის უარესში რომ არ მოხვდეს? დააფასეთ კარგი სპორტსმენები! ან თვითონ მიაღწიეთ რამეს და მერე ამოიღეთ ხმა!
სოსო
ნიკაას ადრეც უთამაშია დევისის თასზე და გაუმარჯვია კიდეც,ასე რომ არა მგონია საქმე ფულში იყოს.მიზეზს ალბათ თვითონვე იტყვის.
Dato
გასაკვირი რა არის წააგო ბასილაშვილმა იმიტომ რომ დევისის თასზე ფულს ვერ იშოვიდა ტიპიური ქართველი
ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით ბასილაშვილმა და კიდევ რა თანხის შოვნა შეუძლია - ყველაფერი წლის მეორე დიდ სლემზე
[VIDEO] ბასილაშვილს 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი და მოწინააღმდეგეც ტაშს უკრავდა - რა ბრწყინვალე სპორტული საქციელი ჩაიდინა ქართველმა კვალიფიკაციის ბოლო მატჩში
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"ეს ორი ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს" - მიხაელ ბალაკი
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა
[VIDEO] პორტუგალიამ გერმანიას გასვლაზე მოუგო - რონალდომ 937-ე გოლი გაიტანა
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
რამდენს გამოიმუშავებს ბასილაშვილი თუ დღეს მოიგო და რომელ ადგილზე გადავა რეიტინგში - ყველაფერი დღევანდელ ფინალზე
დღეს მარაკეშში: ბრძოლა კიდევ შეიძლება
მე-2 ჯგუფთან ახლოს - ქართველმა ვაჟმა ჩოგბურთელებმა პოლონეთში კარგად დაიწყეს
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში ითამაშებს
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
[VIDEO] ბასილაშვილს 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი და მოწინააღმდეგეც ტაშს უკრავდა - რა ბრწყინვალე სპორტული საქციელი ჩაიდინა ქართველმა კვალიფიკაციის ბოლო მატჩში
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში დამარცხდა
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
საქართველოს ნაკრებმა ATP CUP-ი მსოფლიოს მე-4 ნომრის დამარცხებით დაასრულა
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
რამდენი გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით ბასილაშვილმა და კიდევ რა თანხის შოვნა შეუძლია - ყველაფერი წლის მეორე დიდ სლემზე
სანდრო მეტრეველი: ფავორიტები ვიყავით, მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება
1 ნაბიჯში როლან გაროსთან - ბასილაშვილი კვალიფიკაციიც ფინალში ითამაშებს
ალექსანდრე მეტრეველი: ჩემთვის მიუღებელია ვაჭრობა, როდესაც საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება