თანამედროვე ფეხბურთის ორ ვარსკვლავს 5 თებერვალს დაბადების დღე აქვს
თანამედროვე ფეხბურთის ორ ვარსკვლავს 5 თებერვალს დაბადების დღე აქვს.

როგორც უკვე გაუწყეთ, ნეიმარმა პარიზში მოაწყო წვეულება და საკუთარ 26-ე დაბადების დღეს ვარსკვლავების გარემოში შეხვდა.

ნეიმარმა დაბადების დღეზე 200-მდე ადამიანი დაპატიჟა [PHOTO]

ხოლო მეორე ფეხბურთელი პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოა, რომელსაც 33 წელი შეუსრულდა.

ადრე თუ მსჯელობა იმაზე მიდიოდა, რომელი უფრო მაგარია, კრიშტიანო თუ მესი, დღევანდელი დღე კი ნეიმარისა და რონალდოს შედარების უფლებას გვაძლევს, რადგან რონალდოსა და მესის წასვლის შემდეგ სამეფო ტახტს, დიდი ალბათობით, სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიკავებს.

გადავავლოთ თვალი, როგორ ვითარდებოდა ნეიმარის კარიერა, რონალდოსთან მიმართებაში.

დებიუტი

ნეიმარის დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში "სანტოსის" მაისურით "ოესტეს" წინააღმდეგ მატჩში 2009 წლის მარტში შედგა. მაშინ ბრაზილიელი 17 წლის და ერთი თვის იყო.

კრიშტიანო რონალდოს დებიუტი "სპორტინგის" მაისურით 2002 წლის აგვისტოში შედგა, როცა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მილანის "ინტერთან" მატჩში ის შეცვლაზე შევიდა. მაშინ რონალდო 17 წლის და 6 თვის იყო.

ასპარეზობა სამშობლოში

რონალდომ პორტუგალიურ პრიმერაში ერთი სეზონი, 2002/03 გაატარა. "სპორტინგის" მაისურით მან 25 მატჩში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა, ხოლო 2003 წლის აგვისტოში, 18.5 წლის ასაკში ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. რონალდოს თამაშმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ამხანაგურ მატჩში "წითელი ეშმაკების" ვარსკვლავები იმდენად მოხიბლა, რომ ალექს ფერგიუსონი პორტუგალიელის ყიდვაში დაარწმუნეს.

ნეიმარმა ბრაზილია უფრო გამოცდილმა დატოვა. "სანტოსმა" ახალგაზრდა ვარსკვლავი "ბარსელონას" 2013 წლის ზაფხულში მიჰყიდა, როცა ის 21.5 წლის იყო. ევროპაში გამგზავრებამდე ნეიმარმა სოლიდური სტატისტიკა გაიკეთა სამშობლოში. მის ანგარიშზე 103 მატჩი და 54 გოლი იყო.

ევროპული ლიგები

ნეიმარმა "ბარსელონაში" 4 სეზონი ჩაატარა და ამ ხნის განმავლობაში 123 მატჩში 68 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ წელს ფრანგულ ლიგა 1-ში გადავიდა და 17 მატჩში უკვე 18 გოლი აქვს.

კრიშტიანო რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსება 6 სეზონის განმავლობაში დაიცვა და 196 მატჩში 84 გოლი გაიტანა, ხოლო ესპანეთში პირველ ორ სეზონში 63 მატჩში 66 გოლი გაიტანა.

26 წლამდე კრიშტიანო რონალდომ 150 გოლი გაიტანა და 68 საგოლე გადაცემა გააკეთა ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატების 259 მატჩში, ხოლო ნეიმარს დღეისთვის 86 გოლი და 64 საგოლე გადაცემა აქვს ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონატების 140 მატჩში.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ნეიმარი "ბარსელონაში" მთავარი მეგოლის ფუნქციას ვერ ითავსებდა ლიონელ მესისა და ლუის სუარესის გამო, რომლებიც თავადაც ოსტატურად ასრულებდნენ შეტევებს.

ნაკრები

ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, რონალდოსთვის პორტუგალიასთან ერთად რაიმე ტიტულის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ნეიმარისთვის ბრაზილიასთან ერთად, რადგან ბრაზილიელ ფეხბურთელთა დონე საგრძნობლად მაღალია.

რონალდომ 26 წლამდე ნაკრების მაისურით 80 მატჩი ჩაატარა, სადაც 26 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნეიმარს კი ანგარიშზე 83 მატჩში 53 გოლი და 36 საგოლე გადაცემა აქვს. რონალდომ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ნეიმარს მხოლოდ 2016 წლის ოლიმპიადის მედალი აქვს.

საკლუბო და ინდივიდუალური ტიტულები

რას მიაღწია ნეიმარმა საკლუბო დონეზე? "სანტოსის" რიგებში მოიგო: ბრაზილიის თასი (2010), ლიბერტადორესის თასი (2011). "ბარსელონასთან" ერთად მოიგო: ესპანეთის ჩემპიონატი (2015, 2016), ესპანეთის თასი (2015, 2016, 2017), ჩემპიონთა ლიგა (2015). ფინალში 23 წლის ბრაზილიელმა "იუვენტუსს" გაუტანა.

მაგ დროისთვის კი რონალდოს ანგარიშზე სამი მოგება იყო "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონატში (2007, 2008, 2009). ასევე, მან მოიგო ინგლისის თასი (2004), ინგლისური ლიგის თასი (2006, 2009). "რეალთან" ერთად კი ესპანეთის თასი (2011) მოიგო.

23 წლის ასაკში რონალდო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, 2008 წლის მაისში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო.

ჩემპიონთა ლიგაში სტატისტიკა ამჯერად ნეიმარისკენ იხრება. ამ დროისთვის მას 46 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 27 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტუგალიელს 26 წლის ასაკში კი 70 შეხვედრაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა, სადაც 28 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ინდივიდუალურ ჯილდოებს რაც შეეხება, 26 წლის კრიშტიანო რონალდო ნეიმარს ფორასაც კი მისცემდა. რონალდომ თავისი პირველი "ოქროს ბურთი" 2008 წელს მიიღო, ხოლო შემდეგი სამი სეზონი ორჯერ იყო მეორე ლიონელ მესის შემდეგ.

ნეიმარს კი "ოქროს ბურთი", ალბათ, თუ დაესიზმრება. ნეიმარი მესამე იყო 2015 და 2017 წლებში, რა თქმა უნდა, რონალდოსა და მესის შემდეგ. გარდა ამისა, რონალდო აღიარებული იყო საუკეთესო ფეხბურთელად ფიფას მიერ, ასევე იყო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ, მოიპოვა "ოქროს ბუცი" ორჯერ (2008, 2011) და კიდევ უამრავი სხვა ტიტული ჰქონდა.

სატრანსფერო ღირებულება

კრიშტიანომ მხოლოდ ორჯერ გამოიცვალა კლუბი. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სპორტინგიდან" ის 19 მილიონ ევროდ იყიდა, ხოლო "რეალს" 94 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

ნეიმარის ტრანსფერში კი "ბარსელონამ" "სანტოსს" ჯერ კიდევ ზუსტად რამდენი გადაუხადა, არავინ იცის. Transfermarkt კი 88.2 მილიონ ევროს ასახელებს. ოთხი წლის შემდეგ კი პსჟ-მა "ბარსელონას" ნეიმარში 222 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც ამ დროისთვის მსოფლიო რეკორდია.

georgia
მაგარია რას ჰქვია? არ ტყდება?

დაჟე სირცხვილიც კია ამ ორი ფეხბურთელის შედარება. 26 წლამდე სტატისტიკა არაფერს ნიშნავს. ძალიან ბევრი უკლია ნეიმარს რომ რონალდოს კარიერის მსგავსი მაინც შეიქმნას, არათუ უკეთესი
დათო
როლანდომდე ნეიმარს ჯერ კიდევ გაზრდა აკლია, თუმცა გაიზრდება, ისე,რომ დღეს როლანდო-როლანდოა.
giorgi
ნეიმარს ოლიმპიადის მედლის გარდა კონფედერაციის თასიც აქვს მოგებული 2013 წელს.
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონის გუნდში გადავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
[VIDEO] ზურიკოს დუბლი ხუთწუთიან ინტერვალში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "პრესტონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] არაფერი განსაკუთრებული - "ბაიერნმა" ბრემენში გაისეირნა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
"ლუის ენრიკემ ზაბარნი დუბლებში უნდა გაუშვას" - საფეხბურთო მიმოხილველი
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ჯიბეზე ყველაზე მეტად ხელი "ჩელსიში" გაიკრეს - რომელმა ათმა გუნდმა დახარჯა ყველაზე მეტი ფული ბოლო 5 წელში ტრანსფერებში
რომელ თანაგუნდელზე მიანიშნებს დემბელე? - "რენთან" მარცხის შემდეგ, ფრანგმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
ეს ძირითადში შევალიეს დააბრუნებს? - საფონოვმა პსჟ-ში თავისი ანტი-რეკორდი დაამყარა
აკრძალვა სამ სატრანსფერო ფანჯარაზე - "ბილბაო" ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს
მეოთხე მწვრთნელი სეზონში - "ნოტინგემ ფორესტის" პრემიერ ლიგაში დარჩენა პორტუგალიელ სპეციალისტს დაავალეს
სეზონის ბოლომდე - "ტოტენჰემს" იგორ ტუდორს ჩააბარებენ
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
[VIDEO] რონალდო არ ჩერდება - პორტუგალიელმა კარიერაში 960-ე გოლი გაიტანა
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
გილოცავ, ძმაო - კახა კალაძის მილოცვა ჯენარო გატუზოს
"ამ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ფანი ვარ" - კვარაცხელია "ფლამენგოსთან" მატჩის წინ
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
დიეგო მარადონას დაბადების დღე ტორტში სახის ჩაყოფით მიულოცეს [VIDEO]
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
პირველად ბოლო 17 წელიწადში - კრიშტიანო რონალდოს გენიალური სერია შეწყდა
ნეიმარმა დაბადების დღეზე 200-მდე ადამიანი დაპატიჟა [PHOTO]
ნეიმარმა "სანტოსი" გადაარჩინა და ახლა ოპერაციას გაიკეთებს
კრიშტიანო რონალდო "ატლეტიკოსთან" განადგურების შემდეგ კარაოკეში ერთობოდა [VIDEO]
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად