7-დან 10 თებერვლის ჩათვლით, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ფედერაციის თასის მატჩები გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებიც მიიღებს.

ჩვენი ნაკრების ღირსებას შემდეგი ჩოგბურთელები დაიცავენ - ეკატერინე გორგოძე, სოფია შაფათავა, მარიამ ბოლქვაძე და ოქსანა კალაშნიკოვა. გუნდის კაპიტანი კი მარგარიტა ჩახნაშვილია.

საქართველო A ჯგუფშია მოხვედრილი. მისი მეტოქეები კი სერბეთის და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან. სერბთა შემადგენლობა ასეთია: დეიანა რადავანოვიჩი, ივანა იოროვიჩი, ოლგა დანილოვიჩი და ბოიანა მარინკოვიჩი. კაპიტანი კი ტატიანა იეცმენიცაა.

რაც შეეხება ბულგარელებს, მათი შემადგენლობა ასე გამოიყურება: ვიქტორია, ტომოვა, იზაბელა შინიკოვა, იულია ტერჟისკაია და პეტია არნშიკოვა. კაპიტანი - დორა რანგელოვა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მოგება-წაგების ბალანსი ერთეულებში ასეთია: ეკატერინე გორგოძე 8/7, სოფია შაფათავა 11/14, მარიამ ბოლქვაძე 1/0 და ოქსანა კალაშნიკოვა 3/8.

საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები ევრო-აფრიკის პირველ ჯგუფში უკვე ზედიზედ მეოთხე წელი იასპარეზებს. გასულ წელს ქართველები ჯგუფში ავსტრიასთან, პოლონეთთან და ისრაელთან ერთად იყვნენ. პირველ ორ შემთხვევაში ჩვენებურები დამარცხდნენ, ისრაელის ნაკრებს კი 2:1 აჯობეს.

ევრო-აფრიკული გათამაშების 1-ელ ჯგუფში სულ 4 ქვეჯგუფია. A და B ჯგუფებში 3 ნაკრებია, ხოლო C და D ჯგუფებში 4 გუნდი მონაწილეობს. ჯგუფების გამარჯვებულები პლეი-ოფის სისტემით ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და გამოვლინდება ორი გუნდი, რომელიც 2018 წლის აპრილში, მსოფლიოს ჯგუფის მე-2 დივიზიონში გადასასვლელად პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს.

ჯგუფში მე-3 და მე-4 ადგილებზე გასული გუნდები პლეი-ოფის გზით დამრჩენ-გასავარდნ საგზურს გაითამაშებენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 7-9 თებერვალსაა დაგეგმილი. პლეი-ოფები კი 10 თებერვალს გაიმართება.

პირველ სათამაშო დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქე სერბეთის ნაკრები იქნება. ურთიერთშეხვედრებში საქართველოს ნაკრები სერბეთთან 2:1 მარცხდება.

სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
"ჩემთვის შვილივით არის, მაგრამ..." - ტენ ჰაგმა ანტონიზე ისაუბრა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებეში: როცა ექიმი ყველაზე ძლიერ ძალოსანს ჩაგრავს...
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველმა ჩოგბურთელებმა პირველ ევროაფრიკულ ზონაში ადგილი შეინარჩუნეს
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ძეობა, ნათლობა და შეცვლილი სახეობები
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
"დაგვეხმარეთ, ჩვენ ძალიან დავზარალდით" - სოფია შაფათავამ პეტიცია შექმნა და ფინანსურ დახმარებას მოითხოვს
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: მაიკლი ნაკრებთან, ოღონდ დროებით...
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა პორტუგალიას მოუგო
გორგოძის მორიგი პოლონური გამარჯვება - ქართველი მეოთხედფინალშია
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ტოჩინოშინი შარვალ-კოსტუმში
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ზამთარში სიცხის მაძებარნი
ფედერაციის თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
დევისის და ფედერაციის თასი: ქართველები მარაკეშსა და ტალინში
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
მარია შარაპოვა ფედერაციის თასის ფინალში თამაშზე თანახმაა
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასის რეიტინგში დაწინაურდა
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა