ექვსი მოგება, ორი ყაიმი და ერთი მარცხი - ასეთი შედეგით დაასრულა ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ ლისაბონში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი
ექვსი მოგება, ორი ყაიმი და ერთი მარცხი - ასეთი შედეგით დაასრულა ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ ლისაბონში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 41 ქვეყნის 272 წარმომადგენელი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის.

ჩვენებურს, რომელიც ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატისთვის (მარტი, ბათუმი) ემზადება, მეხუთე ტურში მოულოდნელად ინდოელ მჰამალ ანურაგთან რომ არ წაეგო, შედეგი შესაძლოა, სხვაგვარი ყოფილიყო.

ცხრა შესაძლებლობიდან 7.5-7.5 ქულით პირველი-მესამე ადგილები, შესაბამისად, ალექსანდრ ინჯიჩმა (სერბეთი), ანტონ დემჩენკომ და ნიკიტა პეტროვმა (ორივე - რუსეთი) გაიყვეს. ერთბაშად 9 მონაწილემ 7-7 ქულას მოუყარა თავი. უკეთესი კოეფიციენტით ბაადურ ჯობავა მე-4 ადგილზე გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: 128-დან მხოლოდ ოთხი დიდოსტატი შემორჩა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში