ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ფრანგი თანატოლები მშრალი ანგარიშით დაამარცხეს

უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ფრანგი თანატოლები მშრალი ანგარიშით დაამარცხეს

უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ფრანგი თანატოლები მშრალი ანგარიშით დაამარცხეს
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფრანგი თანატოლები ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და ‘მარკუსის’ ბაზაზე გამართულ მეორე მატჩში დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს - 14:0. ჩვენი 20-წლამდელები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით საფრანგეთის სამი ქალაქი (პერპინიანი, ნარბონი, ბეზიე) უმასპინძლებს და ‘ლე ბლეს’ (საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თიკუნი) ბაზაზე გამართული 12-დღიანი შეკრება ამ მზადების ერთ-ერთ მთავარ ეტაპს წარმოადგენდა.

ამ დროს ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების (რომელიც 20-წლამდელთა ექვს ერში თამაშობდა) უახლოეს რეზერვთან, ეგრეთწოდებულ განვითარებად ნაკრებთან ორი შეხვედრა გამართეს. 12 თებერვალს მასპინძლებმა გაწითლებულ დროზე 80-მეტრიანი კონტრშეტევის შედეგად ლელო გაიტანეს და მისი წყალობით 24:19 იმარჯვეს, ამჯერად კი ქულის აღების რეალური შანსი ერთხელაც არ ჰქონიათ.

პირველ მატჩში ქართველმა მწვრთნელებმა ის მორაგბეები გამოსცადეს, რომლებიც 20-წლამდელთა ნაკრებში ახალი დაწინაურებულები არიან და ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ ჯერ არ ეთამაშათ. ამჯერად მოედანზე საბრძოლო შემადგენლობა გავიდა. გამოცდილებამ და მწვრთნელების მიერ ჩატარებულმა ანალიზმა შედეგი გამოიღო. უმცროსი ბორჯღალოსნები სრულად ფლობდნენ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას და უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებასაც იმსახურებდნენ.

ქართველმა მორაგბეებმა ბურთზე კონტროლი თავიდანვე დაამყარეს, მეტოქის 22-ში დამკვიდრდნენ, მოლისა და მოკლე დარტყმების შემდეგ თედო აბჟანდაძემ ფეხით ითამაშა, თუმცა გიორგი წიკლაურს მცველმა დაასწრო. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა ჯარიმის უპირატესობა, დერეფანის შემდეგ კვლავ მოლი დადგა, რომელმაც ორჯერ იცვალა ღერძი და გურამ გოგიჩაშვილის ლელო თენგიზ პერანიძემ გარდასახა.

სტუმართა შეტევები არც ამის შემდეგ მინელებულა, ფრანგებმა ლელოდან 5 მეტრში აუტში გადაგვიყვანეს, მაგრამ დერეფანში ბურთი უხეიროდ ააგდეს, ის ლევან პაპიძის ნადავლი გახდა, 5 მეტრი ბულდეზერივით დაფარა და პერანიძის გარდასახვის შემდეგ ანგარიში 14:0 გახდა. ფრანგებმა შეტევის ორგანიზება სცადეს, თუმცა სანდრო სვანიძემ გადაცემა ჩაჭრა და ბურთი რომ შეემაგრებინა მასპინძლები მორიგ 7 ქულას ვერ გადაურჩებოდნენ. მერე დაცვაში კარგად დავდექით და ტაიმიც დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმიც ენერგიულად დაიწყო, ფაზები აიკინძა, ოფლოუდებით ვუტიეთ და წინსვლაც იყო, თუმცა მეტოქე არ გატყდა. 57-ე წუთზე საფრანგეთი მოლში დაჯარიმდა და ამჯერად პერანიძემ კარში დარტყმა გადაწყვიტა, თუმცა ბურთი ჰორიზონტალურმა ძელმა აისხლიტა. რამდენიმე წუთში მასპინძლები სიტუაციის ფეხით განმუხტვისას შეცდნენ და ლელოში ბურთი სვანიძემ მოხსნა, მაგრამ მცველთან კონტაქტის შემდეგ წონასწორობა დაკარგა და დამიწება ვეღარ მოახერხა.

მეორე ტაიმში მეტოქე ჩვენს ნახევარზე პრაქტიკულად არ გადმოსულა და მატჩის მიწურულს ქართველთა მოლის წინააღმდეგაც ვერაფერს გახდა. 20-მეტრიანი ჯგუფური წინსვლის შემდეგ ლელოც გარდაუვალი ჩანდა, თუმცა რეფერიმ დამიწება ვერ დააფიქსირა და მალე თამაშიც დასრულდა - 14:0.

ეს მაქსიმუმი არაა

რაღა თქმა უნდა შედეგით მწვრთნელები კმაყოფილები დარჩნენ, თუმცა ზურაბ ამონაშვილის თქმით, ეს მაქსიმუმი სულაც არ არის:

„მადლობა ბიჭებს თავდადებისა და მონდომებისთვის. ამ თამაშს ყველა განსაკუთრებული მობილიზებით შეხვდა და შედეგმაც არ დააყოვნა. მეტოქეს ვაჯობეთ ყველა ასპექტში. გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები, რის გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშაოთ. კარგია, რომ ტერიტორიულ უპირატესობას ვფლობდით და ბურთსაც ვაკონტროლებდით, თუმცა ასეთი დომინირების ფონზე მეტი ქულა უნდა აგვეღო. სამაგიეროდ მეტოქეს ქულის აღების შანსი არ მივეცით. ფრანგები ასეთ შედეგს არ ელოდნენ და დამწუხრებულები არიან.

„პირველი თამაშის ვიდეო-ანალიზმა გვაჩვენა, რომ ჩვენი 22-იდან ბურთის ფეხით გატანა გვიჭირდა და აქედან გამომდინარე, მას მეტოქე უფრო დიდხანს აკონტროლებდა. მოთამაშეებს სწორედ ბურთის შენარჩუნება დავავალეთ და ეს კარგად მოახერხეს. შედეგით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ეს გამარჯვება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენეთ. დასახვეწი კიდევ ბევრი გვაქვს, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და ვეცდებით მსოფლიო ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ“.

მწვრთნელის თქმით მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ შეკრებებზე ლეგიონერებმაც შეძლონ ჩამოსვლა:

„კარგია, რომ ტრავმის შემდეგ თედო აბჟანდაძე დაგვიბრუნდა. მას ჩვენთან ერთად დიდი ხანია არ უვარჯიშია და მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ შეკრებებზე ჩვენთან ერთად იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აპრილიდან სხვა ლეგიონერები და 18-წლამდე ნაკრების ბიჭები დაგვემატნონ. მთლიანობაში, ძალიან კარგი ტურნე იყო და დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რაც ოფიციალურ თამაშებში აუცილებლად გამოგვადგება“ - ამბობს ამონაშვილი.

გუნდი საქართველოში ხვალ გამთენიისას ჩამოდის. ბიჭები დაახლოებით 1 თვე დაისვენებენ, თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან და 18 მარტიდან 3-კვირიან შეკრებაზე შევლენ, ხოლო აპრილში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და მასპინძელთა 20-წლამდელთა ნაკრებთან 13 და 20 აპრილს ორ საკონტროლო თამაშს გამართავენ.

ვირწმუნეთ, რომ შეგვიძლია

ამ გამარჯვებამ ძლიერ გაახარა უმცროსი ბორჯღალოსნების ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც ფრანგებს ლელო ორივე თამაშში გაუტანა:

„ვიცოდით, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი გვიყურებდა და გვსურდა მათთვის სიხარული მიგვენიჭებინა. მოედანზე მყოფი მორაგბეები წამითაც არ მოვდუნებულვართ და ამან შედეგი მოიტანა. ფრანგები ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველგან გვიგებდნენ, რევანში გვსურდა და ეს რევანში მათსავე ბაზაზე შედგა“.

„უზომოდ ბედნიერები ვართ. ფსიქოლოგიურად ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია. მარტო მათ კი არა, ვისაც შარშან მსოფლიო არ უთამაშია, ჩვენც დიდი გამოცდილება შევიძინეთ და ვირწმუნეთ, რომ დიდ გუნდებთან გამარჯვება შეგვიძლია. ამ შეკრებამ რამდენიმე საფეხურით წინ წაგვწია და გამარჯვებაც სწორედ ამ წინსვლის შედეგია“

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• გიორგი

50-6 რომ მოვუგოთ ვინ რა კითხვა უნდა დასვას. ყველა პატარა გუნდი აკეთებს 5 ქულას დიდთან.

• giga

გერმანიის უფროსების ნაკრებს უნდა სუხოი მოვუგოთ.რომ არავის შეკითხვები აგარ ქონდეს.მიდით ეგენი რაგბიში არარაობა არიან

• Ragbi

ვუყურე თამაშს და მართლაც ყველაფერში ვაჯობეთ და დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო.მაგრამ, ეს რეალურად იყო ფრანგების მესამე შემადგენლობა.(თუმცა არც ჩვენ ვიყავით უძლიერესი შემადგენლობით ) ძირითადი საფრანგეთი ექვს ერს თამაშობს.მომეწონა ბიჭების თამაში იმედია აფრიკაში სრული შემადგენლობით წავალთ და იქ გამოჩნდება ყველაფერი

• გიორგი

არ არის იგივე თაობა, იგიცე თაობამ შარშანდელ მსოფლიოზეც 0-ზე წააგო ფრანგებთან.

• tigimani

Jjjjjjjjjnnn

• ბმბ

ვაშაააააა... მოვიდა ვითომ დრო? მგონი მოვიდა. სიტყვები არ მყოფნის,ეს რა ქენით ბიჭებო, მშრალზე დაამარცხეთ მამლები? დაუჯერებელია, სულ რაღაც 2-3 წლის წინ აღარ მახსოვს, მგონი 64-0 თუ რაღაც ასეთი ანგარიშით დავმარცხდით იგივე მეტოქესთან, მსოფლიოს ფინალში, მგონი იგივე თაობაა, მალე მსოფლიოს ჩემპიონები გვეყოლება რაგბში. გენაცვალეთ ბიჭებო, გენაცვალეეეეეთ!

• სოხუმელი

გენაცვალეთ ბიჭებო!

• sara

Vive la Georgie, Felicitation!

• sara

დიდება საქართველოს, დიდება უმცროს ,,ბორჯღალოსნებს'', დიდება რაგბის !უფრო დიდი გამარჯვებები წინ გელთ, უფალი გფარავდეთ.

• გიო

მიხარია რომ ქართული რაგბი სწორად ვითარდება და ადრეული ასაკიდან დიდი ყურადღება ექცევა რაგბს. გენაცვალეთ პატარა ლომებო ღირსეული რევანში იყო ამდენი წლების მანძილზე გამწარებული ფრანგებთან. იმედია მსოფლიოზე ძირითად გუნდთანაც მოუგრეხთ კისერს. ასე მგონია ყოველ წელს უმჯობესდება ჩვენი U20 ნაკრები. ალბათ ბევრიც ამჩნევს. მადლობა ყველას ვინც ჩართულია ადრეული ასაკიდან ამ ბიჭების სწორად განვითარებაში.

20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში

20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა

18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში

გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს

"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

20 წ. | გახურებას საფრანგეთთან "ავჭალაზე" ვიწყებთ

lequipe: საქართველოსთან სარგებელი ვერ ვნახეთ - ფრანგები "უმცროს ბორჯღალოსნებს" აღიარებენ და ბონუსს მისტირიან

20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

"უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან 22:27 დამარცხდნენ

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან

ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო

U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიო გრანდთან ბრძოლაში დამარცხდა

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა

20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან

ფრანგები "უმცროს ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ჩამოვიდნენ