ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!

ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!

sportall.ge აგრძელებს რუბრიკას "ქართველები ევროპის მიღმა" და ამჯერად ყველაზე მსუყე ლუკმას, ყაზახეთის პრემიერლიგას წარმოგიდგენთ.
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკას "ქართველები ევროპის მიღმა" და ამჯერად ყველაზე მსუყე ლუკმას, ყაზახეთის პრემიერლიგას წარმოგიდგენთ.

მოდით, ნუ ვიკამათებთ იმაზე, ყაზახეთი ევროპაა თუ აზია. ყაზახეთის დასავლური ნაწილის ევროპის კონტინენტზე განლაგება ქვეყანას გარკვეულ სიკეთეებს აძლევს. სხვა მხრივ კი, ყაზახეთი აზიური ქვეყანაა, დაწყებული ხალხიდან და დამთავრებული კულტურით.

ცალკე თემაა ის, რომ ყაზახეთი უეფას წევრია და ჩვენდა სამწუხაროდ, მათმა საკლუბო ფეხბურთმა ისეთ მანძილზე ჩამოგვიტოვა, დაწევას კარგა ხანი ვერ შევძლებთ. იმის მესამედი ფული, რაც მათ პრემიერლიგაში იხარჯება, ეროვნულ ლიგაში რომ გამოჩნდეს, შანსი ნამდვილად გვექნებოდა.

დღევანდელი მდგომარეობა ასეთია ქართულ ფეხბურთში: ვინც შეთავაზება მიიღო ყაზახეთიდან, ყველა წავიდა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ის რად ღირს, 7 ქართველი თამაშობს იქ და ამათგან სამი ნაკრების შეუცვლელი წევრია.

მეც, როგორც სპორტული ჟურნალისტი, ყაზახურ გამოცემებში რეზიუმეებს ვაგზავნი, ამდენი ქართველი თამაშობს იქ, კიდევ რამდენი ითამაშებს და ერთი ქართველი ჟურნალისტი არ სჭირდებათ?

სულ ბოლო ტრანსფერი "აქტობეში" განხორციელდა, ჯაბა ჯიღაურმა ევროპა ლიგიდან პრემიერლიგაში გადაინაცვლა. "აქტობე" წინა სეზონში გასავარდნ ზონას 3 ქულით ასცდა და მე-9 პოზიცია დაიკავა.

"აქტობე" 51 წლის კლუბია და რუსი ვლადიმირ მუხანოვი წვრთნის. ამ სეზონში ამ კლუბში გადაინაცვლა ყაზახეთის ნაკრების მეკარე დავით ლორიამ, რომელიც წარმოშობით ქართველია.

ყაზახური კლუბი ქართული გუნდებისთვის უხერხული მეტოქეა, საკვალიფიკაციო ეტაპებზე დამარცხებული ჰყავს ორი მატჩის ჯამში: 2010 წელს "ოლიმპი" (2:0, 1:1), 2012 წელს "ტორპედო" (1:0, 1:1) და 2014 წელს "დინამო" (3:0, 1:0).

კლუბი ამავე სახელობის ქალაქის გუნდია, მოსახლეობა 371 546. თამაშობენ ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც 13 200 ადამიანს იტევს.

"ყიზილ-ჟარი" წინა სეზონში პირველ დივიზიონში მე-2 ადგილზე გავიდა და ამ სეზონში უმაღლესში დაწინაურდა. ჰოდა, ამ კლუბმა არც აცია, არც აცხელა და ქართველები დაიმატა.

ყაზახეთის პრემიერლიგიდან გავარდნილ "ოკჟტეპესიდან" - გოგიტა გოგუა, გორის "დილადან" - გიორგი ფოფხაძე და უზბეკური "ოლმალიქიდან" - შოთა გრიგალაშვილი.

კლუბს 50-წლიანი ისტორია აქვს და სხვათა შორის, 2014 და 2015 წლებში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ქართველი დავით ჩაგელიშვილი იყო 10-10 გოლით. კლუბს ამჟამად ბულგარელი ნიკოლა სპასოვი წვრთნის.

კლუბის სტადიონი "ქარასაი" 11 000 ადამიანს იტევს და ქალაქ პეტროპავლშია, რომლის მოსახლეობა 201 446 ადამიანია.

ლაშა კასრაძე "სამტრედიიდან" "ჟეტისუში" აღმოჩნდა, რომელმაც წინა სეზონში პირველი დივიზიონი მოიგო და პრემიერლიგაში იასპარეზებს ამ წელს.

"ჟეტისუ" 37 წლის კლუბია და ქალაქ ტალდიყორღანში ასპარეზობს, რომლის მოსახლეობა 129 960 ადამიანია. კლუბს პატარა სტადიონი "ჟეტისუ არენა" აქვს, რომელიც 4 000 ადამიანს იტევს.

ნიკა კვეკვესკირსა და ჯაბა კანკავაზე ბევრი დაგვიწერია, ორივე კოსტანაის "ტობოლის" ღირსებას იცავს, რომელიც წინა სეზონში მე-5 ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება "ტობოლს", ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კოსტანაის გუნდია, სადაც 231 906 ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის უმეტესობა რუსია. კლუბი 1967 წელს დაარსდა და უეფას რეიტინგში 313-ე ადგილზეა.

კლუბის სტადიონი 8 050 მაყურებელს იტევს. მწვრთნელი ვლადიმერ ნიკიტენკოა. "ტობოლს" ერთადერთხელ აქვს ჩემპიონობა მოპოვებული (2010 წელს) და მას შემდეგ საუკეთესო შედეგი მე-5 ადგილზე გასვლაა.

ქართველი ფეხბურთელები ევროპის მიღმა: "სოკერი" ქართული არომატით

• ზ.კალორია

გენეტიკაა შუაში სწორადაც. ყველა სპორტს თავისი მონაცემები სჭირდება. თუ გენეტიკა არაა შუაში, რატომ ვერ გვიგებენ ჭიდაობაში გერმანელები, ესპანელები, ფრანგები? (რინერი ზანგია და შევეშვათ) მაგ. ესპანელებს საერთოდ არ ჰყავდათ მსოფლიოჩემპიონი ძიუდოში და ახლახანს გახდა 1. და წარმოიდგინე ეს ესპანელიც ქართველი გამოდგა - შერეზადაშვილი. მადლიერმა ესპანეთმა მისი სახელობის ქუჩაც კი გახსნა (ცნობისთვის ჩვენ ოლიმპიურ ჩემპიონებს არ ვდებთ ამდენ პატივს). წარმოიდგინეთ 50 მილიონიდან ისტორიის მანძილზე 1 კაცი მოიძებნა და ისიც ქართველი აღმოჩნდა. ლათინური ამერიკა ესპანელებით და პორტუგალიელებითაა დასახლებული, სადაც არის ფეხბურთი. (და ევროპული ლიგა არაფერი არაა, ეს შევსება რომ არ ჰქონდეს). ადრეო? ადრე რომ ფეხბურთი იყო და ყიფიანი რო თამაშობდა და გაზაევი, იმაზე უკეთ მე ვთამაშობ ახლა. დაანებეთ იმ საბჭოურ ფეხბურთს თავი. ეროვნული ლიგა და შენი დროშით გამოსვლაა ნამდვილი და სულ სხვაა. დინამო ცივი ომის დროს გამოდიოდა როცა რუსეთის ყველა ატომური ქობინი ჰქონდა ევროპას მიშვერილი იმ დროს. გერმანიაც და ინგლისიც ქვეშ ჩაჯმული გამოდიოდა სტადიონზე უკვე (საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი ინგლისელი ლექტორისგან თუ როგორ თხრიდნენ მიწის ქვეშ ინგლისური უჯახები სარდაფს და იმარაგებდნენ წყალს ცივი ომის დროს, ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო დაერტყა საბჭოეთს მათთვის). თქვენც შეადარეთ რა მაშნდელი დინამოს ფეხბურთი ახლანდელს. იმ დინამოს და მაშინდელ ფეხბურთს დღევანდელ ფეხბურთთან საერთო არა აქვს არაფერი. არის ისტორია და პატივი ვცეთ ისტორიას. აი ყიფო რო თამაშობდა ისე უნდა ითამაშონ ეს არის უვიცობა. "ჩაჰკიდა მაღალი ბურთი საჯარიმოში, დარტყმა თავით, მეკარემ მაღალ ნახტომში მოიგერია" თუ "ძოძუაშვილის ტაქტიკა" - ამაზე ამბობთ ადრე მაგრები ვიყავითო?

• მოაზროვნეს!

ადრე, ფეხბურთელის გენეტიკა გქონდა და ეხლა არა გაქვს?

• სიმართლე.

რა შუაშია გენეტიკა. ქართული გენეტიკა რაგბის, კალათბურთის, ჭიდაობის, ძალოსნობის და სხვა სპორის ნორმატივებს აკმაყოფილებს და ფეხბურთისას ვერა? შეიხედე ფეხბურთის ფედერაციაში და გაარკვიე მიზეზები.

• ნანა

სულ ფული და ფული,ხორვატიას თურმე ამდენიც რომ არა აქვს,სამაგიეროდ კაცობა აქვთ,ხო მართლა ფულის გამო ბავშვები ვერთამაშობენ,პატრონიანი თუ ხარ,ხეპრეც რომ იყო მაინ გათამაშებენ,მოკლედ ფული არა აქვს ფეხბურთელებს და ფულს ჭამენ ,,სიკეთის"მესვეურები.

• eduard zarandia

ეგ დრო ცავიდაო რომ ამბობთ...კი არ ცავიდა ჩვენ ვერ ვითარდებით..არ გვყავს მწვრტნელი განატლებული, ფსიქოლოგი ხომ ზედმეტია სერტოდ, ექიმი ჩვენ არ გვყავს და აქედან შედეგი....

• ზ.კალორია

ქართული გენეტიკა, თანამედროვე ფეხბურთელის ნორმატივებს ვერ აკმაყოფილებს. 188სმ 75კგ იანი ბიჭები არ გვყავს (ცოტა ძალიან). 75კგ თუა არის 168სმ და 188სმ თუა 98 კილოა. ესეთი ბიჭები 11 კმს ვერ გაირბენენ ერთ თამაშში. სამაგიეროდ ქინჩი და ბარძაყი კი აქვთ მსხვილი და რაგბი და შტანგა გამოუდით. ჭიდაობა ხომ ჩვენია საერთოდ. ფეხბურთელი თუ ხარ ძმაი 100 მ უნდა გაიქცე 11 წმ-ში და ქვევით. რომელი გაიქცევა აბა? 150კგ შტანგას დაიდებს მხრებზე და ჩაუჯდება რონალდო, ისეთი ფეხი აქვს. ჩვენ? ვერა. მერე რატო ვერ ვთამაშობთო ვამბობთ. ლუკაკოს და ძიუბას შეხედეთ აბა? აღარაა დღეს ის ტანცაობა ფეხბურთი, ადრე პატარა ტანის ხალხი რო თამაშობდა.

• ლევანი

ფული არაფერ შუაშია, რა თუ უცხოეთში იყიდი სპორცმენებს და იმით გამოიჩენ თავს გავკარი ეგეთ წარმატებებს, სხვათა შორის თბილისის იმსასიქადულო დინამოში 99,99% ყოველთვის ქართველები თამაშობდნენ და არა მილიონებზე. ფეხბურთელმა დღეის მდგომარეობით 4-5 ათასი აიღის და იძახდეს ეს რააო ის არც ქართველია და არც პატრიოტი, ბოლოს და ბოლოს მის შრომას თამაში ქვია.

• lia

ფეხბურთს რაც შეეხება, ყველამ ვიცით... ქალაქის სურათებს შეხედეთ, ქუჩების სიმწვანეს, ფართო ქყჩებს, არქიტექტურულ წყობას... და შეადარეთ აქ, ტროტუარებზე აშენებულ სახლებს მარჯანიშვილზე, სადჭაც აღმართულ შუშის უსახო კუბიკებს, საერთოდ რომ არ ჯდება არაფერში... თავი და თავი ჩვენს უწესრიგობაშია,,, ფეხბურთს ბავშვობიდან უნდა თამაში და სწავლა - აქ თუ მშობელს ფული არა აქვს, ბავშვს სექციაშიც ვერ ატარებს, იკარგება ნიჭიერი თაობა, ეგაა და ეგ. ხოდა, ვირჩევთ იქიდან, რაც გვაქვს... აბა, 14-15 წლის ბიჭმა რომ გააგრძელოს ფეხბურთი, საჭმელი მაინც უნდა ჰქონდეს მის ოჯახს საკმარისი...

• კოტე

რა რეზიუმე უნდა გაგზავნეთ ქართველი კომენტატორები და უცბად ჩაფლავდება მათი ფეხბურთი, ანუ დააწყვეტენ გულშემატკივრებს ნერვებს, რაც შეეხება ფულს რა შეჭამეთ გული ამ ფულის თვლით, რაც არ უნდა სტენოთ ფული ამ მოთამაშეებს ვერ თამაშობენ და გინდა შ...ი, ერთი ფრიად სასიქადულო ჭარმაგი პოეტი (გვარს არ ვასახელებ) დინამოს თამაშს ესწრებოდა (მაშინ დინამოს დაღმასვლა ჰქონდა) ვერ ქაჩავდა საწყალი დინამო, ხალხი კი გაჰყვიროდა მიდით, მიდით თან დედის გინებას აყოლებდნენ, ვეღარ მოითმინა პოეტმა და გვერდზე მჯდომს, რომელიც მთელი ძალით გაჰკიოდა ასე უთხრა ,,ბიძიკო ახლა ჩემმა ნაზიკომ რომ მთელი ღამე მიძახოს მიდი, მიდიო, როცა აღარაფრის თავი არ მაქვს რავა გამომივა რამეო.** ისე, რომ ფული კი არა ნამუსი და სამშობლოს სიყვარულია მთავარი, თორემ ფულით თუ ვარსკვლავებს ჩამოიყვანენ და ისე გახდებიან რაცხას გავკარი მასეთ რაცხას. ჩვენ ჩვენი: ყიფიანები, მაჩაიძეები, გუცაევები,ძოძუაშვილები, დარასელიები, შენგელიები, ჩივაძეები გვინდა თორემ გადამთიელების მოგებული გეიკეთონ ერთ ადგილას.

• simartle

ავტორს. სუფთა ქართული გამონათქვამი-აი ჩვენ რომ მაგდენი ფული გვქონდეს...(და ასე შემდეგ).ხოდა გეტყვით ერთ არასასიამოვნო ამბავს-საქართველოში ერთი კაცი მოვიდა, 4 მილიარდი მაქვსო და აგაშენებთო,აგაყვავებთო,თითოს 60 ლიტრა სალიარკას გაჩუქებთო.და რეზულტატი? ქვეყანა მთლად დეზერტირების ბაზრის ნანგრევებს დაემსგავსა,ჯერ რა იყო და ისიც დააპარტახა.თვითონ კი უკვე 5 მილიარდის პატრონი გახდა.მოკლედ მარტო ფული ვერაფრის გადამწყვეტია.ამ ფეხბურთელებს ოდნავ მაინც განათლებული მწთვრელები უნდა ზრდიდნენ და არა გაუნათლებელი ხიხოები.

• Lagashi

ლამის შუა სეზონში იშლებოდნენ კლუბები და მაინც ჯიუტად 14 ან 16 გუნდიან ჩემპიონატს ატარებდა ფეფერაცია

• haha

"მათმა საკლუბო ფეხბურთმა ისეთ მანძილზე ჩამოგვიტოვა, დაწევას კარგა ხანი ვერ შევძლებთ. იმის მესამედი ფული, რაც მათ პრემიერლიგაში იხარჯება, ეროვნულ ლიგაში რომ გამოჩნდეს, შანსი ნამდვილად გვექნებოდა." მარტო ფული??? იქნებ ისიც რომ ჯერ 10 გუნდა 12 გუნდად გადააკეთეს მერე 14 გუნდად და ბოლოს 16 გუნდად. თორე 10 გუნდა იყო სამი წელი და უკვე მე-3 წრეში მუდმივად გავდიოდით. ფული კი არის საჭირო მაგრამ მენეჯმენტიც მნიშვნელოვანია. მარტო ფულით ვერ აქაჩავ. ამიტომ ჩემი აზრით, უახლოეს წლებში სტაბილური 10 გუნდა, სტაბილური თანხა და პლიუს თუ იქნა სწორი მენეჯმენტი, ყაზახეთს გავასწრებთ.

• გვეშველება რამე?!

იმის მესამედი ფული, რაც მათ პრემიერლიგაში იხარჯება, ეროვნულ ლიგაში რომ გამოჩნდეს, შანსი ნამდვილად გვექნებოდა - ბოლოს და ბოლო როდის დაწერთ ჟურნალისტები, რომ ფული კი არა ნამუსის და პასუხისმეგბლობის არქონაა ქართული ფეხბურთის (გინდა საკლუბოს და გინდა სანაკრებოს) მთავარი პრობლემა. თუმცა ვინ რა უნდა დაწეროს, ქართულ სპორტულ საიტებზე ხომ ყველაზე პოპულარული სტატიები ნახევრად ეროტიულ-სპორტული სიუჟეტისაა! ხოდა აქ არც სპორტს ეშველება რამე და არც გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული მოთხოვნები

• gverda

სოს!ბეგლარიშვილი ესტონეთის ნაკრებში თამაშს აპირებს!

• gode

ახლა მთავარია ძირითადში თამაში და ნაკლები ტრამვები. ამ შემთხვევაში ნაკრებს ასე-თუ ისე მაინც გამოადგებიან.

ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

დანებება არ იქნება! გორის "დილაში" კიდევ ერთ ბრაზილიელს ელოდებიან

კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

გიორგი ფოფხაძე: ფეხბურთის თამაშს შევძლებ!

ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

გიორგი ფოფხაძე: ქართული ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია!

ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს

ლეგიონის უქმეები: ქართველი ფეხბურთელების 11 გოლი! [VIDEO]

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს

კანკავამ და კვეკვესკირმა ყაზახეთის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს

გოგიტა გოგუა და შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის რანგით II ლიგაში გადავიდნენ

ელგუჯა ლობჯანიძე და ლაშა კასრაძე ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

კვეკვესკირმა გოლი გაიტანა, კანკავამ კი საგოლე გადაცემა გააკეთა

გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

ლეგიონის უქმეები: 3 გოლი, მჭედლიძის დაბრუნება, კიტეიშვილის დებიუტი [VIDEO]

გუჯა ლობჯანიძე კარიერას ყაზახეთის "ტარაზში" გააგრძელებს

ლაშა კასრაძე ყაზახური "ტარაზის" მოთამაშე გახდა

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას

გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...

Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს

კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს

ქართული ლეგიონის "შაბათობა" - 4 გოლი [VIDEO]

ელგუჯა ლობჯანიძემ "ტარაზს" გამარჯვება 90+2-ე წუთზე მოუპოვა

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

სასიხარულო ამბავი - გიორგი ფოფხაძე ვარჯიშს მალე დაიწყებს

გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა

ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა