ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა "ფეისბუქზე" ძალიან საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

კერძოდ კი, 2017 წლის კლუბების საბაზისო დაფინანსების სახელფასო კომპონენტის კვლევა, სადაც ნათლად ასახულია კლუბების სახელფასო პოლიტიკა (ფონდიდან გაცემული სახსრების მიხედვით).

ფონდმა ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მონაცემები გამოაქვეყნა.

დავიწყოთ ეროვნული ლიგით.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ეროვნული ლიგის ყველა კლუბის 342 ფეხბურთელიდან 3000 ლარზე მეტი ხელფასი 85 ფეხბურთელს ჰქონდა. დანარჩენი იხილეთ პირველ ფოტოზე.

გამოსარჩევი ფაქტია, რომ ეროვნულ ლიგაში საშუალოდ ყველაზე მაღალი ხელფასი, 2 925 ლარი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს ჰქონდათ, თუმცა მათ ეროვნულ ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნეს და პლეი-ოფების მატჩებში დამარცხდნენ. ახლა ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდიან.

ბათუმის "დინამოს" 14 ფეხბურთელი 2017 წელს ხელფასის სახით 3 000 ლარზე მეტს იღებდა. ეს მაჩვენებელიც ყველაზე დიდია. 3000 ლარზე მეტ ხელფასს, როგორც სურათზე ხედავთ, სხვა კლუბებში უფრო ნაკლები ფეხბურთელი იღებდა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "საბურთალოს" საშუალოდ ყველაზე დაბალი ხელფასები აქვს, მაგრამ 2017 წელს სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავა.

შეიძლება ცოტა სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ 2017 წელს ეროვნული ლიგის ფეხბურთელების 36 პროცენტს ხელფასი 900 ლარზე ნაკლები ჰქონდა.

საერთო ჯამში კი, ეროვნულ ლიგაში 2017 წელს საშუალო ხელფასი 2 306 ლარი იყო. არ დავიწყებთ იმაზე მსჯელობას, ცოტაა ეს თუ ბევრი, რადგან ამაზე ბევრი ფაქტორი მეტყველებს.

ამ მონაცემებმა ერთი რამ გვიჩვენა: თუ ერთი კლუბი დაბალი სახელფასო ბიუჯეტით მე-4 ადგილს იკავებს, რატომ არ შეუძლია თუნდაც იგივე ბათუმის "დინამოს" უკეთესი შედეგის დადება, როცა მისი სახელფასო ბიუჯეტი ლამის ორჯერ მეტია? პასუხი მენეჯმენტის პრობლემაა, ასევე, ფულის არასწორი ხარჯვა, სელექციის ხარვეზი, სიტუაციის არასწორი შეფასება და ა.შ.

ახლა გადავიდეთ ლიგა 2-ზე.

ეროვნულ ლიგა 2-ში ხელფასები 236 ფეხბურთელზე გაიცა. რა თქმა უნდა, მეორე ლიგაში ხელფასები უფრო დაბალია, უფრო სწორად, ძალიან დაბალია. 33 ფეხბურთელი სულაც 500 ლარზე ნაკლებს იღებდა.

"რუსთავი", რომელიც ამჟამად ეროვნულ ლიგაში ასპარეზობს, ყველაზე დაბალანსებული კლუბის შთაბეჭდილებას ტოვებს, რამაც პრინციპში, გაამართლა კიდეც.

"სიონი" ერთ-ერთია, რომელსაც საშუალოდ ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდა 2017 წელს, მაგრამ ბოლნისელები დღეს ეროვნულ ლიგაში არიან.

საერთოდ, მეორე ლიგაში ხელფასები ძირითადად, მსგავსია.

ავაზა
საშუალო ხელფასი 900 ლარი,როცა ორიგინალი ბუცი 800 ლარამდე ღირს და წელიწადში მინიმუმ 3 წყვილი ჭირდება ფეხბურთელს,ამას მიუმაოთ ის რომ 10 თვიანი კონტრაქტებია პრო-2 და ლიგა-3 ში.რა ქნას ახალგაზრდა ფებურთელმა ჭამა-სმა და ოჯახი რომ ყავს სარჩენი?ვიტამინიზაციაზე აღარ ვამბობ არაფერს.
Dave
დინამო, საბურთალო, სამტრედია, ლოკომოტივში ბევრს აქვს ანაზღაურება 500 ლარზე დაბალი, ეს ალბათ იმითაა გამოწვეულ, რომ თავიანთი სკოლის აღზრდილებს აწინაურებენ ძირითად გუნდში და ამასთანავე სახელფასო სტიმულსაც აძლევენ, რაც ჩემოს აზრით მოსასალმებელია. რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდას უნდა მიეცეს სათამაშო დრო და სხვა კლუბებმაც გააძლიერონ თავიანთი სკოლები და აკადემიები.
გიორგი
3000 ლარზე მეტი ბევრის მთქმელია . მანდ შეიძლება იყოს 3500 და 10.000
Guadua
როდის მერე გახდა კერძო საკუთრების კლუბებად სკ სამტრედია და სკ ჩიხურა? არსად არ არსებსობს ცნობა იმაზე რომ ეს ორი კლუბი რომელიმე კერძო კომპანიის ან კერძო პირის საკუთრებაა. გთხოვთ დააზუსტოთ მათი მფლობელების ვინაობა. მოდერატორ გეყოს ჩემი განზრახ ბლოკირება და დაწერე ეს კომენტარი.
haha
სად ნახე მსოფლიოში აღიარებული კვლევები? ეგეთს ეგრევე წაიყვანენ უცხოეთში ანდა გრანტად დაუნიშნავენ ხელფასს.
afskfs
დინამო ბათუმში რა ხდება სახეზეა
გიორგი
მაგდენის ღირსებიც არ არიან. ზოგი პროფესორია, მთელი ცხოვრება წიგნებში აქვთ თავი და ძალიან ბევრს შრომობენ, მშოფლიოში აღიარებული ვლევები აქვთ და მაგათ არ აქვთ 1500 ლარზე მეტი. ითამაშონ ფეხბურთელებმა კარგად, მოიტანონ მოგება და მერე მეპატრონემ რა უნდა ის მისცეს.
Vahaha
გამოდი ფედიჩკინ, გიცანი :) :) :) :) :)
Ki
Xalxi maharishi muhaobs 500 larad
Dato
თავად გრაფაშივე (*)-ით არის აღნიშნული რომ კერძო კლუბების სახელფასო ანაზღაურება შესაძლოა იყოს განსხვავებული და აჭარბებდეს გამოქვეყნებულ მონაცემებს, ასე რომ მთელი ეს სტატია და "ანალიზი" ფუჭად დროის კარგვაა ან იმის მტკიცება რომ ბათუმის დინამოს ფეხბურთელები უფრო მეტს იღებდნენ ხელფასის სახით, ვიდრე თბილისის დინამოს. იმედია არ დაბლოკავთ და შემდგომში უფრო გააზრებულ სტატიებს გამოაქვეყნებთ.
Lsd
500 larze naklebs ro igeben mitomac ikideba tamqshebi diiidi siamovnebit
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"გადმო ჩვენთან, 10 ფუნტს და უფასო ლუდს მიიღებ" - როგორი ხელფასები ჰქონდათ პირველ პროფესიონალ ფეხბურთელებს
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
რამდენია კვირკველიას ხელფასი "ლოკომოტივში" - საბა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში
რამდენი მლნ ლარი მიიღეს და რაში დახარჯეს ეროვნული ლიგის კლუბებმა - 2018 წლის ანგარიში
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
2.5 მლნ ლარი - რა პროექტები დააფინანსა ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2018 წელს
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
რამდენი მლნ ლარი მიიღეს ქართულმა კლუბებმა ფონდისგან 2019 წელს - ორგანიზაცია ანგარიშს აქვეყნებს
"ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი - ინტერვიუ
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
რონალდოს უფრო მეტი აქვს ხელფასი, ვიდრე 4 იტალიური კლუბს სახელფასო ბიუჯეტი
გოჩა ჯამარაულმა გამგებლის 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა სფფ-სთან ერთად 2019 წლის პროექტებზე 3 მლნ ლარზე მეტი დახარჯა
Sporting Intelligence-მა ეროვნული ლიგის წლიური საშუალო ხელფასი გამოაქვეყნა
საჩხერეში ცენტრალური სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახლდა [PHOTO]