საქართველოს ნაკრებმა 27 მარტს ესტონეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში 2:0 სძლია
ეკატერინე ჯოხარიძის ფოტო

საქართველოს ნაკრებმა 27 მარტს ესტონეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში 2:0 სძლია.

BRAVO: საქართველოს ნაკრებმა მშრალი ანგარიშით მიჯრით მეორე მატჩი მოიგო [VIDEO]

უკვე მეორე მატჩია, რაც ჩვენმა ნაკრებმა მოიგო და ჯამში, 4-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. ჯერჯერობით ეს შედეგი მხოლოდ ამხანაგური შეხვედრებით არის გამოწვეული, თუმცა ეროვნული ნაკრები ასე თუ გააგრძელებს, ერთა თასზე წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს.

Sportall.ge გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებას ქართულ-ესტონური დაპირისპირებიდან.

გიორგი მაკარიძე 7.0 - ორივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარეებს თითქმის საქმე არ ჰქონიათ და მათი შედარებაც არაადეკვატური იქნება. მაკარიძის კართან ორჯერ შეიქმნა სახიფათო მომენტი და ორივეჯერ ჩვენი კიპერი კარგად გაისარჯა.

ოთო კაკაბაძე 7.5 - ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ის შეუცვლელია და მართლაც ასეა. კაკაბაძის შრომამ შედეგი გამოიღო და მისი პროგრესი სახეზეა. წინა შეხვედრაში თუ მთელი ლიტვის ფლანგი მის ხელში იყო, ამ შეხვედრაში შედარებით მოკრძალებული იყო. თუმცა რიგ მომენტებში ახერხებდა "მიხეილ მესხზე" გალაღებას.

სოლომონ კვირკველია 7.5 - როცა მეტოქე არ უტევს, მცველებსაც ბევრი საქმე არა აქვთ. თუმცა რამდენიმე ესტონურ მწვავე კონტრშეტევას შესაბამისად უპასუხა და თავისი კლასის დემონსტრირება მოახდინა.

ჯიმი ტაბიძე 8.5 - საქართველოს ნაკრებში ცენტრალურ დაცვაში საქმე იდეალურად გვაქვს. ეგ კი არა, დაცვაში კონკურენცია დიდია და ამ პოზიციაზე ხუთი ფეხბურთელი მაინც იბრძვის: გურამ კაშია, საბა კვირკველია, დავით ხოჭოლავა, ჯიმი ტაბიძე და ლაშა დვალი. ნაკრებში ხოჭოლავა რომ ყოფილიყო, ალბათ, ტაბიძეს ამდენი დრო არ მიეცემოდა. ამ თამაშით კი ტაბიძემ დაამტკიცა, რომ მისი სახითაც საინტერესო ცენტრალური მცველი იზრდება.

ის მომენტი რად ღირს, როცა ჩვენი ნაკრების თავდამსხმელები უკეთეს მომენტებში იბნეოდნენ, მან კი მიცემული შანსი გოლად გარდასახა.

ლაშა შერგელაშვილი 5.5 - ჩვენი ნაკრების სლოვაკი მწვრთნელი ყველაზე პრობლემურ პოზიციად მარცხენა ფლანგს მიიჩნევს, რადგან ამ პოზიციიდან კარგი შეტევების წამოწყებაც ჭირს და სტანდარტულების დროს ამ პოზიციაზე არ გვყავს თავით მოთამაშე ფეხბურთელი.

ეს ამ ორ შეხვედრაშიც გამოჩნდა. გიორგი ნავალოვსკისაც და ლაშა შერგელაშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი იყო. შერგელაშვილი ვერც ხეირიან შეტევებს იწყებდა და ვერც განსაკუთრებულ ფეხბურთს გვთავაზობდა. ალბათ, ამ პოზიციაზე მაინც გიორგი ნავალოვსკი უნდა მოვიაზროთ.

ვაისმა პრესკონფერენციაზე ერთი ინიციატივა გააჟღერა - ცენტრალური მცველების ფლანგზე ლავირებაა.

ჯაბა კანკავა 8.0 - საქართველოს ნაკრების კაპიტანს არ უჭირდა მეტოქეთა შეტევების გაუვნებელყოფა და ნაკრები რომ ცენტრში საიმედოდ თამაშობდა ორივე მატჩში, კანკავას დამსახურებაა.

ნიკა კვეკვესკირი 7.0 - კვეკვესკირს გვილიას სათანადოდ შეცვლა გაუჭირდა, მაგრამ დაცვით ფაზაში ურიგოდ არ გამოიყურებოდა და რამდენიმე საინტერესო პასიც გააკეთა. თუმცა აღნიშვნის ღირსია, რომ ნიკა უკეთეს ფორმაშიც გვახსოვს და ვიმედოვნებთ, ერთა ლიგამდე მოუმატებს და სასურველ ფორმას დაუბრუნდება.

გიორგი პაპუნაშვილი 6.0 - შეიძლება ითქვას, რომ პაპუნაშვილს ზედმეტმა სათამაშო თავისუფლებამ აწყინა. მისი ზედმეტი ბურთის "თრევა" და არაზუსტი დარტყმები ცოტა მოსაწყენიც კი გახდა მატჩის განმავლობაში. რიგ მომენტებში პასი რომ გაეცა, უკეთესი იქნებოდა, თუნდაც იმ მომენტში, როცა ძალიან კარგად ეხსნებოდა გიორგი მერებაშვილი, მაგრამ "სარაგოსას" შემტევმა კარში დარტყმა არჩია.

ვაკო ყაზაიშვილი 9.0 - 10 ქულასაც იმსახურებდა იმ გოლის გამო, რაც გაიტანა, ხოლო თავად ერთ-ერთი საუკეთესო იყო ესტონეთთან შეხვედრაში. მაგრამ იყო მომენტები, როცა უკეთესადაც მართებდა თამაში. "სან ხოსეს" შემტევმა ბევრჯერ სცადა შეტევების გამწვავება და სულ სხვა ვაკო იყო რიგ მომენტებში. სხვა მატჩებისგან განსხვავებით, ითავსებდა "პლეიმეიკერის" ფუნქციასაც, თუმცა ეს უფრო ჯანო ანანიძის საქმეა.

გიორგი მერებაშვილი 6.5 - მისი ფლანგიდან შეტევები ნაკლებად იწყებოდა. ეს, ალბათ, მის უკან მყოფი ფლანგის მცველის ბრალი იყო. თუმცა მერებაშვილი ცდილობდა, სათამაშო კომპოზიციიდან არ ამოვარდნილიყო და ეს ნაკლებად გამოსდიოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რიგ მომენტებში კარგად ეხსნებოდა სხვა ფეხბურთელებს, თუმცა პასი მასზე არ კეთდებოდა.

ნიკა კაჭარავა 5.5 - ლიტვის მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ვიკითხე, თუ რატომ ეძლეოდა ნიკა კაჭარავას ბოლო ამხანაგურ მატჩებში მცირე დრო. ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი ნიკა კაჭარავას თამაშმა გამცა. ფეხბურთელი, რომლის ძალიან კარგ შეხვედრებს ვადევნებთ "კორონაში" თვალს და ასევე გვახსოვს სერბეთთან მის მიერ გატანილი გოლი, ესტონეთთან შეხვედრაში თითქოს სხვა პლანეტაზე იყო.

დაახლოებით ოთხი სახარბიელო მომენტი გააფუჭა, მაგრამ ამით მისი ჩამოწერა ნაკრებიდან ნამდვილად არ ივარგებს. ვინც მის თამაშს ადევნებს თვალს, იცის მისი შესაძლებლობები. ვიმედოვნებთ, რომ მისი ნაკრებში ჩატარებული მატჩი უბრალოდ ცუდი დღე იყო.

ვლადიმირ ვაისი 10.0 - რატომ? იმიტომ, რომ რაღაც იცვლება ნაკრებში და ამას ყველა ვხედავთ. თითქმის ორი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა და ორივე მოიგო. გასაგებია, რომ ეს ამხანაგური მატჩებია, მაგრამ გვახსოვს ამხანაგური შეხვედრა ესტონეთთან რამდენიმე წლის წინ, როცა 0:3 წავაგეთ და ნაკრები ფეხბურთს არ თამაშობდა.

იმავე ლიტვამ, რომელიც ჩვენ გავანადგურეთ, სომხეთში, მხითარიანის თამადობით, 0:1 დაამარცხა ადგილობრივი ნაკრები.

ვლადიმირ ვაისი: მე ვერ გამოვიყენებ მომენტებს ფეხბურთელების ნაცვლად

კაი შენ არა..............
10 იმსახურებდა იმ გოლის გამო!?!?!?!? wtf ეს არი ყველაზე ცუდი მიზეზი რაც შეიძლება მოიმიზეზო ადამიანმა როცა ფეხბურთელს აქებ რონალდინიო სულ უმაგრეს გოლებს იტანდა მაგრამ მისი მარგი ქმედება იმდენად საშნელი იყო რო ჯერ ბარსელონადან გაუშვეს მერე მილანიდან ცოტა მეტი მოეთხოვება ჟურნალისტს მე ესე ვფიქრობ ვიდრე ფეხბურთის როგორც თამაშის 1 გოლით შეფასებაა!!!
დათო
კაჭარავა არ ჩამოწეროთ თითო თამაშში მანამ, სანამ 10-ჯერ მაინც არ გაამწარებს გულშემატკივარს. ბიჭო გააფუჭე ერთი, გააფუჭე მეორე, ამხანაგური თამაშია და თუ მწვრთნელი არ გცვლის ინამუსე და შენ მეითხოვე შეცვლა. და კიდევ აი სურათს ვუყურბ და ამ პაწია კაცთან რავა ძალათი დააყენეთ აი მაღალი ბოვშვი.
mushni
an ban gan don)))) martlteris dedofali))) filologebiz rom akomentarebs astorebs)))))
qomagi
magari intrigani xar, fexburttan shen aravitar kavshirshi ar xar, ak ra ginda?
გიო
ვაფასებ რასაც აკეთებთ, თუმცა ამ კომენტარს შიშით ვწერდი, რომ რამე არ შემშლოდა.
roma
ქალებიც უყურებე ფეხბურთს? ძალიან მაგარიაააა ე.ი. ფეხბურთი ვითარდება.
roma
ხო მართლა 8.5 ქულა ნაკრებს რადგან კონცენტრაცია არ დაკარგეს მოგებულ თამაშში და ყველა იბრძოდა ბოლომდე. მაგალითად ყაზაიშვილი და კიდე სხვებიც, დგომა არ შეეძლოთ და კიდე ესტონელებზე სწრაფად დარბოდნენ და იბრძოდნენ ბოლო წუთამდე.
, ,qomagi''-ს ნათია მასწავლებლისაგან
Ofizialuri (ოფიციალურ)tamashebs,(,,რომ'' კავშირის წინ ყოველთვის არ იწერება ,,მძიმე'' და აქაც ზედმეტია) rom dadebitad da (,,და'' კავშირი ზედმეტია) davamtavrebt da gavalt evropaze, mere viblataot(,,ბიჭებო'' მიმართვაა და მიმართვა მძიმით უნდა გამოვყოთ სხვა სიტყვებისაგან) bichebo,(წინადადების ბოლოს წერტილი დაისმის) ikamde (,)tavchagunuli (თავჩაღუნულებმა) vimushaot shedegistvis! პ.ს.(1) დადებითად კი არ უნდა დავასრულოთ - ჩვენს სასარგებლოდ; პ.ს.(2) ეს თამაშიც ოფიციალურია. ამხანაგური არ ნიშნავს არაოფიციალურს; არაოფიციალურია ის თამაშები, რომელიც ყველას გვითამაშია და ვთაშობთ და რომელსაც არ გვიგეგმავს ო ფ ი ც ი ა ლ უ რ ი საფეხბურთო სამყარო. ეს შეიძლება იყოს თამაშები სოფელში ბებიის ეზოში :), ან კორპუსებსშორის სტადიონებზე და ა.შ. პ.ს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამხელა სამყაროში ვართ თოთხმეტთაგან ერთ-ერთი, ვისაც საკუთარი ანბანი აქვს, თანაც 3 (სამთაგან ორს ვიყენებთ ახლაც -ნუსხახუცურს ბერში და მხედრულს ერში) და კომენტარებს ვწერთ ლათინური ანბანით!!! ფრთხილად, საკუთარის უპატივცემულობა არ გამოგვივიდეს!!! ვუერთდები ყველა იმ ადამიანის სიხარულს, ვისაც ეს მოგებები გაუხარდა.
Gio
როდის გვქონდა ბოლოს ესეთი იმედი ჩასახული,დღეს მთლიანად საქართველოს იმედი ჩაუსახეთ იმისა რომ გამარჯვებები წინ გვაქვს,ამ ბიჭებით, დამატებული ოქრი მჭედლო და ჯანო მგონია რომ ყაზახეთს უნდა ვაჯობოთ და ამას ერთად გავაკეთებთ
roma
ეს ამხანაგურები დაბალი დონის გუნდებთან საჭიროა რადგან გუნდი მიეჩვიოს ასეთ გუნდებთან გამარჯვებას თორემ ხო ნახეთ რა მოხდა მოლდოვასთან? ახლა რომ შევხვდეთ დარწმუნებული ვარ 5:0 გავანადგურებთ რადგან ვიცით როგორ ვეთამაშოთ ამ დონის გუნდებს.
დდდ
როგორც ჩანს ჩვენ და ყაზახეთი ვიქნებით ფავორიტები გამსვლელთა შორია,მთავარია იმ დროს ყველა ჯანმრთელად იყოს.მჯერა კიდევ მოუმატებენ ბიჭები
qomagi
ofizialuri tamashebs, rom dadebitad da davamtavrebt da gavalt evropaze, mere viblataot bichebo, ikamde tavchagunuli vimushaot shedegistvis! kazaxetma zalian kargi shtabechdileba datova amxanagurebshi, zalian straf da kombinaziur fexburts tamashoben, ara mgonia, rom vjobnidet!
mamulo
ნაკრების თამაშების შეფასება მერე გააკეთეთ,საშუალო დონის ევროპულ გუნდს მაინც რომ შევხვდებით,ტორემ ლიტვა და ესტონეთი რა საზომია ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის დონის შესაფასებლად.ისე ნაურუს ნაკრებს რომ შევხვედროდით კიდევ უფრო კარგად ვითამაშებდით.
geno
ბოლო 6 ამხანაგური თამაშის მოკლე სტატისტიკა 5 მოგება 1 ფრე ბურთების შეფარდება 17-2! იმედია ოფიციალურებშიც ანალოგიურ შედეგს დავდებთ! და ამხანაგური ნაკრები არ ვიქნებით როგორი იმედი ჩამესახა არ იცით! პ.ს. ყაზახეთთან ხუმრობა არ შეიძლება სერიოზული ნაკრებია მთელი მონდომებით უნდა ვითამაშოთ !
giorgi
კვერკველია და არა კვირკველია
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები: რუსებმა ქართველებზე უარი თქვეს
დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]
ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ
რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ჯაბა ბრეგვაძე: ერთა თასზე ვეღარ განვვითარდებით
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Herald Scotland: რვა ერი? ადრე თუ გვიან ეს მოხდება!
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
worldrugby: სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
punditarena.com: სამი იდეა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექვს ერში არ მიიღებენ
საქართველო VS ესტონეთი - რევანშისა და მორიგი გამარჯვების წყურვილით