სუპერლიგის მე-3 წრე 25-ე ტურით დაიწყო. ძალიან საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში "რუსთავმა" მარნეულის "დელტა" დაამარცხა.

მატჩის ბედი საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე გადაწყდა, როცა თანაბარ ანგარიშზე რუსთაველთა სნაიპერმა რეზო ჩაჩანიძემ ლამაზად გათამაშებული სწრაფი შეტევა სამქულიანით დააგვირგვინა - 87:84.

მთელი თამაშის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა იყო. ვერც ერთი გუნდი ვერ აგრძელებდა ხელჩასაჭიდი ლიდერობის მოპოვებას, ლიდერიც არაერთხელ შეიცვალა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო წუთზეც თანაბარი ანგარიში იყო. პირველი პერიოდი თანაბარი ანგარიშით დასრულდა, ხოლო მეორის შემდეგ, დიდი შესვენებისთვის, მარნეულელებმა 5-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს - 48:43. მატჩის შუაწელში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, რის გამოც რუსთაველები ძირითადი გამთამაშებლის - ლევან ცეკვავას გარეშე დარჩნენ.

ცეკვავას შეხლა-შემოხლა საკუთარ თანაგუნდელთან, ამერიკელ ბრაიან ბერნარდისთან მოუხდა, რის გამოც მსაჯებმა ის მოედნიდან გააძევეს. გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩენილ რუსთაველებს დიდი ბრძოლა მოუხდათ მატჩის სათავისო შედეგის დასამთავრებლად. სტუმრებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და ბოლო წამებზე კარგი დაცვის ხარჯზე მარნეულელებს ბურთი აართვეს. სწრაფი შეტევა ჩაჩანიძემ გამარჯვების სამქულიანით დააგვირგვინა.

ჩაჩანიძემ საბოლოოდ შეხვედრა 24 ქულით დაასრულა, ხოლო ბომბარდირი ტაილერ ნელსონი გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. სამმაგი დუბლი შეასრულა ადამ ბლეიზეკმა – 11 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა. "მარნეულში" 26 ქულით საუკეთესო ნიკოლას ნილი გახდა. 10-10 ქულა გიორგი ვახანიამ, საბა ლობჯანიძემ და არტიომ შვეცმა მოაგროვეს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

რამაზ გოგობერიშვილი - "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი:

"ძალიან დაძაბული თამაში იყო. ისედაც გვაკლია მოთამაშეები და მატჩის მსვლელობისას ცეკვავას გამოკლება დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ თამაში მოგებამდე მიეყვანათ და ამის გამო მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ვულოცავ ბიჭებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვაგრძელებთ სეზონის დასვნითი ეტაპისთვის სამზადისს".

თემურ კანკია - "მარნეულის" მთავარი მწვრთნელი:

"მთელი თამაში უენერგიოდ ვიყავით. საშუალება მივეცით მეტოქეს, სწრაფ შეტევებში ეხეირათ. ამ კომპონენტის შედეგად რუსთაველებმა 32 ქულა გააკეთეს, ფარზეც მშვენივრად იბრძოდნენ და ეს ყველაფერი გახდა კიდეც ჩვენი წაგების მიზეზი".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
"ქუთაისმა" "მარნეულს" სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
ნიკ ნილი: თბილისში გულშემატკივარი თამაშებზე რატომ არ დადის, არ უყვარს კალათბურთი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
სუპერლიგა. XIX ტური: "დელტამ" სოხუმს" 22-ქულიანი სხვაობით სძლია
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სუპერლიგა: "დელტამ" "ბათუმი" 11-ქულიანი სხვაობით დაამარცხა