"ხვამლი" მონაკოს ტურნირზე იასპარეზებს
თბილისის "ხვამლის" 12 წლამდე მორაგბეთა (2006/07 წლებში დაბადებული) გუნდი დღეს გამთენიისას მონაკოს სამეფოში გაემგზავრა, სადაც 31 მარტს მონაკოს პრინცესა შარლინის მიერ ორგანიზებულ ტურნირში ითამაშებს.

ქართული კლუბი მონაკოში ვეტერანი "ბორჯღალოსნის", მამუკა მაგრაქველიძის დახმარებით მოხვდა, რომელიც ამ სამეფოს კლუბში მოთამაშე მწვრთნელია.

7-კაცა რაგბის ტურნირში 13 ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და თამაშები (თითო შეხვედრა 10-წუთიანი ერთი ტაიმი) "ლუი მეორის" სტადიონზე გაიმართება.

16 გუნდი ოთხ ჯგუფადაა გაყოფილი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გადის, მეორეადგილოსნები მე-5 ადგილისთვის იბრძვიან და ა.შ. გათამაშდება ყველა ადგილი, ანუ თითოეულ გუნდს ჯგუფური ეტაპის სამი და პლეი-ოფის ორი შეხვედრის გამართვა უწევს.

მონაწილეთა შორის სამი ფრანგული, თითო-თითო შოტლანდიური, იტალიური, რუსული, ესპანური და ტუნისური კლუბია. მონაკოს გუნდმა შარშან ფინალში ითამაშა და მასპინძლებს წელსაც ძლიერი კრებული უნდა ჰყავდეთ.

"ხვამლს", რომელსაც როინ ბრეგვაძე ავარჯიშებს, ჯგუფურ ეტაპზე ესპანელებთან, ბერძნებთან და ლატვიელებთან მოუწევს თამაში.

"ეს ბიჭები საქართველოში თავიანთ ასაკში საუკეთესოები არიან და გვსურს, მათ ძალები საერთაშორისო ასპარეზზეც მოსინჯონ. ეს ტურნირი დაგვანახებს, თუ განვითარების რა ეტაპზე ვართ საერთაშორისო დონეზე“ - ამბობს "ხვამლის" მწვრთნელი და ვეტერანი "ბორჯღალოსანი" რატი ურუშაძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა