16 აპრილს საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში, კეიპ თაუნში მიმდინარე მესამე დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 6:2 დაამარცხა.

საქართველოს ყინულის ფედერაციის ცნობით, მწვრთნელის გადაწყვეტილებით, პირველი პერიოდის შემდგომ ნაკრები თამაშობდა ძალების მაქსიმალური დაზოგვით - როგორც მოგეხსენებათ, ნაკრებს ელის საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ბულგარეთის ნაკრებთან.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი დასახელდა.

მომავალ მატჩში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 17 აპრილს გაიმართება, ჩვენი დროით 18:15 საათზე.

საქართველო-თურქეთი 6:2

გოლები: 10:11 წ. ვასილჩენკო ალექსანდრე, 10:21 წ. ობოლგოგიანი ოლივერ, 14:37 წ. ჟუჟუნაშვილი ალექსანდრე, 16:14 წ. შვეცოვი ივან, 26:12 წ. ვასილჩენკო ალექსანდრე, 50:03 წ. ობოლგოგიანი ოლივერ.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

ბულგარეთი - საქართველო. 17 აპრილი, 18:15 საათი

საქართველო - ჰონგ-კონგი. 19 აპრილი, 18:15

სამხრეთი აფრიკა - საქართველო. 20 აპრილი, 22:00

საქართველო - ტაიპეი. 22 აპრილი, 15:00

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: 1. კახა ამბროლავა, 20. ანდრეი ილიენკო

მცველები: 23. მიხეილ დავითაშვილი, 8. ამირან გეფერიძე, 3. გიორგი ჯეირანაშვილი, 6. არტიომ კურბატოვი, 12 დავით მინასიანი, 18. რევაზ ცომაია

ფორვარდები: 7. ვიტალი დუმბაძე, 21. გრიგორი ფილიმონოვი, 4. ზაზა ღონღაძე, 5. პაატა კავკასიძე, 2. სემიონ ხარიზოვი, 19. არტიომ კოზიულინი, 16. ოლივერ ობოლგოგიანი, 22. დავით ოგანეზიანი, 9. გია ოგანეზიანი, 24. მიხაილ შალუნოვი, 17. ივან შვეცოვი, 25. დიმიტრი სმეტანინი, 13. ალექსანდრე ვასილჩენკო, 15. თემურ ვედიაპინი, 10. ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი

მთავარი მწვრთნელი: როლანდ სვანიძე

მწვრთნელის ასისტენტი: გოჩა ჯეირანაშვილი

ლია
ისე მეორე მხარისაც მესმის :) საქართველოს ნაკრებში ძირითდად ქართველები ჯობს იყვნენ, საფრანგეთისაში - ფრანგები, და ა.შ
გულშემატკივარი
საქართველო 5-3 ბულგარეთი მეორე თამაშიც მოიგეს, წარმატებები...
bmb
იმის მაგივრად, რომ გვერდით დავუდგეთ ამ ბიჭებს და წარმატებები ვუსურვოთ ამ მართლაც გმირულ წამოწყებაში, ეს იქედნური ტონი რა არის არ მესმის, თუ ქება არ შეგიძლიათ, გაჩუმდით მაინც, ნეტა ვიყოთ რუსების დონეზე ჰოკეიში, თუმცა რუსეთი და მისი პოლიტიკა რა თქმა უნდა მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ თუ ასეთი შერწყმა არ მოხდა ნაკრებში, ვერასოდეს ვერაფერს ვერ მივაღწევთ სპორტის ამ სახეობაში. ამხელა კაცი ვარ და თვალებზე ცრემლი მომადგა, წვალობენ, რაღაცას ცდილობენ, რაღაც შედეგებს დებენ, და ამ დროს გამოხტება ვიღაც, მართლაც ვიღაც და ვითომ ღადაობს?! წარმატებები თქვენ ბიჭებო ამ საქმეში.
tazo
პროფესორების გასაგონად,ჰოკეისტის და შაიბის შესატყვის ქართულ სიტყვებს ხომ ვერ მეტყვით?მაგ: ფუტბალისტი-ფეხბურთელი, რეგბისტი-მორაგბე,ტენისისტი-ჩოგბურთელი,ბასკეტბალისტი-კალათბურთელი,ვალეიბოლისტი-ფრენბურთელი, ვატერპოლისტი-წყალბურთელი......ჰეეე,მითხარით ჰოკეისტი ქართულად..... ხოლო ქართველების გამარჯვება ნებისმიერ საქმეში თუგინდა შორს ფურთხება იყოს თქვენზე,,ვითომ პატრიოტებზე მეტად მიხარია სხვათაშორის......
mamuka
ბრავო ოლივერ!!!
georgian
ძაან მაგარი ამბავი. ბრავო ბიჭებს! ნაცისტების გასაგონად, როცა იწყებ ახალი სპორტის სახეობის განვითარებას იქ აუცილებელია მაღალი დონის მოთამაშეების ნატურალიზება, რათა რაიმე შედეგს მიაღწიო და არ შერცხვე მინიმუმ. მათ გვერდით კი ეთნიკურად ქართველებიც ისწავლიან, განვითარდებიან, გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან პროფესიონალებად. ასე რომ წარმატებები ჰოკეისტებს!
korben dallas
აბაა ბიჭო... იმხელა დაფინანსება ჰქონია ქართულ ჰოკეის, რომ კენგურუ ვერ გადაახტება თურმე DDDDDDDD კარგით რაა. რა წაიღეთ ამ რაგბით ტვინი. საქართველოში უამრავი ეროვნებით არაქართველი ცხოვრობს და მათი გვარები "ძე"-ზე და "შვილი"-ზე არ მთავრდება. რა ვქნათ, ავუკრძალოთ სპორტში მოღვაწეობა ?
tazo-s
თაზოს ვენაცვალე შენთვის ქართველი მარტო ვაჟკაც ქართლოსის-ძე ქართველიშვილია? შენი მენტალიტი რომ ჰქონოდათ დღეს მსოფლიოს არ ეყოლებოდა არც დი სტეფანო, არ არის ესპანელი, არც ზიდანი, არ არის ფრანგი, არც ეუსებიო, არც იბრაგიმოვიჩი.....ასობით და ათასობით სასახელო ხალხი...და მერე გემოვნებას რა ვუყოთ, შენს ოჯახში ყველას უყვარს რაგბი? იქნებ ხოკეი მოგვწონს და არა ვართ ცოტა...
tazo
უტევენ ქართველი ჰოკეისტები ფილიმონოვი,ხარიზოვი,კოზიულინი,ოლივერ ობოლგოგიანი,ოგანეზიანი,შალუნოვი,შვეცოვი,სმეტანინი,ვასილჩენკო,ვედიაპინი:)):)):)):)))) რაში ხარჟავთ ფულს?რაგბის გაუზარდეთ დაფინანსება,რაგბის!!!!!!
15:1. ესეც მეხუთე გამარჯვება - საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები A ჯგუფში აღზევდა
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისევ გაიმარჯვა და A ჯგუფში გადასვლასთან ახლოსაა
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე მატჩიც მოიგო
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო
საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მოგება იზეიმა
საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა წააგო
საქართველოს ჰოკეის ნაკრები ტურნირისთვის ბათუმში ემზადება
საქართველოს ჰოკეის ნაკრების წევრი საკლუბო კარიერას ფინეთში გააგრძელებს
საქართველოს ჰოკეის ნაკრები ისრაელთან დამარცხდა, მაგრამ ტურნირზე ამოცანა შეასრულა