მსოფლიოს ჩემპიონატი. III დივიზიონი: საქართველოს ნაკრებმა თუ ტაივანს სძლია, პირველ ადგილზე გადის
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა სტარტზე მოპოვებული ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან დასანანი მარცხი განიცადა 2:4.

ანგარიში მე-5 წუთზე ოლივერ ობოლგოგიანმა გახსნა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ორი შაიბა გაიტანეს და პირველი პერიოდი 2:1 დასრულდა.

მეორე პერიოდში ობოლგონიანმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მესამე პერიოდში სამხრეთაფრიკელებმა ჯერ მესამე შაიბა გაიტანეს, მერე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა, ბოლოს ჩვენს გუნდს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ შაიბა საკუთარ კარში მიიღო.

ამ სამწუხარო წაგების გამო სატურნირო მდგომარეობა ძალიან დაიძაბა: საქართველოს, ბულგარეთსა და თურქეთს 9-9 ქულა აქვთ და 22 აპრილს ბოლო ტურში ჩვენი ნაკრები ტაივანს ხვდება. პარალელურ მატჩში ერთმანეთს თურქეთი და ბულგარეთი ეთამაშებიან.

ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, თუ ორმა ან მეტმა გუნდმა ქულების თანაბარი რაოდენობა დააგროვა, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში მიღწეულ შედეგს ენიჭება. ასე რომ, ტაივანის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პირველ ადგილს დაიკავებს.

[VIDEO] 46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-მ ოვერტაიმში კანადა დაამარცხა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა განაახლა
15:1. ესეც მეხუთე გამარჯვება - საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები A ჯგუფში აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ტაივანი გაანადგურა და II დივიზიონში გადავიდა
პირველი ქართველი ჰოკეისტი კანადაში
მსოფლიოს ჩემპიონატი. III დივიზიონი: საქართველოს ნაკრებმა ჰონგ-კონგიც არ დაინდო
თემურ ვედიაპინი: უვარჯიშებლად გვიწევდა თამაში, რაც ძალიან რთულია
ტაივანის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების ჰოკეისტმა საცოლეს ხელი სთხოვა [VIDEO]
ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველო - ტაივანი [LIVE]