დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "ვიტესს" 5:1 მოუგო და ნახევარფინალში "სპარტაკს" შეხვდება [VIDEO]
დღევანდელი დღის ბოლო შეხვედრაში დინამო თბილისმა ვიტესს უმასპინძლა. თბილისელებს ორი მოგების შემდეგ უკვე განაღდებული ჰქონდათ ნახევარფინალის საგზური, თუმცა მატჩს არანაკლები პასუხისმგებლობით მიუდგნენ და ჰოლანდიელები დიდი ანგარიშით 5:1 დაჯაბნეს. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდებმა მატჩის დაწყებისთანავე ტურნირის უსწრაფესი გოლი გაიტანეს. მატჩის პირველივე წუთზე თავი დავით ზურაბიანმა გამოიჩინა.

ორიოდე წუთში შედეგიანად თორნიკე მორჩილაძემ გაისროლა და დინამოს დიდი უპირატესობა შეუქმნა. მესამე გოლი ლამაზი და ზუსტი საჯარიმო დარტყმით თავის ანგარიშზე შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი აზაროვმა ჩაიწერა. შეხვედრის 61- ე წუთზე ჯადული იობაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა ვიტესის კარში, საპასუხოდ კი აზიზ სესაიმ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. ცოტახანში ისევ იობაშვილმა იყოჩაღა და საბოლოო ანგარიში 5:1 დააფიქსირა. დინამოელები 28 აპრილს 20.00 საათზე ტურნირის ნახევარფინალში მოსკოვის სპარტაკს შეხვდებიან. მატჩი დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართება.

დინამო 5:1 ვიტესი

გოლი: ზურაბიანი, მორჩილაძე, აზაროვი, იობაშვილი (2), სესაი

გაფრთხილება: ბაბლუანი, ზურაბიანი, სმიტსი

დინამო: შურღაია, ხვადაგიანი (შაუთიძე 36), სალუქვაძე, უბილავა (ერაძე 44), ბაბლუანი, გოგობერიშვილი (ჩხეტიანი 36), მორჩილაძე, ზურაბიანი, იობაშვილი, ოსიყმაშვილი (აზაროვი 50), ქავთარაძე

ვიტესი: გადელა, ეუსტატია, ესაია (სესაი 51), დავიდსი, სიურული, დერკსენი (ვან ბეემი 36), სმიტსი, შტეფენი (ვან სტრენი 36), ვან რიინი, სანდერსი, გროტენჰაისი

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
დარასელიას თასი: მინსკის "დინამომ" "ჯენოას" სძლია და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]
დარასელიას თასი: ფინალში თბილისის "დინამო" "ესპანიოლთან" დამარცხდა [VIDEO]
ჩხუბი, რომელიც თბილისის "დინამოსა" და "ჯენოას" 15-წლამდელთა გუნდებს შორის მოხდა [VIDEO]
დარასელიას თასი: სფფ-ის აკადემია კიევის "დინამოსთანაც" დამარცხდა [VIDEO]
დარასელიას თასი. დინამო (თბ)-ჯენოა [LIVE]
დარასელიას თასი: ნახევარფინალში "დინამო თბილისის" მეტოქე გაირკვა [VIDEO]