დღეს, პირველ მაისს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა. რა თქმა უნდა, "რეალი" "ბაიერნთან" აშკარა ფავორიტია, მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც "რეკორდმაისტერს" შანსს უტოვებს...

შარშან ეს გუნდები მეოთხედფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს. იყო სკანდალი რეფერ კაშაისთან დაკავშირებით, მაგრამ მოხდა ასეთი ფაქტიც - მიუნხენში "ბაიერნი" 1:2 დამარცხდა და, როცა ყველას ეგონა, რომ წყვილში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, "რეკორდმაისტერმა" მადრიდში 2:1 მოიგო!

თამაში დამატებით დროში გადავიდა, რომელიც კარლო ანჩელოტის გუნდმა პირწმინდად კი წააგო, მაგრამ ახლა ამ შემოტრიალების პრეცედენტი "ბაიერნს" იმედს უტოვებს. ესეც რომ არ იყოს, გავიხსენოთ წლევანდელი მეოთხედფინალი და ტურინის "იუვენტუსის" გმირობა, რომელმაც კინაღამ ტურინული 0:3 ამოქაჩა "ბერნაბეუზე".

ფაქტია - ზინედინ ზიდანის გუნდს "ბერნაბეუზე" ასეთი რამეები ძლიერ კლუბებთან მოსდის ხოლმე და ამიტომაც გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

"თუ გვინდა, რომ "ბერნაბეუზე" ოცნება ავიხდინოთ და კიევის ფინალის საგზური მოვიპოვოთ, აუცილებლად სეზონის საუკეთესო მატჩი უნდა ჩავატაროთ. მხოლოდ ასე შევძლებთ "რეალის" სასურველი ანგარიშით დამარცხებას", - აცხადებს "ბაიერნის" გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე.

იმას, რომ არაფერია გადაწყვეტილი, ეთანხმება ზინედინ ზიდანიც: "ყველა ფეხბურთელს მოვუწოდებ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ. მიუნხენში გამარჯვება ბევრს ნიშნავს, მაგრამ მადრიდშიც მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ".

ისკო იქნება?

სტუმრების მთავარი დანაკლისი არიენ რობენია, რომელიც ტრავმირებულია. დიდი ხანია გუნდს აკლია მანუელ ნოიერი და კინგსლი კომანი; ბოლო დროს ლაზარეთს არტურო ვიდალი და ჟერომ ბოატენგიც შეუერთდნენ.

"ბაიერნის" ბანაკში კარგი ამბებიცაა - დავიდ ალაბამ და ხავი მარტინესმა გამოჯანმრთელება მოასწრეს.

"რეალის" მთავარი დანაკლისი ისკო უნდა ყოფილიყო, რომელსაც რამდენიმე კვირა გაუცდებაო, წერდნენ, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მან ვარჯიში განაახლა. არ იქნება დანი კარვახალი, თუმცა ნაჩო გამოჯანმრთელდა და თამაში შეუძლია.

"მარკას" ინფორმაციით, ზიდანი ახალგაზრდა ჰაკიმის ასეთ მნიშვნელოვან თამაშს ვერ ანდობს და ფრანგი ლუკას ვასკესის დახევაზე და მის ფულბეკად თამაშზე ფიქრობს.

ჩაქირი "რეალის" მსაჯია?

თურქი არბიტრის დანიშვნა "ბაიერნის" ბანაკში არ მოეწონათ, იქ მიაჩნიათ, რომ ჯუნეით ჩაქირი "რეალის" მსაჯია.

"აშკარაა, რომ ეს მსაჯი ზედმეტად ხშირად ინიშნება "რეალის" მატჩებზე. ყველა სხვა ისტორია, მათ შორის, "ბაიერნთან" დაკავშირებული, ყველამ კარგად იცის", - ეს, არც მეტი, არც ნაკლები, თვით რუმენიგეს სიტყვებია.

პრესკონფერენცია

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "არაფრის შეცვლა ჩვენ არ გვჭირდება. ამ მატჩში უნდა ვაჩვენოთ, რომ ფინალში გასვლას ვიმსახურებთ. ეს მოსაგები თამაშია და ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა გავიტანოთ გოლი".

იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მწვრთნელი): "ბოლო მატჩში ვაგნერმა შესანიშნავად ითამაშა, ის ჩვენს არსენალში იქნება "რეალთან" მატჩში, ან მერე შემოვა, ან ლევანდოვსკის გვერდიგვერდ ითამაშებს. ყველა მწვრთნელს აქვს თამაშის გეგმა ასეთი მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ. ეს კი მალ-მალე არ იცვლება ხოლმე".

სამშაბათი, 1-ლი მაისი. ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი

რეალი-ბაიერნი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): ნავასი - ლუკას ვასკესი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბენზემა, რონალდო, ასენსიო.

ბაიერნი (4-1-4-1): ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი - მიულერი, ხამეს როდრიგესი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი - ლევანდოვსკი.

არ ითამაშებს: კარვახალი - კომანი, რობენი, ნოიერი, ვიდალი, ბოატენგი

საეჭვოა: ნაჩო, ისკო - ხავი მარტინესი, ალაბა

მსაჯი: ჯუნეით ჩაქირი (თურქეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
შარშან თამაშგარედან გაიტანა თუ არა ეგ რეალის გულშემატკივრების პრობლემა არა ეგ მსაჯებს მოკითხონ ისე მარადონამ ხელით გაიტანა გოლი მაგრამ მაგს არვინ ახსენებს ხდება ასეთი ტექნიკური წუნები ფეხბურთში. მაგრამ რეალი რო გერმნაელებს სადაც დაიწერს იკ რო უგებს ეს უკვე ბოლო წლებია ჩვევად ექცა ამ გუნდს.. რეალს აქვს სატრაბახოდ საქმე და თქვენ რაც გინდა ის თქვით. მაგრამ მეცინება რომამ 3 -0 როგრ უნდა მოგიგოს სასუოლოს ვერ უგებს გუნდი .. ბარსა ულოცავ ცემპიონია მაგრამ ეგ სირცხვილი კარგა ხანი არ დაავიწყდება ხალხს . რეალს ასეთი სირცხვილი ლიგაზე არასდროს მოსვლია. თან ზედიზედ მესამედ გადის ლიგაზე. და ამ ლიგაზე პსჟ გაგდო მიაყოლა უვენტუსი და დგეს ბაიერნით დაგვირგვინებს და ამის მერე ის ფაქტიურად ჩემპიონია.. ზოგზოგიერთები კი რომასთან აგებნნ
ლაშა
რეალთან ბარსას გაუმაძღრობაზე როგორ საუბრობ? ))
ალექეს
რეალის გულშემატკივრებს (70%) რომელ ფეხბურთის ცოდნაზე უნდა ელაპარაკო? შარშან ისტორიული აფსაიტიდან გაიტანა ყლრონალდომ და ვიდალი საერთოდ არაფრისთვის გააგდეს. (ეს იმათ გასაგონად ვისაც მეხსიერებაში და თვალებში რონალდუს "ჩიტი" გაქვთ) :დ
ბიტლზი
ყველაფერი მოსალოდნელია დღევანდელ ფეხბურთში.პსჟ რომელიც უდავო ფავორიტად ითვლებოდა რეალმა თავისუფლად გამოაგდო.ან გაუმაძღარ ბარსელონას რომელიც ყველას და ყველაფერს ყიდულობს საშუალო რომამ გადაუარა.ისე ღმერთმა დასაჯა ლივერპული რომ დაასუსტა შუა სეზონში. მოკლედ ამ დონეზე გამართლებას დიდი ძალა აქვს.
გიორგიპირველი
"რა თქმა უნდა, "რეალი" "ბაიერნთან" აშკარა ფავორიტია, მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც "რეკორდმაისტერს" შანსს უტოვებს..." - რებს წერ, ნიკოლოზ??? აქ "ბაიერნისა" და "რეალის" დაპირისპირებაზე საუბარი. თურმე ბაიერნს შანსი ჰქონია, არა?? "თამაში დამატებით დროში გადავიდა, რომელიც კარლო ანჩელოტის გუნდმა პირწმინდად კი წააგო" - რატო წააგო პირწმინდად, ისიც დაგეწერა. უყურე საერთოდ მაგ თამაშს? ჯერ ტელევიზორში წაიღეს ტვინი წამყვანებმა "რეალის" გულშემატკივრობით და ახლა აქ. მკითხველის უპატივცემლობაა და მეტი არაფერი.
Musenbezi
დონი შენ ფეხბურთი ისე გესმის, როგორც მე კაბადდი... შარშანდელი თამაშისთვის მაინც არ გიყურებია რეალთან თუ... მაგრამ დღესაც ისეთი მსაჯია თამაშის ყურების სურვილიც დამეკარგა!!!

სხვა რა უნდა იფიქროს ადამიანმა? 2013 წლის შემდეგ ფინალში ვერ გადის. არადა ერთერთი ყველაზე მდიდარი კლუბია მსოფლიოში. დღესაც გამოვარდება და ეგ იქნება. არ ჰგავს ეს იმ ბაიერნს, თითქმის წაგებულ თამაშებს რომ ატრიალებდა.ძალიან დიდი სურვილი მაქვს ასე მოხდეს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა.
Doni brasco
ერთი რისი რეკორდმაისტერია ეს ბაიერნი?! ბუნდესლიგა რომ გააცამტვერა და ჭ კლასის ტურნირს დაამსგავსა? კარგ კლუბებს ფეხბურთელი რომ არ დაუტოვა და გააბანძა?დორტმუნს ყველა ფეხბურთელი წაართვა და გაუფუჭა, მარტო გოტსე რად ღირდა.საქართველოს ჩემპიონატში გადმოვიდეს და მარადმწვანე ჩემპიონი იქნება, ტიტულით სუპერრეკორდმაისტერი
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მცირე პროგრესი იგრძნობა - ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ, ზიდანი გახდება
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
ფლორენტინო პერესი: ახლო მომავალში "რეალის" პრეზიდენტი ნადალი გახდება
ზიდანმა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებმაც "რეალში" ყველაზე მეტად აღაფრთოვანეს - სიაში კრიშტიანო რონალდო არაა
ბუნდესლიგა. XXXIV ტური: ჰამბურგში დრო გაჩერდა... [VIDEO]
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
Cadena Ser:
IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა
"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ
ლა ლიგა. II ტური. ვარსკვლავების გარეშე
დანი კარვახალი: პრემიერლიგაში თამაში მინდა
ისკო "უნიონში" ვერ გადავიდა და უგუნდოდ დარჩა
ისკოს ახალი კლუბი ცნობილია
PREVIEW. მთავარი ინტრიგა - მადრიდული დერბი თუ გვარდიოლა "რეალის" წინააღმდეგ?
მეტი ხართ, ვიდრე მწვრთნელი - რიბერიმ ჰაინკესს იუბილე მიულოცა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
ისკომ შესაძლოა, კარიერა თურქეთში ან კატარში განაგრძოს
იუპ ჰაინკესი: ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მსაჯობაზე წუწუნს აზრი არა აქვს
"ჩემს ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს" - ზინედინ ზიდანი
იუპ ჰაინკესი: სვენ ულრაიხს თვალთ დაუბნელდა, ეს ფეხბურთელისთვის საშინელებაა
"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს
ჰაინკესი: სანე ტოპ-ფეხბურთელი არ არის - მისი ფასი გადაჭარბებულია
ალფონსო დევისი "რეალში" აღარ გადავა
მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს
დავიდ ალაბა შეიძლება "რეალში" გადავიდეს
პსჟ თუ ინტერი? - ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
ისკო "ბეტისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25